სატურნის პრინციპები

სატურნის პრინციპები

სატურნის პრინციპები დაკავშირებულია ადამიანის მიდრეკილებასთან,გარკვეულ სტრუქტურაში მოაქციოს საკუთარი ცხოვრება: გაიგოს მისი აზრი,ჩაეწეროს საზოგადოდ მიღებულ ნორმებში,გააცნობიეროს ზრდის კრიზისების მნიშვნელობა.

*სოციალური პლანეტები

იუპიტერი და სატურნი სოციალური პლანეტების კატეგორიას განეკუთვნებიან. შედარებით ნელი მოძრაობის გამო,ზოდიაქოს ერთი ნიშნის გასავლელად იუპიტერს დაალოებით 1 წელი,სატურნს კი 2,5 წელი სჭირდება. შესაბამისად,იუპიტერისა და სატურნის მსგავს მდებარეობას ერთი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში ვაწყდებით. მაგალითად, თანაკლასელების, თანაკურსელების. თავის მხრივ,ეს იმის მანიშნებელია,რომ იუპიტერი და სატურნი საერთო ამოცანებს უყენებენ ერთი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს და ასე ასახავენ სამყაროს მოთხოვნას კონკრეტული თაობისადმი. სწორედ ამიტომ,იუპიტერი და სატურნი ჰოროსკოპში ინდივიდის სოციალურ ამოცანებზე არიან პასუხისმგებელნი.

 

1.საზღვარი

(ბიო-ფიზიკურ დონეზე)

სატურნი ბოლო პლანეტაა,რომელსაც ადამიანი ცის კაბადონზე შეუიარაღებელი თვალით ხედავს და მისი მდებარეობაც ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე მიუთითებს.

ფუნქციები: შეზღუდვა. დამუხრუჭება. პარალიზება. შენელება. შეკავება. გაყინვა. კრისტალიზაცია. განსაზღვრა. დადგენა. კონცენტრაცია. კონტროლი.

ეს მიზნად ისახავს მთლიანობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ენერგიის ეკონომიას, სიმტკიცის გამაგრებას, კონსერვაციას. თავიდან,სანამ ბავშვი პატარაა,ამ ფუნქციებს მისთვის მშობლები ახორციელებენ; მოგვიანებით_ასაკით ან სოციალურად უფროსი,ოფიციალური პირები,კანონის, წესების, კოდექსების,კონსტიტუციისა და ინსტრუქციების მეშვეობით.

სატურნის ამ პრინციპს თავისი ბიოლოგიური ფუნქცია აქვს. მისი მოქმედება იწყება ჩვილის გამოყოფით დედის ორგანიზმიდან,ჭიპლარის გადაჭრისას,და სრულდება მაშინ,როდესაც ადამიანი მთლიანად თავისუფლდება მიწიერი მიჯაჭვულობებისგან _ ტოვებს მატერიალურ  სამყაროს და გარდაიცვლება სხვა სამყაროში.

ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები შეზღუდულია გრავიტაციით,ატმოსფერული წნევით და თავად სხეულის აგებულებითა და ორგანიზმის მოწყობით. ფიზიკური დატვირთვის მეშვეობით,ადამიანი ადგენს საკუთარი სხეულის შესაძლებლობების ზღვარს. დაავადებებს,შიმშილსა და წყურვილს კი ყურადღება გადააქვს შინაგანი სამყაროს მოწყობაზე(საზღვრებზე). მძიმე დაავადებები და შიმშილი ჩვენს ცხოვრებაში  სიღარიბისა და იძულებითი შეზღუდვების პირობებში ვლინდება. მიწიერი კეთილდღეობისა და განცხრომის მოკლება, განზრახ ან იძულებით,ასევე სატურნის პირველი პრინციპით იმართება. ცხოვრების ასეთი წესის გაცნობიერებული არჩევა ადამიანური არსების ავტონომიურობის განმტკიცებას მოწმობს და წლების შემდეგ არაერთ ღირსებას ჩამოაყალიბებს მასში.

ყველა ადამიანს ახასიათებს გარკვეული დისტანცია,რომელსაც ინარჩუნებს ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ დისტანციის შემცირება ანუ პირადი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საზღვრების დარღვევა ადამიანთა უმეტესობაში დისკომფორტს იწვევს,ზოგშიც_განგაშს,რაც გარეგნულად შებოჭილობითა და დაძაბულობით ვლინდება. მაშასადამე,სატურნის პირველი პრინციპი დაკავშირებულია ადამიანის მოთხოვნასთან,იცხოვროს უცხო გავლენისგან დაცულ სივრცეში. ამიტომაც მართავს სატურნი ტერიტორიულ საზღვრებს(და მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებსაც,რომლებიც მის მთლიანობას იცავენ).

ჩვენს სამყაროში ყველა რეალურ ნივთს თავისი საზღვარი აქვს სამგანზომილებიან პარამეტრებში. როდესაც ადამიანი ნივთებს ერთმანეთს ადარებს,მას უხდება მათი ზუსტი სიდიდეების გამოთვლა,რაც შეუძლებელი იქნებოდა გარკვეული საზომი სისტემების გარეშე. გამოთვლის სისტემა დაფუძნებულია დადგენილ ეტალონებზე,მაგალითებსა და სტანდარტებზე,რაც სხვა არაფერია,თუ არა სატურნის პირველი(მატერიალური დონის) პრინციპის დემონსტრაცია. აქ მარტივად შეამჩნევთ კავშირს ხასიათის ისეთ თვისებებთან როგორიც არის: სიზუსტე, აკურატულობა და  პედანტიზმი. სატურნი მართავს ჩვენს მოთხოვნას გამოვასწოროთ, კორექტირება მოვახდინოთ და მივუსადაგოთ ჩვენი ქცევები უკვე არსებულ მოდელსა და მაგალითს; ასევე  ინსტრუქციების მიღება-გაცემის მოთხოვნას.

 

 

2. ძალაუფლება

(ფსიქო-სოციალურ დონეზე)

სატურნის სახება მითოლოგიაში დაკავშირებულია ძალაუფლებასთან,რომელიც მან მამას წაართვა და შემდგომ შვილის ხელით დაკარგა.

ფუქციები: მართვა, ორგანიზება, რეგულირება, შემოწმება, კოტროლირება. შესაბამისობა. დამორჩილება.

ეს ფუქციები მიმართულია პასუხიმგებლობის დანაწილებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, დადგენილი წესრიგის მხარდაჭერისა და შენარჩუნებისაკენ.

ახალდაბადებულ ჩვილზე ძალაუფლება მთლიანად მისი მშობლების ან სხვა უფროსების(მეურვის) ხელშია. ბავშვის აღქმაში ამ სამყაროში ძალაუფლება უფროსებს ეკუთვნით. ზრდის პროცესში ის აცნობიერებს,რომ უფროსებიც ვიღაცებს ემორჩილებიან. მაშასადამე,ძალაუფლების განაწილება გარკვეულ წესრიგს ექვემდებარება (ასაკს ან სტატუსს). ბავშვი გაუცნობიერებლად იღებს იმ იერარქიას,რომელიც მის დაბადებამდე უკვე დადგენილი იყო საზოგადოებაში.

კანონი,რომლის შესაბამისად ადამიანები იერარქიულ ურთიერთობაში ებმებიან,ოფიციალური სტრუქტურების გარდა,დაკავშირებულია კულტურისა თუ ოჯახის წარსულ გარემოებებთან. ჩვენ მოვდივართ სამყაროში,რომელშიც უკვე არსებობს გარკვეული წესრიგი და როგორც მოგვიანებით ვაცნობიერებთ,ეს წესრიგი მიმართულია სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. ძალოვანი სტრუქტურები,რომელიც ადამიანს ბავშვობიდან გარს აკრავს,ზღუდავენ ინდივიდის თავისუფალ და დამოუკიდებელ ქცევებს,როდესაც ხელს უშლიან იმპულსური სურვილების დაკმაყოფილებაში. ამან შეიძლება განაპირობოს უფრო დიდი ძალაუფლების მიღების მოთხოვნა,რათა ადამიანი მინიმალურად იყოს დამოკიდებული სხვებზე.

ამგვარად,სატურნის მეორე პრინციპი ხელს უწყობს ადამიანში ძალაუფლების სიყვარულის, თავშეკავების, მოთმინების, ამბიციურობის, კარიერიზმის, სნობიზმის, მედიდურებისა და პირმოთნეობის გამოვლენას. ასევე აყალიბებს ინდივიდის თავშეკავების,თვითკონტროლისა და თვითსრულყოფის უნარს. ძალაუფლების ეშელონებთან კავშირი,მართვისა და კონტროლის მოთხოვნა,ბუნებრივია,რთულად შეთავსებადია სირბილესა და სინაზესთან,ის უფრო მარტივად ხორციელდება სიმკაცრითა და ცივი დისტანციურობით. ასევე რთული წარმოსადგენია ნოტაციებისა და მორალის კითხვა,ბრძანებებისა და მითითების გაცემა დელიკატური ტონით.

ეს პრინციპი ხელს უწყობს მკაცრი მოთხოვნების ჩამოყალიბებას,მიდრეკილებას განვსაჯოთ და დავაკვალიფიციროთ საკუთარი და გარშემომყოფების ქცევები,მიზეზების ახსნითა და დასკვნების არგუმენტირებით.

ჩვენ ხშირად გვესმის „მშრალი,ოფიციალური ტონი“, „ცივი და ბიუროკრატიული გარემო“, „მკაცრი ხელმძღვანელის ხმა“. სატურნი დომინირებს მძიმე,მკაცრ,სერიოზულ ადამიანებსა და სიტუაციებში.

თავისუფლების შემზღუდველი სატურნი,რომელიც საკუთარ შვილებს ჭამდა,ადამიანთა ცნობიერებაში დაკავშირებულია სულისგამყინავ სისასტიკესთან,მოქუფრულობასთან,ფატალიზმსა და მარტოობასთან. დაგვეთანხმეთ,რომ დაოჯახებული ადამიანისთვის,რომელიც ყოფიერებით ტკბება,რთულია მაღალი მიზნების დასახვა და მით უმეტეს,მიღწევა,თუ მსხვერპლად არ გაიღო ახლობელი ადამიანები.

იერარქიის საფეხურები განსაზღვრავენ ადამიანის ვალდებულებებისა და შესაძლებლობების წრეს(საზღვრებს),მისი საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს იმას გულისხმობს,რომ სატურნის მეორე პრინციპი განაგებს იერარქიას და მასში დადგენილ წესრიგს,რაც მოიაზრებს ერთი ადამიანების (სურვილების,მოვლენების) მმართველობას სხვებზე, შინაგანი თუ გარეგანი,დასჯისა და წახალისების მეშვეობით. დასჯისა და წახალისების გარეგნული ფორმა ძალაუფლების სტრუქტურების მიერ ხორციელდება,შინაგანი_დანაშაულის გრძნობის,თვითჩაღმავებისა და თვითგვემისაკენ მიდრეკილებით.

ადამიანს ადრეული ასაკიდანვე ესმის „არ შეიძლება!“,რაც იცავს მას სახიფათო ქცევებისგან. ისინი,ვინც ამ უსიამოვნო სიტყვას ამბობენ,გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ,რომელზე დამორჩილების შემთხვევაში,ადამიანი დაშვებულობის საზღვრებში რჩება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში,ის ისჯება ანუ აკრძალვაზე უფრო მკაცრი შეზღუდვების პირობებში ექცევა. იმ შემთხვევაშიც,თუ ადამიანი გარეგნულად არ დაისაჯა,ის ქვეცნობიერებაში მალავს დანაშაულის გრძნობას რეალური თუ შინაგანი მშობლების წინაშე,რომელიც მას ბავშვობიდან შთააგონებენ დოქტრინას,სიკეთისა და ბოროტების შესახებ,რასაც ადამიანი ნაწილობრივ საკუთარ ოჯახში,ნაწილობრივ კი ცხოვრებისეული გამოცდილებით ითვისებს. ამგვარად,სატურნის მეორე პრინციპი მართავს დანაშაულის გრძნობას, დისციპლინას, მორჩილებას, პასუხისმგებლობას, დაკვირვებულობას,სიფრთხილეს(„დაშვებულია თუ აკრძალულია?“).

ამ პრინციპის დახმარებით ადამიანს უყალიბდება  მიდრეკილება გარკვეული კრიტერიუმებით აირჩიოს ისეთი ქცევები,რითაც დაიმსახურებს გარშემომყოფების კეთილგანწყობასა და მოწონებას,რაც დაკვალიფიცირდება „სწორ საქციელად“. ადამიანი დაბადებინ ეცნობა პირველ „შეიძლება“ და „არ შეიძლებას“,როდესაც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს „რატომ“. ბავშვობაში აღბეჭდილი შეზღუდვები მასში გაუცნობიერებელ კომპლექსებსა და ბლოკებს აყალიბებს,რასაც მუდმივად აწყდება განვითარების შემდგომ პროცესშიც.  ხშირად ამას წინ უსწრებს დაპირებები და ფიცი,რომელსაც ბავშვი საკუთარ თავს ან სხვებს აღუთქვამს. ადამიანის ცოდნა იმის შესახებ,რომ არასტანდარტულ სიტუაციებში მას შეუძლია დახმარებისთვის ზემდგომს მიმართოს,ინდივიდში აღძრავს მოთხოვნას,გაარკვიოს ვინ იცის ყველაფერი და რატომ? ვინ დაადგინა პირველმა ეს წესრიგი? ვინ ადევნებს თვალყურს მის შესრულებას და ვის ეკუთვნის მთელი ძალაუფლება? ვინ არის ამ სამყაროში ყველაზე უფროსი,ვისაც მთელი პასუხისმგელობა აკისრია და ვისი ცხოვრებაც შეიძლება მისაბაძი მაგალითი იყოს? ბავშვობაში ავტორიტეტის როლს,ჩვეულბრივ,მამა ან პაპა ასრულებს, მოგვიანებით მასწავლებელი და ა.შ.  უმთავრესის ძიების პროცესში ადამიანი შეიძლება ღმერთის  იდეამდე მივიდეს_ უნივერსალურ ქცევის კოდექსამდე,ევროპულ კულტურაში ბიბლიამდე.

 

 

3. დრო

(იდეალურ დონეზე)

თანამედროვე სამყაროსთვის ცნობილია ფიზიკური,ბიოლოგიური,ისტორიული და ფსიქოლოგიური დრო. თუ ძველად მხოლოდ ერთი,საყოველთაო დრო არსებობდა,ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ დროის ევოლუციაზე.

ფიზიკური დრო იზომება წამებით,წუთებით,საათებით და ა.შ. საათები,დღეები,კვირები და თვეები ციკლურად მეორდებიან. დრო,როგორც ფილოსოფიური კატეგორია,სივრცეში ქრება,ის უსასრულოა და მხოლოდ ორი ურთიერთსაწინააღდეგო მიმართულება აქვს: წარსულისა და მომავლისკენ. ამ მიმართულებებს მხოლოდ  მოუხელთებელი,მუდმივად ცვლადი აწმყო ჰყოფს. საკუთარ მენტალურ პროცესებში ადამიანი,მისთვისვე შეუმჩნევლად,კვეთს აწმყოს საზღვრებს,როდესაც თავისი კონკრეტული წარმოდგენებით ახარისხებს,რა აღმოჩნდა წარსულში. როდესაც მის წარმოდგენაში შექმნილი სახებები უფრო აბსტრაქტული და ბუნდოვანი ხდება,ე.ი. ის მომავალში აღმოჩნდა.

ფსიქოლოგიურ დროს ჩვენ მოვლენებით განვსაზღვრავთ_ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებით და უპირველეს ყოვლისა სოციალური როლების შეცვლით: ბავშვი,ქმარი,მამა,პაპა. სწორედ ამ უმთვარეს მოვლენათა კავშირი არის ადამიანის ასაკის საზომი_ კავშირი პირველ ჩასუნთქვასა და ბოლო ამოსუნთქვას შორის. ისევე როგორც ეპოქათა შეართებელი რგოლი. შესაბამისად,სატურნის მესამე პრინციპი მართავს ადამიანის და ზოგადად,კაცობრიობის მეხსიერებას,რომელიც ცალკეულ ადამიანთა და მთლიანი ხალხების მოვლენათა ჯაჭვს აერთიანებს.

ფუნქციები: სტრუქტურირება, რეგლამენტირება, პერიოდიზაცია, დაგეგმვა, განვითარება, მომწიფება, დაბერება.

სატურნი,რომელიც სირთულეებს,პრობლემებსა და განვითარებას მართავს,პასუხისმგებელია პიროვნული განვითარების კრიზისებზე,რაც დაკავშირებულია,ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ხასიათის,მტკივნეულ ასაკობრივიშეგრძნებებთან_ადამიანი უნდა გაიზარდოს ერთი სოციალური როლიდან მეორემდე,ამისათვის კი აუცილებელია გარკვეული უნარების დაკარგვა და სხვა უნარების შეძენა.

სატურნის მესამე პრინციპი განაგებს ციკლურობას,რეგლამენტს,რეგულაციას,ქრონოლოგიას,არქივირებას, განაწესს,განმეორებას,სინქრონიზაციას,დამთხვევებს. დროის პრინციპი ვლინდება ჩვენი გონების უნარით, დაიმახსოვროს ერთი(მნიშვნელოვანი) და დაივიწყოს სხვა(უმნიშვნელო) მოვლენები; მოახდინოს წარსულის სისტემატიზაცია და გააკეთოს სამომავლო გათვლები. სატურნი მართავს ადამიანის მოთხოვნას,გარკვეულ სტრუქტურაში მოაქციოს მისთვის გამოყოფილი დრო(ცხოვრება),დაისახოს გლობალური და ლოკალური ამოცანები.

დადგენილი საზღვრების მიღწევის პროცესში პიროვნება ავლენს თავის სტრატეგიულ უნარებს,სადაც იკვეთება მისი  პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი გეგმების რეალიზაციაზე. იქიდან გამომდინარე,რამდენად ძლიერი მოთხოვნა აქვს სუბიექტს,მიჰყვეს თავის გეგმებს,ვლინდება თავისი საქმიანობის პროცესზე უფრო არის  ორიენტირებული თუ შედეგებზე. ამგვარად,სატურნი მართავს სიმტკიცეს,მედეგობასა და ურყეობას დასახული მიზნების მიღწევისას. ადამიანი ინარჩუნებს დაძაბულობას გეგმის რეალიზაციამდე და ისახავს ახალ ამოცანებს. ამიტომ,სატურნი  მართავს პიროვნული აქტიურობის ეფექტურობასაც.

ადამიანის უნარი,საკუთარი ცხოვრება და დრო კონკრეტული შედეგების მიღწევას დაუთმოს,ისეთი თვისებებით ვლინდება,როგორიც არის მიზანდასახულობა,ორგანიზებულობა,კონცენტრაცია,ამბიციურობა, შეზღუდვები. მიზნის მისაღწევად მას შეიძლება დესპოტური და დიქტატორული მიდრეკილებების დემონსტრირებაც მოუწიოს. მას უჭირს სხვისი ამოცანების შესრულება. დროის პრინციპი იმ სოციალურ ამოცანაზე მიუთითებს,რომელიც დედამიწისეული დროის განმავლობაში უნდა მოგვარდეს,კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის.

სატურნი დამცავი მექანიზმი რეპრესიის სახით ვლინდება,როდესაც ადამიანი თავს უკრძალავს/განაგდებს მისი ცნობიერებისთვის დამთრგუნავ განცდებს.

სატურნის ასაკი  60 წლიდან დგება.

სატურნის როლები რადიქსში: მამა. ქმარი. პაპა. ბებია. უფროსი ვაჟი. მასწავლებელი. დირექტორი. ოფიციალური პირი. მაღალჩინოსანი. ბიუროკრატი. ხელმძღვანელი. მოხუცებული.  ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანი. რეგენტი. კონსერვატორი. მოსამართლე. ექიმი(ხშირად ქირურგი). გერონტოლოგი. მეცნიერი. მოაზროვნე. ბრძენი. მღვდელი. იეზუიტი. ბერი. განდეგილი. მარტოსული და ჩაკეტილი ადამიანი. კარიერისტი. დიქტატორი. ცენზორი. კორექტორი.

სატურნის მდგომარეობები: თავშეკავება. გახევება. არახელსაყრელი პირობები. ფრუსტრაცია.  ჩაკეტილობა. დათრგუნულობა. დაქვემდებარება. ავადმყოფობა. სიფრთხილე. წინდახედულობა. ქედმაღლობა. მედიდურება. ორგანიზებულობა. სიმკაცრე. სერიოზულობა. კონცენტრაცია. დარდი. დეპრესია.

სატურნის მოვლენები: თანამდებობაზე დანიშვნა. დაწინაურება. სოციალური სტატუსის შეცვლა. რეგისტრაცია. კანონის დამტკიცება. ბეჭდის დასმა. ნებართვის მიღება. განაჩენის გამოტანა. დაპატიმრება. ჰოსპიტალიზაცია. ძვლების ტრავმა. კბილების მკურნალობა. პროთეზის გაკეთება. რეჟიმში ჩაჯდომა. სიკვდილი(ძვლად ქცევა). დაკრძალვა. ძეგლის დადგმა.

სატურნის გავლენა ფიზიკურ სხეულზე: ჩონჩხი(ძვლოვანი სისტემა). კანი. კბილები. თმა. ფრჩხილები. ტემპერატურის დაწევა. გაციება. სიყრუე. სკლეროზი. პარალიზაცია. ატროფია. დაბერება.

სატურნის მეტალი: ტყვია.

სატურნის ფერთა გამა: მუქი,მოქუფრული ფერები. ყავისფერი. შავი.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top