სატურნი თხის რქაში

სატურნი თხის რქაში

დაბრკოლება + კონცენტრაცია = თვითშეზღუდვა

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ადამიანი ცნობილია როგორც ცუდი მუშაკი, ნელი და არასაიმედო ადამიანი, არ შეუძლია შესაძლებლობების და ძალის კოორდინირების შეფასება, გულღრძო და ურჩია, აგრესიული და პრეტენზიული. განსხვავდება ეგოიზმით, თავნებობით, სიჯიუტით, ცალმხრივი მიდგომით და არასაკმარისი შემგუებლობით (გარემოზე მორგებით). ხასიათის პოზიტიურად განვითარების შემთხვევაში, ყალიბდება პატივმოყვარე მშრომელი, საკუთარ ქმედებას სხვების ქმედებებთან წარმატებულად ათანხმებს. მკაცრი და დისციპლინირებულია, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნია, ჯიუტი და თანმიმდევრულია. მარტივი და ეშმაკური საშუალებებით ბევრს აღწევს, მომჭირნე და ამტანია, ახასიათებს უიშვიათესი თვითფლობისა და ძალისხმევის კონცენტრაციის ბრწყინვალე შესაძლებლობა. დიპლომატიური, აუჩქარებელი, საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებულია და თანმიმდევრულად წინ მიიწევს.

ცხოვრებაში ყველაფერს ზომავს მიწიერი საზომებით და მიდრეკილია დაეყრდნოს მხოლოდ რეალურსა და პრაქტიკულს. ეს _ თანმიმდევრული პრაგმატიკოსი და მკაცრი რეალისტია, მკაცრად აკრიტიკებს უსაქმურ და პარაზიტ ადამიანებს. შესაძლებელია ფანატიზმისა და ნებისმიერი განსხვავებული (ნონკონფორმისტული) აზროვნების, შეხედულებების მოუთმენლობის (აუტანლობის) განვითარება. არცთუ იშვიათად, ყალიბდება ამაღლებული და გადაჭარბებული საკუთარი თავის იმედოვნება. ადამიანს შეუძლია არჩეულ საგანზე აზრების ძლიერი კონცენტრაცია _ ის, თითქოსდა, საკუთარი მისაღწევი მატერიალური წარმატების ჩანაფიქრების კრისტალიზებას ახდენს. მისი ზრდა თანმიმდევრული და საიმედოა, არაა ადვილი, მაგრამ ნამდვილია, შენელებულია, გარანტირებულია. უდრეკად ადის სოციალური იერარქიის კიბეზე, ავლენს უიშვიათეს ამტანობასა და მოთმინებას. თავშეკავებულია და ჩაკეტილი, შეუძლია გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება და დაანგრიოს ნებისმიერი სირთულის წინაღობა. შესაძლებელია წარუმატებლობა პარტნიორობასა და ქორწინებაში, არცთუ იშვიათად აღინიშნება სუსტი ჯანმრთელობა.

სახიფათოდ განვითარებულია ანგარება, ეჭვიანობა და წუწურაქობა. ამავდროს, არჩეულ საქმეში, ეს ადამიანი, შეძენილი ცოდნის ანგარიშითა და დაგროვებული შრომითი გამოცდილების წყალობით, ყოველთვის პროფესიონალი ხდება. პროფესია აირჩევა გათვლით და დიდ მოგებაზე შორეული სამიზნით. ეშმაკობა და მოხერხებულობა ერწყმის კრიტიკულობასა და შარიანობას. შეუძლია მიაღწიოს ძალების მაღალ დაძაბვას და სამუშაოს სრულყოფას. ეს ადამიანი ფლობს შინაგანი მობილიზებისა და ფსიქიკური მთლიანობის უიშვიათეს ნიჭს. ეს _ დარწმუნებული ასკეტია, მკაცრად ორიენტირებულია ცხოვრების მთავარ საქმეზე. ის _ შესანიშნავი ორგანიზატორია, წარმატებით ზრუნავს საკუთარი საქმის უსაფრთხოებაზე და ყოველთვის შეუძლია ნებისმიერი უსიამოვნებიდან თავის დაღწევა, სწრაფად რეაგირებს შეცვლილ გარემოებებზე და მოქმედებს წინასწარ შემოშავებული “უკანდახევის გეგმასთან” შეთანხებით. ის მშრალი და პრაქტიკულია, ჭკვიანი და ფრთხილია, მისთვის დამახასიათებელია საქმიანობისადმი უკიდურესი სერიოზულობა.

სასურველს აღწევს ნელა, მაგრამ დარწმუნებით. ასეთი ადამიანი განსხვავდება მიზნის უიშვიათესი გრძნობითით, საკუთარი წარმოდგენების სისტემას ზუსტად გაცნობიერებული პერსპექტივების საფუძველზე აგებს, ვითარდება მხოლოდ ადრე შემუშავებული პროგრამით, დაძაბულად და ზუსტად ისწრაფვის საბოლოო შედეგისკენ. მოწყობილი და ზუსტად დაგეგმილი ქმედებების სისტემის გარეშე დეზორიენტირდება ყველაზე უბრალო სიტუაციაშიც კი. ცხოვრებაში ყოველთვის საჭიროებს მიზანს და მისი მიღწევის პროგრამებს _ თუ ასეთი არსებობს, მაშინ ვერაფერი შეუშლის ხელს _ ამ დროს ის ქვაზე უფრო მყარი და მექანიზმზე უფრო ხისტი ხდება. თუ ასეთი ადამიანის ინტერესები გადაჭარბებულად დამიწებული და პროფანირებულია (პროფანაცია Lit.-Book.L. profanatio უპატიური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საყოველთაოდ აღიარებული მოვლენის (მაგ., იდეის, მოძღვრების, ხელოვნების ძეგლის და სხვ.) მიმართ, მისი დამახინჯება, შებღალვა.

Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ), მაშინ, ხშირად, სხვებზე ზეწოლას ახდენს, ხდება ვიწროშუბლა, შეზღუდული ფანატიკოსი, რომელიც ქადაგებს საეჭვო მაქსიმას (მაქსიმა Lit.-Book. L. maxima gedula (sententia) “ძირითადი წესი”, “უმაღლესი პრინციპი” ლოგიკური ან ეთიკური პრინციპი, ქცევის წესი, ნორმა, რომელიც გამოთქმულია მოკლე ფორმულის სახით. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი) – “მიზანი ამართლებს საშუალებას”. ასეთი ადამიანი ყოველ ნაბიჯს მუდამ წინასწარ თვლის, ბრწყინვალედ აცნობიერებს, რომ ყველა ქმედებას შედეგი მოსდევს. მიზანმიმართულად აყალიბებს საკუთარი განვითარების ზუსტ, თანმიმდევრულ სქემას _ და თავდაჯერებულად ახორციელებს კიდეც. ეს _ შესანიშნავი პრაქტიკოსი, მკაცრი ხელმძღვანელი და ცივი შემსრულებელია, აზროვნებს ფხიზლად და ეკონომიურად ხარჯავს საკუთარ ძალებს, პურიტანი და დღეგრძელია. უფრო მეტად ისწრაფვის საიმედოობისა და დამოუკიდებლობისკენ, სრული თავისუფლება და შეუბოჭაობის თამაში მისთვის უცხოა. სოციალური გარემოების ცვლილებებისგან დამოუკიდებლად აგრძელებს საკუთარი გზით სიარულს, უარს ამბობს განვითარებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე და, საერთოდ, არც კი ინტერესდება, თუ რა ხდება გარშემო.

ზოგიერთი მას აღიქვამს როგორც ქმედების ჯადოქარს, სხვები კი თვლიან მძიმე და ადამიანების დამთრგუნავ, ცინიკოს და განდეგილ ადამიანად, რომელსაც არაფერი აინტერესებს და, რომელიც ჩაკეტილია ნებისმიერი ზემოქმედებისთვის. ასეთი ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის დარჩეს საკუთარი თავის ერთგული და ვნებით აღიარებს მის სულსა და გულში არსებულ იდეებსა და პრინციპებს. თავდაჯერებულად თავისუფლდება ყველანაირი დამოკიდებულებისგან, ატრიალებს საკუთარი სულის პოტენციალსა და ისწრაფვის არავისზე იყოს დაქვემდებარებული, რადგან თავად ფლობს საკმარის თვითდისციპლინასა და თვითკონტროლს. ის მთლიანი, გაუტეხელი, კონკრეტული, მყარი და საფუძვლიანია. შეუძლია წარმატებით აკონტროლოს საკუთარი წრე და ამოსუნთქვისა და წამოყვირებების გარეშე გადაიტანოს ნებისმიერი სავალდებულო შეზღუდვა. ეს ადამიანი პატივმოყვარე, უნდობი, მიდრეკილი დეპრესიისკენ, უყვარს საკუთარ თავში ჩაკეტვა, დიპლომატიური, ფხიზელი, ქმედებებსა და გამოთქმებში ფრთხილია, შეუძლია წარმატებით იმოქმედოს არასაკმარისი ფინანსური საშუალებებით, არ ფლობს ინტუიციას მეგობრების შერჩევისას. მისი ინდივიდუალობა ძალიან ძლიერია, საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ჩვეულებრივ, მაღალია. სხვებისგან განასხვავებს სიღრმისეული შინაგანი ფორიაქი და არცთუ ძლიერი ჯანმრთელობა. პროფესიული ინტერესები მყარი და ღრმაა, ადამიანი წარმატებით იტანს მრავალ გამოცდას, დაბრკოლებების გადალახვისას ავლენს გულმოდგინებასა და ეშმაკობას. შეუძლია თანამშრომლობა, მაგრამ ხშირად შრომობს მარტო.

ამბიციური და საკუთარ თავში დარწმუნებულია, რაც საშუალებას აძლევს, ბოლოს და ბოლოს, მიაღწიოს ძალაუფლებას, პრესტიჟსა და ავტორიტეტს. ჩვეულებრივ, ასე თუ ისე, დაკავშირებულია ბიზნესთან, მეცნიერებასა და პოლიტიკასთან, მნიშვნელოვან წილად ორიენტირებულია აღიარებასა და საზოგადოების მხარდაჭერაზე. რამდენადაც ფრთხილი, მუდმივი, ანგარიშიანი, პრაქტიკულია და ფლობს ორგანიზებული მუშაობის ნიჭს, ამიტომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იკმაყოფილებს წარმატების მიღწევის მუდმივ მოთხოვნილებას. ღირსების ფარით შეიარაღებულს შეუძლია სხვების წინაშე წარსდგეს როგორც მშრალი, ცივი და მკაცრი ადამიანი. მზადაა დაემორჩილოს ზემდგომების ბრძანებებს, მაგრამ იგივეს ელის მათგან, ვიც ემორჩილება მას. ბავშვობაში, არცთუ იშვიათად, უწევდა უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფისთვის ბრძოლა. დასახული ამოცანების რეალიზებისას შრომისმოყვარე და უდრეკია, ვარაუდობს, რომ მნიშვნელოვანი შედეგები მხოლოდ უდიდესი და ხანგრძლივი ძალისხმევით მიიღწევა. ძალიან აფასებს ოჯახს და საკუთარ რეპუტაციას, ცხოვრებაში ან სულიერი განვითარებისკენ ისწრაფვის და აღწევს სამყაროს ჭეშმარიტ გაგებას, ანდა ღრმად ეფლობა ეგოიზმსა და წუწურაქობაში. არცთუ იშვიათად, გარეგან გავლენასა და ახლობლების სულიერ მოძრაობაზე არ ჰყოფნის მგრძნობიარობა, ამიტომ მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თანაგრძნობის, მოთმინებსა და იუმორის გრძნობის განვითარება.

მისთვის დამახასიათებელია პრაქტიკული, სერიოზული, სტაბილური შეხედულებები, მაგრამ სახიფათოა მთელი ცხოვრება მარტოხელა მგლად დარჩენა და გადაჭარბებულად ხისტი და მკაცრი პრინციპების ქონა. ხანდახან გარემოებებისგან დამოუკიდებლად სულიერად ეცემა და საკუთარი თავის რწმენას კარგავს, ამ დროს ნებისმიერი მხარდაჭერა მადლიერს დიდი ხნით ხდის (ანუ დიდი ხნით ამახსოვრდება გაწეული სიკეთე). საკმაოდ საშიშია საკუთარ თავში ჩაღრმავება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, თვითშეცოდება და სხვებზე გადაჭარბებული დომინირებისკენ მიდრეკილება. ეს ადამიანი, ჩვეულებრივ, მელანქოლიურია, ვერ კმაყოფილდება საქმის ნამდვილი მდგომარეობით, თავშეკავებულია ქცევებში და ღრმად მოაზროვნის ნიჭს ფლობს. გადაჭარბებული მენტალური მღელვარება, სიამოვნებისა და გართობის არარსებობა, ასევე, დაუკმაყოფილებლობა და გრძნობების შეკავება, არცთუ იშვიათად, ზიანს აყენებს მის ფიზიკურ ჯანმრთელობას. ასეთ ადამიანს განსაკუთრებულად სურს განსხვავებული იყოს კარიერის სფეროში.

არაფერს აკეთებს პრაქტიკული ზრახვის გარეშე. კარგი ორგანიზატორია, რომელსაც შეუძლია როგორც ამბიციების გაღვივება, ასევე უსაფრთხოების გამყარება, ამიტომაც განსაკუთრებული რისკის გარეშე აღწევს მაღალ მდგომარეობას. საქმესა და პოლიტიკაში კონსერვატორია, არ უყვარს ძალიან ბევრი ადამიანის ნდობა, რომლებსაც არ აქვთ პირადი პრაქტიკული გამოცდილება. ამ ადამიანების აზრით, არავის აქვს უფლება სხვებს რჩევები მისცეს ანდა საკუთარ თავზე აიღოს დიდი პოლიტიკური ანდა ეკონომიკური პასუხისგებლობა მანამ, სანამ წარმატებით არ მოაწყობენ საკუთარ საქმეს. ასეთი ადამიანები ბრწყინვალედ აცნობიერებენ, რომ ყველაფერზე საფასურის გადახდაა საჭირო და თითოეული ვალდებულია კეთილსინდისიერად შეიტანოს საკუთარი კანონიერი წვლილი სამყაროს მოწყობაში. ისინი თვლიან, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს ის, რაც დაიმსახურა პირადი ძალისხმევის წყალობით. ამიტომ ცხოვრების სიმაღლეების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ისინი ემხრობიან იმ აზრს, რომ თითოეულმა უნდა ისწავლოს, მხოლოდ საკუთარი თავის დახმარება. არცთუიშვიათად, საკუთარ სიმდიდრეს და გავლენას მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ გარშემომყოფები.

ხშირად ასეთი ადამიანები ცნობილი ოჯახის შვილები არიან, ამიტომაც მათვის ბავშვობიდანაა უცხო ცხოვრების ჭეშმარიტი მიზნები და მაღალი ადამიანური ფასეულობანი. არსებობს სოციალურ ურთიერთობასა და ეკონომიკური მდგომარებით უფრო სუსტების გამოყენების ტენდენცია, რა თქმა უნდა, თუ დასახმარებლად ჭკუა-გონებასა და თანგრძნობას არ მოუხმობს. თუ ამ ადამიანმა სიყმაწვილე სიღარიბესა და არაკეთილგანწყობილ ოჯახურ გარემოში გაატარა, ეს სტიმულს მისცემს მყარად გადალახოს ყველა დაბრკოლება და მიაღწიოს ცხოვრებაში ხილულ, მყარ მდგომარეობას. ასეთი ადამიანისთვის ცხოვრება _ მუდმივი ბრძოლა და დიდი პრობლემაა. არ ჰყოფნის მხატვრული გემოვნება _ აფასებს საგნებს მხოლოდ ფასის და გარეგანი სახის კრიტერიუმებით. ხანდახან მაღალი მდგომარების სურვილი და სწრაფვა თვითმიზანი ხდება და არა საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების საშუალება.

ხშირად ამ ადამიანების განმასხვავებელი თვისებაა შესაშური პატიოსნება, თუმცა დაბალი განვითარებისას არანაირ საშუალებას არ თაკილობენ ძალაუფლებისა და სიმდიდრის მისაღწევად, რამაც შესაძლებელია საშინელ დიქტატორებად აქციოს. ხანდახან კანონის ზუსტი და დაჟინებული განმარტებებით იღებენ საკმაო პირად სარგებელს. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ უფრო მეტი მოქნილობისა და მომთმენელობის სწავლა, და მთვარი _ არასდროს გამოიყენონ ბინძური ბრძოლის საშუალებები და შეჯიბრითობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრესტიჟის სრული დაკარგვა და განადგურება _ როგორც მატერიალური, ასევე სულიერი მნიშვნელობით _ ელოდებათ.

 

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში”

აქ სატურნი იმყოფება საკუთარ სამყოფელში ურანთან ერთად, მიწის ნიშანში. სხვა სატურნებისგან მას განასხვავებს მიზნის არაჩვეულებრივი გრძნობა. ეს ძალიან ძლიერი მდებარეობაა.

ასეთი ადამიანის განმასხვავებელი თვისებები იქნება: სერიოზულობა, მიზანდასახულობა, ზოგიერთ შემთხვევებში პირქუშობაც კი. ამ ადამიანის სისტემა, შესაძლებლია, აიგოს მხოლოდ შორეულ პერსპექტივაზე, სავალდებულოა განვითარების პროგრამა.

საკუთარ ცხოვრებისეულ სისტემას მხოლოდ მრავალი შორეული მიზნის, სტიმულის მეშვეობით ააგებს. განვითარებისთვის საჭიროა პროგრამა, სიზუსტე, საბოლო შედეგზე მიმართულების აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს განვითარების შესაძლებლობას, გახდება შეზღუდული. არაა მიზანი _ და მისი სისტემა არ ჩამოყალიბდება, თითქოსდა, კარგავს არსებობის აზრს, ხდება შეზღუდული. საჭიროა და სავალდებულოც კი, ასეთი ადამიანის წინაშე დასახული იყოს მიზანი, რამეთუ, თავად ვერ შეძლებს მის არჩევას, მაგრამ, როგორც კი ჩამოყალიბდება მიზანი და ეს მიზანი ნათელი იქნება, ჩნდება პროგრამა _ ამ დროს უკვე ვეღარაფერი დააბრკოლებს, უკვე ძველი ადამიანი აღარაა, არამედ კედელი, ქვა, ხისტი რკინის მექანიზმია. მართალია, ცუდ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ძალიან დამიწებულია, ეს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგ უკიდურესობაში: დაიწყებს სხვებზე ზეწოლას, გახდება სწორხაზოვნად მოაზროვნე, შეზღუდული ფანატიკოსი, რომელიც იზიარებს პრინციპს: “მიზანი ამართლებს საშუალებას”.

კარგ შემთხვევაში, ყოველთვის ექნება მიზნის გამძაფრებული გრძნობა, საკუთარი პოზიცია, ძალიან ზუსტი განვითარების სისტემა, ფასეულობათა მყარი სისტემა. მაგრამ საკუთარი თავისთვის მიზნის დასახვა მისთვის რთულია, რადგანაც აქ სატურნი საკუთარ სახლში იმყოფება და მას ძალიან ძლიერი სისტემა გამოსდის, მაგრამ წერტილი, რომელიც საჭიროა მიზნის განვითარებისთვის _ საჭიროა გარეგნულად შეიქმნას. და ჩვეულებრივ, გარეგანი გარემობების გავლენით მიზანი დიდი ხნის მანძილზე ყალიბდება. როგორც ჩანს, ეს ადამიანი ისწავლის საკუთარი ყოველი ნაბიჯის გათვლას, ბრწყინვალედ გააცნობიერებს, რომ ყოველ ქმედებას შედეგი მოსდევს, შესაძლებელია ჩამოაყალიბოს საკუთარი განვითარების ზუსტი, თანმიმდევრული სქემა.

რეალურად ანდა პოტენციურად ეს ადამიანი _ შესანიშნავი პრაქტიკოსია, რომელიც, შესაძლებელია, სხვებს მკაცრ და ცივ პიროვნებად მოეჩვენოთ, მაგრამ ერთია, ნათლად აზროვნებს და საკუთარ ძალებს ეკონომიურად ხარჯავს, ნაწილობრივ, დღეგრძელია, შესაძლებელია იყოს ასკეტი, პურიტანიც კი. სატურნი თხის რქაში ყოველთვის იძლევა ასკეტურობას, ასეთ ადამიანს ურთულდება გახსნა, მუდამ დოგმატიკოსად ქცევის რისკის ქვეშ დგას, რადგანაც ძალიან ღრმად შეუძლია სისტემაში შესვლა, შესაძლებელია, საკუთარი თავიც კი გააიგივოს მასთან. ამასთანავე, არ განიცდის დანაკარგს, თუმცა, თუ სატურნი ბოროტია, მას პერსპექტივა არ აქვს, და ეს ადამიანი “ხევდება (შეშდება)”. ასეთი ადამიანი ყოველთვის საკუთარი გზით მიდის, ამასთანვე, ძალიან ზუსტად შეუძლია განასხვაოს, რა არის საჭირო და რა – არა, მნიშვნელოვანი უმნიშველოსგან. ეს არ ხდება გონების დონეზე, უბრალოდ “გრძნობს”, როგორ უნდა იყოს. მხოლოდ ერთია, ეს მთლიანად გრძნობა არაა, თუმცა სატურნი _ ფემინური პლანეტაა მთვარისა და ვენერის ჯგუფიდან, სადაც ადამიანი ვერ იგებს, საით ექაჩებიან, მაგრამ მთლიანად ქვეცნობიერი ქმედებები აქვს. ვენერა უთითებს _ “მოწონება _ არ მოწონება”-ზე, ხოლო სატურნი იძლევა ყველაფერზე საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას.

ამ ადამიანს ძალიან კარგად და ზუსტად “ეცოდინება”, რა დასჭირდება და რა – არა. ეს ხდება არა ვერბალურ დონეზე, და არც სიტყვებისა და აზრების დონეზე, არამედ უბრალოდ შინაგანი გრძნობაა, მიზნის და იმ ყველაფრის შეგრძნებაა, რაც ამ მიზანთანაა დაკავშირებული.

ისწრაფვის საიმედოობისკენ, დამოუკიდებლობისა და განცალკევებულობისკენ, მისთვის რთულია თავისუფლად და შეუბოჭავად ყოფნა. რაც არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებაში, ეს ადამიანი მუდმივად შეზღუდავს და განაცალკევებს საკუთარ პიროვნებას, მის პიროვნებაზე “საერთო” არ მოქმედებს. შეუძლია აბსტრაგირება (განყენება) აბსოლუტურად ყველაფრისგან, ყველა ხელისშემშლელი კონტაქტის მოშორება. უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია ძალიან მძიმე, დამთრგუნავ ადამიანად გადაიქცეს, რომელზეც შეუძლებელია ზემოქმედება, შესაძლებელია იქცეს განდეგილად, რომელსაც არაფერი აინტერესებს. უკეთეს შემთხვევაში, ნებისმიერ გარემომებაში რჩება თვითმყოფადი, არაფერი გადაატანინებს ყურადღებას საკუთარი თავიდან და სამყაროს მისეული მიდგომიდან. სატურნი თხის რქაში ასწავლის ასკეტიზმს და დამოუკიდებლობას, ყველაფრის მიუხედავად საკუთარი მიზნის ჩამოყალიბებას და საკუთარი ფასეულობების სისტემის განვითარებისკენ სვლას, ასევე ასწავლის, რომ არავისზე იყოს დაქვემდებარებული, იყოს ნებისმიერი დამოკიდებულებისგან თავისუფალი, ასეთი სახით კი შექმნას თავისუფალი სული, რომლის სიმბოლიზირებასაც სატურნი თხის რქაში ახდენს.

დიქტატურის საპირწონე საზოგადოებაში, ამ პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს ზუსტი მტკიცე კავშირი, ჰერმეტულობა და პიროვნების უტეხობა, მაგრამ ცუდ შემთხვევაში შეიძლება აამაღლოს დოგმატიზმი, განკერძოებულობა, განცალკევებულობა, კასტურობა, დიქტატურა, ყველა შესაძლო შეზღუდვები და ტოტალური კონტროლი.

 

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში”

სატურნი თხის რქას უფრო მეტად განსაზღვრულს ხდის და ძალიან ამაღლებს მის თვითშეგნებას, რაც გარეგნულად ხშირად ვლინდება თანმიმდევრულ და სიღრმისეულ პატივმოყვარულ მისწრაფებაში უხელმძღვანელოს მსხვილ კოლექტივებსა და პროექტებს. სატურნისეული თხის რქისთვის ტიპიურია მძიმე და ძალიან ხანგრძლივი კარმული პროგრამები, რაც, ჩვეულებრივ, 30 წლის ასაკის შემდეგ ვლინდება. სატურნის ეს მდებარეობა თხის რქას აძლევს შინაგან მობილიზებას, მის ასკეტიზმს უფრო ჰარმონიულს, ბუნებრივს ხდის და მასზე, და ასევე გარშემომყოფებზეც, ვრცელდება, ძირითადად, ცხოვრების მთავარ საქმეში შეზღუდვებით (ანუ არ აძლევს უაზრობებზე ყურადღების გადატანის საშუალებას), მაგრამ არა ყოფიერების წვრილმანებზე.

დაუმუშავებელი სატურნი იძლევა დოგმატიზმს, ვიწრო პროფესიონალს, რომელიც “იწვის” სამუშაოზე, მაგრამ ვერ ხედავს ცხოვრების აზრს და, თუმცა არ აღიქვამს მყარ გარე სამყაროს, მაგრამ არ შეუძლია იყოს თავისებურად ბედნიერი, სანამ აქვს საკუთარი სამუშაო, თუმცა-ღა მის გარეშეც ფეხქვეშ საფუძველს აბსოლუტურად კარგავს, ხოლო გადართვა საკმაოდ რთულია შეხედულებათა სივიწროვისა და უნარ-ჩვევების გამო.

ძლიერი დაზიანებისას პატივმოყვარეობა ძალაუფლების ფობიასთან თანხვედრაშია, ანუ ნებისმიერი პასუხისგებლობის ქვეცნობიერი შიში, რაც კარმის პროგრამის სირთულის და და ფაქიზი დამუშავების სიმბოლიზრებას ახდენს და ითხოვს ხანგრძლივ დამუშავებას, მაგრამ საერთოდ, ეს სატურნი საკუთარ ქმედებებზე დიდ სერიოზულობას და პასუხისმგებლობას იძლევა.

სატურნის მოცემული მდებარეობის ჰარმონიზაციის ძირითადი პრობლემა მდგომარეობს ხედვის ჰორიზონტის, ინტერესების წრის გაფართოებაში და იმაში, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს ადამიანების დაფასება არა მხოლოდ მათი პროფესიული ღირსებებით, არამედ ადამიანური თვისებებითაც.

არ ღირს სულიერების პრაქტიკული მიდგომით შეფასება.

სატურნის უმაღლესი ოქტავა ადამიანს აძლევს ამაღლებულ სიბრძნესა და სულიერ მიზანდასახულობას, რომელმაც აითვისა დაოისტური წესი “სიარულის შემძლე კვალს არ ტოვებს”, და შეუძლია განახორციელოს რთული ფაქიზი პროექტები, ხილული ზეწოლის გარეშე უხელმძღვანელოს კოლექტივებს.

სერგეი შესტოპალოვი  “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ეს ერთ-ერთი ძლიერი მდებარეობაა სატურნისთვის, რადგანაც პლანეტა საკუთარ მმართველ ნიშანში იმყოფება. ჰარმონიულ ასპექტებში ადამიანს აძლევს ძალიან ძლიერ, ჯანმრთელ პატივმოყვრეობას და მიზანდასახულობას, დაგეგმისა და სირთულეების დაძლევის შესაძლებლობას, სიწყნარესა და კონცენტრირების უნარს, განმჭვრეტელობას, გამჭრიახობასა და ყველაფრის გათვალისწინებისკენ მისწრაფებას, კარგ გონებას და მახსოვრობას, ძალიან ღრმა და ზუსტ ჭკუას, პრობლემის ნათლად გაგების უნარს, სიფრთხილესა და კეთილგონიერებას, რაციონალიზმსა და პრაქტიკულობას, ეკონომიურობასა და მომჭირნეობას, დისციპლინირებულობასა და შრომისმოყვარეობას, სიჯიუტესა და სიმყარეს, ტაქტსა და დიპლომატიურობას, კამათებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის უნარს, პატიოსნებასა და სამართლიანობას, შეხედულებებსა და აზრებში სიმტკიცეს. კარგი მდებარეობაა მეცნიერისთვის, პოლიტიკოსისთვის, რელიგიური მოღვაწისთვის, ლიტერატორისთვის, სამედიცინო მუშაკისთვის.

თუ სატურნი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: ეგოიზმი, სიამაყე, გრძნობებში იმედგაცრუება, მერკანტელისტობა, მეწვრილმანეობა, სიძუნწე, სევდა, უხასიათობა, შიშები, ეჭვნეულობა, ეშმაკობა, პედანტიზმი, კონფლიქტურობა, წინააღმდეგობის გაწევა, სიბრაზე, ცივი მრისხანება, სიჯიუტე, გადაჭარბებული სიმყარე, აპილპილება(ფეთქებადობა), უსამართლობა, გაღიზიანებულობა, მოტყუებისა და ტყუილისკენ მიდრეკილება, ორჭოფობა, გაფანტულობა და დაბნეულობა.

ფრენსის საკოიანი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

პატივმოყვარეობა, ძალაუფლებისკენ, მდგომარეობისკენ, ავტორიტეტისკენ სწრაფვა, რაც მნიშვნელოვანი სახით ვლინდება საქმეში, სამეცნიერო და პოლიტიკურ სფეროებში. კარიერაში სურთ განსაკუთრებულად განსხვავდებოდნენ. არაფერს აკეთებენ პრაქტიკული მიზნის გარეშე. კარგი ორგანიზატორები არიან, ცდილობენ ერთი მხრივ, განივითარონ ამბიციები, მეორე მხრივ კი, გაამყარონ უსაფრთხოება. ასეთი სახით, რისკის გარეშე აღწევენ მაღალ მდგომარეობას.

სხვა ადამიანებებზე საკუთარი სიმკაცრითა და სერიოზულობით ტოვებენ ცივ წარმოდგენას. შეუძლიათ ავტორიტეტული პირებისგან მიიღონ მითითებები, ხოლო მდგომარეობის მიღწევის შემდეგ იგივეს ელიან ქვემდგომებისგანაც. საქმესა და პოლიტიკაში კონსერვატორები არიან. მათი აზრით, ძალაუფლების ტრადიციულ სტრუქტურებს არსებობისთვის აუცილებელი საფუძველი აქვთ, რომლის ეჭვეს დაყენებაც არ არის მიზანშეწონილი.

საიმედოობასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რომელიც განიცადეს ახალგაზრდობაში, მოგვიანებით ქცევის პრაქტიკული კონსერვატორული შტრიხების განვითარებაში ეხმარებათ. მათი აზრით, არავის აქვს უფლება სხვებს მისცეს რჩევები ანდა საკუთარ თავზე აიღოს დიდი პოლიტიკური ანდა ეკონომიკური პასუხისგებლობა, სანამ წარმატებულად არ მოიწყობს საკუთარ საქმეებს. იციან, რომ ყველაფერზე გადახდა ხდება და, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია შეიტანოს წვლილი სამყაროს მოწყობაში. თითოეულმა უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს პირადი ძალისხმევის წყალობით. სიმაღლის მიღწევისას, სხვებს უმყარებენ აზრს, რომ ყოველი ადამიანი საკუთარ თავს თავად უნდა დაეხმაროს. მაგრამ სიბერეში ივიწყებენ სიყმაწვილეში გავლილ იმ მძიმე ბრძოლას, როცა თავად დაიწყეს ყველაფერი დახმარებისა და საშუალების გარეშე. შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი სიმდიდრე იმისთვის, რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ სხვები. ესწრაფვიან ავტორიტეტის მოპოვებას. მათ განვითარებული აქვთ ოჯახური ტრადიციისა და ოჯახის ღირსების გრძნობა. არცთუიშვიათად, ასეთი ადამიანები მდიდარი და ცნობილი ოჯახებიდან არიან, ამიტომაც შეიძლება არ შეეძლოთ ადამიანური ფასეულობების გაგება, რადგანაც თავად არ შეიცნეს ბრძოლის სიმძიმე, რადგან ამის საშუალება არ მიეცათ. არის სოციალურ ურთიერთობასა და ეკონომიკური მდგომარებით უფრო სუსტების გამოყენების ტენდენცია, თუ დახმარებისთვის ჭკუასა და თანგრძნობას არ მოუხმობენ, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ წარსული განსხეულებებიდან.

შეუძლიათ მაღალი სულიერების მიღწევა ანდა ჩავარდნენ მატერიალიზმისა და ეგოიზმის სიღრმეებში. თუ ყმაწვილობას სიღარიბეში და არაკეთილგაწყობილ ოჯახურ გარემოში გაატარებენ _ ეს სირთულების გადალახვისა და ძლიერი და ცნობადი მდგომაროების მიღწევის სტიმულს მისცემთ. ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება _ მნიშვნელოვანი საკითხი და ბრძოლაა. ხშირად საგნებს აფასებენ ფასისა და გარეგანი სახის კრიტერიუმებით.

სავალდებულოა განივითაროს იუმორის გრძნობა და მატერიალიზმსა და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე ზე დადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობის მოპოვების მისწრაფება თვითმიზანი გახდება და არა საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების საშუალება. ხშირად ასეთ ადამიანებს განასხვავებს პატიოსნება და წესიერება, ხანდახან კი არ ერიდებიან არანაირ საშუალებას მდგომარეობის, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოსაპოვებლად, რაც მათ საშინელ დიქტატორებად აქცევთ. არსებობს, ასევე, კანონის ზუსტი განმარტების მეშვეობით სარგებლის მიღების ტენდენციაც.

უღირსი საშუალებების გამოყენებით თავად ვარდებიან ორმოში, განიცდიან სირცხვილს და კარგავენ მდგომარეობას. თვალში საცემია საკუთარ თავში ქედმაღლური დარწმუნებულობა. მათ სჭირდებათ უფრო მეტი მოქნილობა.

ამ ადამიანს უმაღლეს დონეზე შეუძლია საკუთარი თავის დავიწყება და ხანგრძლივი მიზნის დევნა. შეუძლია ჯიუტად შრომა, მაგრამ შეიძლება არ ჰყოფნიდეს სიმსუბუქე, უშუალობა.

ხშირად გრძნობს პასუხისგებლობის და ცხოვრებისეული მოთხოვნების ტვირთს, შესაძლებელია, შურდეს იმ ადამიანების, ვისაც, მისი შეხედულებით, შეუძლია სასურველის მიღწევა უმნიშველო ძალისხმევის გამოყენებით. მასში არის მკაცრი, პირქუში, უკომპრომისო, რაც ხელს ძალიან უშლის. უნდა ერიდოს იყოს მძიმე, ცინიკური, ცხოვრებისგან დაბრძნებული ადამიანი, რომლის პრაქტიკულობა და რეალიზმი ცხოვრებიდან აძევებს მხიარულობასა და ფანტაზიას.

 

ინდუბალა  “ინდური ტრადიცია”

აქ სატურნი იმყოფება საკუთარ ნიშანში, და ასეთი სახით, ძლიერია. შესაძლებელია გამოვლინდეს დაჟინებულობა, კარგი მობილიზირებულობა, ტანჯვაში მყოფებზე მზურვენლობა და მსხვერპლის შესაძლებლობა. ეს ადამიანები მსუბუქად ექვემდებარებიან ხასიათის ცვლილებებს ანდა შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ მელანქოლიისკენ, წამოეგონ ამორალური ქმედებების ხიბლს; შეიძლება ფართოდ ცნობილები და ხელოვნებაში ნიჭიერნი იყვნენ. ასევე, შესაძლებელია გამოვლინდეს ეგოიზმი და აპილპილება (ფეთქებადობა). ისინი ფულს ოჯახისგან იღებენ, ასევე, შესაძლებელია ფული მიიღონ პარტნიორისგანაც (მეუღლისგან). წარმატება აქვთ პროდუქტების წარმოების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია მიწასთან. ჩვეულებრივ ცხოვრობენ დაბადების ადგილიდან შორს.

 

ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

მძიმე ცხოვრება, სიღარიბე. სიცოცხლის ბოლო დასაწყისზე უარესია. ყველა სახის მრავალრიცხოვანი საშიშროება: უბედური შეთხვევები, უკურნებელი დაავადებები, ფარული მტრებისგან დასჯა (თუ თხის რქა ემთხვევა I, IV, VI, VIII ანდა XII სახლს). პატივმოყვარეობა სამეცნიერო ანდა პოლიტიკურ სფეროში. არაფერს აკეთებენ პრაქტიკული მიზნის გარეშე. ხშირად აღწევენ მაღალ მდგომარეობას. ადამიანებზე ტოვებენ ცივ შთაბეჭდილებას. კონსერვატორები. იციან, რომ “ყველაფერზე საჭიროა გადახდა”. მაღალი მდგომარეობის მქონე პირების ბრძანებებს ასრულებენ უსიტყვოდ, იგივეს ითხოვენ ქვემდგომებისგანაც. სიბერეში ივიწყებენ ახალგაზრდობაში გადატანილ მძიმე ბრძოლებს. კარგი ასპექტებისას _ პატიოსნება, დისციპლინა. ცუდი ასპექტებისას _ მიდრეკილება კანონის ზუსტი განმარტების საშუალებით სარგებლის მიღებისკენ. ბინძური საშუალებებით მიზნის მიღწევისას, სირცხვილის განცდა და შრომით მოპოვებული მდგომარეობის დაკარგვა. საჭიროა ეცადონ უფრო მოქნილები იყვნენ და განივითარონ იუმორის გრძნობა.

 

სემირა და ვ. ვეტაში  “პროგნოზირების ხელოვნება”

ამ ადამიანისთვის დამახასიათებელია სერიოზულობა საქმიანობისადმი, ნელა, მაგრამ სასურველის მიღწევის უნარი.

კატრინ ობიე  “ასტროლოგიური ლექსიკონი”

სიმკაცრე და შინაგანი ორგანიზაცია, სიფხიზლე, პირქუშობა, მაგრამ ასევე მოთმინება, დაუღალავი დაჟინებულობა, მიზნის მიღწევაზე სრული კონცენტრაცია.

 საბავშვო ასტროლოგია

მარიან კეი სიმმსი  “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ბავშვები, სატურნით თხის რქაში, მიდრეკილნი არიან იყვნენ სერიოზულები და პასუხისგებლობიანები, კონსერვატორულნი და ტრადიციების დამცველნი. მათ ნაკლებად დასჭირდებათ ხელმძღვანელობა პასუხისგებლობის მიღებისას, საკუთარი დაძაბული სამუშაოს შესრულებისას. პირიქით, უფრო მეტად, შეიძლება დასჭირეთ წახალისება, რათა ცოტათი მაინც დაისვენონ და გამხიარულდნენ.

უფრო ხშირად, საკუთარ ასაკზე უფროსებად გამოიყურებიან: უფროსები შეიძლება მოიხიბლონ ამ სერიოზულობით და ძალიან დატვირთონ პატარები. დაიმახსოვრეთ, მათაც სჭირდებათ ბავშვებად ყოფნა.

 

სამანტა დევისი  “ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”

შიშები

  • დაქვემდებარებულობა;
  • პატივისცემისა და ძალაუფლების დაკარგვა.

 ყურადღება უნდა მიექცეს

  •  სიკეთეს;
  • გულთბილობას;
  • ფეთქებადობას.

 უნდა გამომუშავდეს

  • იუმორის გრძნობა;
  • თანაგრძნობა.

 უნდა შეეცადოს დაიყვანოს “არა”-მდე (მინიმუმადე)

  • გადაჭარბებული სიხისტე;
  • უდრეკობა და განცალკევებულობა.

 პოტენციური შესაძლებლობები

  • პასუხსმგებლობიანი ადმინისტრაციული მუშაკები;
  • დიპლომატები.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top