სატურნი კუროში

სატურნი კუროში

დაბრკოლება + გარანტია = დაჟინებულობა

ხასიათი _ შრომისმოყვარე, მყარი, საკუთარ თავზე კოცენტრირებული, რამდენადმე  ჩაკეტილი, თანმიმდევრული და გაბედული, შეუპოვარი. ბუნების უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ადამიანი მიდრეკილია მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთოს საქმე. ყალიბდება ზარმაცის ტიპაჟი, რომელიც მიდრეკილია, თუნდაც საკუთარი თავისთვის უმნიშვნელო სარგებლის მიღების გამო ხლართოს ინტრიგები და ნემისმიერი სახის თანაშრომლობისადმი პრინციპულად უუნაროა. ადამიანი ხდება მოუქნელი, თითქოს ძილ-ბურანში მოძრაობს, ჭირვეული, ულაპარაკო (უთქმელი); მიდრეკილია, თუნდაც საკუთარი თავის საზიანოდ ჯიუტად დაიცვას საკუთარი პოზიცია; ეგოისტი და ანგარიშიანია. ხასიათის დადებითად განვითარებისას ყალიბდება პასუხისმგებლობით სავსე შემოქმედი ტიპაჟი, რომელიც საქმეში აერთიანებს ეკონომიკასაც და მხატვრულ ინტერესებსაც. ეს არის ბანკირი მომღერლის შესაძლებლობით, ანდა ეკონომისტი მხატვრის უნარებით: ნიჭი ფინანსურ სფეროში ივსება გემოვნებიანი ესთეთიკით. ეს ადამიანი ხდება ბრძენი პრაგმატისტი, რომელიც ფლობს შესაშურ მოთმინებასა და უიშვიათეს ამტანობას. რეალისტი და ხელმომჭირნეა, საიმედო და სოლიდურია, უდრეკად ისწრაფვის საკუთრების ფლობისკენ, ავლენს შესაშურ უდრეკ ნებისყოფასა და ვირტუოზულად მუშაობს მეთოდური გეგმით. ასეთი ადამიანისთვის ცხოვრებისეული პრიციპია დევიზი: “ბრძნული შეუპოვრობა მე გაფურჩქვნის, აყვავების გარანტიას მაძლევს, რომელსაც სხვებს გავუზიარებ”. მეტნაკლებად უფრთხის ბედს, რამეთუ საკუთარ სულში კარმის ენერგიის სიღრმისეულ მოძრაობას გრძნობს, მხოლოდ ერთია, საკუთარი თავის კვლევა-ძიებისკენ მიდრეკილება არ აქვს. ნებისმიერი პროექტების აგებისას შესაშურ მოთმინებას ავლენს და თანმიმდევრულად ახორციელებს რეალურ პროგრამებს. მომავლის უზრუნველყოფისკენ დაუღალავად მოძრაობის გამო შეუძლია უარი თქვას პირად სიხარულზე. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია “შორეული სამიზნე”, ყველაზე მეტად ერიდება მფლანგველობას და აზრებში, მეტყველებასა და საქმეებში უსაფუძვლობას. აზროვნების სახე განსაზღვრულად რეალისტურია, ცხოვრების წესი, ასევე, საკმაოდ პრაქტიკულია. იგი თანმიმდევრულად ფიქრობს და დეტალურად წონის ყველაფერს “კი” და “არა”-დ, “მომხრე”-დ და “მოწინააღმდეგე”-დ. ნელა და დაფიქრებულად ქმნის _ თანმიმდევრულად და საფუძვლიანად, დაჟინებით და ჯიუტად, ამტანობით და თავშეკავებულობით. ამ ადამიანს ახასიათებს შესაშური შრომისმოყვარეობა და გამორჩეული შრომისუნარიანობა. დალაგებული, დეტალური და ანგარიშიანია, მისი ნებისყოფა ძალიან მყარია. ურთიერთობისას ზრდილობიანი, თავაზიანი და კეთილმოსურნეა, თანამშრომლობისას _ პატიოსანი და კეთილსინდისიერია.

აღინიშნება ზოგიერთი დაფარულობა, რომელიც გამოწვეულია გარშემომყოფების ზედმეტად ინფორმირებულობის გამო პირადი სარგებლის დაკარგვის შანსების სიფრთხილით. შესაძლებელია გულღრძოობისა და თვითნებობის, გადაჭარბებული მატერიალისტური აზროვნებისა და გრძნობების სიცივის, გულგატეხილობის, დარდიანობის, პირქუშობის, სისასტიკის, შეუბრალებლობის, გადაჭარბებული პატივმოყვარეობისა და ცხოვრებაში საკუთარი მიზნების, გეგმების და ზრახვების გატარებისას სპეციალურად უცერემონიობის განვითარება-ჩამოყალიბება. ადამიანი ისწრაფვის გამოიმუშაოს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქცევის ხაზი, რამეთუ თვლის, რომ საზოგადოება მკაცრად და უდრეკად თრგუნავს. მიდრეკილია მიიღოს კოლექტიური ნორმები და საკუთარ შეხედულებებს თავს არავის ახვევს. ფლობს განვითარებულ ვალდებულების გრძნობას და მაღალ თვითორგანიზებულობის ნიჭს. საკუთარი თავისგანაც და სხვებისგანაც ყოველთვის უმკაცრეს თვითდისციპლინას ითხოვს, მყარადაა დარწმუნებული არჩეული გზის სისწორეში. მისი სერიოზულობა ვლინდება სამუშაო (საქმიანი) თმენის ფორმით, მატერიალური ფასეულობების შექმნის სფეროში, ასევე, უიშვიათეს სტაბილურობასა და რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში საფუძვლიანობში. ადამიანი ფლობს წინააღმდეგობის გაწევის ფანტასტიკურ უნარსა და ხასიათისა და შეხედულებების შესაშურ სიმყარეს. საკუთარ ფასეულობათა სისტემას აყალიბებს ადრე, რომელსაც უცილობლად აკავშირებს მატერიალურ კეთილდღეობასათან და მთელი ცხოვრება ახორციელებს პრაქტიკაში. მისი ცხოვრება სავსეა ხანგრძლივი და მძიმე სამუშაოებით. არ ჩქარობს “ხელი მოაწეროს” ახალ პროექტებში მონაწილეობას, ხოლო თუ ვინმე ცდილობს, მისი ცნობიერი ნებისყოფის საწინააღმდეგოდ რაიმეს ჩაგონებას, ის ეწინააღმდეგება ჯიუტად, უფრო მეტად რწმუნდება პირველსაწყისი უარის სიმართლეში. თითქმის ყოველთვის, მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად ვითარდება და ეს გრძელდება მანამ, სანამ არ ააგებს სამყაროს შესახებ წარმოდგენების სისტემას და არ ჩამოაყალიბებს მეთოდური ილეთების კომპლექსს, რომელიც საშუალებას მისცემს გადაწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა. როცა შინაგანი სამყარო თუნდაც რაიმე დონით აიგება (აშენდება), მისი გადაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია (ჩვეულებრივ ეს ხდება 30 წლის ასაკის შემდეგ). ასეთი ადამიანი გამუდმებით რაღაცას აგროვებს _ კავშირებს, საგნებს, ინფორმაციას. განვითარების დაბალ დონეზე, შესაძლებელია, გადაჭარბებული მიჯაჭვულობა ფულზე და საგნებზე, ყალიბდება სიძუნწე, სიხარბე და არაგონივრული პრაგმატიზმი. ასეთი ადამიანი მიდრეკილია უდიდესი ყურადღება დაუთმოს საკუთარ კვებას, ამასთანავე, უჩვეულო და მიუჩვეველ საკვებს განიხილავს როგორც მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოს, უჩნდება ეჭვი პროდუქტის შხამიანობასა და ჯანმრთელობისთვის მავნებლობაზე. იგი მოთმინებითა და სიჯიუტით ამუშავებს საკუთარ ენერგეტიკულ პოტენციალს, აგროვებს პრაქტიკულ გამოცდილებას; ნელა, აუჩქარებლად, წინდახედულად და დეტალურად აგებს საკუთარი ცხოვრების ამოცანებს. მიდრეკილია მიიღოს თავისი მხოლოდ საკუთარი შრომით, ვერ ითმენს მოწყენას და მიღებული კავშირების გაწყვეტას, განსაკუთრებით ცუდად გადააქვს რეალური სამუშაო ამოცანების უქონლობა და შრომის შეუძლებლობა. ადამიანი ფლობს ძლიერ ნებისყოფას, უიშვიათეს მეოჯახეობას, მეურნეობის უნარს, მიდრეკილებას ავლენს სამყაროს მატერიალისტური ხედვისკენ. ხასიათის უარყოფითად განვითარებას მიჰყავს მოუხერხებლობის, მოუქნელობის, სიძუნწისა და ავხორცობის ჩამოყალიბებამდე. სიჯიუტეს შეუძლია უბედურებამდე მიყვანა, ხოლო მკაცრ ურთიერთობებს _ მტრების გაჩენამდე, რომლესაც ვერ ამჩნევს. უიშვიათესად მეთოდურია და ფლობს გასაოცარ შესაძლებლობას ექსპლუატაცია გაუწიოს როგორც გარშემყოფთა სხეულებს, ასევე, მათ ემოციებსა და აზრებს. ასეთი ადამიანი გრძნობს როგორც ფინანსური, ასევე ემოციური უსაფრთხოების ძლიერ მოთხოვნილებას. ნამდვილად ბედნიერი მხოლოდ მაშინაა, როცა ყველა ყოველდღიური საქმე სრულ წესრიგიშია. დისციპლინირებულია და მყარად მისდევს საკუთარ პრინციპებს. გადაწყვეტილებებსა და არჩევანში, პირველ რიგში, ფაქტებსა და საკუთარ შეხედულებებს ეყრდნობა. წარმატების მისაღწევად დასჭირდება ბევრი და ხანგრძლივი შრომა. მიდრეკილია მონაწილეობა მიიღოს მსხვილ შემოქმედებით პროექტებში _ როგორც ფინანსურ, ასევე, ორგანიზაციულ და პოლიტიკურში. საკმაოდ ეკონომიურია, მიდრეკილია შეიძინოს მხოლოდ არაორაზროვნად სასარგებლო საგნები. უყვარს განკარგოს (ფლობდეს) ისინი, ვინც უყვარს. საკუთარ შინაგან სამყაროს შეიგრძნობს მხოლოდ მაშინ, როცა ფასეულობის გრძნობა უფრო ფაქიზი ხდება და ისწავლის საკუთარი სიღრმისეული შემოქმედებითი შესაძლებლობის გამოყენებას. შესაძლებელია იმ აკვიატებული იდეების კომპლექსის ჩამოყალიბება, რომლებიც დაკავშირებულია საკუთარ თავზე, _ როგორც ტანჯულ და წამებულ ადამიანზე _ შექმნილ წარმოდგენებთან. შესაძლებელია ზოგიერთი ზედაპირულობა ყოველდღიურ სამსახურეობრივ ურთიერთობებში, გადაჭარბებული მატერიალიზმი და სიცივე მაშინ, როცა აუცილებელია ახლობლებისთვის სულიერი მხარდაჭერის აღმოჩენა. ადამიანი დაფიქრებული, კეთილი, წყნარი, დიპლომატიური და ფრთხილია. თუ გააბრაზებენ, მაშინ მისი დაწყნარება ძნელია. შემოსავალს მიიღებს ეკონიმიის გაწევითა და საგადასახადო მაქინაციებით. ძალიან ხელმომჭირნეა, ამიტომაც ყოველთვის გონივრულად განკარგავს არსებულ კაპიტალს. ყოველთვის სავსეა ფინანსური და ემოციონალური მისწრაფებებით, თუმცა, ისინი ნელა რეალიზდებიან, რამდენადაც მატერიალური კეთილდღეობა მხოლოდ გულმოდგინე ხაგრძლივი შრომით მიიღწევა. პროფესიაში ეძებს სოლიდურ და უზრუნველყოფილ მდგომარეობას, აღმერთებს საკუთარ სახლს, გულწრფელად უყვარს საკუთარი ჩეკის წიგნაკი. უყვარს ფულის გადადება “ყოველი შემთხვევისთვის” ანდა “სიბერისთვის”, ერთი სიტყვით _ “შავი დღისთვის”. მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სიმშვიდისა და მატერიალური სიკეთისადმი გაწონასწორებულად მიდგომის სწავლა, რადგანაც გადაჭარბებული მატერიალიზმი სიღრმისეულად უბედურს ხდის, ართმევს ოჯახურ კერას, აფრთხობს მეგობრებს, და მთავარი _ არ აძლევს ნებას სრულად განივითაროს არსებული უნარები და ნიჭი.

 

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ სატურნი ვენერასა და ქირონის სამყოფელში, მისთვის ნათესაურ მიწის სტიქიაში იმყოფება. სატურნისთვის ეს ძლიერი, თუმცა საკმაოდ მძიმე მდებარეობაა. ამ შემთხვევაში, ადამიანს ამოწმებენ წინააღმდეგობაზე (წინააღმდეგობის გაწევის უნარზე), სიმყარესა და სიჯიუტეზე. აქ საჭიროა, ადამიანმა გააცნობიეროს ფასეულობათა სისტემა და მივიდეს ინდივიდუალურ განვითარებამდე, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ხანგრძლივი, მძიმე შრომის შედეგად. ეს უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ხანგრძლივი შეძენის პროცესია, ფასეულობათა გაგება (აღქმა) გამომუშავდება ნელა. საკმაოდ რთული იქნება ამ ადამიანის რაიმე ახლით შერყევა, ვინმემ რაიმე ჩააგონოს მას, ჩვეულებრივ, ნებისმიერი წინააღმდეგობა მის სიჯიუტეს მხოლოდ გააძლიერებს. ეს ადამიანი ვალდებულია დიდხანს დამოუკიდებლად ვითარდებოდეს (სანამ არ დააგროვებს ინფორმაციას, არ შექნის მყარ პლატფორმას) და მხოლოდ ამის შემდეგ ააგებს საკუთარ მყარ ცოდნის სისტემას. სამაგიეროდ, როცა სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია, მისი გადაკეთება შეუძლებელია, გარდა ამისა, ეს სისტემა განსაკუთრებულად მყარი ხდება, როცა ადამიანი წინააღმდეგობას იგრძნობს. ჩვეულებრივ, ასეთი სისტემა კურო-სატურნთან პრაქტიკულადაა ირიენტირებული, ესენი არიან ადამიანი-პრაქტიკოსები. შემდგომი განვითარებისას აუცილებელია ზუსტად ეს მყარი პლატფორმა, ანუ ეს ადამიანი ვალდებულია უცილობლად იცოდეს, რას დაეყრდნოს. თუ მსგავსი ფუნდამენტი არაა, მაშინ, სრულიად შესაძლებელია, ადამიანმა თავი დაკარგულად იგრძნოს. ჩვეულებრივ, მუდმივად რაიმეს აგროვებს და, თუ სატურნი საკუთარ თავს უმაღლეს დონეზე ავლენს, მაშინ დაგროვების საგანი ინფორმაცია იქნება. ცუდ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, სრულიად შესაძლებელია, ადამიანი მოექცეს მატერიის სხვადასხვა, განსხავებული ფორმების დამოკიდებულებაში, მაგალითად, ფინანსურში. უფრო მარტივად რომ ითქვას, ძლიერი, “ბოროტი” სატურნის შემთხვევაში, შესაძლებელია, ადამიანი ხარბ, წამგლეჯ და საკუთარ პრაგმატიზმზე და სიჩლუნგეზე დამოკიდებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რომელიც ყველაფერს იხვეჭს და უსიკვდილოდ ფოკუსირებას ყველაფერზე ახდენს. ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ძალიან დიდი დამოკიდებულების განცდა დაგროვებაზე, ფულზე; სისტემა შეიძლება ფულზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე დაფუძნდეს, ეს კარგად ვლინდება ძუნწი რაინდის სახით. ზოგიერთ პათოლოგიურ შემთხვევებში, ეს ადამიანები შესაძლოა იქცნენ საკუთარი მუცლის მონებად, მაგრამ ეს ვლინდება არა საკვების მიღების რაოდენობაში, არამედ იმაში, რომ ყველა უცხო და ჩვეულო საკვებს საწამლავად, შხამად ჩათვლიან, ნებისმიერ საკვებ პროდუქტს შეამოწმებენ სარგებლიანობასა და მავნებლობაზე, შესაძლოა ეს ფსიქოპატიამდეც კი დავიდეს. უკეთეს შემთხვევაში, ადამიანი სატურნით კუროში შეძლებს ამ მატერიაზე დამოკიდებულებას გაექცეს _ მაგრამ მაინც დაკავშირებული იქნება ფულზე ფიქსაციასთან, ეცდება შექმნას რაიმე სახის მატერიალური, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, არამედ რაიმე მაღალი იდეის გამო. ნაწილობრივ, ეს ჩვეულებრივ კარგი სწავლულები, მეცნიერები, ექსპერიმენტატორები არიან, ქვეცნობიერად ხდება მატერიისგან მათი გამიჯვნა. ამასთან ერთად, სატურნის ამ მდებარეობისას, უმაღლესი ძალები ადამიანს ასწავლიან, მოთმინებითა და პრაქტიკული გამოცდილების და ენერგეტიკული პოტენციალის დაგროვებით, ნელა, დეტალურად ააგოს საკუთარი “შენობა”, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ყოველთვის არის აუჩქარებლობის, სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენის საჭირება, რადგანაც ამ ადამიანის სისტემა უნდა დაფუძნდეს რაიმე მიზეზე, მატერიალურ საფუძველზე, მაგრამ უკვე რაიმე იდეის, მაღალი მიზნის სახელით.

ტრანზიტული სატურნი კუროში საზოგადოებას აყენებს საზოგადოებრივი კვების პრობლემების წინაშე, ეს არის სოფლის მეურნეობის, ყველა სახის საცავის (მაგრამ მხოლოდ საკვები პროდუქტების საცავების), ასევე, ბიბლიოთეკების, საწყობების შემოწმება. ყველაფერი ეს, შესაძლებელია, გარეგანი ბუნებრივი მოვლენების გამო საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. ეს პერიოდი ძალიან კარგია სამეცნიერო აღმოჩენებისთვის, მშენებლობისთვის, კოოპერტივებისთვის, ექსპერიმენტული მასალის დაგროვებისთვის. სატურნის კუროს ნიშანში ტრანზიტული გავლისას, თუ ადამიანი მომთმენი და ამტანია, ყველაფერს საკუთარი შრომით აღწევს, საკუთარი ხელებით ქმნის _ ის თავს ბრწყინვალედ იგრძნობს. თუ ადამიანი შეშფოთებული, აფორიაქებული ანდა მოკლებულია ღერძსა და მიმართლებას, მაშინ, ალბათობაა, განიცადოს მოწყენილობა, სიბეჩავე, შევიწროება და კავშირების გაწყვეტა. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთა ნათალური სატურნი ვერძის ანდა ლომის ნიშანშია.

 

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

სატურნი ამ ნიშანში მკვეთრად ამაღლებს ადამიანის პასუხისგებლობის გრძნობას იმ გარემოებებსა და სიტუაციებში, სადაც აქტიურია ეს ნიშანი. ფორმები, რომლებთანაც შეხება და საქმე აქვს სატურნისეულ კუროს, თითქოსდა, რამდენადმე გაყინულია და სჭირდება ჯერ მათი გალღვობა _ ანდა თავად გაქვავება. სატურნი თავისთავად ქმედითობს როგორც დაზიანებული, ანუ აქვავებს გარშემო კუროსთვის შესაბამის ფორმებს, ამძაფრებს ადამიანის საკუთარ თავში დაურწმუნებლობასა და ადაპტაციის სირთულეს. ის ბორკავს კუროს. სამაგიეროდ, არსობრივად ზღუდავს კუროსეულ სიზარმაცეს (უფრო მდიდრულს ხდის) და შთააგონებს მკაცრ დისციპლინას და ზოგიერთ ასკეტიზმს (განსაკუთრებით, დაზიანებული სატურნი), ასევე, კუროს ყურადღების კონცენტრირებას ახდენს ხანგრძლივ, რთულ პროგრამებზე. დამუშავებულ ვარიანტში, სატურნი კუროში _ ეს ადამიანი დგას აგურების მთის და დაუსრულებელი ცათაბრჯენის წინაშე; ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად დასრულებს მის მშენებლობას: სატურნი მისცემს საჭირო დისციპლინას, ამტანობას, პირქუშ ენთუზიაზმსა და _ მინიმუმ, მაგრამ მაინც საკმარის _ ენერგიას.

უარყოფით ვარიანტში, სატურნი კუროში იძლევა ნებისმიერი კონსტრუქციული საქმიანობისას საკუთარ თავში უკიდურეს დაურწმუნებლობას, მატერიალურ სამყაროსთან მტრობის შეგრძნებას, მისტიკურ დათრგუნვას, გაბოროტებას და სამყაროსგან სრულ გაუცხოებაში კრისტალიზაციას.

ფობიები: „მე მეშინია სამყაროსი, რომელიც მკაცრი და უმკაცრესია“. ამიტომ ადამიანი სიმყუდროვეს ვერასდროს იგრძნობს.

 

სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

კარგი ასპქტებისას სუბიექტს აჯილდოებს ძალიან დიდი შრომისმოყვარეობით, მოთმინებით, ამტანობით, მიზანდასახულობით, სიჯიუტით, სიმყარით, მუდმივობით, ეკონომიის უნარით, შემოსავლებისა და გასავლების დაგეგმვის შესაძლებლობით, სიღრმისეული, სერიოზული და ფუნდამენტალური გონებით. სუბიექტი წყნარი, ჩაფიქრებული, დაფიქრებული, წინდახედული, საფუძვლიანი, ფრთხილი, მომჭირნე, მეოჯახე, მეურნე, დიპლომატიური, ტაქტიანი, დეტალების მიმართ ყურადღებიანი, მეთოდური, პუნქტუალური, დისციპლინირებული, ძალიან პასუხისგებლობიანი და შემსრულებელია. საკმაოდ მყარი და მუდმივია გემოვნებაში, შეხედულებებსა და დამოკიდებულებაში, ძალიან პრაგმატული, რეალისტი და მატერიალისტია. ასეთ ადამიანებს მყარი მატერიალური მდგომაროება, ავტორიტეტი, რეპუტაცია და პატივისცემა აქვთ; ისწრაფვიან დაგროვებისკენ, უყვართ: მებაღეობა, მეცხოველობა, მიწაზე მუშაობა.

თუ სატურნი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი ხდება: შენელებული, ნელი, ზანტი, ორჭოფი, ავტორიტატული, სქელშუბლა, მისი ადგილიდან დაძვრა ძნელია, ძალიან ინერტულია, მოუხეშავი, ტლანქი, მოუქნელი, ფეთხუმი, პირქუში, ეჭვიანი, მრისხანე, მკაცრი და უგრძნობი. სუბიექტის ხასიათში აღინიშნება კონსერვატიზმი, პესიმიზმი, სკეპტიციზმი, ძალების შეუფასებლობა და დაუფასებლობა, სიძუნწე და სიხარბე, ანჩხლობა და შური, ეჭვიანობა და თავგამოდება. მუდმივად თან სდევს: სირთულეები, სიღარიბე, საჭიროებანი, აკრძალვა, უუნარობა, გამდიდრების შეუძლებლობა, რეპუტაციის, ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა.

 ფრენსის საკოიანი  

მხოლოდ მძიმე შრომით შეიძლება მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა, ხოლო მათ ფინანსური და ემოციონალური საიმედოობა სჭირდებათ. ვერ პოულობენ ადგილს, თუ პრაქტიკული საქმეები მოუწესრიგებელია. მომთმენები, ამტანები, პრინციპულები, ფლობენ საქმეში ორგანიზატორულ უნარებს. 29 წლის ასაკში პროფესიაში ეძიებენ სოლიდურ მდგომარეობას, რათა ჰქონდეთ საიმედო ფინანსები და სახლი. პროფესიაში მათზე დაყრდნობა შესაძლებელია, ფლობენ ამტანობას. სამომავლოდ _ ეკონომისტები, ყიდულობენ მხოლოდ ფასეულ დ სასარგებლო საგნებს. ფულს ყოველი შეთხვევისთვის და სიბერისთვის ინახავენ. სჭირდებათ მატერიალურ სიკეთეებთან მიმართებაში გაწონასწორებული მიდგომა. შესაძლებელია გადაჭარბებული მატერიალიზმი, ცუდ შემთხვევაში _ წუწურაქობა (პლუშკინი) ანდა პირიქით – ფასეულობათა დაგროვება, რომლებიც ტვირთად აწვებათ, სიხარბე, ჩაკეტილობა, არაკომუნიკაბელურობა, მოგვიანებით არტისტული შესაძლებლობების გახსნა ანდა ფული სიბერეში. შესაძლო დაავადებები: ხმის დაკარგვა, სიყრუე, საყლაპავი მილის (ხორხის) ანთება (ლარინგიტი).

ეს ადამიანი ან გადაჭარბებულად აფასებს, ანდა საერთოდ არ აფასებს საკუთარ ქონებას და საკუთრებას. ასევე, მიდრეკილია უკიდურესობებისკენ იმასთან მიმართებაში, რაც ეხება სხეულებრივ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს _ ის ან ავხორცია, ან ასკეტია. შეუძლია უარყოს საკუთარი გრძნობითი სიამოვნებანი ანდა საკუთარი შრომის ნაყოფისგან მიღებული სიხარული. შესაძლებელია იყოს ძუნწი, უძნელდება უბრალოდ რაიმეს გაცემა. ხშირად ეჩვენება, იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, რაღაც არ ჰყოფნის _ იმისგან დამოუკიდებლად, რამდენადაა მატერიალურად უზრუნველყოფილი.

 

ინდუბალა “ინდური ტრადიცია”

აქ სატურნი იკავებს მეგობრულად განწყობილ ნიშანს და უთითებს მყარი და თავშეკავებული ხასიათის ადამიანზე, რომელიც პროდუქტიულად მუშაობს. ასეთ ადამიანებს შუეძლიათ, თუნდაც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში იყვნენ აკურატულები და მომჭირნეები. კლასიკური ტექსტები აღნიშნავენ, რომ ამ ადამიანებს ქორწინებაში მრავალი პარტნიორი ეყოლებათ (ანუ, შესაძლებელია რამდენიმე ქორწინება), ექნებათ მრავალი მოუსვენრობა, იქნებიან მარტოხელები ანდა ეყვარებათ განმარტოება, კვებისას გაუმაძღრები არიან. ისინი, ჩვეულებრივ, იკავებენ დაქვემდებარებულის მდგომაროებას.

 

ნეტ მონსტერი

ცვალებადი ბედნიერება. ცხოვრების სახიფათო პერიოდები: 9, 14, 25 და 32 წლები. მგზნებარე, ვნებიანი ტემპერამენტი. მდგომარეობის შეძენა მემკვიდროების გზით. ექვემდებარება ინფექციური დაავადებების რისკს. კეთილდღეობას მხოლოდ მძიმე შრომით მიაღწევს. კარგი ასპექტებისას _ მომთმენები, ამტანები, პრინციპულები. 29 წლის ასაკში ეძიებენ სოლიდურ მდგომარეობას. ფულს გადაინახავენ. ცუდი ასპექტებისას _ მატერიალური კეთილდღეობით გადაჭარბებული გატაცება, კრიჟანგობა (წუწურაქობა).

 

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

ადამიანის სერიოზულობა ვლინდება მატერიალური ფასულობების შექმისას მოთმინებით შრომასა და ცხოვრებისეულ სიტუაციებში სიმყარისას.

 

კატრინ ობიე  “ასტროლოგიური ლექსიკონი”

კონსტრუქციული სიმკაცრე და სიჯიუტე, მოთმინება, მეორეხარისხოვან როლებში გადასვლა. საკუთარი მიზნის მიდევნის ტენდენცია, მიზანი ყველაფრისა და ყველას წინააღმდეგ. შესაძლებელია სიძუნწის ანდა სარგებლისკენ სწრაფვის გამოვლინება.

 

საბავშვო ასტროლოგია

მარია კეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ბავშვები სატურნით კუროში განიცდიან საიმედოობის, მყარი საფუძვლის, სტაბილური სიტუაციების (რომელზეც შესაძლებელია გათვლა და დაყრდნობა) ძლიერ მოთხოვნილებას. ავტორიტეტული ფიგურების საიმედოობა და თანმიმდევრულობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან სატურნის ეს მდებარეობა ემთხვევა ბავშვის ცხოვრებაში არსაიმედოობას ანდა ზუსტად ასეთი ავტორიტეტული ადამიანის არყოფნას ანდა ასეთი, შესაბამისი სიტუაცისას არარსებობას და ზუსტად მაშინ ვლინდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. ეს დაურწმუნებლობა შეიძლება გამოვლინდეს მატერიალური საგნებით შეშფოთებაში ანდა აუცილებელი ცვლილებისადმი ჯიუტად შეწინააღდეგებაში (არ მიღებაში). მშობლების მხრიდან გამოვლენილიGგულუხვი სიყვარული და მხარდაჭერა ბავშვს საკუთარი, კარგი მხარეების გამოვლენაში დაეხმარება.

 

სამანტა დევისი  “საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”

 შიში

  •  რაიმეს უკმარისობა;
  • დანაკარგები და წარუმატებლობები;
  • კომფორტისა და საკუთრების დაკარგვა.

 ყურადღებაა მისაქცევი

  • სიჯიუტეზე და მესაკუთრულ ინსტიქტებზე.

გამომუშავება

  • მკაცრი ურთიერთობა საკუთარ თავთან და დამოუკიდებლობა.

 შეეცადოს “არა”-მდე (მინიმუმადე) დაიყვანოს

  • სიხარბე;
  • საკუთარი სისუსტეების განებივრება;
  • ურთიერთობებში სიმკაცრე, სიხისტე.

პოტენციური შესაძლებლობები

  • პასუხისგებლიანი მუშაკები;
  • მეცენატები.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top