სატურნი ლომში

სატურნი ლომში

დაბრკოლება + გაფორმება = საიმედოობა

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება _ “თვალში ნაცრის შეყრის” მოყვარული ტიპაჟი. ადამიანი საკუთარი თავის შეფასებას ყველგან და ყველაფერში აჭარბებს, უკიდურესად ქედმაღალი, გულზვიადი და თავის თავში დარწმუნებულია, სრულიად არ სურს იმოქმედოს დამოუკიდებლად და იშრომოს საკუთარი კეთილდღეობისთვისაც კი. გარშემომყოფების მიმართ გამოხატული თავხედური და უცერემონიო საქციელის გამო ბევრი სრულიად აუტანელ ადამიანად თვლის.

პოზიტიურად განვითარებისას ყალიბდება შრომისმოყვარე ტიპაჟი, რომელსაც არ უყვარს საქმის მანამდე დაწყება, სანამ არ დარწმუნება მის მნიშვნელობასა და დასრულების შესაძლებლობაზე. ეს _ მსახიობი, შემსრულებელი, ალპინისტი, მძღოლი _ ყველაფერი ერთ პიროვნებაშია გაერთიანებული, რომელსაც დიდებისკენ დაუოკებელი სწრაფვა აქვს. არის ერთგული, საიმედო, დიპლომატიური, რომანტიკული და იდეალისტური ოცნებებით სავსე ადამიანი. არაა მიდრეკილი მოლაპარაკებებსა და კონტაქტებში ფორმალობების დაცვისკენ, ფლობს ამაღლებულ სიფრთხილესა და დიპლომატის თანდაყოლილ ჩვევებს. ამ ადამიანს შეუძლია დაიკაოს რამდენიმე და ნებისმიერი ხელმძღვანელი თანამდებობა და წარმატებული იყოს ყველაზე დიდი კოლექტივის ქმედების ადმინისტრირებაში, მაგრამ რეალური წარმატების მისაღწევად აუცილებელია უარი თქვას პოზირებაზე, გაბღენძილობაზე, მაღალფარდოვანებსა და ნარცისიზმზე. ხანდახან საკუთარი საქმიანობისადმი იმდენად ერთგულია, რომ მზადაა პროექტის დასრულების მიზნით “გვირგვინი დაალომბარდოს”. პირქუში და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნია, ასევე, სხვა ადამიანების კონტროლის საკითხში შარიანია. ეს _ სპარტანული ტიპის ხელმძღვანელია, რომელიც საკუთარ როლს წინ არ სწევს და მიზნისკენ სვლაში მოქნილად ახდენს თანშრომლების კონსოლიდირებას. ხანდახან ვითარდება მყარი სიღრმისეული სიამაყე, არცთუიშვიათად, ასეთი ადამიანები, პრინციპებზე უარის თქმის სურვილის უქონლობის გამო, მარტოობაში რჩებიან. მაღალი მიზნები და შორეული იდეალები მიიღწევა უდიდესი სიჯიუტით, მიზანდასახულობითა და მიზანმიმართულობით, მათთვის დამახასიათებელია ამაღლებული წარმოებულობა. ასეთ ადამიანებს წყურიათ გარშემომყოფებზე ძალაუფლება და კონტროლი. სავსენი არიან არაგონივრული ვნებებით, ეჭვებითა და სიხარბით. ფლობენ საკუთარი ღირსების განვითარებულ გრძნობას. უდიდეს წარმატებას აღწევენ მხოლოდ მაშინ, როცა ნებაყოფლობით თანხმდებიან ცხოვრების ამაღლებული მიზნისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას. თუ ასეთი ადამიანი სრულად მოახდენს კონცენტრირებას საკუთარ ფიგურაზე და წააქეზებს საკუთრ სისუსტებს _ წარუმატებლობა წარუმატებლობას მოჰყვება, ხოლო განადგურება – განადგურებას.

ყველაზე სახიფათოა _ თვითნებობა, თავნებობა, ჟინიანობა და ეგოიზმი. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა, პატივმოყვარეობა, ნებისყოფის პოტენციალი და ცხოვრებისეული ენერგია _ უდიდესია. გულწრფელად სწყურია ჰარმონია, საქმოსანია, საკუთარი უნარ-ჩვევების მიმართ ინტერესს აქტიურად ავლენს. შესაძლებელია ამაღლებული ინტერესი თეოლოგიიისა და ფილოსოფიისადმი, ხშირად აღინიშნება დოგმატიზმისკენ მიდრეკილება. შემოქმედებითად უდგება ძალაუფლების პრობლემებს, კონკრეტულად და საფუძვლიანად წყვეტს საკუთარი უფლებების, სტრუქტურისა და უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხებს. ამ ადამიანს სწყურია მყარი, მდგრადი და მუდმივი ძალაუფლება _ იყოს “ხალიფა რამდენიმე საათით” ამას არ თანხმდება. ძალიან სერიოზულად ეკიდება საკუთარ თავს და შეუძლია ეფექტურად გადაამუშაოს მატერია და ფინანსები რაღაც უფრო სრულყოფილ და ფაქიზ მასალად. ისწრაფვის არ შეცვალოს გააზრებული ურთიერთობები პრიმიტიული ინდივიდუალიზმის რეალობით, რამეთუ ქვეცნობიერად გრძნობს, რომ საკუთარ თავზე ჩაციკვლა უზრუნველყოფს მის შემოქმედებით პოტენციალს და მდიდარ შესაძლებლობებს ართმევს. ასეთი ადამიანი სულის სიღრმეში გრძნობს ძალებისა და ნიჭის უდიდეს მარაგს და, ზუსტად შინაგანი ნიჭისა და არსებული სიტუაციების სრულად გახსნის შეუძლებლობასთანაა დაკავშირებული მისი ფსიქოლოგიური კომპლექსები. საერთოდ, ძალიან უჭირს საკუთარი შესაძლებლობების გახსნა, უძნელდება საკუთარი თავის შეცნობა, მისთვის ძალიან რთულია საკუთარი პოტენციალის შემოქმედებითად რეალიზება. მაშინაც კი, როცა შეინიშნება უდიდესი ნიჭი, შესაძლებელია, ეს ნიჭი “იმედის მომცემად” დარჩეს ბოლომდე, მაგრამ რეალიზება ვერ მოხერხდეს, და, თუ მაინც, წარმატებულად “დააგროვებს” საკუთარ ნიჭს, მაშინ შური და ეჭვიანობა საშუალებას არ მისცემს გახსნას სხვა ადამიანთა ნიჭი. ასეთი ადამიანის ცუდი თვისება _ სიამაყე და სნობიზმი. უპირატესობას ანიჭებს ყველაფერი საკუთარი ჭკუა-გონებით შეითვისოს და გაიგოს, ეს არის გენიალური თვითნასწავლი, რომელიც დახმარებას არავის სთხოვს, მაგრამ შეუძლია ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება.

ასეთ ადამიანებს არ უყვართ ვალის გაცემა და აღება. ცდილობენ, საკუთარი აუსრულებელი ოცნებები და არარეალიზებული გეგმები, შვილების მეშვეობით “განასხეულონ”, ამის გამო, საკუთარი ტირანული პედაგოგიკით თითქმის ძალადობენ საკუთარ შვილებზე. ქვეცნობიერად ისწრაფვიან, წარმატებული, გამოჩენილი და ნიჭიერი შვილებისთვის ხელშეწყობით, საკუთარი ცხოვრებისეული წარუმატებლობების კომპენსირება მოახდინონ. ჩვეულებრივ, ეს ადამიანები ავლენენ შემოქმედების პრობლემებისა და ადამიანებში შესაძლებლობების განვითარების ამოცანებისადმი ღრმა და მყარ ინტერესს. ძალიან ამტანები და დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ ხანდახან მიდრეკილნი არიან გარშემომყოფებზე გადაჭარბებული ზეწოლისკენ, განსაკუთრებით _ ბავშვებზე. ხშირად საზოგადოებისგან უარყოფილნი, გაუცხოებულნი არიან, რადგანაც საზოგადოებას უყვარს, დაე, მცირე, მაგრამ კონკრეტულ, ხელის შესახებ მიღწევებზე ორიენტირება, ვიდრე პატივისცემა გამოავლინოს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჯერ არაა გახსნილი, მაგრამ მასში უდიდესი ნიჭის პოტენციალი შეიგრძნობა. ასეთი ადამიანისთვის მთავარია _ დიქტატის უარყოფა, სხვა ადამიანების ნიჭის განვითარებაში თანამოქმედებისადმი დაჟინებული ყურადღების გამოვლენა, ღრმა მორჩილება და თვინიერება _ და ეს უნდა გამოავლინოს არამარტო თანაშრომლებთან, არამედ ბავშვებთან ურთიერთობებშიც. ასეთი ადამიანი ღიად ისწრაფვის ძალაუფლებისკენ, აღიარებისა და დიდებისკენ. საკუთარი გარეგანი სახის (იერის) მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს. ყოველთვის მიზანდასახულად და მიზანმიმართულად შრომობს, ფლობს წესრიგის, პასუხისგებლობისა და ვალდებულების განვითარებულ გრძნობებს. მიდრეკილია უარყოს ცხოვრებისეული სიხარული დასახული მიზნის მიღწევის გამო. თუ ვნებები ძლიერია, გაღიზიანებულობაც ძლიერია, ხოლო ეჭვიანობა _ უსაზღვრო. ეს არის ბრწყინვალე ადამიანი, რომელსაც არც ისე ხშირად ეძლევა შანსი ნებისმიერ ურთიერთობაში წარმატებული გახდეს, ყოველ შემთხვევაში, წარმატების მიღწევა უწევს იმდენად ოფლით არა, რამდენადაც სისხლით. Pპირადი აღიარების უდიდეს მოთხოვნილებას განიცდის და ნებისმიერ ფასად ჯგუფის ლიდერობისკენ ისწრაფვის. პატივისცემის მიღებისა და სხვების ყურადღების მიპყრობის საკუთარ მისწრაფებში ძალიან ჯუტია. როგორც მშობელი, ძალიან მკაცრი და პირქუშია და ბავშვებისგან ითხოვს უსიტყვო მორჩილებასა და სისტემურ თვითდისციპლინას. ასაკით უმცროსებთან ურთიერთობაში ნამდვილად არ ჰყოფნის სითბო, სიკეთე და სირბილე, ხანდახან შეიძლება არ ჰყოფნიდეს იუმორის გრძნობაც. ყოველთვის სერიოზულად ეკიდება ეკლესიური განათლების პრობლემებს, ჰუმანიტარულ განათლებას, მორალურ და ზნეობრივ აღზრდას, ეკონომიკისა და საესტრადო ხელოვნების მართვას. ხანდახან იმდენად ფრთხილი, შებოჭილი და თავშეკავებულია, რომ გარშემომყოფების გასაოცრად ივიწყებს ცხოვრებით ტკბობას (მაშინაც კი, როცა ამის შესაძლებლობაა). შესაძლებელია ღრმა იმედგაცრუებები საყვარელ ადამიანებსა და თავად სიყვარულშიც, ასევე შესაძლებელია, მსხვილი პრობლემები საკუთარ და სხვების ბავშვებთან ურთიერთობებში, ასევე _ ფულადი გართულებები ადრე აღებულ ვალდებულებეზე უარის თქმის შეუძლებლობისა და სულში ღრმად ფესვგადგმული ვალდებულებისა და კეთილშობილების გამო (ასეთი ადამიანი ყოველთვის ისტუმრებს ვალებს, მაშინაც კი, თუ ამის შემდეგ ქუჩაში, კაპიკის გარეშე, დარჩენის საფრთხის წინაშე დადგება). იგი ფიცხი და მრისხანეა, მაგრამ შინაგანად მამაცი, თამამია ახალი სულიერი ფასეულობების აღიარებასა და ძველის უარყოფაში. ეს კეთილშობილი სულიერი ბუნებაა, ფლობს ძლიერ ნებისყოფას და პირდაპირობას (გულწრფელობას).

ქვემდგომებს თითქმის ყოველთვის არ უყვართ ასეთი ადამიანები. საერთოდ, მათ საკმაო რაოდენობის ფარული თუ ღია მტერი ჰყავთ, რომლებსაც მუდმივად მოაქვთ წვრილი თუ მსხვილი უსიამოვნებანი. ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად აღიქვამენ ფსიქოემოციურ ატმოსფეროს _ გარშემომყოფთა აზრების “ჭუჭყს”, მათი გრძნობების “ნაგავს” იმდენად ღრმად იღებენ, რომ ხშირად ეს მათ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. მათთვის არაფრის დიდებით არ შეიძლება გადაღლა და გადატვირთვა, რამეთუ მათი სხეულებრივი ორგანიზმი, ამის გარეშეც განიცდის არანაკლებ ენერგეტიკულ დაძაბულობას, რომელიც დაკავშირებულია ვნებებთან ბრძოლასთან და ცხოვრებისეულ ამაღლებულ აზრებთან. ასეთი ადამიანები ინსტიქტურად ისწრაფვიან უახლოესი გარემოცვის გაკონტროლებისკენ. შინაგანი მოთხოვნილება _ დაიცვას საკუთარი “მე” _ შეიძლება მივიდეს სიჯიუტემდე და თვითგანდიდებამდე. პატივისცემასა და აღიარებას ითხოვენ მხოლოდ საიმედოობის, ურთიერთობების სიმყარისა და განვითარების გარანტად.

ასეთი ადამიანი აღიარებს კანონების უნივერსალობას და სამართლის პრინციპების მიზანშეწონილობას, მაგრამ კანონთა და პრინციპთა გაგება შეიძლება დამახინჯეს თვითაზრით (საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით), ეგოიზმითა და ძალაუფლებისკენ ფარული სწრაფვით. Aმიტომ, ასეთი ადამიანი ფულთან ურთიერთობაში და შემოქმედებითი თვითგამოხატვისას, ვალდებულია უპირველესად გამოიმუშაოს მისაღები მორალურ-ზნეობრივი სისტემა და მხოლოდ ამის საფუძველზე ააგოს ურთიერთობათა კომპლექსები და შესაბამისი დამოკიდებულებები (ურთიერთდამოკიდებულებები). ამ ადამიანის მთავარი ნიჭია _ ორგანიზატორისა და აღმზრდელის ნიჭი. მთავარი, რაც უნდა ისწავლოს _ არ გადაეშვას თავით აზარტულ, სარისკო საქმიანობაში და შეძლოს სუსტ და ფაქიზ არსებებთან (მაგალითად, ბავშვებთან) მოქცევა.

 

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ სატურნი მზესთან სტუმრად, ცეცხლოვან ნიშანში, განდევნაში იმყოფება.

რამდენადაც სატურნი განდევნაშია, ამიტომ, ცუდ შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ადამიანს გართულებული ჰქონდეს შემოქმედებითი გამოვლინებები, საკუთარი თავის რეალიზება. შეიძლება ჰქონდეს ის კომპლექსები, რომლებიც უფრო ხშირად, პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენასთანაა დაკავშირებული. მართალია, საკუთარ თავში შეიგრძნობს დიდ შემოქმედებით ძალებს, მაგრამ მათ რეალიზებაში ხშირად სირთულეებს განიცდის; შესაძლებელია, საკუთარი თავის შეცნობა გაუჭირდეს, ასევე “დიდი იმედების მომცემი” ნიჭი გაუხსნელი დარჩეს.

ასეთი ადამიანები განიცდიან თაყვანისცემასა და თაყვანისმცემლებზე დიდ დამოკიდებულებას, რადგანაც საჭიროებენ მუდმივ “კვებას”. როგორც წესი, გამძაფრებული აქვთ ლომის ყველა ელიტური მომენტი: სნობიზმი, კასტური და ელიტური დაჯგუფების შექმნისკენ სწრაფვა, შესაძლებელია, დამახასიათებელი იყოს ვიწრო წრესთან ურთიერთობა, ქედმაღლობა, დაქუცმაცება (დაყოფა).

ცუდ ვარიანტში, დაბალი სულიერი დონის შემთხვევაში, ეს შეიძლება აისახოს საკუთარი ნიჭის დაფვლაში, რის გამოც სხვებსაც არ მისცემს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობანი. ხანდახან მათ, თითქსოდა უნიჭო მსახიობებად აღიქვამს საზოგადოება, სინამდვილეში ძალიან ნიჭიერნი არიან, მაგრამ ამ ნიჭის გახსნას ვერ ახერხებენ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ _ სხვებსაც უშლიან ხელს გახსნაში, თელავენ და ასამარებენ მათ (მითოლოგიის თანახმად, სატურნი – კრონოსი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამდა). შესაძლებელია ასეთი ადამიანები დაჯილდოებულნი იყვნენ წარმოუდგენელი სიამაყით ანდა ქედმაღლობით. ანდა ეს გამოვლინდეს სხვა დონეზე _ ასეთი ადამიანები ხშირად უშვილონი არიან, მაგრამ თუ მაინც ჰყავთ შვილები, მაშინ მათთან ემოციონალური კავშირი ხშირად გართულებული ანდა გაწყვეტილია. ამასთან ერთად, სატურნის ამ მდებარეობისას შესაძლებელია ადამიანი საკუთარი ოცნებების ხორცშესხმას შვილების მეშვეობით შეეცადოს და ამ სახით მოახდინიოს საკუთარი წარუმატებლობების კომპენსირება (თუმცა ძალიან წუხს, შფოთავს და განიცდის საკუთარ შვილებზე). ეს მძიმე სიტუაციაა, რადგან ადამიანი დაახლოებით ასეთ სიტყვებს ამბობს: “მე წარუმატებელი ვარ, ვერ შევძელი რეალიზება, არ გამოვიდა ჩემგან დიდი ადამიანი, მაგრამ აი, შენ, შვილო, ვალდებული ხარ გახდე დიადი…”, ხოლო შვილს შეიძლება საერთოდ სხვა, განსხვავებული მიზნები და მიდრეკილებები ჰქონდეს. თუნდაც, მშობლები ამ მიზნისკენ სვლას ბავშვს არ აიძულებდნენ, მაინც მოლოდინის ტვირთი, რომელსაც ისინი მასზე ამყარებენ, ბევრ რამეში აფერხებს ბავშვის უნარების გამოვლინების შესაძლებლობას.

უკეთეს შემთხვევაში, სატურნის ასეთი მდებარეობა აყალიბებს სიამაყეს და ამტანობას, ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ყველაფრის საკუთარი ჭკუა-გონებით გაგება-მიხვედრას, არ უყვარს მოლაპარაკება, თხოვნა, ვინმეს წინაშე ვლადებულად ყოფნა, თვითნასწავლია, არ უყვარს დახმარების თხოვნა, ნაწილობრივ, არ უყვარს ვალის მიცემა და აღება. ბრწყინვალე თვისებად, რომელსაც ამ ადამიანებს სატურნი ლომში აძლევს, ითვლება ნებისმიერი სისტემის შემოქმედებითად გააზრების შესაძლებლობა, საკუთარი სისტემის გამომუშავება, ანუ შეუძლია გახდეს ახალი სისტემის, ახალი ფასეულობების, ახალი მიდგომების შემოქმედი. მართალია, ეს ყოველთვის არ და ვერ იქნება სოციალური სისტემა, მაგრამ, სამაგიეროდ, დარჩება საკუთრი შემქმნებლის წასვლის შემდეგაც.

საერთოდ, თუ სატურნის ვერძში მქონე ადამიანების ქმედებაზე საზღაურის გადახდა წამიერად ხდება, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სატურნი ლომში ჰყავთ, გადახდის “სიამოვნების” დრო შეიძლება 15 წლამდე ვადით გაიწელოს _ ანუ როცა სატურნი საპირისპირო ფაზაში იქნება. ადამიანი ვალდებულია ისწავლოს ის, რასაც სატურნი ასწავლის _ დამოუკიდებლობა, სიამაყე, ამტანობა, სატურნი მისგან ითხოვს შემოქმედებითი პრობლემების გაგებას და ბავშვებისადმი დიდი და სათანადო ყურადღების გამოჩენას.

ტრანზიტული სატურნის ლომის ნიშანში გავლის პერიოდში სავალდებულოა ორმაგად მზრუნველად მივუდგეთ ბავშვებს და მათ სპეციფიკურ პრობლემებს. ტრანზიტული სატურნი კირჩხიბში სახიფათოა მოხუცებისთვის, ხოლო ლომში – ბავშვებისთვის. საზოგადოებაში ეს დრო კეთილგანწყობლია შემოქმედებითი ადამიანებისთვის, მაგრამ ერთია, ცუდ შემთხვევაში საზოგადოებას შეუძლია უარყოს და განდევნოს შემოქმედებითი პიროვნება. შესაძლებელია, ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა, ცივი, მყარი ზამთარი, შეიძლება გამოვლინდეს და დამყარდეს საშინელი დიქტატურა, ნიჭიერი ადამიანების დათრგუნვა, ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულებები.

 

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

კრისტალიზებული სატურნის ლომზე ზემოქმედება ფართო დიაპაზონშია (დაახლოებით ციხის გისოსების მსგავსია), სუფთად გადაფარავს იმ ენერგეტიკულ წყაროებს (ხატოვნად რომ ითქვას, კრისტალიზირებული ცხაურის/გისოსის ლალისფერი ლაზერით), რომელიც ფოკუსირებას ზუსტ, ერთ მიმართულებაზე ახდენს.

ნებისმიერ შემთხვევაში, სატურნი ლომის ყურადღების კონცენტრირებას არსებულ ენერგეტიკულ წყაროზე ახდენს: ის (სწორად) გრძნობს იმას, რაც სხვებს არ მიეცემა.

სატურნისეული ლომი, ყველაფერს _ რაც მისი გავლით მიედინება _ ძალიან სერიოზულად (მოსაწყენაბდე მისულ სერიოზულობამდეც კი) ეკიდება, და ზედმეტ ენერგიას უაზრობებზე არ ხარჯავს (გამონაკლისია ამ მდებარეობის იგნორირების მცდელობები, დაწყებული გაუაზრებელი და დაუფიქრებელი ენერგეტიკული ფლანგველობით და დასრულებული _ ბედის წამიერი დარტყმებითა და ენერგეტიკული ორმოებით).

ჰარმონიული სატურნი ითხოვს ენერგეტიულ წყაროებზე დაძაბულ შრომას, მაგრამ ასევე იძლევა შესაბამის ძალებსა და ენთუზიაზმს (მაგალითად: სპორტსმენი – მარათონელი), დაზიანებული სატურნი იგივეს ითხოვს, მაგრამ ძალებს საერთოდ არ იძლევა ან თუ იძლევა – მცირე რაოდენობით, ადამიანს სთავაზობს ამ ძალების თავად მოძიებას და ენთუზიაზმის სანაცვლოდ _ ფარულ, მაგრამ ძალიან ძლიერ პატიმვოყვარეობას და ძალაუფლების წყურვილს.

სატურნის ლომში მდებარეობა ძალიან მძიმედ აისახება ჰოროსკოპის მფლობელზე, რამდენადაც ეს ასპექტი ითხოვს სიღრმისეული მოთმინების, მორჩილების, თვინიერების, თავმდაბლობის გამომუშავებსა და იმ დაუმორჩილებელ და დაუნახავ ადამიანებთან არასასიამოვნო სამუშაოს შესრულებას, რომლებიც არ აღიარებენ მის ავტორიტეტსა და გულგრილნი არიან ამ ადამიანის იდეებისა და ენთუზიაზმის მიმართ; მაგრამ, ერთდროულად, ეს მეტნაკლებად კონსტრუქციული მდებარეობაა ლომისთვის, რადგანაც სატურნის დამუშავების შედეგად ლომი იშორებს იმ შტრიხებს, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს: აღმქმელობის შეზღუდულობას, ნარცისიზმსა და დესპოტიზმს, ხოლო მისი ძალა და სიბძნე წარმოუდგენლად იზრდება.

სატურნის ლომში ცუდი დამუშავებისას ჰოროსკოპის მფლობელი ხდება ძუნწი, ასოციალური, ცივი და დესპოტური.

წყარო გარდაიქმნება უფაქიზეს ნაკადულად, რომლის დაკარგვაც ლომს ყველაზე მეტად აშინებს. არც იფიქროთ მასზე ხელის აღმართვა!

 

სერგეი შესტოპალოვი  “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ჰარმონიული ასპქეტებისას სუბიექტის ხასიათში ვლინდება: ჯანსაღი პატივმოყვარეობა, აღიარებისკენ სწრაფვა, სიამაყე, სიღრმე, მუდმივობა და ერთგულება, საკუთარი ღირსების გრძნობა, თავდაჯერებულობა, ძლიერი ნებისყოფა და შრომისმოყვარობა, მართვის, ხელმძღვანელობის, სწავლების უნარი.

სატურნის დაზიანებისას პიროვნების ხასიათში ვლინდება: საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა, სიამაყე – ამპარტავნება, უპატიოსნობა, გამცემობა, სიანჩხლე, დესპოტიზმი, სწრაფი აგზნებადობა, მრისხანება, კუდაბზიკობა, სიფიცხე, თავდაჯერებულობა, უცაბედი აგრესიულობა, ყოყოჩობა, დიდგულობა, თავგასულობა, სიზარმაცე, მოდუნებულობა, უხალისობა, უსიცოცხლობა, წინდაუხედავობა, სქელშუბლიანობა, სკანდალები, რეპუტაციის დაკარგვა, დაუფარავი თავხედური ტყუილები.

ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში” 

პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, უახლოესი გარემოცვის კონტროლირებისკენ ინსტიქტური სწრაფვა. შესაძლებელია დიქტატორობა, დოგმატიზმი. საკუთარი “მე”-ს დაცვის შინაგანმა მოთხოვნილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიჯიუტე, საკუთარი თავის განდიდება, ისწრაფვის დაცულობისკენ, სხვა მხრივ _ ითხოვს პატივისცემასა და თაყვანისცემას. ბრწყინვალებაზე უარის თქმა.

მშობლები შვილების მიმართ ძალიან მკაცრები არიან, ითხოვენ აბსოლუტურ დისციპლინას. ინტერესი ორგანიზაციული ამოცანებისა და საქმისა და სპეკულაციური საქმინობისადმი. ფიზიკური უქეიფობა, ხშირად გულის დაავადებები და ბეჭების უძრაობა, სიყვითლე და “პოდაგრა” (ნიკრისის ქარი). შესაძლებელია სიყვარულში იმედგაცრუებები, პრობლემები შვილებთან, ბავშვებთან დაკავშირებით და სპეკულაციებში კრახი. პირქუშობა, ავადმყოფური წყენიაობა, ყველა შესაძლებლობა შიგნით (გამოუვლინებელი) აქვთ, ხელოვნების დარგის ადამიანებს (მაგალითად, მსახიობებს) ხშირად გვიანი (ასაკში) შემოქმედებითი შესაძლებლობების გახსნა აქვთ. ქალებისთვის ქვრივობის ანდა მეორე ქორწინების ალბათობაა. ცხოვრებაში მრავალი დაბრკოლება.

ეს ადამიანი ძალიან მორცხია და ძლიერ საჭიროებს საკუთარი ”მე”-ს დამკვიდრებასა და აღიარებას. საკუთარი თავის თავისუფლად, ღიად და უშუალოდ გამოხატვა უძნელდება. ძალიან ცდილობს ითამაშოს და იმხიარულოს იმის ნაცვლად, რომ მოდუნდეს და ბუნებრივად მოიქცეს. მნიშვნელოვანი ამოცანა _ გარეგანი გამოვლინებისგან დამოუკიდებლად სიყვარულის და მიმზიდველობის განვითარება.

 

ინდუბალა “ინდური ტრადიცია”

ეს ნიშანი სატურნთან მტრულადაა განწყობილი და, ასეთი მდებარეობა ქმნის ჯიუტ, ძლიერი ხასიათს. ეს ადამიანები კარგად მსახურობენ და შეუძლიათ საკმაო საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება. წინააღმდეგობას უწევენ საკუთარ მამებსა და უფროსებს. შეუძლიათ დაიტანჯონ ავადმყოფებისგან, რომელიც დაკავშირებულია საჭმლის მონელებასთან, გულის უკმარისობასთან, გაღიზიანებულობასთან და ქორწინებაში პარტნიორების ხასიათთან შეუთავსებლობასთან. ფლობენ განსაზღვრულ სულიერ თვისებებს _ მაგალითად, თვინიერება და ძლიერი ნებისყოფა, შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას ანდა რელიგიურ ჯგუფს.

 

ჰეტ მონსტერი

ცხოვრებაში წარმატებებს რთულად აღწევენ. ქვრივობა. მეორე ქორწინება. ძლიერთა მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბრკოლება. კეთილი მეგობრები. პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება; ცუდი ასპექტებისას _ დიქტატორული გამოხტომები, დოგმატიზმი. მშობლები საკუთარი შვილების მიმართ ძალიან მკაცრები არიან. ფიზიკური უხასიათობა _ გულის დაავადება, ბეჭების უძრაობა. ცუდი ასპექტებისას _ სიყვარულში იმედგაცრუებები, ბავშვებთან და სპეკულაციებთან დაკავშირებული პრობლემები.

სემირა და ვ. ვეტაში  “პროგნოზირების ხელოვნება”

ძალიან სერიოზულად ეკიდება საკუთარ თავს _ შესაძლებელია გადაჭარბებულადაც კი; მიდრეკილია მატერიასთან მუშაობისკენ. ისწრაფვის არ შეცვალოს გააზრებული ურთიერთობები საკუთარი ინდივიდუალური რეალობით.

 

კატრინ ობიე  “ასტროლოგიური ლექსიკონი”

ხარბი სწრაფვა დიდებისკენ და ყოვლისშემძლეობისკენ, კარიერიზმი, პატივმოყვარეობა, რისკის ფასად მსხვერპლის გაღება, მოუთმენლობა, მოქნილობის უკმარისობა.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

მარია ქეი სიმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

თანდაყოლილი ეფექტურობა და ლომის ნიშნის შესაძლებლობები მუხრუჭდება სატურნის მიერ, და, შესაძლებელია, ბავშვმა თვითგამოხატვა თავშეკავებულად მოახდინოს. თუ მაინც და მაინც, ალბათობაა, რომ ამ ბავშვებში გამოვლინდეს ძლიერი მისწრაფება მიღწევებისკენ და აღიარებებისკენ, ასევე მიდრეკილება _ საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების დაწესებისა და იმ ავტორიტეტული ფიგურების როლური მოდელირებისკენ, რომლებიც ამ ბავშვებს ყურადღებას უთმობენ და მაღალ სტანდარტებს უწესებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

სამანტა დევისი  “ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”

შიშები

  • სიყვარულის უქონლობა, აღფრთოვანება და მოწონება;
  • საკუთარი ღირსების დაკარგვა.

ყურადღება უნდა მიექცეს

  •  სურვილს „იყოს სასარგებლო“.

საჭიროა გამომუშავდეს

  • საკუთარი თავის აზრობრივად აპლოდისმენტირება.

შეეცადოს დაიყვანოს “არა”-მდე (მინიმუმადე)

  • თვითიმედოვნება;
  • ქედმაღლობა.

პოტენციური შესაძლებლობები

  •  ორგანიზატორები;
  • ძალაუფლების მაღალი ეშელონების ხელმძღვანელები.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top