სატურნი მერწყულში

სატურნი მერწყულში

დაბრკოლება + ცვლილება = კონცენტრირებული დაგეგმვა

ასეთი ადამიანის საქმეები, იმისგან დამოუკიდებლად სად ცხოვრობს და რით არის დაკავებული, ყოველთვის დაკავშირებულია ადამიანებთან და მათ ცხოვრებასთან. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, ის, ადრე თუ გვიან, ვარდება არასახარბიელო მდგომარეობაში, აღმოჩდება რა კულისებს მიღმა მოქმედ პირად, რომელიც ადამიანებით მანიპულირებს და თამაშობს შიშსა და სიძულვილზე. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია გიჟური პატივმოყვრული გეგმები, ეშმაკობა, ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა და გაზვიადებული მოლოდინი. ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას ყალიბდება წარმატებული სახელმწიფო მოღვაწის, პატიოსანი ვაჭრის ანდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზატორის ტიპაჟი, ასეთი ადამიანი ისწრაფვის რეფორმების გააზრებულად რეალიზაციისკენ და შეუძლია ჩანაფიქრის ზუსტად და თანმიმდევრულად განხორციელების გზით ჰარმონიულად გააერთიანოს სტრუქტურული პერსპექტიული დაგეგმარება. მის აზრებსა და პრაქტიკულ საქმეებს შორის არ არსებობს წყვეტა. შეუძლია უხელმძღვანელოს ადამიანებს, ჩვეულებრივ, ცნობილი და პოპულარულია ხალხში, ამტანი, მომთმენი და გამძლეა. მისი ცხოვრება სავსეა უბედურებებითა და გამოცდებით, მაგრამ ეს არ აშინებს, რომ იბრძოლოს საერთო საკაცობრიო იდეალების განხორციელებისა და სამყაროს გაუმჯობესების გეგმების რეალიზაციისთვის. მისი საქმიანობის მთავარი მოტივია _ ყველა ადამიანის ბედნიერად ქცევისკენ სწრაფვა და მომავალი თაობის ცხოვრებისთვის ჰარმონიული პლატფორმის შექმნა. ეს რეფორმებისთვის დაუცხრომელი მებრძოლია, რომელსაც შეუძლია ყველა შესაძლო მოულოდნელობის გათვალისწინება, ყველაზე მთავარზე კონცენტრირება და რამდენიმე ზუსტი სვლით შედეგის მიღწევა. მუდმივად აცნობიერებს ცხოვრების რადიკალური ცვლილებების გარდაუვალ აუცილებლობას. გარეგნულად მოკრძალებულად დარჩენის შემთხვევაშიც კი, დაჟინებულად ცვლის სამყაროს, არ იწვევს ხმაურსა და აჟიოტაჟს ამ ცვლილებებში საკუთარი როლის თაობაზე. ასეთი ადამიანი ისწრაფვის სულიერი წინამძღოლობისკენ _ საკუთარი მატერიალური კეთილდღეობისა და პირადი ინტერესების საზიანოთაც კი. სულიერი აღკვეცისა და მძიმე ცხოვრებისეული გამოცდის გავლით აღწევს ჩამორჩენილსა და გაყინულთან ბრძოლაში კოლოსალურ შედეგებს, სიამოვნებით ეწირება მსხვერპლად კაცობრიობის მაღალ იდეალებს. ამ ჰუმანურობისა და კეთილშობილური მიზნით, წლიდან წლამდე ზრდის დაჟინებულობასა და შეუპოვრობას, ამტანობასა და მდგრადობას.

ეს ადამიანი ფლობს ადამიანებისთვის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ერთადერთი სწორი საშუალებების შთაგონების ნიჭს. აქვს ნებისმიერი ადამიანის სულიერი სიღრმეების წამიერი, ინტუიციური წვდომის უნარი. თბილი, ალერსიანი და ჰუმანური მეგობარია, ფაქიზი და კეთილშობილური სულით, სერიოზული და ჩაფიქრებული, მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანია. ყოველთვის პოულობს ჰარმონიას თეორიასა და პრაქტიკას, მიზანსა და საშუალებებს შორის. აღმერთებს საზოგადოებრივ საქმიანობას და ჯგუფური ღონისძიებების ხელმძღვანელობას. სრულიად განიარაღებულია საკუთარი მტრების და ექსპლუატატორების მზაკვრული მაქინაციების წინაშე. გახსნილი და გულწრფელია _ იგივეს ელის სხვებისგანაც. წარმატება შეიძლება იპოვოს ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ჟურნალისტიკის, გამომგონებლობისა და ლიტერატურის მეშვეობით. ასეთი ადამიანი იშვიათად იძენს მყარ, საკმარის მატერიალურ მდგომარეობას, ხშირად არის ისეთ სიტუაციებში “ჩათრეული”, საიდანაც ერთი პერანგით ახერხებს გამოსვლას. მაღალი ინტელექტი ერწყმის ფაქიზ სულს და მრავალ შესაძლებლობას _ პოლიტიკიდან დაწყებული დიზაინით დასრულებული. ასეთი ადამიანი ქმნის ყოველთვის კარგად გააზრებულ და მოფიქრებულ კონცეფციებს და განხორციელებად გეგმებს. ავლენს შესანიშნავ უნარებს, რომელიც მიმართულია შინაგანი განვითარებისა და ცხოვრების ნებისმიერი სფეროს სრულყოფისკენ. დიდ მიღწევებს აღწევს არამარტო გამომგონებლობისა და მოხერხებულობის წყალობით, არამედ სხვების სიკეთისთვის დაძაბულად და უანგაროდ შრომის უნარის წყალობითაც. მაინცდამაინც არ ზრუნავს საკუთარ თავზე და გარშემო არსებულ სამყაროს უყურებს როგორც ექსპერიმენტულ მოედანს. სერიოზულ საქმეებში შთამაგონებელმა მონაწილეობამ შეიძლება წინ წამოწიოს მხოლოდ მაღალი მიზნებისკენ სწრაფვა. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია ცხოვრებისადმი არატრადიციული მიდგომა და გასაოცარი ბედი. მისი ცხოვრებისეული განვითარების გზა მუდამ უჩვეულო და უცნაურია. ამავდროს, ის რაღაცნაირი გასაოცარი სახით პოულობს თავის მსგავსებს, იზიდავს მათ მაგნიტივით. ბედი, არცთუიშვიათად, განვითარებისთვის უჩვეულო შესაძლებლობას აძლევს, რომელსაც თითქმის ყოველთვის იყენებს. ასეთი ადამიანი ფიზიკურად საჭიროებს მოქმედებების სრულ თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ენთუზიაზმი თავისით ქრება. ეს ყურადღებიანი მკვლევარი და დაკვირვებული სტრატეგია, ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ყველაფერ მომხდარს და არაა მიდრეკილი ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისკენ. მისი მსჯელობები ხშირად ექსტრავაგანტულია, სამაგიეროდ, საკმაოდ ორიგინალური და მიუკერძოებელია. ასეთი ადამიანი, მიუხედავად გარეგნული ჭირვეულობისა და მრავალმნიშვნელოვნებისა, სიღრმისეულად მთელია და ფლობს მაღალ შინაგან ერთიანობას. დამახასიათებელია ყველაფრის თავის დროზე კეთება, აქციის ჩასატარებლად ინტუიციურად პოულობს საუკეთესო მომენტს. უპირატესობას ანიჭებს შენელებას, მაგრამ არა _ აჩქარებას _ და თითქმის ყოველთვის მიზანში არტყამს. მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმები უჩვეულო და ექსტრავაგანტულია, რაც გარშემომყოფებში ქმნის თავაშვებულისა და საკუთარი ვნებების მონის შთაბეჭდილებას. ხშირად ქვეცნობიერად ადამიანებს ერთმანეთს წაკიდებს, შემდეგ კი აკვირდება კონფლიქტის განვითარების შედეგებს და ასეთი სახით შეიცნობს ადამიანთა ურთიერთობის მექანიკას. ფლობს ბრწყინვალედ განვითარებულ დროის შეგრძნებას, ამავ დროს, შეუძლია სრულიად გამოერთოს რეალობას იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია სულის სიღრმეში პრობლემის ინტუიციური გადაწყვეტილების პოვნა. შინაგანი პიროვნება მუდამ თავისუფალია. ასეთი ადამიანი იმდენად არ ფიქრობს გარშემომყოფებზე, რამდენადაც ყურადღებით აკვირდება მათ, აკვირდება მანამ, სანამ ცხოვრება არ უკარნახებს თუ რომელი დასკვნა წარმოადგენს ერთადერთ სიმართლეს. ეს _ კოლექტივისტი, გამომგონებელი და რევოლუციონერია, ისწრაფვის საზოგადოების სიღრმისეულად ტრანსფორმაციისა და პროფესიული და იურიდიული სფეროების სერიოზული გარდასახვისკენ. ასეთი ადამიანის ქცევები ყოველთვის ინტელექტუალურად ორგანიზებულია, შესანიშნავად ინფორმირებულია საკუთარ ძალაზე, ამიტომაც ცდილობს ადამიანებთან მოიქცეს კორექტულად და მსუბუქად. ფლობს ყურადღებისა და ძალის კონცენტრირების ბრწყინვალე შესაძლებლობას, მისი აზროვნების უნარი განსხვავდება განსაკუთრებული დემოკრატიულობით და სამეცნიერო მიდგომით. მიდრეკილია მაღალ სიმბოლოებზე ოპერირებისკენ, ასტროლოგიის სფეროში ნიჭიერია, შეუძლია ყველა შესაძლო წინასწარმეტყველური პრაქტიკა გამოიყენოს, ჩვეულებრივ, კარგი პროგნოზისტია. მიუხედავად გამოხატული ამბიციებისა, ქცევებში სხვების წინაშე პასუხისგებლობიანია და მრავალთა მიერ აღიქმება როგორც ერთგული მეგობარი. უყვარს კოლექტივსა და ორგანიზაციებში მუშაობა, მაგრამ მხოლოდ აბსოლუტური თავისუფლებისა და ყველაფერში, რისი გაკეთებაც უწევს, დამოუკიდებლობის პირობით. საერთოდ, სხვებთან ურთიერთობას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხშირად გარშემომყოფები, მომავლის ბრძნულ გაგებაზე დაფუძნებულ მის სიმშვიდეს, გადაჭარბებულ ცივსისხლიანობად და გამთვლელობად იღებენ. ხანდახან ხდება ეგოისტური და ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე, ამაყობს საკუთარი ინტელექტუალობით და არ შეუძლია გამოავლინოს კეთილშობილება და მადლიერება _ ამან შესაძლებელია მარტოსულად აქციოს. ძალების და გარეგანი და შინაგანი ბალანსის აღდგენისთვის პერიოდულად სჭირდება რამდენიმე საათი საკუთარ თავსა და სამყაროზე ფიქრისთვის. მთავარი _ არ დაუშვას ცხოვრებისეული ძალების გადაჭარბება და გადამეტებული გულმოდგინება არ გამოიჩინოს ყველაფრის ერთბაშად და ღრმად შეცვლისკენ მისწრაფებაში. ეს _ საღად და ღრმად მოაზროვნეა, ფლობს თბილ ხასიათს და ზრდილობიან თავაზიანობას. მიზანმიმართულია მოქმედებებში და მეტყველებაში გამომხატველია, თითქმის არ შეუძლია გაბრაზება. მიდრეკილია ძალიან ღრმად ჩავიდეს იმაში, რითაცაა დაკავებული, ამით დემონსტრიერებას უკეთებს საერთო მიღებული ფაქტების განხილვის არატრადიციულ, ორიგინალურ მიდგომას. ჩვეულებრივ, ასეთ ადამიანს მრავალი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს, სასიყვარულო კავშირი ხანგრძლივი და ღრმაა, რაც ქმნის მისი სიმშვიდისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის ფუნდამენტს. აზროვნება აბსტრაქტული და მიუკერძოებელი აქვს. ცხოვრებისეული ძიების მთავარი საგანი _ თავად ჭეშმარიტება და მაღალი სულიერი განვითარებაა. ყველა საზოგადოებრივი და სამეცნიერო საკითხი განიხილება მაღალი უნივერსალური კანონების წერტილიდან. განვითარებისთვის განსაკუთრებულად კეთილგანწყობილია მისი ინტუიცია, უნარი სწრაფად და მთლიანად მოახდინოს პრობლემაზე კონცენტრირება. ყურადღება არამარტო კარგად კონცეტრირდება, არამედ ხანგრძლივად რჩება არჩეულ საგანზე. ახლობლებთან მიმართებაში გასაოცრად პასუხისმგებლობიანია და ფლობს სამართლიანობის მყარ გრძნობას, უყვარს სხვების დახმარება სიტყვითაც და საქმითაც. თუ საფუძვლიანად გაბრაზდება, ავლენს გრძნობების სიცივეს ინტიმურ ურთიერთობებში, ფორმალიზმს პრობლემის გადაწყვეტისას და ითხოვს წყენის მომყენებელის მსახურებასა და “მის დაკრულზე ცეკვას”. ცხოვრებაში აუცილებელია დაძლიოს ინტელექტუალური და სულიერი ქედმაღლობა, თანმიმდევრულად და ჯიუტად განივითაროს თავგანწირვისა და უანგარობის ნიჭი.

 

პაველ გლობა  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ სატურნი იმყოფება საკუთარ ღამის სამყოფელში, ხოლო დღის სამყოფელი მეორე მმართველის _ ურანისაა.

ეს ერთ-ერთი სასიამოვნო მდებარეობაა სატურნისთვის, იგი აქ ვლინდება საკუთარი საწყისის მინიმალური შეზღუდვების ხარისხით.

განვითარებისთვის ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე სახის ორიგინალური სისტემა. დამახასიათებელი იქნება სისტემის არატრადიციული განვითარება, გაკვალული გზები მისთვის მნიშვნელოვანი არაა. ეს ადამიანი განვითარდება საკუთარ ინდუქციაში და განვითარების გზა ძალიან უჩვეულო იქნება. თითქმის ყოველთვის შეუძლია იპოვოს თავის მსგავსნი, შეუძლია იყოს გარშემომყოფებისთვის მაგნიტი. საუკეთესო შემთხვევაში ბედი უმზადებს განვითარების მოულოდნელ შესაძლებლობებს, მაგრამ ითხოვს სულის სრულ თავისუფლებას _ არათავისუფალ გარემოში სატურნი ქრება. ეს ადამიანი არასდროს შეწყვეტს გაოცებას. ჩვეულებრივ, ძალიან ყურადღებიანი და დაკვირვებულია, არ აკეთებს ნაჩქარევ დასკვნებს, არსად იჩქარის, არამედ აკვირდება მოვლენებს და გარემოებებს, შემდეგ კი აკეთებს არჩევანს, ამასთანავე, შეუძლია მიუკერძოებლად და სხვებისთვის მოულოდნელად განსაჯოს. აქვე, მან კი არ უნდა აკეთოს დასკვნები, არამედ თავად ცხოვრებამ.

სრულიად შესაძლებელია, მიდრეკილება ჰქონდეს ცხოვრებაზე ექსპერიმეტების ჩატარებისკენ, შეუძლია ადამიანები ერთმანეთს “დააჯახოს” და თან ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე, უბრალოდ მისთვის საინტერესოა, აქედან რა გამოვა.

ღრმა დონეზე მუდამ აქვს მთლიანობის შეგრძნება და კარგი შინაგანი ღერძი, არ ახასიათებს მოუსვენრობა, არ ჩქარობს, შესაძლებელია, იცოდეს, რომ ყველაფერი თავის დროზე ხდება. ანუ ვლინდება რამდენადმე გაუცხოებული, განზე გამდგარი დამკვირვებლის შეხედულება. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ჰქონდეს კარგი მათემატიკური უნარები. კარგი მათემატიკოსისთვის, ასე თუ ისე, საჭიროა კარგად ამოქმედებული ურანი და ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ურანთან.

როგორც წვეტი ხვრეტს ქვას, ისე ეს ადამიანი ადევნებს თვალყურს სისტემას. მისთვის დამახასიათებელია ყველაფრის თავის დროზე კეთების, მეტ-ნაკლებად კეთილგანწყობილი მომეტის ლოდინის უნარი, უპირატესობას ანიჭებს შენელებას, ვიდრე აჩქარებას. შეუძლია სულიერად ახლობელი ადამიანების პოვნა.

ცუდი შტრიხები _ მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების კრიტერიუმებში ინტრიგანობამდე მისული დომხალი. დაბალ ფორმებში ეს ვლინდება იმაში, რომ შესაძლებელია, ადამიანმა დაიკაოს ჩაურევლობისა და გაჩუმების პოზიცია, რომელიც უბიძგებს უსამართლობას, ადამიანების ერთმანეთზე წაკიდებას, შემდეგ კი ამ კონფლიქტის შედეგებს დააკვირდეს, თვითდაკმაყოფილებისთვის ეძიოს ყველა ახალი და უფრო დახვეწილი ფორმა.

მერწყული ადამიანების სულიერი ნიშნითა და სიკეთისა და ბოროტების გაყოფასთანაა დაკავშირებული, ანუ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიკაოს ზუსტი ეთიკური პოზიცია. ცუდ შემთხვევაში, თუ დაკარგულია ეთიკური ჩარჩოები, არსებულ უსამართლობაზე უბრალო დამკვირვებელი იქნება, ეს არის დამკვირვებლის პოზიცია.

ასეთი ადამიანი ისწრაფვის გაწყვიტოს ყველა კავშირი, გარდა ამისა, შეიძლება დამახასიათებელი იყოს ყველაფერზე, თითქოსდა “გამორთული” ხედვით ყურება.

სატურნი მერწყულში ასწავლის დროის შეგრძნებას, დროიდან “გამორთვის” შესაძლებლობებს, აღიქვას დრო როგორც გასაგები ჭიმვადობა, რაც მისი სრულფასოვნად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან ერთად ეს ეხმარება პიროვნების შინაგანი თავისუფლების გამოვლინებას, ასწავლის არ აკეთოს დასკვნები და განზოგადებები, სანამ ცხოვრება არ უკარნახებს, რომელი დასკვნაა მართალი და სწორი.

საზოგადოებაში ეს დრო იყო და იქნება კეთილგანწყობილი გამომგონებლებისა და რეფორმატორებისთვის, შესაძლებელია გამოვლიდეს არატრადიციული მეგობრობის ფორმები, განსაკუთრებით კოლექტივიზმი.

სატურნი მერწყულში იმყოფებოდა 1991-94 წლებში.

 

ავესალომ პოდვოდნი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

სატურნი დღის წესრიგში აყენებს ნიშნის პრობლემას; მერწყულის შემთხვევაში ის ორ პრობლემას აყენებს: ურთიერთქმედება გარესამყაროსა და ფაქიზ სამყაროსთან. სატურნი მერწყულს ძალიან სერიოზულს ხდის და არსობრივად ამსუბუქებს გარესამყაროსთან მის კონტაქტს; ის პრაქტიკულია, ცდილობს ერთი გენიალური ხაზის შენარჩუნებას და არაა მიდრეკილი ავანტიურისკენ. მხოლოდ ერთია, ურანისეული გავლენა შეიგრძნობა აქაც, თუმცა-ღა ლატენტურად; მაგრამ სატურნისეულ მერწყულს მუდმივად უჩდება საკმაოდ თავისებური და ხშირად მოულოდნელი იდეები, რომლებიც ითხოვენ განვითარებასა და განხორციელებას და მათი ბედი დამოკიდებულია სატურნის განვითარების დონეზე.

განუვითარებელი სატურნი იძლევა ინტელექტუალურ სკეპტიკოსს; ის ყველა იდეას ამოწმებს (მათ შორის საკუთარსაც) ვიწრო პრაქტიკული შეხედულების წერტილიდან და ყველაფერი, რაც ახალი ანდა მოულოდნელი აღმოჩდება, ეჭვქვეშ აყენებს; მომავალი წარმოუდგება აწმყოს მარტივ, სწორხაზოვან გაგრძლებად, ხოლო აზროვნება შევიწროებულია წარმოდგენების ვიწრო ჩარჩოებით, რომლებიც ბავშვობაში აქვს მიღებული; მოკლედ, შესაძლებელია დიდი მეთოდურობა და თანმიმდევრული აზროვნება, განსაკუთრებით ჰარმონიული სატურნის შემთხვევაში.

სატურნის განვითარების მიხედვით მერწყული იწყებს საკუთარ ორიგინალურ იდეებზე დიდი ყურადღების მიქცევას და ეყრდნობა რა სატურნისეულ დისციპლინას, ცდილობს უფრო სერიოზულად გამოიკვლიოს ისინი. მხოლოდ ერთია, უმნიშვნელო წინსვლა ფაქიზი ინფორმაციის აღქმისთვის ადექვატური სიმბოლური ენის შექმნის მცდელობისას, ამ დროს კი აწყდება სატურნის ფანტაზიის შეზღუდულობას და შემდეგ დიდი ხნის მანძილზე აღარაფერი გამოსდის; სამაგიეროდ, მერწყული იწყებს (ხშირად წარმატებით) იმ ერთადერთი საკუთარი, ორიგინალური აზრის ექსპლუატაციას, რომელიც მოიწონა სატურნმა.

განვითარებული სატურნი ხასიათდება, მერწყულის თავში წარმოშობილ ორიგინალურ იდეებზე, მუდმივი, დაჟინებული ყურადღების დათმობით; ცდილობს ამ იდეების დეკლასიფიკაციას და თანდათანობით საკმაოდ დამუშავებული ენის შექმნადე მიდის, რომლის დახმარებითაც შეუძლია საკუთარ ეგრეგორთან ზუსტად იმსჯელოს მისთვის განსაზღვრულად საინტერესო პრობლემატიკაზე, რის შემდეგაც შეუძლია სამყაროს შესთავაზოს უკვე ბევრ რამეში პრაქტიკული გამოყენებისთვის მზა თეორიები და კონცეფციები. მაგრამ მას ყოველთვის განასხვავებს კვლევის საბოლოო შედეგის გააზრება, მისი ლოზუნგია: “არაფერია კარგ თეორიაზე უფრო პრაქტიკული”.

მაგრამ სატურნის განვითარების ყველა დონეზე მერწყულს არ შეუძლია თავი დააღწიოს დამახასიათებელი აზროვნების წნეხს, განსაკუთრებით, რომელიც ეგრეგორთან კონტაქტისას შეიგრძნობა. შეუძლია მისმიერვე შექმნილი სრულყოფილი იარაღით ძალიან დეტალურად წაქლიბოს ეს ხელის შემშლელი ფაქტორები, მაგრამ მათი რიცხვი (როგორც მას ეჩვენება) მუდამ შეზღუდულია, თვალით უხილავი ფაქიზი სამყაროს მენტალურ სივრცეებში თავისუფალი შემოქმედებითი ფრენა მისთვის არაა განკუთვნილი და ყოველთვის (თუმცა-ღა ქვეცნობიერად) ძალიან მძაფრად შეიგრძნობს ამას.

სერგეი შესტოპალოვი  “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ჰარმონიული ასპექტებისას: კეთილგონიერება, წინდახედულობა, სიფრთხილე, ინტუიცია, განმჭვრეტელობა, სიმართლისმოყვარეობა, შეუპოვრობა, გაბედულობა, სიმტკიცე, სიმამაცე, სიმყარე, ერთგულება, შრომისმოყვარეობა, დაჟინებულობა, დაგეგმვის და კარგი ორგანიზატორული უნარები, კონცენტრაცია, ჩაფიქრებულობა, აზრების სიღრმე, სერიოზულობა, ავტორიტეტულობა, პასუხისგებლობა, მეგობრების შერჩევაში გულმოდგინეობა, რეალიზმი, მსჯელობებსა და შეხედულებში სიმყარე. მეცნიერების, ლიტერატურის, ასტროლოგიის, ფილოსოფიისა და ტექნიკისადმი ინტერესი.

დაზიანებისას: სიამაყე, წუწურაქობა, ნაღველი (დარდი), სიჯიუტე, პასიურობა, სიცივე, გადაჭარბებული სიმყარე და დარწმუნებულობა, უნდობლობა, კონფლიქტურობა, გამაღიზიანებლობა, სიჯიუტე, ორჭოფობა, მერყეობა, ყოყოჩობა, დიდგულობა, თავგასულობა, კუდაბზიკობა.

ფრენსის საკოიანი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში” 
კონცენტრაციის კარგი შესაძლებლობა. აზროვნება მიუკერძოებელი და აბსტრაქტული. მთავარია _ ჭეშმარიტება, მაღალი სულიერი განვითარება, ყველა საზოგადოებრივი და სამეცნიერო საკითხი განიხილება მაღალი უნივერსალური კანონების შეხედულების წერტილიდან. მობილიზებისა და კონცენტრაციის შესაძლებლობები. მთელი რიგი გამოცდების შემდეგ რეფორმებისთვის დაუღალავი ბრძოლა. პატივმოყვარეობა, სენსაციური სამეცნიერო აღმოჩენების ანდა ახალი ტექნიკური მიღწევების მეშვეობით აღიარება. მოკრძალებულნი არიან. სივრცის კარგი შეგრძნება აქვთ, გეომეტრიის სიყვარული, მათემატიკური უნარები. ახლობლებთან მიმართებაში სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ხშირად ერთიანდებიან საიდუმლო საზოგადოებაში. ჩვეულებრივ, გაწონასწორებულნი და შეუძლიათ დახმარება სიტყვითაც და საქმითაც. აფასებენ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. შესაძლებელია, ეგოიზმი, ძალაუფლებისმოყვარეობა, “მის დაკრულზე ცეკვის” და მისი ინტერესების მსახურობის მოთხოვნები, გრძნობების სიცივე ინტიმურ ურთიერთობებში, ფორმალიზმი, ინტლექტუალური და სულიერი ქედმაღლობა. ასევე, კოლეგებისადმი წინააღმდეგობრივი უნდობლობა, შეიძლება იყოს საზოგადოების მიმართ ცინიკურიც, რაც საერთო არხიდან ამოვარდნის გრძნობას უჩენს, შესაძლებელია ამის გამო სხვებთან თანასწორული საქმიანობის პრობლემის წარმოშობა. მნიშვნელოვანი ამოცანა _ დასძლიოს სხვებისგან გაუცხოების, განკერძოებულობის გრძნობა.

 

ინდუბალა  “ინდური ტრადიცია”

აქ სატურნი იმყოფება საკუთარ ნიშანში და უთითებს საგნების კარგ გაგებაზე, რომელიც დაკავშირებულია ფილოსოფიასთან და მისტიციზმთან. ეს რაღაცით უჩვეულო, ექსცენტრიული ადამიანია. ღვინისა და ქალების მიმართ კეთილგაწყობილია (ზედმეტადაც კი); დაკავებულია განსხვავებული სამუშაოებით. უნდა ელოდოს კარგ დღეგრძელობას, შემოქმედებით შესაძლებლობებს, დიდსულოვნებსა და მეგობრულობას.

 

ნეტ მონსტერი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ბრწყინვალე შესაძლებლობები. საერთო პატივისცემა. მეგობრები მეცნიერებს შორის. ფლეგმატურობა, შენელებულობა მოძრაობასა და საუბარში. ცხოვრების პირველი ნახევარი მეორეზე ცუდია. ტრიგონი ანდა სექსტული მზესთან და იუპიტერთან ბრწყინვალე მომავლის მაუწყებელია. კონცენტრაციის კარგი შესაძლებლობა, აზროვნება მიუკერძოებელი. მათთვის მთავარია _ ჭეშმარიტება, მაღალი სულიერი ფასეულობანი. სივრცის კარგი გრძნობა, უყვართ გეომეტრია. გაწონასწორებულნი, შეუძლიათ დახმარება სიტყვითაც და საქმითაც. ცუდი ასპექტებისას _ ეგოიზმი, ძალაუფლებისმოყვარეობა, ინტიმურ ურთიერთობებში სიცივე.

სემირა და ვ. ვეტაში  “პროგნოზირების ხელოვნება”

მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავსა და სამყაროზე განზოგადებული ხედვა: სერიოზულ საქმეზე შთააგონებს მხოლოდ მაღალი მიზნისკენ სწრაფვა.

 

კატრინ ობიე  “ასტროლოგიური ლექსიკონი”

სულიერი განვითარების ძიების ტენდენცია, ემოციონალური თანასწორობა (მდგრადობა). შესაძლებელია იდეოლოგიური ფანატიზმი.

საბავშვო ჰოროსკოპი

მარია კეი სიმმსი  “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

აქ ინდივიდუალისტის ნიშანს იკავებს ტრადიციის პლანეტა; შესაძლებელია, ეს იყოს თაობა, რომელიც სიცოცხლეს იდეებს, “ახალი საუკუნის” დასაწყისს მისცემს. მათ ექნებათ პასუხისმგებლობის და შინაგანი სტრუქტურის სატურნისეული თვისებები, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს სტრუქტურა აღმოჩდეს ისეთი, რომელსაც ელიან და უნდათ დაინახონ მშობლებმა. ისინი საგნებს უბრალოდ ცვლილების გამო არ შეცვლიან: ეს იქნება სისტემური დემონსტრაცია ახალი გზის სარგებლიანობაზე.

 

სამანტა დევისი  “ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”

შიშები

  • რაიმეზე ანდა ვინმეზე დამოკიდებულება;
  • დაქვემდებარების აუცილებლობა.

უნდა მიექცეს ყურადღება

  • ძალაუფლებასთან ურთიერთობას;
  • ტრადიციებს;
  • საკუთარ მოვალეობებს.

 უნდა გამომუშავდეს

  • გონივრული შეზღუდვა;
  • სტაბილურობა;
  • რეორგანიზაცია.

 მინიმუმადე უნდა დაიყვანოს

  • ზღვარდაკარგული გაუცხოება;
  • მებოხებულობისკენ მიდრეკილება.

 პოტენციური შესაძლებლობები

  • გამომგონებლობა;
  • რაციონალიზატორები და რეფორმატორები.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top