სატურნი II სახლში

სატურნი II სახლში

პაველ გლობა

(+) ზუსტი დაგეგმვა შენაძენების დროს, მყარი მატერიალური ხედვა საგნებზე, კარგი პრაქტიკული საქმიანობა, სწავლულობა, ფულის პრესტიჟი, ამ პრესტიჟით სარგებლობის ქონა, დაგროვება, სიძუნწე

(-) საშუალებებში შეზღუდვა, უფულობა ანდა “ძუნწი რაინდი”, არ შეუძლია ფულის გამოყენება. მატერიალური ფასეულობებისა და სიმყარის ნგრევა. ადამიანი ჩაფლულია თავის სამყაროებში, არ შეუძლია გამოსვლა, ყველას უხდის ვალით.

ცნობილი ადამიანები: პავლოვი, მეჩნიკოვი, სტივენსონი, რახმანინოვი, რემბრანტი, ნიცშე

 

ფრენსის საკოიანი

პატივმოყვარეობა და ბევრი მუშაობა ფულის გამო, მატერიალური ფასეულობებისა და მდგომარეობის გამო. სარჩოს გამოიმუშავებს მძიმე შრომით. საქმიანები, ყველაფერს ყიდულობენ თავის ფასში. ფულს ინახავენ სიბერისთვის და არ ხარჯავენ არაგონივრულად. ამ ეკონომიას შეუძლია მიიყვანოს სიძუნწემდე. ხშირად დიდი სიფრთხილე აიხსნება გაჭირვების შიშით.

თქვენი სიფრთხილე აიხსნება ფულითა და მატერიალური კეთილდღეობით და თქვენ მუშაობთ ძალიან ჯიუტად, რათა ფეხქვეშ იგრძნოთ მყარი საფუძველი. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან მომჭირნეები, ძალიან ძუნწებიც კი ფულთან მიმართებაში, ამიტომ გეშინიათ რომ ფული იქნება არასაკმარისი. თქვენ შეგიძლიათ ეს შიში შემოაბრუნოთ თქვენსავე სასარგებლოდ და წარმატებას მიაღწიოთ კაპიტალდაბანდებებსა და ფინანსურ საკითხებში.

 

ავესალომ პოდვოდნი: “უდაბნოს მხურვალე ქარები გრძნობენ ჩემი ეგოიზმის ოაზისს”

ასეთი ადამიანი გარესამყაროში ცხოვრებს, როგორც წესი, არამყუდროდ. გარემო, თითქოსდა ღიად არაა აგრესიული (როგორც მაგალითად, მარსის დაზიანებისას მეორე სახლში), მაგრამ თითქოს ცივი და არამეგობრულია და თითქოს უსიტყვოდ არ ამართლებს ადამიანს მის ქცევებს, ფარავს საკუთარ თავში ჩუმ საფრთხეს. ადამიანს შეუძლია გამწარდეს ბედზე (არცთუ უსაფუძვლოდ), ივარაუდოს, რომ ის ყოველწუთს უდებს ფეხს და ამის გამო მიიღოს ნევროზი ანდა ფობია (მაგალითად აგორაფობია); მას ექნება მუდმივი არასიმყუდროვის განცდა საზოგადოები მხირდან, და შეიძლება ეცადოს მისგან დაცვა, გამოიმუშაოს ბევრი ფული, მაგრამ ეს მას გამოუვა ძალიან დიდი შრომით და მთავარი, ძალინაც არ დაეხმარება სიმყუდროვის განცდის შესაქმნელად.

დაბალ დონეზე განვითარების შემთხვევაში ეს მდგომარება აყალიბებს ძალიან ეგოისტურ და ცივ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მთელი სამყარო მის წინაშე ვალდებულია; ამასთან მას განსაკუთრებით სატურნის დაზიანების შემთხვევაში, ექნება მძიმე გარეგნული ცხოვრება, რაც მხოლოდ გაამყარებს მის სექმნილ წარმოდგენას სამყაროსა და საზოგადოების შესახებ.

ამ მდებარეობის დამუშავება მიდის პრობლემებში ჩაღრმავებისა და მათი, როგორც საკუთარი პრობლემების ჯერ აღქმით და შემდეგ გადაწყვეტის გზით, ხოლო ამის შემდეგ გარეგანი და შინაგანი პრობლემების დაკავშირების გზით ხდება დამუშავება. საჭიროა ისწავლოთ ენდოთ სამყაროს, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, როცა ამისთვის საერთოდ არაა არანაირი საფუძველი და მისდით ამ წესს _ “სჯობს იყოთ მოტყუებული ადამიანი, ვიდრე არ დაუჯეროთ პატიოსან ადამიანს”. მაშინ შორდება საერთო ეთიკის სიხისტე და უმჯობესდება გარშემომყოფებთან კონტაქტები, ეს ურთიერთობა ხდება ნაკლებად ცივი და მტრული.

დამუშავებული მეორე სახლი იძლევა უმაღლეს დონეზე _ საზოგადოების კარგად გაგებას; ადამიანის ეთიკა და სიბრძნე ხდება შესამჩნევი.

 

ბორის იზრაიტელი

ადამიანი საგნებში აფასებს საიმედოობას, მთავარია იყიდოს გარანტიით. ძალიან ფრთხილად იძენს საგნებს და დიდხანს არ იშორებს მათ, აგროვებს ყველანაირ ხლამს, რომელიც ინარჩუნებს თუნდაც რაიმე ტრადიციის სახეს, რომელიც გადაეცემა მემკვიდრეობით.

ადამიანს ეჩვენება, რომ მას მუდმივად სჭირდება გაამყაროს თავისი მატერიალური მდგომარეობა, ხარჯავს ძალიან გონივრულად.

ასეთი მდებარეობა, აღნიშნავს სიდუხჭირეს. ადამიანი ხშირად იღებს შესანიშნავ მატერიალურ მდგომარებას, რადგანაც კონცეტრირებულია ამაზე და შეუძლია შემოსავლებთან მოქცევა, რადგანაც კარგად გეგმავს გასავლებს. კოლექციონერია გასაღებების, საათების, ჯილდოების, განსაკუთრებით ძველებურების; ღირსების სიგელების, დოკუმენტების.

საჭიროა ნაყოფიერი საკვები, მის გარეშე ძალიან მძიმეა. ამაღლებულია მარილების, განსაკუთრებით კალციის მოთხოვნილება. შიმშილობა მისთვის არაა სასიკეთო, რადგანაც ეს მისთვის ექსტრემალური სიტუაციაა. მას ამ დროს სდევს მუდმივი დაფარული შიში რომ დარჩება მშიერი.

სასიცოცხლო ენერგია _ ყოველთვის პრობლემა. ადამიანი თითქოს მთლიანად არაა ჩართული ცხოვრებაში. ის აკონტროლებს სასიცოცხლო ფონდებს, ეშინია ვამპირიზმის, იცავს თავს ენერგიის ორომტრიალისგან.

 

ბილ ჰერბსთი

თვითშეფასება _ ეს მდებარეობა უთითებს იმაზე, რომ თქვენი აზრები საკუთარ თავზე “დათრგუნულია”, არაა საკმარისად ამაღლებული. თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავი არაადექვატურად როგორც პიროვნებამ, შეიგრძმოთ მტრული დამოკდებულება გარეგნული და შინაგანი მეების, მაგრამ სამუშაო მდოგაროებს იმაში, რომ შექმნათ მყარი საფუძველი თვითშეფასებისთვის. ამოცანა _ მოთმინებით შეისწავლოთ საკუთარ თავზე წვეტიანი აზრების შეწყვეტის გზები და გამოიმუშაოთ თანდათანობით საკუთარი თავის რწმენა მთელი ცხოვრების მანძილზე.

საკუთრება _ საკუთრება არის საკმაოდ სერიოზული საკითხი, პრობლემა, ხშირად დამახასიათებელი სირხცვილის გრძობა ანდა უსაერგებლობის შეგრძნება. მიდრეკილნი ხართ უკმაყოფილონი იყოთ შენაძენის დროს წარმოშობილი სიძნელებისა და მისი შენარჩუნების დროს. მიაქციეთ ყურადღება საკუთრებას, რომელიც შესაძლებელია იყოს თქვენ გაკრგულებაში დიდი ხნის მანძილზე და შესრულებულია ხარისხიანად. სწრაფწარმავალი საკუთრება ან ღირებულებას მოკლებული ნივთი თქვენთვის არაფერს წარმოადგენს. ამოცანა _გააცნობიეროთ, რომ საკუთრება არ მიიღება საჩუქრად; ვალდებულნი ხართ ის გამოიმუშაოთ და დაიმსახუროთ თან მოთმინებით და ყურადღებით მოეპყრათ მას. ქონების დაგროვება მოახერხოთ მუდმივად და თანმიმდევრულად.

ფული_ ფულთან უნდა მოიქცეთ დისციპლინირებულად/პრაგმატულად და გათვლით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ გექნებათ საკმარისი ფული, თუმცა შესაძლებელია ასეთი რამაც მოხდეს. უფრო მეტად ეს ფრაზა დაკავშირებულია დიდ პასუხისგებლობასთან, რომელიც უნდა აიღოთ საკუთარ თავზე. თუმცა აღნიშნული პასუხისგებლობა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ დიდი სიმდიდრე. არ დახარჯოთ ფული არაგონივრულად, მაგრამ თუ რამის ყიდვა გადაწყვიტეთ დაიმახსოვრეთ _ ამ ნივთმა უნდა მოგიტანოთ სიამოვნება. არ გამოეკიდოთ კაპიკებს ანდა დიდ ანგარიშებს ბანკში – იმოქმედეთ გეგმაზომიერად. მთავარი თქვენთვის არის თავდახრილი მუშაობა და ბოლო კაპიკამდე გათვლილი, გონივრული სტრატეგიული ქმედებები, რომელიც აქცენტირებული იქნება კაპიტალდაბანდებებზე, რომლებიც არ გიმტყუვნებენ. ფულზე არ შეიძლება იყიდოთ ბედნიერება, მაგრამ დისციპლინურებულ ძალისხმევებს შეუძლიათ დაგეხმარონ ცხოვრებისეული მიზნების განხორცილებაში. ყურადღების მოკრება მთლინად პროცესზე, შემოსავლებზე, და არა მიზნებზე. ამოცანა _ იგრძნოთ და ხორცი შეასხათ ცხოვრებაში რწმენას, რომ ფული _ მეეტი არაფერია, გარდა იმისა რასაც სინამდვილეში წარმოადგენს და ეს გაცნობიერება წაგიძღვებათ შუქურასავით მთელი ცხოვრების მანძილზე .,მართეთ თქვენი პოზიციები ისევე, როგორც მართავთ თქვენს ფულად შემოსავლებს”.

თვითშეზღუდვა _ მთლიანობაში დაუღალვი მუშაკი ხართ, შესანიშნავად ერგებით ისეთ სამუშაოს, რომელსაც სჭირდება ძალა, ამტანობა და სრულყოფილება. უანრიანი ხართ იმუშაოთ გულით, შეგიძლიათ გულმოდგინე შრომით გადადგათ მთები. ნაწილობრივ თქვენში ზის “ზედამხედველი”, რომელიც მხოლოდ იმას აკეთებს, რომ გაიძულებთ “მუშას” იშრომოთ უფრო მეტი შედეგით. თქვენი პოზიცია _ ვიხდი ახლა, მივფრინავ მერე. მაგრამ ხშირად თქვენ იხდით მთლიან ღირებულებას, მაგრამ არაფერს იღებთ მის ფასად. ვალის შესრულება ძნელია, მაგრამ მისგან ვერ განთავისუფლდები და თქვენ სისუსტეს შეუძლია შეგიყვანოთ ბრაზისა და აგრესიის ჩიხში. ამოცანა _ ნელა მუშაობა, აღნიშნეთ წინსვლები და დაასაჩუქრეთ ამის გამო საკუთარი თავის. ამუშაოს ხარისხი მთავარია, მაგრამ მასზე დახარჯული დროც რაღაცას ნიშნავს.

მგრძნობელობა _ იმდენად მგრძნობიარე ხართ ფიზიკური სტიმულების მიმართ, რომ ამას შეუძლია მიგყვანოთ სენსორულ გადატვირთამდე და სიამოვნების შეგრძნების გამოფიტვამდე/ატროფირებამდე. ფიზიკური სიამვნებების მიღების უარყოფა ანდა ზღვარგადასული ვნებები წმინდა ფიზიკური სიამოვნების მიღებისთვის _ უკიდურესობაა, რომელშიც შეგიძლიათ გადავარდეთ. ორივე შემთხვევაში რისკავთ ჩავარდეთ აღმქმელობის დაბალი დონის მახეში. ამოცანა _ გაიგოთ, რომ თქვენი სხეული ნამდვილად წარმოადგენს ტაძარს, და პატივი უნდა სცეთ ამ ტაძარს და დაეუფლოთ მას გემოვნების და ხელოვნების თაყვანისცემის თანმიდევრული და თანდათანობითი განვითარებით, ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაზარდოთ სიამოვნების რაოდენობა, რომელსაც მიიღებთ შეხებით. შეიცანით სამყარო პატარა ულუფებად, რადგანაც ზუსტად ასეთი აღქმა უფრო მეტად ამძაფრებს რეალობაში წვდომის უნარს.

 

სატურნი II სახლში

თქვენ ფრთხილი ურთიერთობა გაქვთ ფულთან და მატერიალურ კეთიდღეობასთან. მყარი ნიადაგის შესაქმნელად ბევრს შრომობთ. შეგიძლიათ იყოთ ძალიან მომჭირნე, ძუნწიც კი ფულთან მიმართებაში, რადგანაც გეშინიათ, რომ ფული არასდროს იქნება საკმარისი. შეიძლება დაიჯეროთ რომ ეს შიში თქვენ სასარგებლოდ მუშაობს და წარმატებას მიაღწიოთ კაპიტალდაბანდებებსა და ფინანსურ საკითხებში.

სატურნი II სახლში _ ეკონომიურობა, მატერიალური შეფერხებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიძუნწე, ანჩხლობა. მთლიანობაში პლანეტის განლაგება უთითებს რომ ადამიანს აქვს შესასრულებელი მატერიალუერი ამოცანები ცხოვრებაში.

პატივმოყვარობა, ფულის გამო ბევრი მუშაობა, ცხოვრებისთვის გამოიმუშავებენ მძიმე შრომით. ეკონომიურები; ცუდი ასპექტების დროს ძუნწები სიდუხჭირის შიშის გამო. კარგი ასპექტები პირდებიან წარმატებულ კარიერას, ფულს, ქონებას.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top