სატურნი III სახლში

სატურნი III სახლში

(+) სიღრმისეული თვიშემეცნება, ნათესავებთან მყარი კავშირები, შეუძლია განასხვაოს საჭირო კონტაქტები არასაჭიროსგან. მყარად სწავლა, მყარი ცოდნა, ინფორმაციის მიღება, რომელიც მყარდება წლების განმავლობაში.

(-) შენელებულობა, ასოციალურობა, დაქვეითებული კონტაქტურობა, სანათესაობისგან, მეზობლებისგან დამოკიდებულება, ადამიანი ძნელად და არაზუსტად, არამყარად სწავლობს.

ცნობილი ადამიანები:რუსსო, ბლავატსკაია, ბახი, ბრეჟნევი.

გლობა პ.პ.

გონების დისციპლინა და პრაქტიკულობა, აზრებს გამოთქვამენ მხოლოდ მას შემდეგ, როცა კარგად გაიაზრებენ. სიჯიუტის წყალობითა და აზროვნების მეთოდურობით აქვთ უნარი მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების. მუშაობენ დაწვრილმანებამდე, ტიპოგრაფიის განხრითა და ბეჭვდით ორგანოებში, ბუჰგალტერიაში, მდივნის თანამდებობებზე, გამომძლიებლები, ბიბლიოთეკარები, მწერლები, მეცნიერები. კონტაქტების დამყარებისას და მითუმეტეს თანხმობებზე ხელმოწერებისას არიან ფრთხილები, მაგრამ მგზავრობისკენ მიდრეკილნი არ არიან.

სერიოზულები და უძნელდებათ დაძაბული საუბარი საზოგადოებაში, ასევე, უძნელდებათ მეგობრული ურთიერთობები.

ცდილობენ იყვნენ ძალიან აკურატულები და კრიტიკულად ექცევიან იმ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან გადააჭარბონ ანდა ისაუბრონ ისეთ საგანზე, რომელზეც სინამდვილეში იციან ცოტა. საკუთარ თავში ინახავენ აზრებსა და შეხედულებებს, სანამ ბოლომდე, ამომწურავად არ გაიაზრებენ და გაანალიზებენ და დროდადრო მათი დუმილი მოსაუბრეებს უქმნის დისკომფორტს.

გონება კარგად არის კონცენტრირებული, მაგრამ შეიძლება არ ეყოთ აღქმისა და გაგების სივრცეები.

ფრენსის საკოიანი

“ბედის მწარე გაკვეთილები გამიზნულია ადამიანის დაბალი საწყისისთვის”

საერთოდ, სატურნი ითხოვს იმ სახლის დამუშავებისას ჩაღრმავებას, რომელშიც იმყოფება. ადამიანი ვალდებულია წავიდეს საკუთარ თავში და დეტალურად გაერკვეს შესაბამის პრობლემებთან დამოკიდებულებაში და საკუთარი ცხოვრების მდგომარეობაში. თუ ის ამას არ აკეთებს წარმოიქმნება ფრუსტრაცია, ნევროზები და ფობიები, რომლებიც ნაწილობრივ განიდევნება, მაგრამ ადამიანის ცხოვრება (გარდა მთლიანად ჰარმონიული ბედისა) ძალიან ზიანდება.

ადამიანი სატურნის მესამე სახლში მდებარეობით ბოლომდე არ ენდობა ადამიანებს (მთვარე თხის რქაში იძლევა გარესამაყაროს მიმართ უნდობლობას), რა თქმა უნდა, აქვს ამის საფუძველიც, როგორც, სხვა ნებისმიერ ადამიანს აქვს რაიმეს საფუძველი, როცა ეწყება შიშები ან აგრესია, მაგრამ მას ეს უნდობლობა ექნება ხაზგასმული: თითქოსდა, ყინულივით სიცივე იპყრობს, როდესაც ადამიანებით სავსე ოთახში მოუწევს შესვლა. გარდა ამისა, ურთიერთობები დროდადრო მასზე მოქმედებს პირდაპირ საპირისპირო შედეგით, დროდადრო სჭირდება განმარტოება, რომლის დროსაც იწყებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობების გაანალიზებასა და ძალების აღდგენას.

სატურნის დაზიანებისას შინაგანი სხვა ადამიანის ანარეკლი იქნება დამახინჯებულად საშიშად აღქმული, და ამაში საჭიროა გარკვევა. ასეთი ურთიერთობა ბუნებრივად იძლევა სოციალური წრისგან არაკეთილგანწყობას, ხანდახან აგრესიაში გარდამავალსაც კი. ჰარმონიულ ვარიანტში ეს არის სერიოზული, თავშეკავებული, საიმედო, ცოტათი ჩაკეტილი და ერთი შეხედვით ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც სურს ენდოს სხვებს და სხვებს ჰკითხოს რჩევები ყველა არსებით საკითხებზე.

აქ ძალიან მთავარია სახლის დამუშავება, რომელიც პირველ რიგში ეხება საკუთარი სოციალური ეთიკის კარმულად გასამომუშავებელ საითხს, განსაკუთრებით კი შემდეგი პრობლემის გადაჭრას: “ვინ არის ვალდებული ვინ უყვარდეს და ვინ ვის უნდა ემსახუროს _ მე ადამიანებს თუ ადამიანები მე?”

სატურნი მესამე სახლში იძლევა სკოლის მძიმე წლებს და სიყმაწვილეს, ეს ის პერიოდია, როცა უხდება ბევრი ისწავლოს. განსაკუთრებით იგრძნობა კონტრასტები ჰარმონიული IV და I სახლების სატურნისეული მესამე სახლით შეცვლა, როცა ბავშვი მიდის სკოლაში.

ეს ადამიანი დიდი ძალისმხევით იჭერს ჰაერს (მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს), განსაკუთრებით თუ III სახლი არაა ჰაერის ნიშანში (იგულისხმება ზოდიაქოს ნიშანი). ბედი და გარემოებები ავალდებულებენ მას აიმაღლოს ყურადღების კონცენტრაცია და ინტერესების სფეროს მიხედვით გაიაზროს ყველაფერი და ყველა საგანი, თუარადა, ადამიანი ვერაფერს დაიმახსოვრებს და ვერ გაიგებს.

ამის დამუშავება ხანდახან იცვლება სატურნის მოქმედებების იგნორირების მცდელობით და საგნების კალეიდოსკოპური ციმციმით სწავლისას – მსგავსად იუპიტერული ვარიანტისა, მაგრამ უფრო მეტი უარყოფითი შედეგებით, ნაწილობრივ, ზოგადად სწავლების ფობიების გამომუშავებით.

ასეთი ადამიანები გამოდიან მშრალი, მკაცრი მასწავლებლები, ხანდახან საგნის ძალიან ღრმა ცოდნით.

დამუშავების შემთხვევაში გამოიკვეთება მიზანდასახულობა და სწავლების ეფექტურობა.

ავესალომ პოდვოდნი

 

ეს მდებარეობა იძლევა მონოტონურობას, მეტყველების შენელებას. ადამიანი სიფრთხილით გამოთქვამს მოსაზრებებს, ძალიან ავიწროებს თავის ინტელექტუალურ აღქმას, მისდევს კანონებს. დაწყებითი სკოლა მისთვის _ მძიმე გამოცდა. დაწყებითი განათლება იძლევა დანაშაულის გრძნობას. სწავლასთან დაკავშირებულია დასჯის შიში.

პრობლემები ძმებთან, დებთან, მეზობლებთან ურთიერთობებში: ადამიანს აქვს მათ მიმართ დიდი მოთხოვნები ანდა, პირიქით, მათ აქვთ დიდი მოთხოვნები მის მიმართ – ისწრაფვიან გააკონტროლონ და ორგანიზაციაში მაოქციონ იგი. და, ძმა იღებენ მასზე მშობლების ფუნქციას. ახლობელ ადამიანებთან ჩხუბი, ძმის, დის დაკარგვა, უსიამოვნებები სკოლაში. სიტყვებში უფრო დიდი სკეპტიკოსია, ვიდრე საქმეში.

სიძნელეები დოკუმენტების გაფორმებისას (სამგზავროები უფრო). სამუშაო დაკავშირებულია მგზავრობასთან. საბედისწერო მგზავრობები.

ბ. იზრაიტელი

გარშემომყოფი ადამიანები და საგნები _ თქვენ ბუნებისგან გერგოთ უნარი გამოარჩიოთ დეტალები, კონცენტრაცია მაოხდინოთ სტურქტურაზე, ნებისმიერი გარემოს განსაკუთრებულობაზე. თქვენ ძალიან კარგად აღიქვამთ ქცევის დადგენილ წესებს; თქვენ ისწრაფვით გარემოს შეზღუდვებს დაემორჩილოთ, რომელიც მიერთებულია თქვენს თავისუფალ გადაადგილებაზე, თუნდაც ისინი თქვენ ფრუსტაციაში გაგდებნენ. მახე თქვენშივეა – თქვენ მისწრაფებაში იყოთ ძალიან აქტიურები. უსაზღვრო აღგზნება გიცარიელებთ ნერვიულ სისტემას, იწვევს, უკიდურეს შემთხვევაში, ნერვიული სისტემის მუშაობის შეჩერებას. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოთ თქვენი ენრვიული ენერგიის კონცენტრაცია მხოლოდ მცირე რაოდენობის საქმიანობაზე, მთლინად გადადგათ ერთი ნაბიჯი, ვიდრე გადადგამთ მეორეს.

კონკრეტული აზროვნება _ თქვენ მენტალური წესების განსაკუთრებულად აღქმელი ხართ, თქვენ ნაწილობრივ არ გტოვებთ შფოთვის შეგრძნება, რომ ფორმალური პროცედურები აუცილებლად უნდა შესრულდეს ბოლო წერტილამდე. თქვენ დაუსრულებლად მუშაობთ მენტალური აპარატის სრულყოფაზე, ნელა და გატაცებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევთ ლოგიკას, “აწყობთ” პროგრამას. მახე _ იმდენად ხდებით ვალდებულების მსახური, რომ ივიწყებთ გართობაზე ფიქრსაც კი. თუ ეს მოხდება, მაშინ თქვენ იქცევით ცივ და თანაც აუტანელ ადამიანად თავად საკუთარი თავისთვისაც კი, ანდა მთლიანად უარყოფთ რაციონალიზმს, ანდა ხდებით პატივმოყვარე ცინიკოსად, ასხამთ გაყინულ წყალს თავზე მას, ვისაც უყვარს მენტალური ფანტაზიები. ამოცანა _ ნება მისცეთ თქვენ მენტალურ სიახლეებს დაღვინდეს, სანამ დაურწმუნებლობა და შიში არ გადაიქცევა შესანიშნავ მყარ აღქმად, პროზაიკულ პრაგმატიზმად, იმდენად ძლიერად, რომ მისი შერყევა შეუძლებელი იქნება.

ცნობისმოყვარეობა _ თქვენ მეტად გახასიათებთ ცოდნისკენ სწრაფვა, ვიდრე ცნობისმოყვარობა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ეს სწრაფვა საკმაოდ შესანიშანვად ეხამება თქვენს ტეპმერამენტს, სანამ ცონდის შეძენისკენ სწრაფვა დასაჩუქრდება რეალური დაკმაყოფილებით, რომელიც გამოწვეულია ძიების პროცესის დასრულებისგან. თუმცა, ხანდახან თქვენს ცნობისმოყვარეობას ეპყრობით, როგორც საშინაო დავალებას, რომელსაც გაძლევთ უხილავი და მკაცრი მასწავლებელი. თუმცა ასეთი დამოკიდებულება თქვენთვის წარმოადგენს მახეს. ამოცანა _ აღიქვათ ცნობისმოყვარეობა, როგორც რაღაც, რაც აგღჭურავთ თქვენ სტრუქტურით, ნებას გაძლევთ გაგების მეშვეობით გაამყაროთ თქვენი სამყაროს დაცულობა.

განათლება _ რბილი, მაგრამ მყარი ავტორიტეტი და შეთანხმებული სტრუქტურა _ აი საგასაღებო კონცეფციები ამ განყოფილების. თუ ბავშვი რბილად აღიქვამს მითითებებს, წესებსა და ითვისებს ძალაუფლების იერარქიას, მაშინ მისი უნარ-ჩვევები განვითარდება ნელა, მაგრამ გადახრების გარეშე. სწავლების პროცესი შეიზლება გადაიქცეს მთელი ცხოვრების საქმედ, იქცეს ნელი ძიების პროცესასად უფრო კარგი ცხოვრების რეალიზაციისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებითი განათლება მოგვიანებით აღქმულ იქნას როგორც ტანჯვა-წამება. საბაზო განათლების თემა საჭიროებს სერიოზულ დამოკიდებულებას. საგანმანათლებლო პროცესი გადაინაცვლებს სკოლის მიღმა, ერთი მხრივ, რომელსაც მოაქვს მენტალური არაადექვატურობის დონეზე შიშიები (“მე სულელი ვარ და არ შემიძლია სწავლა”), ხოლო მეორე მხრივ, სწრაფვა გამოსცადოს გონება, დაეუფლოს ცოდნას (“მე შემიძლია, ბოლოს და ბოლოს, შევისწავლო ყველაფერი, რაც მე მომინდება!”).

კავშირები _ თქვენ ცდილობთ ისაუბროთ ეკონომიურად და პრაგმატულად. რაც უფრო მოკლედ იტყვით, მით უკეთესია და თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ჯერ მოიფიქროთ და გაანალიზოთ, ის, რაზეც უნდა ისაუბროთ და შემდეგ მოაღოთ პირი. როცა ნამდვილად გადაწყვეტთ საუბარს, მაშინ სხვა ადამიანები ვალდებულნი არიან ყურადღებით მოისმინონ თქვენი სიტყვები, რადგან ეს სიტყვები იქნება მცირე და სიფრთხილით შერჩეული. საუბრის მანერა, პლანეტის ასეთი მდებარეობისას, შეკვეცილი და გამომხატველია, ხანდახან შენელებული ანდა მძიმე და უკიდურესად იშვიათად აღებს თქვენი ნამდვილი შინაგანი ხასიათის კარს. ხმა არის შენიღბული, ძალიან მნიშნვნელოვანი, მაგრამ ამავდროს რბილი.

თუ სხვა ადამიანებს სურთ თქვენთან ურთიერთობა და თქვენი გაგება, მაშინ ისინი არ უნდა ენდონ საუბრის ემოციურ შეფერილობას, ალბათობაა, რომ აქედან მათ ვერაფერი მიიღონ. მათ ესაჭიროებათ ყურადღების მოკრება სტრუქტურაზე და იმ შინაარსზე, თუ რაზე საუბრობთ თქვენ.

ბილ ჰერბსთი

 

თქვენ სერიოზული ხართ და შესაძლებელია არც თუ ადვილად წარმართოთ საუბარი საზოგადოებაში, გიჭირთ შეინარჩუნოთ მეგორბული ურთიერთობები. თქვენ ცდილობთ იყოთ ძალიან აკურატულები და კრტიკულად ეპყრობით იმ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან გადააჭარბონ ანდა ისაუბრონ ისეთ საგებზე, რომელზეც იციან ძალიან ცოტა. თქვენ აზრებსა და შეხედულებებს მანადე არ ამბობთ, სანამ მათ კარგად და საბოლოოდ არ გაიაზრებთ და დროდადრო თქვენი დუმილი უხერხულობის შეგრძბებას ქმნის მოსაუბრეებისათვის. თქვენი გონება კარგად კონცეტრირებულია, მაგრამ შეიძლება არ გყოფნიდეთ გაგების სივრცე.

სატურნი III სახლში _ სირთულეები კონტაქტებში, თანამშრომლებთან და სანათესაოსთან პრობლემები. ვიწრო საურთიერთობო წრე.

მუშაობენ დეტალებზე, ტიპოგრაფიაში, რედაქციებში, მდივნები, ბუღალტრები, მწერლები, მეცნიერები. გარდა საქმეებისა, მგზავრობისკენ მიდრეკილნი არ არიან. ცუდი ასპექტებისას _ ცუდი ურთიერთობები მეზობლებთან, ძმებთან, დებთან.

ჰეტ მონსტერი

ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ უთანხმოება ნათესავებთან, ძალიან ბევრი შფოთი აქვთ, რომელიც დაკავიშირებულია ძმებთან; შეიძლება იყოს აბორტი ან ბავშვის დაკარგვის საშიშროება. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის სახე ძალიან მყარია, ისინი ჩათრეულნი არიან დიდი შესაძლებლობების შრომით პარტნიორობებში, აქვთ საკმაოდ დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა, არიან საკმაოდ მამაცები, ხელოვანები და პარაქტიკულად შემოქმედნი, ფლობენ კარგ ფიზიკურ ძალას. ფლობენ მელანქოლიურ და ხანდახან უხეშ გონებას.

ინდუბალა

სატურნი მესამე სახლში _ სიფრთხილე

მომთმენი, ტაქტიკური, მიდრეკილი გაითვალისწინოს ფაქტები და რეალური არგუმენტები. შესაძლებელია სერიოზული პრობლემა საკუთარ შვილებთან. არცთუ იშვიათად ასეთი ადამიანი იზრდება მარტობაში. შესაძლებლობა – ადრეულ ბავშვობაში სიყვარულის უკმარისობის და ხარისხიანი განათლების არარსებობა. აქვს უნარი წეროს მნიშვნელოვანი წერილები. გამჭოლი გონების წყალობით და კონცენტრაციის შესაძლებლობით საუბრობს ძალიან დალაგებულად და თანმიმდევრულად. სავსეა ძალიან ბევრი უსაფუძვლო შიშებით. ხანდახან ეჩვენება, რომ ყველა მასზე გაბრაზდა. ამას მიჰყავს საზოგადოებასთან შეუთავსებლობისკენ და დეპრესიისკენ. გონება დისციპლინირებული და პრაქტიკულია.

ასეთი ადამიანი გამოხატავს თავის აზრებს მხოლოდ კარგად გააზრების შემდეგ. სიჯიუტის წყალობითა და აზროვნების მეთოდურობით ავლენს მათემატიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისკენ მიდრეკილებას. წარმსტებულად მუშობს გამომცელობასა და ტიპოგრაფიაში. ეფექტურია როგორც ბუჰგალტერი და მდივანი, მწერალი და მასწავლებელი, რედაქტორი და ადმინისტრატორი, გამომძიებელი და ბიბლიოთეკარი. ძალიან ფრთხილია კონტრაქტების დადებისას. მიემგზავრება მხოლოდ გადაუდებელ საქმიან შეხვედრებზე (ანუ მგზავრობა იგულისხმება), მიზნის გარეშე გადაადგილებისკენ მიდრეკილი არაა. შესაძლებელია დაძაბულობა ძმებთან და დებთან ურთიერთობისას. ნეგატიურზე ჩაციკვლა და არასასიამოვნოზე ფიქრი აღვიძებს საკუთარი თავის შეცოდებას და აღრენას. სკოლისა და პროფესიული სწავლებისას ხვდება ბევრ დაბრკოლებასა და სირთულეებს, ასევე, იმედგაცრუებებს, შეუძლია ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე, რომელსაც საკმარისად უშვებს.

სწავლებისას შეფერხებები იწვევს გაღიზიანებებს. სულიერი მდგომარება უკეთესდება ასაკის მატებასთან ერთად, როცა ხდება უფრო მეტად ცნობიერი, ღრმადმოაზროვნე და იმუშავებს უნარს კონცენტრაცია მოახდინოს სერიოზულ და ბრძნულ აზრებზე. ასეთი ადამიანი საიმედოა, ტაქტიანია და დიპლომატიის ნიჭითაა დაჯილდოვებული. ის მეთოდურად და წყნარად აანალიზებს, ადვილად კონცეტრირდება და ამჟღავნებს უიშვიათეს სულიერ სიმშვიდეს. აქვს საფუძვლიანი გამოძიებისა და სამწერლობო საქმიანობის ნიჭი. ჩაფიქრებული, მელანქოლიური, ხშირად აქვს უთახმოებები ნათესავებთან. შესაძლებელია ეშმაკობისა და ქვემძორმობის ჩამოყალიბება, ასევე მიდრეკილია ბინძური ბრძოლის ხერხების წარმართვისკენ, რომელსაც იყენებს თანამდებობის მისაღებად. ახალგაზრობის წლები გამორჩეულია მუდმივი განგაშებითა და ავამდყოფური სიფრთხილით.

განმარტოება და ღრმადმოაზროვნეობა. ეს არის ინტერვენტი ღრმა ძლიერი გრძნობებით. ინფორმაციას აღვიქვამს ნელა, მაგრამ ითვისებს მყარად. ისწრაფვის იყოს საკმაოდ ონფორმირებული. საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს და ცდილობს კომპენსაცია მოახდინოს შინაგანი დისციპლინის ხარჯზე. შეკავებული, ძნელად ამჟღავნებს საკუთარ სიმპატიებს. თავისი ძალების არ სჯერავს და ელოდება შეფერხებებს წარმატების გზაზე, ამიტომაც ქმნის მატერიალურ რეზერვებს შავი დღისთვის.

სპეციალიზაციაში აღწევს მაღალ პროფესიონალიზმს. ბავშვობაში და სიყმაწვილეში იმყოფება მშობლების დიდი ზეგავლენის ქვეშ და ცდილობს გაამართლოს მათი იმედები. ყოველ სიტუაციაში ხედავს, უწინარესად, უარყოფით მხარეებს. მისი მგზავრობები ატარებს, უპირველესად, შემეცნებით ხასიათს. თუმცა გარდა საქმეებისა მგზავრობისკენ მიდრეკილი არაა. უკიდურესად ფრთხილია კონტრაქტების დადებისას.

პრაქტიკული აზროვნება, აზრების გაანალიზებული და მოფიქრებული გამოხატვა, სიმყარე და მეთოდურობა. მათემატიკის უნარი, შესაძლებელია სამუშაო გამომცემლობაში, ტიპოგრაფიაში, საგამომცემლო ორგანოებში, ბუჰგალტერიაში, მდივნად, ბიბლიოთეკარად, სკოლის მასწავლებლად.

ფელიკს ველიჩკო

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top