ეფექტურობა
ასეთი ადამიანი გამოირჩევა სიზუსტით, ყურადღებიანია და რეზულტატურია საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულობის წყალობით. შეუძლია მიაღწიოს წარმატებას სახელმწიფო სამსახურში, ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ხანდახან თავადვე ჰგონია თავი შეუმჩნეველი, ამიტომაც საკუთარი ჯანმრთელობის საზიანოდ ენერგიის გაფლანგვისკენაა მიდრეკილი. ხშირად ასეთი ადამიანები იტანჯებიან ქრონიკული დაავადებებით. მიუხედავად მოჩვენებითი თავდაუჯერებლობისა და კოლექტივში შეუმჩნევლობისა, მათ შესანიშნავად იციან საკუთარი თავისა და შრომის ფასი.
უნდა ისწავლონ საზოგადოებისთვის საკუთარი თავის ჩვენება და საკუთარი ნატურის საუკეთესო მხარეების დემონსტრირება. ასეთი ადამიანი გამოირჩევა შეხედულებათა კონსერვატულობით, რომელიც აისახება მის გარეგნულ სახეზე და ჩაცმის სტილზე. ენერგიის არასწორად გამოყენებისას _ ხარჯავს დიდ ძალას უსაფუძვლო მღევლარებების გამო. ამჟღავნებს შესაშურ საქმიანობას, დიდ და იშვიათ შრომისმოყვარეობას. შეუძლია მძიმედ და დიდხანს იშრომოს. სერიოზულად ეკიდება სამუშაოს და მიდრეკილია მრავალი სპეციალური პროფესიული ცოდნის მიღებისკენ. სამუშაოსთან დაკავშირებით იღებს დიდ პასუხისმგებლობას, რის გამოც ხშირად იტვირთება და შეიძლება გადაიწვას კიდეც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დეტალურად უნდა მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას.
ალბათობა _ მნიშვნელოვანი წარმატებები მედიცინაში, დიეტიკაში, ტანსაცმლის შექმნაში, მანქანათმშენებლობაში, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ოსტატობისა და ხელსაქმისას სიზუსტის წყალობით, ასეთი ადამიანები, არცთუ იშვიათად ხდებიან შესანიშნავი სახალხო რეწვის ოსტატები. მათ აქვთ საფუძვლიანი ანალიტიკური აზროვნება და შესანიშნავი შრომისუნარიანობის წყალობით შეუძლიათ მიაღწიონ დიდ ფინანსურ საიმედოობას/სიმყარეს. სუსტი ჯანმრთელობის, გადაჭარბებული განგაშის გრძნობის და შფოთიანობის, ასევე არაკონტროლირებადი შრომის გამო (ანუ გადაქანცვამდე საქმიანობა) შესაძლებელია ხელი შეეშალოს მიიღოს სასურველ სამუშაო ადგილი (ანუ ისეთი, რომელიც მას სურს).
თანამშრომლები და ხელმძღვანელები ასეთ თანაშმრომლებს სერიოზულად ეკიდებიან. ასეთი ადამიანები ხდებიან კარგი ქირურგები, ქვისმთლელები, აქვთ უნარი ბევრს მიაღწიონ როგორც მოქანდაკეებმა ანდა საქმისმწარმოებლებმა. ასეთი ადამიანის ცხოვრება სავსეა იმედგაცრუებებით, შფოთვით, შიშებით, სირთულეებით, მათ ხშირად უწევთ გადახედონ თანამშრომლების პრეტენზიებს და იშრომონ რთულ პირობებში. წარმატება მიიღწევა მძიმედ, მაგრამ ჩვეულებრივ ეს წარმატება გამოირჩევა სიმყარით. ასეთი ადამიანი ვალდებულია მიიღოს ყველაზე სერიოზული ზომები საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისას. შესაძლებელია დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია გარესამყაროსთან და გარემოებებთან, რომლებზეც ადამიანს არ აქვს ძალაუფლება. შესაძლებელია წარმატება არქიტექტურის სფეროში, მებაღეობასა და მებოსტნეობაში.
პაველ გლობა
(+) მყარი და უცვლელი სამუშაო ადგილი, საიმედო და პასუხისმგებლობით აღსავსე თანამშრომელი. მოთმენის უნარი, ვალდებულება, სინდისიერება, დაქვემდებარებულობა, კეთილსინდისიერება, ადამიანი იღებს თავის თავზე ბევრი პრობლემის გადაწყვეტას (სწავლა). ჯანმრთელობის გამომუშავებული სისტემა გაწერილია წვრილმანამდე. კარგი მდებარეობაა ექიმებისთვის, მომსახურების სფეროში მომუშავეთათვის, არქივებში და კანცელარიაში მუშაობისათვის.
(-) გაუცხოება და მოუწყობლობა (დისკომფორტი) სამსახურში, ადამიანს ვერ უგებენ, უშლიან ინიციატივაში, დევნა, ზეწოლა, იზოლაცია. _ ხშირად _ უმუშევრობა, დამამცირებელი მდგომარეობა. ითმენს, ადაპტირდება, ეძებს ცხოვრებაში მყარ ადგილს, აშენებს თავის სახლს და შემდეგ ყველაფერს ისევ ანგრევს. ეშინია სიცივის, მიდრეკილია გაციებისკენ.
ფრენსის საკოიანი
მძიმე შრომის უნარი პროფესიაში, საქმიანობაში. სამუშაოს მიმართ სერიოზული მიდგომა, განსაკუთრებული უნარებისა და სპეციალური ცოდნის მიღება. სამუშაოს ანდა მომსახურების საკუთარ თავზე აღება, აღნიშნული სამუშაო ანდა მომსახურება დაკავშირებულია მძიმე ვალდებულებებთან, ამიტომ ვალდებულნი არიან ყურადღებით იყვნენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ირჩევენ პროფესიას მედიცინის, კვების, კვების პროდუქტების გადამუშავების სფეროში, მზა ტანსაცმლის სექტორში, ბუნებისმტყველებაში, მანქანათმშენებლობაში და სხვა ტექნიკურ სფეროებში, რომლებიც ითხოვენ სიზუსტესა და ოსტატობას.
სერიოზულად უდგებით როგორც სამუშაოს, ისე საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ შეგიძლიათ სამსახურში და სამუშაოს შესრულებისას საკუთარი თავის მიმართ იყოთ იმდენად მომთხოვნი, რომ ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებთ. შეგიძლიათ სამსახურზე ისე იყოთ დამოკიდებული როგორც ნარკომანი _ ეს კი გამოწვეულია არაიმდენად ამაღლებული ამბიციის გამო, რამდენადაც თქვენ გაქვთ უკმარისობის შეგრძნება (თითქოს, სამუშაოს შესრულებისას ბოლომდე არ გააკეთეთ რაღაც). გადამეტებული პასუხისგებლობითა და პატიოსნებით ხართ აღვსილი სამუშაოს მიმართ და თან იმდენად, რომ თქვენთვისაც კი ეს შეიძლება იქცეს ზედმეტ ტვირთად.
ასევე შეგიძლიათ საკუთარი თავის სრულყოფაში იყოთ ბოლომდე ჩაფლული ანდა საკუთარი ჯანმრთელობის საკითხებმა ბოლომდე ჩაგითრიოთ და ამ თვისებების გამო ზედმეტად ხართ მიდრეკილი იპოხონდრიისკენ.
ავესალომ პადვოდნი: “ღმერთმა შრომის გზით მაიმუნისგან ადამიანი შექმნა”
შრომა ყოველთვის ითხოვს სიჯიუტეს და კონცენტრაციას, მაგრამ თუ სატურნი დგას მეექვსე სახლში, ეს სიტყვები საჭიროა დაიწეროს ძახილის ნიშნით. სხვა სიტყვებით, ნორმალური (თავად ადამიანის თვალსაზრისით) ძალისხმევა არასდროს იძლევა რაიმე შედეგს. ავტომობილის საბურავები სრიალებენ, ამიტომ გვიწევს გამოვძვრეთ მანქანიდან და წავიდეთ ფეხით, სამაგიეროდ, გზაზე შეიძლება ბევრი საინტერესო რამ ვნახოთ.
სრულყოფილი ჰარმონიული სატურნის დროს ადამიანს ყოფნის ენთუზიაზმი და გამომგონებლობა, და სამუშაოს ისეთ ტემპში ასრულებს, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება, არ არის უკმაყოფილო დროზე და ხარისხზე და საბოლოო ჯამში საჭირო დონემდე ითვისებს იარაღებს, ხოლო შრომის შედეგი თვალში საცემად აღემატება დახარჯულ დროსა და ძალას.
თუ სატურნი არცთუ ისე ჰარმონიულია, ადამიანს, როგორც წესი, არ ჰყოფნის მოთმინება და ამტანობა, ის ბედის უსამართლობის გამო იწყებს ბუნტს, რომელიც ავალდებულებს მას შეუსრულებელი ამოცანების ამოხსნას და იწყებს გახალტურებას, რასაც მიჰყავს დამანგრეველ შედეგამდე.
ძლიერი ენერგეტიკის დროს ადამიანს შეუძლია საკუთარი ბრალეულობა გადააბრალოს სხვებს და აიძულოს ისინი იმუშაონ მასზე, მაგრამ აღმოჩნდება რომ ძალიან ცუდი მონათმფლობელია, ასევე, მონური შრომის წარმოებლობა ჩამორჩება ფეოდალურ წყობასაც კი.
სატურნის დაზიანებისას შესაძლებლობაა სამუშაოს, როგორც ასეთის მიმართ, ფობია, ქვეცნობიერად საშინელებათა წარმოდგენა ნებისმიერ კონსტრუქციულ სამიქნობაზე _ ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც ჯერ ცუდად არის შესწავლილი. აღნიშნული სატურნის დამუშავება იძლევა ხანგრძლივი, სიღრმისეული და კონცენტრირებული შრომის შესაძლებლობას, რასაც ნებისმიერ საქმეში მოაქვს მაღალი შედეგი, მაგრამ მთავარია მათზე (შედეგზე) დამოკიდებული არ გახდეთ, რაც არც თუ ისე ადვილად მისაღწევია.
ცხოვრების სტილი და კვება საჭიროებს ზომიერ ასკეტიზმს, რომელიც, არ მოითხოვს უკიდურეს ასკეტიზმამდე დაშვებას (ანუ ოქროს შუალედი შეინარჩუნეთ). ჯანმრთელობის მდგომარეობას თან ახლავს ისეთი თავისებური შინაგანი შეგრძნება, როცა ადამიანმა ზუსტად იცის, რა და როდის სჭირდება რაიმეს გაკეთება და არ იყენებს ზედმეტ ძალისხმევას.
ბორის იზრაიტელი
გაუგებრობების მიზეზები: გაციება, ასევე ჭარბი პასუხისგებლობის გრძნობა. უკიდურესობამდე გამძაფრებული ვალდებულების გრძნობა.
ადამიანს უყვარს გასაკაჟებელი პროცედურები როგორც ჯანმრთელობის მეთოდი. თუ პირად რუქაში ბევრი ცეცხლის ნიშანია (პლანეტა), მაშინ კარგად გადააქვს ბანაობა და ზემოაღნიშნული პროცედურა.
პროფესია დაკავშირებულია საორგანიზაციო საქმიანობასთან: ბიუროკრატიული სამუშაოები, მოხელეები, კონტროლიორები, მცველები, ეკონომისტები, ბუჰგალტრები, მესაათეები.
სატურნის ასეთი მდებარეობა _ სკურპოლოზურობის დიდი მაჩვენებელია. ადამიანი ასრულებს სამუშაოს დეტალურად, დათქმულ დროში (თუ პლანეტა არაა დაზიანებული). სატურნის დაზიანების შემთხვევაში ადამიანი ზედმეტად მომთხოვნია თანამშრომლებთან: სამსახურეობრივი მდგომარეობის ფორმულირებას ახდენს _ იგონებს რიტუალებს, რომელიც აგდებს სომუშაოს ეფექტურობას. თუ სატურნი სუსტია და დაზიანებული, მაშინ სამუშაო ადამიანისთვის ტვირთია, მას ეჩვენება, რომ ის გადაიწვა, თუნდაც მან მცირე სამუშაო შეასრულა.
შინაური ცხოველები: ზღარბი, კუ, ძაღლი.
ბილ ჰერბსთი
ავადმყოფობა და მკურნალობა. თქვენ ძალიან ყურადღებიანი ხართ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაცრად მისდევთ წესებს და მეთოდებს, რომელიც ჯანმრთელობას და ჯანმრთელობის აღდგენას ეხება _ ასეთი ქცევის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სატურნის აღნიშნული მდებარეობა არცთუ იშვიათად დაკავშირებულია დაავადებებთან ანდა ინვალიდობასთან. თქვენ უნდა ისწავლოთ თვითმკურნალობა, მოთმინებით იმუშაოთ თქვენი სხეულისა და სულის გამოჯანმრთელებაზე. არ გამოიყენოთ ზოგადადმიღებული სამედიცინო ცოდნა, დაე, თქვენ გიმკურნალოთ საყოვლეთაოდ აღიარებულმა ექიმებმა, რომელთა პროფესიონალიზმი აღიარებულია. აირჩიეთ ხანგრძლივი სტრატეგია, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები ახალი მედიკამენტებით ანდა მაგიური რიტუალებით ჯანმრთელობის აღდგენისას, რამეთუ თქვენი ჯანმრთელობის მოშლა ქრონიკულია როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურ დისფუნქციასთან დაკავშირებით. სასიყვარულო დისციპლინასთან შეთანხმებით ცოტა მეტი ენერგია დახარჯეთ სიყვარულის გრძნობის გამოვლინებისას, უფრო მეტად საკუთარი თავის მიმართ გამოხატეთ ეს გრძნობა და შეამცირეთ საკუთარი თავის დისციპლინაში ჩაყენების მცდელობა. ეს უკანასკნელი მოცა თავისით, პირველი კი (ანუ სიყვარული) წამროადგენს ამოცანას, რომელიც უნდა შეასრულოთ.
არათანაბარი ურთიერთობები. თქვენი კონსერვატიზმი ძლიერია, გჯერავთ, რომ პრინციპი უფრო მაღლა დგას იერარქიაში ვიდრე სხვა რამ. ვერ იტანთ, საზოგაოდების ძირზე ყოფნას. სამომავლოდ, ხელქვეითად ყოფნა, თქვენში იწვევს ხელმძღვანელებზე ბოლომდე დაქვემდებარებას, და ამას უყურებთ როგორც ძალაუფლების მქონეთა მიერ მონათმფლობელობის გამოვლინების ფაქტს, თქვენ გგონიათ რომ თუ ზემდგომი მოხეელბი გაგიკეთებენ მოწვევას, ამით ისინი ბოროტად გამოგიყენებენ თქვენ და თქვენს მიერ გაწეულ შრომას ანდა ამ მოწვევას მიიღებთ როგორც შემდგომში თქვენდამი გულგრილი დამოკიდებულების გამოხატვის საფუძველს ამის გამო გიპყრობთ გაოგნება და გაურკვევლობა. ხოლო სამომავლოდ თუ მოგიწევთ ხელმძღვანელად ყოფნა, იმედოვნებთ ხელქვეითების მორჩილებაზე, და შეიძლება მიიღოთ დიდი დარტყმა, როცა გაიგებთ, რომ აღგიქვამენ როგორც ცივ ანდა უგრძნობ ადამიანად. ამოცანა _ მოიხსნათ მხრებიდან ძალაუფლების სიმბოლო, შეცვალოთ დამცინება მორჩილებით. შეისწავლეთ განსხვავება პატივისცემასა და ამბიციურ ვნებათაღელვას შორის; შეიგნეთ, რომ ძალაუფლების მქონის მიმართ ჭეშმარიტი პატივისცემა აღვივებს თქვენს დიდსულოვნებას. როდესაც მოვა თქვენი რიგი ხელძღავანელობისას, იყავით სამართლიანი. მხოლოდ მონაა, რომელიც ბრად ხელძმღვანელობს ანდა ემორჩილება.
ვალდებულება და სამსახური. უპირატესობას მიანიჭებდით, საერთოდ რომ არ გემსახურათ. მხოლოდ ერთია, თქვენ მაინც მსახურობთ და ძალიან კარგი შემსრულებელიც ხართ. დახმარება მდგომარეობს იმაში, რომ უნდა იყოთ სხვა ადამიანების მხარდამჭერი ცხოვრების მძიმე ანდა დაძაბულ პერიოდში; ეს ის პერიოდებია, როდესაც ისინი უარყოფილნი არიან; პერიოდები, რომლებიც მათ ამძიმებენ ანდა რომელთა დროსაც ადამიანები უარს ამბობენ შეისწავლონ მიზეზები და ურჩევნიათ სირაქლემას პოზიცია დაიკავონ. ასეთი ნიჭი შეიძლება ტვირთად დაგაწვეთ. თუმცა, ჯიუტად სრულყოფთ თქვენს ნიჭს, სწავლობთ რბილად და შეუმჩნევლად შესთავაზოთ ადამიანებს დახმარება და დაამტკიცოთ თქვენი მოთმინება და დანიშნულება, და ამის გამო მიიღებთ დამსახურებულ “ჯილდოს”. გახსოვდეთ, რომ პატივისცემა სიყვარულის წინაპირობაა. თუ თქვენ მიაღწევთ სხვა ადამიანების მსახურებაში ოსტატობას, მაშინ, დროთა განმავლობაში, დაინახავთ საკუთარ ძალას, შეიგრძნოთ თქვენს მოთმიებას და ღირსების ამაღლებას.
ტექნიკური აზროვნება. საკუთარ თავს დიდ წნეხს უკეთებთ, ცდილობთ მოიპოვოთ რაც შეიძლება ბევრი სანდო ფაქტები და იდეალურად გაანალიზოთ ისინი. ტენდენცია _ გადაჭარბებულად უხეშად ექცევით თქვენს მენტალურ უნარებს იკვებებით მძლავრი ამბიცურობით და გონებრივი შესაძლებლობის განუვითარებლობის შიშით. თქვენი გონება _ ეს არის ფასეული იარაღი, დაუმუშავებელი ალმასი, და რომ ის იქცეს ძვირფას ქვად, აუცილებელია მზურნველად დაამუშავოთ და სიყვარულით გააპრიალოთ. აღიარეთ შეცდომები მსჯელობებში და აპატიეთ საკუთარ თავს ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ აიცილებთ მკაცრ თვითკრიტიკულობას. შეიგნეთ, რომ შეგიძლიათ ისწავლოთ შეცდომებზე, მაშინაც კი თუ შანსი არცისე დიდია. ამოცანა _ დაამარცხოთ სერიოზულობა, გადააქციოთ შინაგანი განგაშის შეგრძნება წყნარ თავდაჯერებულობად, ნაბიჯ-ნაბიჯ გადააქციოთ თქვენი გონება უხმაუროდ მომუშავე მანქანად. გახადეთ ის თქვენ მოკავშირედ, რომელიც იქნება ამ სამყაროში თქვენი საიმედო საყრდენი.
დისციპლინა და შაბლონები. გინდათ იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც განასახიერებდა მოწესრიგებულ ყოფას. თქვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მუდმივობა და დაწესებული განრიგის მიდევნა, გეგმების დარღევას კი შეუძლია გაგაღიზიანონ. დისციპლინა, ორიენტაცია ამოცანის შესრულებაზე, პრობლემის პროდუქტიული გადაწყვეტა წარმოადგენს თქვენი არსებობის ნაწილს. დარწმუნდით, რომ ის მყარია და საფუძვლიანი. სხვა ადამიანების მსგავსი შედეგის მიღწევაზე ორიენტაციისას შგიძლიათ დახარჯოთ უფრო მეტი ძალა, ვიდრე თავად ეს ადამიანები ხარჯავენ, თუმცა არ ინერვიულოთ ამაზე. შექმნილი ხართ თავაუღებელი შრომისთვის, რთული საქმეების შესრულებისთვის და როცა შესანიშნავად ასრულებთ დაკისრებულ დავალებებს თქვენი სიმწიფე იზრდება მასთან ერთად.
ნეტ მონსტერი
ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებით სამუშაოს და საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ სამუშაოს დროს შეგიძლიათ იმდენად მომთხოვნი იყოთ საკუთარი თავის მიმართ, რომ ამით ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებთ. შეგიძლიათ სამუშოაზე ნარკოტიკივით დამოკიდებული გახდეთ _ და ეს გამოწვეულია არა იმდენად გამძაფრებული ამბიციის გამო, რამდენადაც იმით, რომ ვერასდროს გრძნობთ, რომ საკმარისად იმუშავეთ. გადამეტებული პასუხისმგებლობისა და სინდისირების გრძნობით ეკიდებით სამსახურს – იმდენადაც, რომ შესაძლებელია თქვენთვისაც კი მძიმე იყოს ეს ყველაფერი.
ასევე, შეგიძლიათ მთლინად ჩაეფლათ თვითსრულყოფაში ანდა საკუთარი ჯანმრთელობის საკითხში და ამის გამო, რაღაც დონეზე, მიდრეკილი ხართ იპოხონდრიისკენ.
სატურნი VI სახლში _ ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლვა, ჯანმრთელობის სისუტე; დაკისრებული საქმის შესრულებისას სირთულეები.
სერიოზულობა, საქმიანობა. პროფესია დაკავშირებული მედიცინასთან, საკვების წარმოებასთან, ტექნიკურ სფეროსთან. ცუდი ასპექტებისას _ ქრონიკული დაავადებები, მთლიანად სუსტი ჯანმრთელობა.
ინდუბალა
ეს საკმაოდ არაჩვეულრებივი მდებარეობაა სატურნისთვის; მას აქვს ერთდროულად კარგი და ცუდი მხარეებიც. ამ ადამიანებს შეუძლიათ ბევრი იმუშაონ და ჰქონდეთ მაღალი კვალიფიკაცია რამდენიმე საქმიანობის სფეროში. მათ შეუძლიათ იპოვონ სამუშაო ზღვისპირა ადგილებში ანდა სამეურნეო სფეროში, რომელიც დაკავშირებული იქნება მშენებლობასთან, რემონტთან და ა.შ. ისინი ჯიუტები არიან და საჭიროებენ საკუთარი სიამაყის მოთოკვას. ჯანმრთელები, ძლიერები და შეუძლიათ დაამარცხონ ნებისმიერი დაბრკოლებები ანდა მტრები.
ფელიკს ველიჩკო
ავადმყოფური დამოკიდებულება მძიმე სამუშაოსადმი. ერთდროულად ადამიანს შეუძლია მთლიანად მიუძღვნას თავი საკუთარ წარმატებებს, არ იფიქროს სხვებზე. სატურნი აძლევს ამტანობას და მდგრადობას არაკეთილგანწყობილ პირობებშის არსებობისას. თავიდან სუსტი იმუნიტეტი იზრდება და კაჟდება ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად და ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც.
სერიოზული, ჩაფიქრებული და მუდმივად ცხოვრებით და სამუშაოთი შეფიქრიანებული, განსაკუთრებით, გაწეული სამუშაოს არასაკმარისად და ცუდად ანაზღაურების გამო, რომელიც არ აძლევს შესაძლებლობას გამოამჟღავნოს თავისი ნიჭი. არაა რისკისკენ მიდრეკილი. მისი დევიზია: _ დღევანდელი კვერცხი ჯობია, ხვალინდელ ქათამს. დისციპლინირებული და მუშაობის დროს ეფექტური. მას განასხვავებს არჩეულ სამოქმედო სფეროში საქმინობა, რომელიც დადის პროფესიონალიზმამდე. სერიოზულად ეკიდება სამუშაოს, აგროვებს ცოდნას, საკუთარ თავზე ნებაყოფლობით იღებს მძიმე ვალდებულებებს და ცდილობს მათ შესრულებას. შეუძლია აირჩიოს პროფესია მედიცინაში, საკვები პროდუქტის დამზადების სფეროში, ბუნებისმეტყველებაში, მანქანათმშენებლობაში და სხვა ტექნიკურ სფეროებში, რომლებიც ითხოვენ სიზუსტეს და ოსტატობას.
სატურნი პროვოცირებას უწყობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: რევმატიზმი, ოსტეოქონდროზი, ოსტეომეიტი, ოსტეოპოროზი, ე.წ. “პოდაგრა” – იგივე მარილები, რადიკულიტი, ბრონქიტი, პარალიჩი, სიყრუე, განგრენა, კუნთების ატროფია, კარიესი, ხერხემლის დაავადებები და სხვადასხვა კოლაგენოზები, რომლელებიც იწვევს კოლლოიდების კრისტალიაზიას და მაკავშირებელი ქსოვილების დეგენერაცაიას.
სტატიის ავტორი: ნინო