სატურნი VII სახლში

სატურნი VII სახლში

“ერთგულება”

პარტნიორთან ქორწინებას და ურთიერთობებს შეუძლიათ მოუტანოს იმედგაცრუებები. არცთუ იშვიათად აღინიშნება დიდი სხვაობა ასაკში. საერთოდ ასეთი ადამიანების გარშემომყოფებს წარმოეშვებათ უამრავი პრობლემა. სასურველია არ შევიდნენ საქორწინო ურთიერთობებში განსაზღვრულ ასაკამდე, სანამ არ იქნება მიღწეული თანხმობა საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას ავლენს უიშვიათეს სიფრთხილეს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს საყვარელი ადამიანის მხრიდან ადრე მიღებული იმედგაცრუებით. პასუხისმგებლობის გრძნობით სავსეა და გამოიყურება ზრდასრულად. მისი მისწრაფებები და სურვილები მიმართულია იმ სფეროებში წარმატების მიღწევისკენ, რომელიც ასე თუ ისე, დაკავშირებულია საზოგადოებრივ სფეროებთან.

პლანეტის დაზიანებისას წარმატების მიღწევისა და აღიარების შემდეგ, შეიძლება ასეთი ადამიანი უცბად აღმოჩნდეს საქმის მიღმა და გარიყული. თუმცა ის გულახდილია და მეგობრული, მას ყოველთვის სჭირდება განცალკევების პერიოდები ენერგეტიკული რეზერვების აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშობა ჯანრმთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ენერგიის არასწორ გამოყენებას მიჰყავს მარტოობამდე. ყველა მნიშვნელოვან ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში იშვიათი პასუხისმგებლობითა და სამართლიანობით გამოირჩევა. ის თავის ბედს უკავშირებს სერიოზულ და ზრდასრულ პარტნიორებს, რომლებიც ისწრაფვიან მაღალი კარიერული მდგომარეობის მიღწევისკენ. შესაძლებელია დაგვიანებული და არცთუ ისე ადვილად მისაღწევი ქორწინება, რომელშიც ისწრაფვის მიაღწიოს გაწონასწორებულობას, სიმყარეს და გრძელვადიან ურთიერთობას.

როგორც პარტნიორები, ასეთი ადამიანები დიდი პასუხისმგებლობითა და მოვალეობების გრძნობით გამოირჩევიან, ყოველთვის სინდისიერად მუშაობენ და ამჟღავნებენ დისციპლინას. ის საიმედო თანაშმრომელია და იმსახურებს კომპანიონების ნდობას. აინტერესებს სამართალმცოდნეობა, მართველობაში ნიჭიერი, საკუთარი საქმის ორგანიზების უნარით გამოირჩევა, შესანიშნავად აკეთებს კონტრაქტების ფორმულირებას და შეუძლია კარგად უზრუნველყოს საკუთარი კეთიდღეობა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ხარჯზე გააუმჯობესოს კარიერული მდგომარეობა. დაზიანებული პლანეტა იზიდავს ცივ და უსულგულო პარტნიორებს, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ ყველას და ყველაფერს და ასეთი ადამიანისთვის წარმოადგენენ ტვირთს. შესაძლებელია სერიოზული სირთულეები მტრებთან, კოლეგების გაყიდვა/ღალატი და წაგება სასამართლო საქმეებში.

ასე თუ ისე, ეს ადამიანი მიდრეკილი არის ჩათრეული იყოს ისეთ ურთიერთობებში, რომლებსაც მისთვის მოაქვს სერიოზული ვალდებულებები. მოვლენების კარგი განვითარებისას ცხოვრების თანამგზავრი აღმოჩნდება გულახდილი, კეთილგონიერი და ერთგული, მუდმივი სიყვარულში და საკუთრების მიმართ სერიოზულად დამოკიდებული. გარშემომყოფებთან ურთიერთერთობა სავსეა პრობლემებით და დაბრკოლებებით. შესაძლებელია სერიოზული წარუმატებლობა ვაჭრობაში და ხელშეკრულებების მოწერის დროს.

მთელი ცხოვრება სწავლობს სიძნელეების გადალახვას, ამიტომაც შედეგად იღებს წინააღმდეგობებთან ბრძოლაში ფასდაუდებელ გამოცდილებას. ქორწინებისას თანაცხოვრება საკმაოდ სტაბილურია, რადგანაც ქორწინება იშვიათად ფორმდება იმპულსურად და გაუაზრებლად. პლანეტის დაზიანებისას შეიძლება იყოს გულგრილობის ნიშნები, ანდა მინიშნება იმაზე, რომ ქორწინება წარმოადგენს უბედურებისა და უსიამოვნებების წყაროს. კავშირები და კონტაქტები გარშემომყოფებთან განსხვავდება არასტაბილური ხასიათით. ასეთი ადამიანი იძულებულია შეასრულოს თავისი ვალი და მოვალეობები, რამდენადაც დაკავშირებულია მრავალრიცხოვან ვალდებულებებთან. შესაძლებელია პროფესიული წარმატება მეცნიერებაში, იურისპრუნდენციაში და ხელოვნების სამყაროში. ასეთი ადამიანისთვის მთავარია _ პარტნიორის პატიოსნება და წესიერება, მისი სერიოზულობა, კეთილსინდისიერება, ერთგულება და თავგანწირვა.

პაველ გლობა

(+)  ბედნიერი, მყარი ქორწინება, ხშირად გვიანი ქორწინება ანდა ისეთ პარტნიორთან ქორწინება, რომელიც ასაკით უფროსია, გამყარება და დამვკიდრება ქორწინების მეშვეობით. ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი დააყენოს სხვის ადგილას (გაიგოს სხვისი აზრი), წინაღუდგება ყველა საზოგადოებრივ კონფლიქტს, ქმნის საზოგადოებასთან დაკავშირებულ ბალანსს. აქვს გამოკვეთილი საზოგადოებრივი პოზიცია, მისი პრესტიჟი მყარია და საფუძვლიანი. შეუძლია დათრგუნოს ინიციატივის ჩამორთმევით მოწინააღმდეგენი, ასევე, აქვს გამოკვეთული პოზიცია ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მიმართებაში.

(-) უბედური ქორწინება, ორჭოფობა _ დიდხანს ირჩევს პარტნიორს. პარტნიორის მხრიდან სიცივე და გაგების არარსებობა. ხშირად _ დაუქორწინებლობა. ადამიანი არაა დაკმაყოფილებული საზოგადოებრივი საქმიანობით და საზოგადოებრივი ურთიერთობებით _ მას ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე, რომლებიც უწამლავენ მათ ცხოვრებას, ჯიუტად წინააღმდეგობის გამწევი მტრები. უარყოფითი ასპექტებისას მარსთან, ურანთან და მერკურთან _ სასამართლო პროცესები, ასოციალური პოზიცია, პრესტიჟისა და ურთიერთობების ვარდნა.

ცნობილი ადამიანები: ვოლტერი (უცოლო), სავონაროლა (ბერი), ლერმონტოვი, პუშკინი, ესენინი, ვერდი.

ფრენსის საკოიანი

პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა. დაგვიანებული ქორწინება ანდა ურთიერთობა სერიოზულ, მომწიფებულ პარტნიორთან, რომელიც ისწრაფვის კარიერის შექმნისკენ. სინდისიერად შრომობენ და ატარებენ პასუხისმგებლობას.

თქვენ ძალიან სერიოზულად აღიქვამთ სხვა ადამიანების წინაშე თქვენსავე მოვალეობებს, განსაკუთრებით ახლობლებთან ერთი-ერთზე ურთიერთობისას. ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა სხვების მიმართ გაქცევთ საიმედო პარტნიორად, მაგრამ ხშირად გრძნობთ, რომ ქორწინება ანდა კიდევ რაღაც მსგავსი ვალდებულებები სხვა ადამიანთან ძალიან დიდ ტვირთად დაგაწვებათ, რაც ძალიან გაკავებთ და ამიტომ ისწრაფვით თავიდან აიციოთ ასეთი ურთიერთობები. უფრო ხშირად, ახლო ურთიერთობები შეიძლება იყოს საქმიანი, ვიდრე დამაკმაყოფილებელი და სიამოვნების მომტანი, და შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ ქორწინებაში მუდმივად “მუშაობთ”, და არა სიამოვნებას იღებთ. მხოლოდ ერთია, ჯიუტი ხართ და ბოლოს და ბოლოს გადალახავთ ყველა სიძნელეს.

ავესალომ პოდვოდნი “შენ უფრო დაუცველი ხარ სამყაროს წინაშე, ვიდრე ის შენს წინაშე”

სატურნი მეშვიდე სახლში სიმბოლურად კულმინაციაშია

ჩვეულებრივ დაუმუშავებელი სატურნი იძლევა ქვეცნობიერში ღრმად გადევნილ ფობიას, რომელიც შეესაბამება იმ სახლის ხასიათს, რომელშიც სატურნი მდებაროებს. ამ შემთხვევაში, ადამიანი სულის სიღრმეში მტრის წინაშე განიცდის საშინელების განცდას, მაგრამ არა რომელიმე კონკრეტული პირის სახით, არამედ უფრო მეტად მთლიანად მტრულად განწყობილი და დონიმურებული სამყაროს წინაშე. ასევე, ცხოვრებაში მათ ისეთი მტრები ხვდებიან, რომლებთანაც ძნელია შერიგების მცდელობის ძიებაც კი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მტრების გამოხტომები ეხება ადამიანის ფსიქიკის ძალიან მგრძნობიარე ადგილებს და მის ცხოვრებაში საბრძოლო მოქმედებები ითხოვენ დიდ სიზუსტეს, მობილიზებულობას, კონცენტრაციას და ლოდინის უნარს, ხანდახან ეს ლოდინის რეჟიმი ძალიან ხანგრძლივია/დიდხნიანია. სიმაგრის შტურმით აღების მცდელობა, იმის მაგივრად, რომ მოხდეს დიდხნიანი ალყის შემორტყმა, ჩვეულებრივ მთავრდება მტკივნეული ჩავარდნით.

სატურნის დამუშავება იძლევა სიბრძნეს, კარგ ცოდნას, მტრის გაგებას, იმის შესაძლებლობას და უნარს რომ მტერი ჩააყენოს ისეთ პირობებში, როცა თავადვე (მტერი) დანებდება ბრძოლის გარეშე ან წამოვა კომპრომისზე და შეიძლება გახდეს შესანიშნავი პარტნიორიც კი; მაგრამ ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, დაინახოთ და დაამარცხოთ შინაგანი მტერი: სიმხდალე, უპასუხისმგებლობა, უყურადღებობა და უპატივცემულობა გარესამყაროს მიმართ და ასევე, დაბალი ოქტავის სხვა დამახასიათებელი შტრიხები. პარტნიორობისას ასეთი ადამიანი თავშეკავებულია, ჩუმია. მას არ უყვარს სიტყვები ჰაერზე ისროლოს, ცდილობს შეასრულოს დანაპირები. ჩუმად, გულის სიღრმეში ის პატივმოყვარეა და პარტნიორული თვალსაზრისით უფრთხის მოწინააღმდეგეს, მაგრამ რამდენადმე სანდოა და თუ როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციებში, ძნელი სათქმელია, ეს დამოკიდებულია სატურნის დამუშავების დონით. ყოველ შემთხვევაში, შესაძლებელია აღინიშნოს, რომ ბრძოლაში სიმამაცე ძნელად ეძლევა, მაგრამ თუ გამოიმუშავა, ხდება ბევრზე ძლიერი.

ქორწინებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდულ წლებში, შესაძლებელია მოხდეს საკუთარ ვალდებულებაზე და პარტნიორის მოვალეობებზე პროექცია, სიმშრალე, გადაჭარბებული სერიოზულობა. შესაძლებელია ქორწინება დიდი ასაკობრივი სხვაობით, და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი მას უზიარებდეს თავის ცოდნას, გამოცდილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქორწინება დაინგრევა: სატურნი არ ამართლებს უსაქმურებს, მითუმეტეს იმ სახლში სადაც კულმიანციას აღწევს.

ბორის იზრაიტელი

სტაბილური ქორწინების ძლიერი ფაქტორია, მაგრამ არა ძლიერი ემოციური კავშირის გამო, არამედ ვალდებულების, საერთო ეკონომიკური ინტერესების და დანაშაულის გრძნობის გამო. პარტნიორი შეიძლება იქცეს ტვირთადაც კი.

პარტნიორი – ასაკით უფროსი ანდა მომთხოვნი, მკაცრი, ისწრაფვის თავისი სამყაროსეული აღქმის თანახმად ყველა მოაქციოს ორგანიზაციაში. რაც უფრო ასაკით უფროსია პარტნიორი, მით უფრო კეთილია. ქორწინება ანგარიშით ასაკით უფროსზე, მაგრამ რომელმაც გაიკეთა კარგი კარიერა და/ან დაგვიანებული ქორწინება.

ადამიანი სამართლიანია, ყველა შეთანხმებას ასრულებს პუნქტუალურად, არ უღალატებს (თუ სატურნი არაა დაზიანებული). თუ სატურნი დაზიანებულია ან სუსტია, ისწრაფვის გაექცეს პასუხისმგებლობას, აქვს “გაფუჭებულის” რეპუტაცია.

პლანეტის ასეთი მდებარეობა _ ერთ ერთი ფაქტორია დაუქორწინებლობის და უშვილობის.

ბილ ჰერბსთი

არეკლილი ცნობიერება. თქვენ მოხვედით დედამიწაზე იმისთვის, რომ თქვენში დაგროვებული პასუხისმგებლობის რეზერვები გამოავლინოთ და მიაღწიოთ ფსიქოლოგიური სიმწიფის და შეხედულებების/ფასეულობების მაქსიმალურ დონეებს. და მთელი ცხოვრება/მსაყარო გეხმარებათ შეიძინოთ სასურველი. ახლობელ ადამიანები არაფრის და არავის გამო მოულოდნელად ზურგს გაქცევენ _ ან გაიძულებენ გააკეთოთ იგივე ამა თუ იმ მიზეზის გამო. ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს ესწრებით მუდმივ და შეუწყვეტელ სასამართლო პროცესს, არაკეთილისმყოფელებთან იმყოფებით დაუსრულებელ და მძიმე შეჯიბრითობის მდგომარეობაში _ და ზუსტად ამ ჩასაღამავებელი/გასაანალიზებელი სიღმისეული ცნობიერების მეშვეობით იგებთ თქვენივე სულის ფუნქციონირების ჭეშმარიტ მექანიზმებს. გწყურიათ სამართლიანობა _ და ამ დროს აწყდებით რეალურ ცხოვრებას, რომელიც არ იძლევა შესაძლებლობას ერთი ქმედებით მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ცდილობთ გაიმყაროთ პოზიციები პირად ოჯახურ ცხოვრებაში _ და პარტნიორის მხრიდან, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაში, ამა თუ იმ სიძნეელებზე მუდმივად აწყდებით გაუგებრობას და სიცივეს. პერიოდულად ებმებით ურთიერთობებში, რომლებსაც მასიურად მოაქვთ მძიმე ვალდებულებები. ყოველდღიურად აწყდებით გამოცდას სიმწიფებზე _ და აბარეთ ამ გამოცდას. გარშემომყოფები და პარტნიორები თქვენგან ითხოვენ დისციპლინას და შინაგან მოწესრიგებულობას _ და იღებენ კიდეც სასურველ შედეგს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ასე იძენთ უნიკალურ შესაძლებლობას საკუთარი თავის გაგებას მიაღწიოთ და დაკმაყოფილდეთ შინაგანი მოწესრიგებულობის ძიებისას. მოწინააღმდეგენი ჯიუტები და მომწოლები არიან, თქვენი მტრები არც თუ იშვიათად მაგრები და სერიოზულები არიან _ მაგრამ ზუსტად ეს არ გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩაგეძინოთ, მოადუნოთ ყურადღება და თვითკმაყოფილება განიცადოთ, _ და თქვენ იღებთ შესაძლებლობას გაამყაროთ პოზიციები ზუსტად ასეთი მყარი და ცივი გარშემომყოფების წყალობით.

თანასწორი ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ დადგეთ თანამოსაუბრეების პოზიციებზე და შესანიშნავად გაიგოთ თანაგუნდელების მოქმედების მოტივები, მაინც ყოველთვის ისწრაფვით დაამყაროთ ურთიერთობები მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოებითა და დეტალურად გაწერილი “თამაშის წესებით”. ძალიან სერიოზულად უდგებით ნებისმიერი პარტნიორობის ფორმას, საკუთარ თავს და სხვებს არ აძლევთ ნებას მიუშვათ თანამოქმედება თავისუფალ დინებაზე. მოხერხებულად თრგუნავთ მოწინააღმდეგეებს და ბრძნულად ზღუდავთ პარტნიორებს, თუ ამას მოითხოვს საერთო ინტერესები. ყურადღებით იძიებთ პარტნიორების პოზიციას და წარმატებით ავლენთ სუსტ ადგილებს და დაშვებულ შეცდომებს. მიუხედავად მოჩვენებითი სიცივისა, ახლობლების უბედურებებს თანაგრძნობით განიცდით, ამიტომაც სხვების მაგიერ პასუხისმგებლობას ორჭოფობის გარეშე იღებთ.

მართალია, სანაცვლოდ ითხოვთ სრულ მორჩილებას და მათ მართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეგიძლიათ თანამშრომლობა. მეუღლეთა ურთიერთობები არანაკლებ გაინტერესებთ, როგორც, მაგალითად, სხვა ადამიანთან ურთიერთობები, მაგრამ განსხვავდებით იმ უმრავლესობისგან, რომლებსაც მოწყობილი აქვთ ოჯახური ცხოვრება. შესაძლებელია მყარი ბედნიერი ქორწინება ასაკით უფროსთან ანდა თუნდაც მოხუც პარტნიორთან. საქორწინო ურთიერთობებისას მიდრეკილნი ხართ სერიოზულად და ხანგრძლივად დაადგინოთ ყველა პუნქტი, ამიტომ ქორწინებაში შესვლა შეიძლება მრავალჯერ გადაიდოს და ალბათობაა, დაქორწინდეთ გვიან ასაკში. ხანდახან შესაფერისი ადამიანის არჩევანი იმდენად დამტანჯველი და რთულია, რომ მრავალი წლის ძიების და მოფიქრების შედეგად რჩებით მარტო. რამდენადაც გახანგრძლივებული და გარეგნულად ჰარმონიული არ უნდა იყოს თქვენი ქორწინება, თქვენთვის ის ყოველთვის _ სერიოზული სამუშაოა და არცთუ უმნიშვნელო სულიერი და ფიზკური შრომაა. სხვანირად არ შეგიძლიათ _ თქვენ უბრალოდ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარ თავს მისცეთ საშუალება “დაფნის ფოთლებზე დაიძინოთ” ანდა აიძულოთ ახლობელი დაიძაბოს და დაიტვირთოს თავი ზუსტად ისევე, როგორც თქვენ, როცა სახლში საქმეს თქვენ მაგივრად აკეთებს.

თქვენთვის დამახასიათებელია  გაუცხოება და ჩაკეტილობა, თითქოს იმყოფებით ფუტლიარში, და სხვები მუდმივად გაფხიზლებენ, რომ გაიხსნათ, მოეშვათ. მაგრამ ეს შეძახილები ხვდებიან გვირაბში, რამდენადაც შინაგანად მარტივად მოწესრიგებულნი ხართ და სრულიად ზუსტად მისდევთ თქვენს შიგნით დამყარებულ რიტმს. ნებისმიერ არაკეთიგანწყობილ ადამიანთან ურთიერთობისას ყოველთვის ეყრდნობით გამოკვეთილ პოზიციას, რომელიც ნებას გაძლევთ გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად იბრძოლოთ თქვენი უფლებებისა და მოქმედებების თავისუფლებების დასაცავად. სიჯიუტით და მიზანდასახულობით მტრებს ართმევთ ინიციატივას, მათ უბრალოდ ბეზრდებათ თქვენთან ბრძოლა, ხედავენ, რამდენად ღრმა და მყარი საფუძველი აქვს თქვენს სიჯიუტეს და წონასწორობას. პარტნიორების მხრიდან შესაძლებელია ელოდოთ ნებისმიერი სახის უსიამოვნებას, რამდენადაც ადრე თუ გვიან ახლობლები ვერ უძლებენ თქვენს მოწესრიგებულობას და რეალობას. შეეცადეთ არ “ჩაიციკლოთ” პარტნიორზე, ისწავლეთ მიანიჭოთ მას თუნდაც გარკვეული თავისუფლება ქმედებებისას და იყავით მზად იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან ადამიანები შორდებიან, რათა წავიდნენ თავთავიანთი გზებით. საჭიროა _ უფრთხილდეთ ზედმეტ დამოკიდებულებას იმ ადამიანებზე, რომლებიც იმყოფებიან თქვენს გვერდით, რამდენადაც თანაგუნდელებთან ურთიერთობების გაწყვეტამ და მათ წასვლამ შეიძლაბა საფუძვლიანად დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა, გამოწვიოს ყოვლისჩამთრევი და ყოვლისმომცველი დეპრეისია და მწუხარება. ურთიერთობის ფორმების მოწესრიგება _ არ შებოჭოთ დაპირებებით და სამუდამო ერთგულების ვალდებულებების ბორკილებით ახლობლები.

კონტრაქტები, ვალდებულებები. თქვენთვის დამახასიათებელია სიმძიმე და სიხისტე, მკაცრად განსაზღვრული და მრავალმხრივად მოლაპარაკებული შეთანხმებებისა და კონტრაქტების დადებისას. დიდი შრომის ფასად აწარმოებთ მოლაპარაკებებს რთულ პრობლემებზე, რადგანაც არ გყოფნით მოქნილობა და დიპლომატიურობა. ფლობთ სხვათა ნაკლულოვანების ზედმეტად ფხიზელ ხედვას და ამის გამო არ შეგიძლიათ არ გააკრიტიკოთ და არ ეცადოთ არ გადაარწმუნოთ. ზუსტად დათმობის არქონის და სიჯიუტის გამო ხდება მრავალი სერიოზული და საჭირო შეთანხმების ჩაშლა. შეთანხმების, დოკუმენტების გაფორმებისას ავლენთ უიშვიათეს ყურადღებას და სკრუპულოზურობას. ფლობთ გასაოცარ ხელოვნებას ზუსტად და მკაცრად მოახდინოთ მოცემული შეთანხმების ფორმულირება, თიტთმის სრულყოფილად ფლობთ საკითხის ყველა პუნქტის შესახებ იურიდიულ და სამართლებრივ საფუძველს. მთლიანობაში თქვენთვის დამახასიათებელია სამართლებრივი და იურიდიული საკითხების მიმართ გაცხოველებული ინტერესი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების პროცესის კონკრეტული რეალიზაცია თქვენთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან სირთულეს. ამოცანა _ როცა აწარმოებთ მოლაპარაკების პროცესს, აითვისოთ პარტნიორის პოზიციის განხილვისას თქვენი შენიშნვებისა და კრიტიკის მოქნილად გამოხატვის მეთოდი. ამისთვის საჭიროა ზუსტად დაყოთ ურთიერთგამომრიცხავი მთავარი და მესამეხარისხოვანი საკითხები _ არ გაამახვილოთ ყურადღება და არ “გავირდეთ” ამ უკანასკნელზე!.

თანამშრომლობა _ ის, რასაც თქვენ უწოდებთ ურთიერთობას, უფრო ხშირად მსგავსია ალპინისტების მოძრაობასთან, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმულად მთაზე ადიან ანდა წარმოადგენს მოთმინებისა და გაანალიზების ერთობლივად გამოსამუშავებელ პროცესს. თქვენთვის შემოქმედებითი კომპრომისების მიღწევა _ არაა თვითმიზანი. უფრო მეტად ყურადღებას უთმობთ თქვენში სიმყარისა და მოთმინების გამომუშავებას, ხოლო პარტნიორში – კრიტიკულ სიტუაციებში პრინციპულობისა და არდათმობის უნარის გამოვლინებას. თანამშრომლობა ხასიათდება შესაშური სტაბილურობით და მუდმივობით _ თუ ის საერთოდ აეწყობა და, რა თქმა უნდა, თუ ერთობლივი საქმიანობის პირველივე ეტაპზე პარტნიორები არ მიგატოვებენ. შეგიძლიათ გასაოცარი სიზუსტით ჯგუფური პროცესის ორგანიზება და სხვებთან თანამშრომლობისას მკაცრად განსაზღვროთ ჩარჩოები და წესები, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ გყოფნით მოქნილობა და დათმობა, ამიტომ, საერთო ჯამში, არცთუიშვიათად, აღმოჩნდნებით მარტოობაში და იძულებლი ხართ თანამშრომლების გარეშე განახორციელოთ თქვენი ცხოვრების გეგმები.

გიყვართ შრომა ისეთ პატარა ჯგუფებში, რომელიც ფართო წრისგან არის იზოლირებული, მკაცრად სტრუქტურიზებული და მოწესრიგებულია როგორც დროში, ისე ვალდებულებების სივრცეში. ავანტიურიზმი თქვენთვის არაა დამახასიათებელი _ გიყვართ იშრომოთ საიმედოდ და თანდატანობით. საქმეში არ გიყვართ სრბოლები და შესვენებები. კოლექტივის მართვა თქვენთვის _ ეს არის ვალდებულებების მკაცრი ნორმების შენარჩუნება და უმკაცრესად შეთანხმებული ძალისხმევა. სხვებთან ერთად თავად შრომობთ სინდისიერად, სამაგიეროდ თუ გეძლევათ შესაძლებლობა შეაფასოთ მათ მიერ გაწეული სამუშაოს მეთოდები და შედეგი, თავშეუკავებლად აკრიტიკებთ კიდეც. ერთი სიტყვით, თქვენთან თანამშრომლობა ყველას არ შეუძლია. ამოცანა _ მიმართოთ მოთმინების არსებული ენერგია და მუდმივობა თქვენი საკუთარი შრომის ორგანიზაციაზე, არ შეუშალოთ ხელი სხვებს მუშაობის პროცესში გამოავლინონ მათთვით ჩვეული შემოქმედებითი მანერა.

პარტნიორები ანდა პარტნიორული ურთიერთობები _ თქვენი ბუნებრივი პარტნიორი თავის თავში განასახიერებს მოთმინების, კონკრეტულობის და თანმიდევრულობის იდეალს. პარტნიორის არჩევისას ავლენთ გასაოგნებელ შერჩევითობას, ამიტომაც საბოლოოდ ისინი აღმოჩნდებიან გასაოცრად სერიზულები, მომწიფებულნი და ზუსტები ყველაფერში. მათი რეპუტაცია უნდა იყოს მყარი და ძლიერი. პარტნიორი ვალდებულია იწვევდეს თქვენში განუსაზღვრელ ნდობას _ წინააღმდეგ Mშემთხვევაში უპირატეობას მიანიჭებთ სრულ მარტოობაში დარჩენას, ვიდრე გქონდეთ საქმე არასაიმედო, ქარაფშუტა და უპასუხისმგებლო ადამიანთან. თქვენი კომპანონობის სიცივის და გარეგნული უსულგულობის უკან იმალება პასუხისმგებლობის სიღრმისეული გრძნობა და სწრაფვა საკუთარი თავისა და სხვების წინაშე შეასრულოთ თქვენი ვალდებულება. პოზიციის შეფასებისას ხშირად ავლენთ ზედმეტ კრიტიკულობას თქვენსა და თანაგუნდელების ქცევებში, მაგრამ მხოლოდ ეს არ გიშლით ხელს პროდიქტიულად ითანამშრომლოთ მათთან.

ბუნებრივი პარტნიორული ურთიერთობები უნდა იყოს ნაკლებემოციური, გადაწონილი უნდა იყოს თავშეკავებული და მკაცრად ორგანიზებულობით. ასეთ შემთხვევაში მათ მიერ გამოვლენილი სიმკაცრე არამხოლოდ ზღუდავს თქვენს შესაძლებლობებს, არამედ, ასევე უფლებას გაძლევთ გამოიმუშაოთ განსაკუთრებული შინაგანი თავისუფლების გრძნობაც _ როცა ადამიანი სწავლობს დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ ძალებს და პარტნიორებისგან ელოდება მხოლოდ მოწესრიგებულობისა და პასუხისმგებლობის გამოვლენას. პარტნიორულ ურთიერთობებში ვერ ითმენთ დისბალანსს და ურთიერთვალდებულებების დარღვევას, ისწრაფვით დაამყაროთ და მთელი ძალებით შეინარჩუნოთ თითოეული კომპანიონის უფლებათა თანასწორობა და თავისუფლება. საბოლოდ, სოციალურ და ადამიანურ კონფლიქტებს ყოველთვის წინ აღუდგებით, რადგანაც თვლით, რომ ურთიერთობის ვერანაირი გარჩევა ვერ შეცვლის პროდუქტიულ და უპირობო_მიზიდულობით თანაშემოქმედებას, რომელიც ურთიერთშეზღუდულ და პასუხუსგებელ ინდივიდუმეებთან არის დაკავშირებული: სახება _ ინსტრუმენატალური კვარტეტი, რომელიც რთულ კლასიკურ ნაწარმოებს ასრულებს კამერულ დარბაზში.

ნეტ მონსტერი

ძალიან სერიოზულად აღიქვამთ თქვენს ვალდებულებებს სხვა ადამიანების წინაშე, განსაკუთრებით ერთი ერთზე წარმოშობილ ახლო ურთიერთობებს. სხვების წინაშე პასუხისმგებლობის თქვენი ძლიერი გრძნობა გაქცევთ საიმედო პარტნიორად, მაგრამ ხშირად გრძნობთ, რომ ქორწინება ანდა თქვენსა და სხვა ადამიანს შორის კიდევ რაიმე სახის დამაკავშირებელი ვალდებულებები ძალიან დამძიმებელია, რაც ძალიან გზღუდავთ და გაკავებთ, ამიტომაც ისწრაფვით თავიდან აიცილოთ ასეთი ურთიერთობები. ახლო ურთიერთობები თქვენთვის უფრო მეტად შეიძლება იყოს სამუშაო, ვიდრე სიამოვნების მიღების საშუალება, და შესაძლებელია გრძნობდეთ, რომ ქორწინებაში მუდმივად “მუშაობთ”, და არა ტკბებით მისით. მხოლოდ ერთია, თქვენ ჯიუტი ხართ და ბოლოს და ბოლოს გადალახავთ ყველა სირთულეს.

სატურნი მეშვიდე სახლში _ სირთულეები პარტნიორულ ურთიერთობაში, ფიქსაცია სხვა რამეზე. ავანტიურებში წარუმატებლობა.

პასუხისმგებლობის, სამართლიანობის გრძობა, საქმის ორგანიზებულობის უნარი. დაზიანებული სატურნისას _ ვიღაცის გამყიდველობა/გაცემა/ღალატი, სასამართლო პროცესები.

ინდუბალა

ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ მეუღლის ანდა პარტნიორის საეჭვო რეპუტაცია. ისინი ბევრს მოგზაურობენ, დაკავებულნი არიან განსხვავებული საქმეებით. თავის გზაზე ხვდებიან შავი ბაზრის მწარმოებლებს და შეუძლიათ იქნენ ჩათრეულნი არაკანონიერ საქმიანობაში. კლასიკური ტექსტები ანიშნებენ, რომ ასეთი ადამიანი არის დიპლომატიური, იტანჯება ცუდი სმენით. ეს ადამიანები არამუდმივები არიან და აქვთ ცუდი რეპუტაცია.

ფელიკს ველიჩკო

დიდი ნაწილით ახდეს არასასიამოვნო ზეგავლენას ქორწინებაზე და საქმიან პარტნიორობაზე. იძლევა შინაგანი ემიგრაციის გრძნობას, ჩაკეტილობას როგორც გრძნობების სფეროში, ასევე საზოგადოებრივ ურთიერთობაში. ადამიანი ძალიან ფრთხილია და თავშეკავებული პროფესიულ და პარტნიორულ ურთიერთობებში. მუდმივად ელოდება შეფერხებებს და შეზღუდვებს გარშემომყოფების მხრიდან. არ ჩქარობს გამოავლინოს თავისი ნიჭი და ამის გამო მისი პროფესიული და საზოგადოებრივი ზეასვლა შენელებულია. ეშინია გადააჭარბოს საკუთარი უნარების შეფასებისას და თავს არიდებს კონკურენტულ ბრძოლას. თვითშეფასების დაბალი დონის გამო ძალიან ეშინია სასაცილო მდგომარებაში ჩავარდნის და მტკივნეულად ეკიდება ხუმრობებს საკუთარი მისამართით, რის გამოც ჰყავთ ცოტა მეგობარი ანდა საერთო არ ჰყავს ისინი. თავისი მიზნების დევნისას, ჩვეულებრივ, თავს არ იტვირთავს ეთიკით ანდა მორალური მოსაზრებებით. განათლება ძნელად მიიღება, მაგრამ ონფორმაციას კარგად აანალიზებს და მიღებული ინფორმაცია თავში მყარად ჯდება. მშობლების ოჯახის ტრადიციები მყარად აქვს გამჯდარი და განვითარებულია ვალისა და ვალდებულების გრძნობა. სიყვარულში ეშინია იყოს უარყოფილი. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, შედის მყარ ქორწინებაში ასეთი ურთიერთობის პასუხისმგებლობის ბოლომდე თავის თავზე აღებით. განქორწინდებიან იშვიათად და არასაკუთარი ინიციატივით. შესაძლებელია ქორწინება საიმედო, ნდობადამსახურებულ ასაკით უფროს ადამიანთან. ეს შეიძლება იყოს მდიდარე ქვრივი ანდა ხანდაზმული უზრუნველყოფილი ქალბატონი.

სტატიის ავტორი: ნინო

 


About Tamta

Scroll To Top