სატურნი VIII სახლში

სატურნი VIII სახლში

შეშფოთება

ასეთი ადამიანი ყოველთვის მზადაა აიღოს საკუთარ თავზე პარტნიორისა და სხვების ფულისა და ფინანსების მართვაზე პასუხისმგებლობა. ეს ასპექტი კეთილგანწყობილია ბანკირების და ინვესტიციების მიმართ. ფულს გამოიმუშავებენ ძნელად, ავლენენ შესანიშნავ შრომისმოყვარეობას. შეუძლიათ მთელი შემოსავლის არამარტო შენახვა, არამედ ამ შემოსავლების პასუხისგებლობით გაზრდაც. ძალიან სერიოზულად ეკიდება სექსს, ინტერესდება ფსიქოლოგიით და ექსტრასენსორიკით, ინტერესით შეისწავლიან სიკვდილის შემდეგ არსებობის საკითხებს. გამოირჩევიან შესაშური ცხოვრების ხანგრძლივობით. ავლენენ იურისპრუნდენციის უნარს, ფულისგანთავსების და პოლიტიკის პრობლემების გადაჭრას. ხშირად კარიერას უკავშირებენ მემკვიდრეობითი საკითხის გადაჭრას.

პლანეტის დაზიანებისას აღინიშნება დაკომპლექსება, სექსუალური სურვილების უჩვეულობა და უცნაური გასტრონიმიული გემოვნება. ასეთი ადამიანი ვალდებულია განავითაროს სამართლიანობის გრძნობა მატერიალური ფასეულობების მიმართ, რამდენადაც ის პასუხისმგებელია არამარტო საკუთარი, არამედ სხვების საკუთრებებზეც. პლანეტის დაზიანებისას არცთუიშვიათად კარგავენ მეკვიდრეობის უფლებას ანდა ჩათრეულნი არიან მინდობილი ფასეულოების საკითხების სასამართლო საქმეებში.

ხშირად ისინი იტანჯებიან არადროული ვალების გადახდით, ანდა კარგავენ შემოსავლებს სასამართლო პროცესების გამო. კაპიტალის არქონისას მათ უძნელდებათ დაიკმაყოფილონ საკუთარი პროფესიული ამბიციები. პოზიტიური განვითარებისას უნარიანები არიან წარმატებით გამოიმუშაონ სწრაფი საქმეებით შემოსავალი იმ ფულით, რომელიც მიანდეს. შესაძლებელია მიდრეკილეა ღამეული კოშმარებისკენ და პარანორმალური განცდების უცნაური გამოცდილებისკენ. ხშირად ქორწინებას ასეთი ადამიანისთვის მოაქვს შემოსავლები. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან შესაშური სიმტკიცითა დაბრკოლებების გადალახვისას და გასაოცარი ამტანობით სირთულეებში. ხშირად გეგმების რეალიზაციას ხელს უშლის მისი გადაჭარბებული უნდობლობა სხვების მიმართ, მიდრეკილება მელანქოლისკენ. არცთუ იშვიათად აღინიშნება მიდრეკილება ტრამებისკენ და უბედური შემთხვევებისკენ.

 

პაველ გლობა

(+) ცივსისხლიანობა, მდგრადობა და ამტანობა საფრთხის დროს, პოზიციის სიმყარე ექსტრემალურ პირობებში. იმსამყაროსეული პრობლემების სიღრმისეული გაგება, მიღმიერი სამყაროს და სიკვდილის პრობლემებისადმი  ყურადღება. მაღალი სულიერება ფოლოსოფიური მიმართულებით, ოკულტიზმი. პირად რუქაში მიწის სტიქიისას – კარგი მემკვიდრეობა.

(-) ცხოვრების მთლიანი ტოტალური ნგრევა: მატერიალური დანაკარგები, ქურდობა, ძარცვა, მატერიალური განადგურება (სახლის არქონა), საშიშროებაა ადამიანი იქნეს მიწით დაფარული, სიკვდილი დახრჩობით ან მძიმე, ბლაგვი საგნებით. ხშირად ასაფლავებენ ახლობელ ადამიანებს. უარყოფითი კავშირისას/ასპექტებისას მარსთან, ურანთან და პლუტონთან _ სრული ნგრევა, თვითმკვლეობა ანდა სამარცხვინო სიკვდილი (განაჩენით სიკვდილით დასჯა).

ცნობილი ადამიანები: სერაფიმ საროვსკი, შ. ბოდლერი, მოპასანი, ალექსანდრა ფიოდორევნა, ანდროპოვი, უ. სემენოვი, ე. პიაფი, სოლჟენიცინი.

ფრენსის საკოიანი

დიდი თვითკონტროლი და თავშეკავება ურთიერთობებში, მძაფრ ემოციებთან დაკავიშრებით შიში. სავარაუდოა, ადამიანზე ძლიერი ზეგავლენა ჰქონდეს მამას. ის ყოველთვის იდგა სიმაღლეზე, და ადამიანს ეშინია გაიმეოროს მამის შეცდომები და სისუსტეები. მისთვის მნიშვნელოვანია სხვებს რა აზრი აქვთ მასზე. წარმატებისთვის საჭიროა დაანგრიოს პარტნიორსა და მას შორის არსებული “კედელი”, და დაანახოს თავისი ნამდვილი სახე და არა ნიღაბი.

საქმე აქვს პარტნიორის ფულთან, კორპორაციის ფინანსებთან, ვალებთან, მემკვიდრეობასთან, რაც ყოვლეთვის დაკავშირებულია ვალდებულებებთან. ვალდებულია განავითაროს სამართლიანობის გრძნობა მატერიალურ ფასეულობებთან მიმართებაში, რადგანაც პასუხს აგებს როგორც სხვების ასევე თავის საკუთრებაზეც.

შესაძლებელია თავი მოგაბეზროთ შიშმა, რომელიც დაკავშირებულია ამოუცნობ მოვლებებთან, ცვლილებთან, სიკვდილთან. მთელი ძალებით ეწინააღმდეგებით ცვლილებებს, და არ მიესალმებით ცნობისმოყვარეობის გამოჩენითა და თავგადასავლების სიყვარულით, რაც უფრო ართულებს ცვლილებების განხორციელებას და სიკვდილისა თუ ამოუცნობი მოვლენების შეცნობას.

სხვა მხრივ, ძალიან უფრთხილდებით სხვებთან თქვენი ძალების გაერთიანებას და განსაკუთრებით მატერიალურ რესურსებს. გსურთ, რომ სხვების და თქვენი საკუთრება და ქონება იყოს ყოველთვის სრულ წესრიგიში.

ავესალომ პოდვოდნი “სიკვდილის შიში ადამიანს სიცოცხლისადმი ყურადღებიანს ხდის 

ამ განსახიერებაში ადამიანმა შეამჩნია დაძაბული სიტუაციების უფრო სიღრმისეული შესწავლის, განსაზღვრული სიტუაციებისა და ერთი ეგრეგორიდან მეორეში გადასვლის აუცილებლობა. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო კრიზისი და მარგინალური მდგომარეობა იქნება გაწელილი დროში და დიდი სირთულით გადასაწყვეტი, ეს იმიტომ, რომ ადამიანს შეეძლოს აუჩქარებლად გაერკვეს მომხდარში და საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენეტები არ მიუშვას უაზრო თვითდინებაზე. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად სრულიად გაუაზრებლად უარყოფენ ნიშნებსა და ბრმად ცდიან ბედს, მიდრეკილნი არიან ისწავლონ მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და არა თავად ცხოვრებისგან, და იქაც იმასაც არ სწავლობენ, რაც უპირველესად უნდა ისწავლონ. სატურნი, თავის მხრივ, ცდილობს აასრულოს განათლების პრობლემები (სატურნისეული გამოცდა), ცხოვრება ადამიანს ასწავლის უშუალოდ საკუთარ ტყავზე, და ხანდახან ეს სწავლება დადის “ძვლებამდეც”, აქვე უნდა შეინიშნოს, რომ, ძვლებს ზუსტად სატურნი განაგებს, ასე, რომ სანამ ძვლებამდე ჩავა, მანამდე დაჰყევით მამა-სატურნის მოთხოვნებს (ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო – ნათქვამია).

აქ, დამუშავება იძლევა მაღალ შედეგს: კარმის დეტალური ცოდნა და ადამიანისა და კოლექტივის თავისუფალი ნების ჭეშმარიტი დონის, ასევე დაბადებისა და სიკვდილის კანონების ცოდნა, ეგრეგორიდან ეგრეგორში გადასვლისა და მათი კონკრეტული ეთიკის გაგებას. მხოლოდ, ამისთვის საჭიროა გადაილახოს მთელი რიგი უმძიმესი დეპრესიული კრიზისი (შინაგანი და გარეგანი) და ადამიანმა ისწავლოს ენერგიის წყაროების პოვნა, ნების გამოვლენა და ენთუზიაზმი, ასევე გამოხშიროს ეგოიზმი და საკუთარი თავის სიყვარულის უაზრო გამოვლინებები.

სატურნის დაზიანებისას შესაძლებელია ძლიერი ირაციონალური ფობიები, შიმშილით ან წყურვილით (და მსგავსი) სიკვდილის შიშიები; ჰარმონიულობისას კი _ კრიზისები და დაძაბულობები გადაილახება თანმიმდევრულად და წარმატებით.

კოლექტივთან ურთიერთობებში  წაუხისტებს, ჯგუფურ ეთიკასთან მიმართებით ადამიანს ექნება დიდი მოთხოვნები, და ამის უკმარისობისას მიდრეკილია დაადანაშაულოს ნებისმიერი, საკუთარი თავის გარდა. შესაძლებელია ჯგუფის მიმართ ქვეცნობიერი შიში, სურვილი მიაღწიოს წარმატებებს მის ხარჯზე და მიიღოს მასზე ძალაუფლება; ამ ყველაფრის საფუძველია მერვე სახლის არასაკმარისი დამუშავება, ნაწილობრივ, მას არ ჰყოფნის მოთმინება და ძალა იმისთვის, რომ ჯგუფში მოახდინოს ადაპტაცია და გაიგოს მისი ინტერესები, ასევე, არცთუ უკანასკნელ რიგში, შეიგრძნოს მისი სითბო და შარმი და იგივე გასცეს თავადაც.

ოკულტიზმთან ურთიერთობა სამგვარია: ეშინია, უნდობლობას იჩენს და ამავ დროს იზიდავს პოტენციური შესაძლებლობების ქონის გამო, რომელთა რეალიზაციისთვისაც დასჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევის გამოჩენა, ადამიანი ამ გზაზე ძლიერ შეიცვლება, თუმცა, სულ არაა სავალდებულო კარგი კუთხით; ეზოთერული ჭეშმარიტებებისა და უნარების ქონის გამო, უსაფუძვლო განდიდების ძლიერი ცდუნება წარმოიშვება.

ბორის იზრაიტელი

გარეგნული ჯავშნის სისუსტის განცდა _ ადამიანი გრძნობს იმსამყაროსეული ძალების შემოჭრას. ექსტრემალური გამოვლინებები ნაწილობრივ ნეიტრალდება. არის გარკვეული დრო, რომლის დროსაც ემმადება მოახლოებული საშიშროებისათვის. მისთვის დამახასიათებელია ზედმეტი სიფრთხილე, თვითკონტროლი ქონებრივ, სექსუალურ ურთიერთობებში. შეიძლება ჰქონდეს სერიოზული ქრონიკული დაავადებები. საშიშროება დავარდნისას, გადაციებისას. საშიშროება წესრიგის დამცველების, სამხედროების, ხელმძღავნელების, მამის მხრიდან.

სიტუაციები, რომლებიც იძლევა თვითტრანსფორმაციას, ჩდება სამსახურში, სამსახურებრივი მოვალეობის მოხდისას, ვალდებულების შესრულებისას, მარტოობისას, იზოლაციისას.

მარტოობის შიში _ სატურნისეული ყველა გრძნობა გამძაფრებულია: დანაშულის გრძნობა, შური, ვალდებულებების შეუსრულებლობის შიში.

თუ სატურნი დაზიანებულია _ სირთულეები მემკვდრეობის მიღებისას, საზოგადოებრივ ფულთან დაკავშირებით. ეს გადმოიღვრება სასამართლო პროცესებში.

პროფესია: პროკურატორი, ნოტარიუსი, გამასწორებელ დაწესებულებებში სამსახური, ვალის აამკრეფი.

ბილ ჰერბსთი

კავშირი. სატურნის მერვე სახლში მდებარეობა ინტიმურ კავშირებში პასუხისმგებლობის ძლიერ გრძობაზე უთითებს; ასევე, გრძელვადიანი ინტიმური ურთიერთობის დამყარების მიზნით მიზანდასახულ სამუშაოზე, ანდა, ნერვიულობაზე. შეიძლება თავს ადანაშაულებდეთ, რომ ზუსტად თქვენ ატარებთ პასუხისმგებლობას პარტნიორობაში წარმოშობილ ყოველ უსიამოვნებაზე და თავად ურთიერთობაში წარმოშობილ უსიამოვნებაზე კი არა, ასევე ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც ექმნება პარტნიორს ცხოვრებაში. შეიძლება არ ენდოთ სხვა ადამიანების მოქმედების მოტივებს, ივარაუდოთ, რომ ისინი მოგისვრიან იმ წამსვე, როგორც კი გაიგებენ თქვენს ნაკლს და არასროლყოფილებას. ეს შფოთვები არაა უსაფუძვლო – აუცილებელია გამოიძიოთ ყურადღებით მიზეზები. დადეთ დიდხნიანი შეთანხმება და შეასრულეთ ვალდებულებები თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ. მაშინაც კი, როცა გრძნობთ ინტიმურობის წნეხს, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ აუცილებელია დაფიქრებული და აუჩქარებელი მოქმედება. მახე _ სურვილი სხვებისგან მიიღოთ ის, რაც თავად არ გაგიციათ. ამოცანა _ ყურადღებით შეარჩიეთ პარტნიორები, შემდეგ კი მოეკიდეთ პრინციპულ და მიზანდასახულ სამუშაოს.

ტრანსფორმაცია. ზღვარში მოაქციეთ სხვა ადამიანების რეაქციებთან მიმართებაში თქვენი მგრძნობელობა, შიშები და ეჭვები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს დამცირებასთან და კრიტიკასთან, იმის გამო, რომ იცვლებით არასაკმარისად სწრაფად ანდა არასაკმარისად კარგი კუთხით. შესანიშნავად იცით არამხოლოდ ის, რა უნდა შეიცვალოს, არამედ ისიც როგორ მოახდინოთ ეს ცვლილებები. არ მისდიოთ ბრმად წესებს და სქემებს, რომლებიც გარეგანი სამყაროსგან თქვენ წინაშე დგება. შიშის გამო ცლილებების განხორციელების შეზღუდვა კარგს არაფერს მოგიტანთ. ამავდროს, არ თქვათ უარი თქვენი ცვლილებისათვის გასატარებელ სამუშაოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ადამიანები გიბიძგებენ ტრანსფორმაციისკენ. ამოცანა _ ატაროთ პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე, როგორსაც წამროადგენთ, და არა ისეთზე, როგორიც თქვენივე წარმოდგენით ხართ ან გინდათ რომ იყოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ გააპროტესტოთ, ამავდროს მოზომილი წინსვლით გააგრძელეთ ძალების მოკრებვა. სიკვდილთან დაკავშირებული შიშები მხოლოდ იმ სიმძლავრით წარმოშობა, რა სიმძლავრესაც თავად აძლევთ, ამიტომ იდღესასასწალეთ ინერტულობაზე მოპოვებული ყველაზე პატარა გამარჯვებებიც კი; და ყველაზე მეტად, რბილად და ყოვლისმიმტევებლობით მოექეცით საკუთარ თავს. შეგიძლიათ შეიცვალოთ, დრო თქვენს სასარგებლოდ მუშაობს.

სექსუალური შერწყმა. გინდათ, რომ სექსუალური ურთიერთობები იყოს რეალური და არა მთავარი, მაგრამ ეს სურვილი იმდენად მომთხოვნია, რომ შესაძლებელია ჩაახშოს თავად გამოცდილების მიღებაც კი. თქვენ უფრთხით, თუ “გაუშვებთ/მიუშვებთ” საკუთარ თავს, მაშინ ამით გაანადგურებთ საკუთარ თავს, ამიტომ თავშეკავებული ხართ. რაც უფრო ახლოს მიდიხართ სურვილის შესრულებასთან, მით ძლიერად გექაჩებათ ის უკან. ხანდახან შეიძლება მიაღწიოთ ამ გრძნობისგან განთავისუფლებას, და თვლით, რომ ეს არის საუკეთესო გამართლება ცხოვრებაში, მაგრამ ასე არაა. ეს არის ზედმეტი უაზრო სიმძიმის შედეგი, რომელიც გამოწვეულია უდიდესი სერიოზულობით. ეჭვნეულად განიხილავთ სურვილებს, რომელიც თქვენთან ურთიერთობისას ვლინდება საყვარელი ადამიანის მხრიდან. ეს არის თქვენი თავდაცვა უარყოფის შიშისგან. ამოცანა _ მოთმინებით განავითარეთ სექსუალური მოდუნების უნარი. არ დავიწყოთ, ბილიკი, რომელსაც მიყავხართ მთის წვერვალამდე, გრძელია, გზა ხანგრძლივია და მხოლოდ ამის გაგებით, შეგეძლებათ იმ ხედით ტკბობა, რომელიც იშლება მთის წვერიდან.

ფოკუსირებული ინტუიცია. გრძნობთ, რომ არასაკმრისია გქონდეთ ინტუიციური უნარები; ხშირად გჭირდებათ სრულყოფილი ცოდნა. ეს ძალიან დიდი მოლოდინია. ასევე, უფრთხით ინტუიციური აღმქმელობის შედეგებს, ვარაუდობთ, რომ სხვა ადამიანები მოკლავენ ამბის ნებისმიერ მომტანს. საბოლოდ, შიშობთ, რომ სინამდვილეში შეშლილი ხართ, რომ ინტუიცია არარეალურია და, რომ გახდით თვითმოტყუების ერთ-ერთი სახის მსხვერპლი. მართალია, ამის უკან დგას თქვენი რეალური შფოთები, მაგრამ არცერთი მათგანი არაა ჭეშმარიტი. ამოცანა _ მიზანდასახულად და ჯიუტად იმუშაოთ ინტუიციური უნარების გამომუშავებაზე და ნელა განავითაროთ რწმენა იმისა, რომ უხილავი სამყაროები სინამდვილეში არსებობენ და შეუძლიათ ჰქონდეთ დიდი პრაგმატული ფასეულობა. საერთო საკუთრება/ქონება _ ფული ნიშნავს პასუხისმგებლობას იმის დამოუკიდებლად, ბევრი გაქვთ თუ ცოტა. არცთუ იშვიათად აწყდებით იმედგაცრუებებს _ თქვენი მოთმინების საზღაური არცთუისე დიდია, როგორც იმედოვნებდით. სასიხარულოდ, სატურნი სრულყოფას განიციდის წლების ზეგავლენით, მსგავსად შესანიშნავი ღვინისა (ანუ, რაც უფრო ძველია ღვინო, მით უფრო გემრიელი და ძვირფასია), და სიმწიფეს შეუძლია დაგასაჩუქროთ მძლავრი გონიერი აზროვნობით. მხოლოდ – ეს შესაძლებელია მიაღწიოთ იმ ასაკში, როცა მზრუნველობით და სიფრთხილით განკარგავთ რესურსებს, რომლებსაც იძლევა პარტნიორული ურთიერთობები. ფული, ადვილად გივარდებათ ხელში, თითქოს ყალბი ფულის მჭრელი იყოთ; უნდა უარყოთ სწრაფი გამდიდრების გეგმები. ამოცანა _ მოიქცეთ იმ პატარა გოჭუნას მსგავსად, რომელიც სახლს აგურებით აშენებს.

ნეტ მონსტერი

შეიძლება თავი მოგაბეზროთ ამოუცნობის, ცლილებების, სიკვდილის შიშებმა. მთელი ძალებით ეწინააღმდეგებით ცვლილებებს, არ მიესალმებით მათ ცნობისმყვარეობით და არ ამართლებთ თავგადასავლებს, რაც მათ სძენს უფრო დიდ სირთლეებს.

სხვა მხრივ, ძალიან ზრუნავთ სხვა ადამიანებთან თქვენი ძალებისა და მატერიალური რესურსების გაერთიანებაზე. ისურვებდით, რომ საკუთრება და ქონება სხვისი და თქვენი იყოს სრულ წესრიგში.

სატურნი მერვე სალხში _ ცხოვრების სიღრმისეული აზრის ძიება, დამქანცველი მარტოობა, სიკვდილის საკითხებზე ფიქსაცია, სასიკვდილო საშიშორების შექმნით გამოცდები.

ფულთან, ვალებთან, მემკვირეობებთან კავშირი, პასუხს აგებენ სხვის საკუთრებაზე. დაზიანებული სატურნი _ გახანგრძლივებული ავამდყოფობისგან სიკვდილი. ცუდი ასპექტები სხვა პლნატებთან – ღამეული კოშმარები, კარგი ასპექტებისას _ ცხოვრების საიდუმლოებების სიღრმისეული გაგება.

ინდუბალა

ეს მიუთითებს ისეთ ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს საკუთარი შვილისგან განმარტოებით, აქვს თვალების/მხედველობის პრობლემა/დაავადებები, დამოკიდებულება იოგურ ცოდნაზე და აქვს საკუთარ საქმეში ოსტატის რეპუტაცია. იძლევა ტყულისა და მზავკრობის ტენდენციებს.

ცხოვრების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს კარგი, რადგანაც სატურნი არ განაგებს მერვე სახლს ვერძის ზიდოაქოთი. შეიძლება აღმოცენდეს გამომყოფი სისტემის დაავადებები.

ფელიკს ველიჩკო

კრიზისების, წარუმატებლობების, მწუხარებების მიმართ მგრძნობიარობა, ვარდება პესიმიზში, მაგრამ ერთდროულად იმაღლებს ფსიქიკურ მდგრადობას ბედის დარტყმების მიმართ და არ აძლევს უფლებას ხელები ჩამოუშვას უბედურებებისას, ნების კონცენტრაციას ახდენს არაკეთიგნაწყობილი მდგპმარეობების გადალახვისას. ადამიანი მუდმივად ადარებს საკუთარ შემოსავლებსა და ნიჭს სხვა ადამიანებისას და თავის საწინააღმდეგო დასკვამდე მიდის. ხასიათის გათვალისწინებით ან ეგუებიან ამას, ან ცდილობს გამოასწოროს მდგომარება. მისთვის აუტანელია ვინმეზე ან ვინმესგან დამოკიდებულების გრძნობა. განვითარებულია ძლიერი მისწრაფება თავისი არსებობის საიმედოობის შექმნისკენ, აუცილებელი პირობებისთვის, რისთვისაც მისი აზრით, წარმოადგენს ძალაუფლება და ფული. ამის მიღწევის საშუალებად თვლის ეფექტურ სამუშაოს. ხშირად დაკავებულია მომსახურების სფეროში და ფლობს ორგანიზაციულ უნარს ამ სფეროში. აქვს საქმე პარტნიორების ფულთან, ფინანსურ კორპორაციებთან, სოციალურ დაზღვევასთან, ვალებთან, საქმეებთან დაკავშირებულს მემკვიდრეობასთან, რომელიც დაკავშირებულია სხვათა საკუთრების ვალდებულებთან.

როგორც წესი, დისციპლინირებულია სექსუალურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით თუ სიამოვნება დაკავშირებულია ფულის ხარჯვასთან. შესანიშნავი სუტინიორი ანდა ბორდელის ხელმძღვანელი. მიდრეკილია განწყობის ცვლილებისკენ. იზიდავს უფრო ასაკიანი პარტნიორები.

განუვითარებელი პიროვნებას სატურნი აძლევს სიკვდილის შიშს, ხანდახან თან სდევს ფსიქიკური გადახრები. საჭიროებს მორალურ მხარდაჭერას და გამხნევებას. ადამიანს ეზრდება ამტანობა და აქტიური ცხოვრების ხანგრძლივობა. პირველ ადგილას ცხოვრებაში დგას მატერიალური ფასეულობები, ადამიანური კი გადადის მეორე ადგილზე.

ძველი ტრადიციებით მიანიშნებს ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილზე. სიკვდილის სახეობა დამოკიდებულია სატურნის ზოდიაქოს ნიშანში მდებაროებაზე.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top