სატურნი IX სახლში

სატურნი IX სახლში

“დაფიქრებული”

ყველა მიმდინარე მოვლენას ეს ადამიანები უყურებენ კონსერვატულად და გამოირჩევიან მყარი დოგმატიზმით. მათ არ სჯერათ სიახლეების, მაგრამ ამავდროულად გულწრფელად ცდილობენ ყველა სფეროში მიიღონ ფუნდამეტალური ცოდნა. საკუთარი უმაღლესი “მე”-ს გაცნობიერება ხდება სტაბილიზირებულად და შეურყევლად. ამ ადამიანს შეუძლია გახდეს იღბლიანი მეცნიერი, პროდუქტიული ფილოსოფოსი, გამოჩენილი პედაგოგი და მცონდე ლექტორი. მას ასევე შეუძლია წარმატებას მიაღწიოს საგამომცემლო საქმეში, ღვთისმსახურებაში და პოლიტიკაში, ასევე იმ სფეროებში სადაც საჭიროა კარგი ორატორის ნიჭი. უცხოელები და უცხოეთი იზიდავს მას თუმცა მათთან ურთიერთობა ყოველთვის კარგად არ მთავრდება.

ახალგაზრდობა სავსეა დოგმატიზმით ცხოვრების ფილოსოფიაში, მხოლოდ ასაკთან ერთად ხდება ადამიანი ბრძენი და სწავლობს მოთმინებას. მისი ჭკუა ღრმა, იუმორის გრძნობა ორიგინალური. შესაძლოა ფანატიზმი და მოუსვენრობა, შესაძლოა ცუდი ურთიერთობა ქონდეს ნათესავებთან. ეს ადამიანი ან საერთოდ გაურბის საზღვარგარეთ გამგზავრებას ან ამას უთმობს მთელ თავის დროს. ის სტაბილურად ინტერესდება რელიგიური და ფილოსოფიური პრობლემებით, მხოლოდ ისეთით რომელიც არის პრაქტიკული და სოციალური მნიშვნელობის. უმაღლესი განათლება განიხილება როგორც საშუალება ავტორიტეტის მოპოვების და პროფესიული წინსვლისთვის. პატივმოყვარეობა უბიძგებს ამ ადამიანს ავტორიტეტული თანამდებობეისაკენ რელიგიურ ან სასწავლო დაწესებულებებში.

ასეთი ადამიანები მუდმივად ზრუნავენ თავის ზნეობრივ რეპუტაციაზე, მათი რელიგიური შეხედულებები კონსერავტულია და ტრადიციული. მას არ აქვს სამყაროს მაშტაბურად ხედვის და საპირისპირო აზრის მიღების უნარი. შეიძლება ჰქონდეს ინტერესი გეოლოგიის, არქეოლოგიის, პოლიტეკონომიის დარგებში. ხშირად ესეთი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე ძალაუფლების მოყვარე, პესიმისტები, მიზანდასახული და შრომისმოყვარეები. საკმაოდ ხშირად ინტერესდებიან ასტროლოგიით და ეზოტერიკით. მათ გამოარევთ ღრმა აზროვნება და ჭეშმარიდებამდე ჩაწვდომის სურვილი. მათი სურვილს შემეცნებისა და სიბრძნის მიღებისა ისინი მიჰყავს ასკეტიზმამდე, სკეპტიკურობამდე და ფანატიკოსობამდე. შესაძლოა ინტერესი ჰქონდეთ აბსტრაქტული ცოდნის და მეცნიერებებისადმი რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ პრაქტიკულად ცხოვრებაში. აღინიშნება უბედური შემთხვევები ხანგრძლივი მოგზაურობების დროს, შესაძლოა სერიოზული კომფლიქტები მეუღლის ნათესავებთან.

პაველ გლობა

(+) დამოუკიდებელი მკვლევარი, სწავლული ფილოსოფოსი, მაღლი სულიერი აღმაფრენა, ინდივიდუალური შემოქმედებითი მსოფმხედველობა. დოგმატიკოსი, ფანატიკოსი, შეურიგებელი, აღწევს მყარ პრესტიჟს, თავის დამკვიდრება საზღვარგარეთ – ერთ მოგზაურობას შეუძლია შეცვალოს ცხოვრება.

(-)  განკვეთილი მარტოხელა დევნილი, თავადვე აზიანებს თავის ავტორიტეტს. შეუძლია ყველაფერი უარყოს და არ დათმოს, ადამიანი ისჯება საკუთარი შეხედულებების გამო. კატასტროფების და ცვლილებების საფრთხე შორეული მგზავრობის დროს.

ცნობილი ადამიანები: მ. კიური-სკლადოვსკაია, ჩ. ჩაპლინი, რემარკი, ლეონარდო დავინჩი, ტროცკი.

ფრენსის საკოიანი

ინტერესი აქვს რელიგიის, ფილოსოფიის და უმაღლესი განათლებიადმი. რელიგიურ სისტემებს აფასებენ იმის მიხედვით თუ რამდენად პრაქტიკული ღირებულება აქვს მათ საზოგადოებისთვის. მიისწრაფიან მიიღონ უმაღლესი განათლება რის გამოც აღწევენ პროფესიულ წარმატებას და პატივისცემას. სურთ აღიარება მოიპოვონ აღზრდის, ფილოსოფიის და რელიგიის დარგში მიღწეული წარმატებების გამო.

მათი შეხედულებები რელიგიაში, ფილოსოფიასა და პოლიტიკიში ძალიან კონსერვატულია, მათი დამოკიდებულება შეიძლება იყოს შეზღუდული და მკაცრი. ერთის მხრივ მათ შეიძლება არ დაიჯერონ ის რაც საეჭვო და გაურკვევლია და მოითხოვონ მათთვის წარდგენილი იდეის დამტკიცება. ყველა იდეას შეისწავლიან გულდასმით და თანმიმდევრულად. მეორეს მხრივ შეიძლება დაჟინებით ამტკიცონ საკუთარი ფილოსოფიური და მეტაფიზიკური შეხედულებები, თან უარი განაცხადონ აზრის შეცლაზე, არ გაითვალისწინონ სხვა ადამიანების დამოკიდებულება და შეხედულება.

მთლიანობაში ცხოვრების მიმართ აქვთ სერიოზული დამოკიდებულება, ისინი გრძნობენ რომ ცხოვრება ან ღმერთი დასჯით მათ თუ მუდმივად არ იქნებიან მზად .

ავესალომ პოდვოდნი: “სიბრძნის ოკეანეში არის თავისი საღად მოაზროვნე ზვიგენები”

ამ ადამიანებს სურთ გაერკვნენ ცხოვრებაში და ღრმად შეისწავლონ მისი ყველა გამოვლინება, ისინი გრძნობენ რა არის სწორი , მაგრამ ხშირად არ შეუძლიათ ამის გაკეთება რაც ძალიან ტანჯავს მათ. ზოგჯერ უიმედობის გამო ისინი ცდილობენ იყონ შედერებით ზედაპირულები . იდეალურ “მე”-ს აქვს მაღალი მოთხოვნები ადამიანთან, რომლის შევიწროებასაც ისინი ცდილობენ ქვეცნობიერში. რაც ჰარმონიული რუკის შემთხვევაში შედარებით იოლად გამოსდით (დაზიანებულის შემთხვევაში გაცილებით რთულია ) მაგრამ ეს მათ აძლევს საკუთარი თავით დაუკმაყოფილებლობის , ზოგადად ზედაპირულობის, და უსარგებლობის განცდას , თითქოს ღმერთი პატივს არ სცემთ, რაც იწვევს ხასიათის ცვლილებას და საკომპენსაციო მოქმედებებს : დამკვიდრებას სხვების ხარჯზე, პროექციებს და.შ .

დაზიანებული სატურის შემთხვევაში შესაძლოა “ეგო”-ს “თავდასხმა”, მათ იდელებზე და მისი დაუნდობელი გამრუდება: სადღაც ღრუბლებს მიღმა იქმნება ეფემერული იდეალი, რომელის განკუთვნილია ცხოვრებისთვის ღმერთის სამეფოში, როცა ის საბოლოოდ დედამიწაზე დამკვიდრდება

დამუშავება ხდება _ საკუთარი თავის აღქმით ღმერთის ქმნილებად, ან კარმული პროგრამების ზედმიწევნით შესრულებით.

სულიერი მასწავლებლების და მოსწავლეების მიმართ აქვთ სერიოზული დამოკიდებულება, ხშირად შიში აქვთ ცნობიერის გაფართოების და სამყაროს გარდაქმნის . მართალია, ეს ხშირად მიმდინარეობს ღრმა და ხანგრძლივი, მტაჯველი ფსიქოლოგიური კრიზისებით, მაგრამ საბოლოოდ ხდება საგრძნობი განახლება და პიროვნების და იდეალური ” მე” გაღრმავება.

უცხო ქვეყნებში მოგზაურობის წინ ხშირად ეუფლებათ შიში, უცხო კულტურების გაცნობისას თავიდან შებოჭილები, გაუბედავები არიან.

დამუშავება იძლევა დიდ სულიერ ავტორიტეტს, რომელიც იგრძნობა გარეგნული “მე”-ს ყველა გამოვლინებაში. და ხდება ისეთი შეღწევა უცხო კულტურებში, რომ მას ისე აღიქვამენ როგორც ამ კულტურის ნაწილს. (ან თავად ასე გრძნობს თავს )

ბორის იზრაიტელი

დიდი ზნეობრივი პრობლემები, დაზიანებული სატურნი იძლევა ცალმხრივ, შეზღუდულ მიდგომას ზნეობრივი საკითხებისადმი. პირფერობს, უზნეობას. ადამიანს ახასიათებს დიდი მოთხოვნები სხვების მიმართ, საკუთარი ზნეობრივი შეხედულებების თავს მოხვევა, ცხოვრება მუდმივად ამოწმებს მის ეთიკურობას და პატიოსნებას. განათლების მიღებაში ხელი ეშლებათ, მკაცრი მასწავლებლები არიან, სხვა კულტურებიდან იღებს მხოლოდ იმას რაც უკვე არაერთხელ აპრობირებულია. არატრადიციულ რელიგიების მიმართ მტრულად არის განწყობილი.

შესაძლოა გამგზავრების გადადება (საპასპორტო კონტროლი და ა.შ) ამბიცები აქვს განავითაროს შორეული კონტაქტები.

მოსამართლე, კონტროლიორი, სტანდარტების შემმუშავებელი.

ბილ ჰერბსთი

კონცეპტუალური სტრუქტურები. თქვენ საჭიროებთ თანმიმდევრულ ფილოსოფიურ სისტემას. მაგრამ მსგავსი სისტემის ათვისება – რთული სამუშაოა შეშფოთებამ თქვენი გონებრივი შესაძლებლობების გამო, შეიძლება გაიძულოთ იმუშავოთ თავდაუზოგავად ან ძალიან მკვეთრი და უხეში დამოკიდებულება გაგიჩნდეთ ცხოვრებისადმი. ასეთმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური გამოფიტვა და ამის შედეგად საბოლოოდ უარს იტყვით მორალურ შეზღუდვებზე, არ მოახდენთ კონცენტრირებას თქვენი გონებრივი შესაძლებლობების დემონსტრირებაზე. მის განვითარებას მოახდენთ თავისივე ტემპებით.. დადგებით კონსერვატულ-ფილოსოფიური სისტემის მხარდასაჭერად, მაგრამ არ გადაიქცეთ მკაცრი შეხედულებების აუღებელ ციხე-სიმაგრედ. არ შეწყვიტოთ სწავლა – განვითარება და თქვენი გონება გადაიქცევა თქვენს ყველაზე ღირებულ და ღირსეულ საგანძურად

პერსპექტივა გაქვთ კულტურის სფეროში. თქვენი მიდრეკილება სამყაროს შეცნობისადმი შეკავებულია თანაბარი სიმძლავრის სიფრთხილის გრძნობით. სურვილი იმისა რომ შეუთავსოთ ერთმანეთს ეს საპირისპირო გრძნობები თავის გზაზე უამრავ დაბრკოლებას (ხაფანგს) აწყდება. ბავშვობაში ჩაბეჭდილი საზოგადოებრივი შეხდულებები დიდი გავლენას ახდენს თქვენს პიროვნებაზე. მაგალითად თუ ბავშვობაში მიირთმევდთ ჰამბურგერებს , თქვენ ჩათვლით რომ – ეს ზუსტად ისა რასაც უნდა ჭამდეს ყველა. ეგზოტიკური სამზარეულოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების სიმკაცრეს განსაზღვრავს თქვენში ჩაბეჭდილი შეხედულებები.

აუცილებელია გააფართოვოთ თქვენი თვალსაწიერი უცხო კულტურების შესწავლით. აამოცანაა- მიმართოთ ამაზე თქვენი ყურადღება , ეს ღირს თქვენს ძალისხმევად.

უმაღლესი განათლება. სტურნის სიმბოლიზმის ამბიცია ამბობს იმას რომ, თქვენში ძალიან მძლავრად არის უმაღლესი განათლების მიღების სურვილი. ეს შეიძლება იყოს მითითება მზადყოფნაზე რომ დიდ ძალისხმევას ჩადებთ სწავლაში ან პირიქით რომ თქვენ სინამდვილეში არ გსურთ მიიღოთ განათლება , მაგრამ გინდათ რომ გთვლიდნენ ინტელექტუალურად განვითარებულ პიროვნებად. თქვენ პრაგმატულად უდგებით თქვენს უმაღლეს განათლებას; ეს ამართლებს მანმადე, სანამ ახდენთ აბსტრაქტული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. მაგრამ მავნებელია თუ ეს მიგიყვანთ მატერიალისტურ შეხედულებებამდე. სატურნისეული ძალაუფლების თემა მიგვანიშნებს იმაზე, რომ თქვენი მონდომებით სურვილი გაქვთ თავი დაიმკვიდროთ საზოგადოებაში. ეს მიდრეკილებები კარგია თუ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებით თქვენს მდგომარეობას საზოგადოებაში, გამოიყენებთ ამას როგორც ტრამპლინს შემდგომი განვითარება-შემეცნებისთვის. მაგრამ საზიანოა თუ ხდებით გონება შეზღუდული, უარყოფთ გამოცდილებას და თქვენს მიერ შემეცნებული რეალობის ფარგლებს გასცდებით.

ჭეშმარიტების ძიება. თქვენ ხართ მკაცრი გამოცდების სკოლის აღსაზრდელი, რომელშიც შეისწავლება ჭეშმარიტება. უშუალო (საკუთარი) გამოცდილება – საუკთესო მასწავლებელია. მიუხედავად იმისა რომ ეს ხშირად გაბნევთ, ეს ერთადერთი ყველაზე სწორი გზაა შემეცნებისთვის. ცხოვრების დასწყისში თქვენ გაქვთ უხეში დაუხვეწავი “ჭეშმარეიტება”. ასაკთან ერთად თქვენ ინანებთ ზოგიერთ თქვენს შეხედულებებზე. წლებთან ერთად თქვენ უფრო დიახვეწებით ჭეშმარიტების ძიებაში, უფრო მეტად ჩაუღრმავდებით და საბოლოოდ თქვენ დაამტკიცებთ რომ გაქვთ უფლება გქონეთ სიბრძნის ამოუწურავი წყარო, რათა გაახმოვანოთ სიმართლე, მარტო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარადა, თქვენ უნდა გამოავლინოთ მთელი თქვენი სიმამაცე. თქვენ ცდილობთ თავი აარიდოთ საფრთხეს , გვერდი აუქციოთ პირდაპირ პასუხს და დაცვისთვის მოიხმოთ ავტორიტეტული პიროვნებები. მაგრამ იყავით გაბედული რადგან ტყული მავნებელია. ჟობია საერთოდ არაფერი თქვათ ვიდრე ივარაუდოთ. ჭეშმარიტება – ეს გამოცდილების განწმენდილი არსი .

იდეალური საზოგადოება. თქვენს იდეალურ საზოგადოებაში აქცენტირებული იქნებოდა პასუხისმგებლობა , მთლიანობა და წესრიგი. ყველა ადამიანი იქნებოდა მაგალითი სხვებისთვის იმით თუ როგორ იხრება ის საკუთარ თავზე აღებული პასუხსმგებლობისგან . თქვენს იდეალურ სამყაროში იმეფებდა მკაცრი დისციპლინა და მიღებული კანონების მორჩილება, რომლელიც დაფუძვნელულია სასჯელის მიღების შიშზე, მაგრამ გულწრფელი რწმენით რომ ეს ასეა საჭირო, რათა შევინარჩუნოთ ცივილიზაცია. ფორმალური რიტუალები დიდი როლს ითამაშებდა სოციალიზაციის პროცესზე. რადგან სტაბილურობა თქვენი იდეალისტური შეხედულებების სათავეშია. როგორც სამყაროს მმართველი თქვენ იქნებოდით უმაღლესი ძალაუფლების მქონე : პასუხისმგებლობის მქონე, შეურყეველი, მაგრამ სამართლიანი, არასოდეს ისარგებლებდით პრივილეგიებით რომელსაც იძლევა თქვენი მდგომარეობა .

ნეტ მონსტერი

ინტერესი ფილოსოფიის, რელიგიისადმი. ხშირად იკავებენ ავტორიტეტულ თანამდებობას სასწავლო, კვლევით და რელიგიურ დაწესებულებებში, ბევრია პროფესორი. საზღვარგარეთ გამგზავრება პრესტიჟის ასამაღლებლად და არა დასვენებისთვის ან სიამოვნებისთვის.

ინდუბალა

ამ ადამიანებს აქვთ ცოდნა რელიგიის, ფილოსოფიის და სამართლის სფეროებში. ასეთმა ადამიანებმა უნდა გაიმყარონ თვითდისციპლინა. შედიან კომფლიქტში საკუთარ მამასთან ან უფროსებთან. შეუძლიათ იმუშაონ პოლიტიკის სფეროში. მაგისგან იღებენ მცრიე დახმარებას, შეიძლება ჩაერთონ ისეთ პროგრამებში რაც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე აისახება. . შეიძლება აწუხებდეთ კუჭის დაავადებები , მათ სჯერათ ბედისწერის, აინტერესებთ ასტროლოგია და შეიძლება ცხოვრობდნენ განმარტოებით.

ფელიქს ველიჩკო

ინტელექტუალი, მორალური ან სულიერი, ახასიათებენ როგორს “ცივს” , ანგარიშიან პატივმოყვარე და ძალაუფლების მოყვარეს, ბრძენს, კულტურული ქცევით, თავშეკავებულ ადამიანს. ხასიათი წარმოადგენს პრინციპების შენადნობს, რომელსაც შეუძლია მიიყვანოს სკეპტიკურობამდე ან ფანატიზმამდე, დამოკიდებულია ზოგადი ჰოროსკოპის სტრუქტურაზე.

გამოვლინდება ინტერესი სამეცნიერო გამოკვლევების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ასტროლოგიის, ფილოსოფიის ან რელიგიის. ყველა სისტემა რელიგიური თუ ფილოსოფიური ფასდება მისი პრაქტიკული გამოყენების სარგებლიანობის მიხედვით. ეკონომიური და პრაქტიკულია ყველაფერში, მათ შორის მოგზაურობის დროს, რომელიც მას არ უყვარს. ის კარგი, დიდი მოთმინების მქონე მასწავლებელი. ფროფესორი, სამართლიანი და წინდახედული ორგანიზატორია. პატივმოყვარეობა და პროფესიონალიზმი უბიძგებს ავტორიტეტული თანამდებობებისკენ. კონსერვატული შეხედულებები გამყარებულია დიდი ინტელიგენტურობით. ყველა მოქმედება კარგად მოფიქრებულია. უმაღლესი განათლება უჯდება ძალისხმევის და ყოველდღირი შრომის ფასად. სწავლას აღიქვამს როგორც აუცილებელ სამუშაო ინსტრუმენტს თავის საქმიანობაში. ის საიმედო, შრომისმოყვარე და თავის საქმეზე პასუხსიმგებლობის მქონე თანამშრომელია. განუვითარებელი ტიპის სატურნი არის გარკვეულწილად შეზღუდული, თავს იყურებს და აქვს ეშმაკი და მოხერხებული ჭკუა.

სტატიის ავტორი: რუსა & ნინო


About Tamta

Scroll To Top