სატურნი მშვილდოსანში (23.12.2014 – 20.12.2017)

სატურნი მშვილდოსანში (23.12.2014 – 20.12.2017)

23.12.2014 – 15.06.2015

18.09.2015 – 20.12.2017

23 დეკემბერს სატურნი მშვილდოსანში გადადის და 2017 წლის 20 დეკემბრამდე დარჩება. სატურნმა მორიელში ყოფნის დროს სირთულეები შექმნა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ყველა დონეზე – ენეგეტიკულად და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროშიც, ხოლო მშვილდოსანში გადასვლის შემდეგ ამ პრობლემების გადაწყვეტა მოგვიწევს.

ასტროლოგიურად სატურნის ტრანზიტი მნიშვნელოვან მოვლენაა. როდესაც ზოდიაქოს ნიშანს იცვლის, მნიშვნელოვანი გარდამტეხი ცვლილებები ხება, რადგან ძალაში შედის ახალი „წესები“, „კანონები“, „რეალობა“. მშვილდოსანს იუპიტერი მართავს.

სატურნი და იუპიტერი კი მოქმედების პრინციპით განსხვავდებიან: იუპიტერი გაფართოების პრინციპს უკავშირდება, სატურნი კი – შეკუმშვის; იმ ადამიანებს მოგვაგონებენ, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. მშვილდოსანი უკავშირდება ექსპანსიას, მოგზაურობას, ფილოსოფიას, რელიგიას, უმაღლეს განათლებას, სამართლებრივ საკითხებს. მშვილდოსანი მთლიან სურათს ხედავს, მაგრამ დეტალები რჩება.

სატურნის მორიელში ყოფნის პერიოდში რამდენიმე კრიზისული მოვლენა მოხდა: უკრაინის ომი, პრობლემები ეკონომიკაში, პოლიტიკასა და მედიცინის სფეროში. მორიელში სატურნი „რაც რბილია, ირღვევა“ პრინციპით მოქმედებდა; როგორ ვიცხოვროთ აწი?

ამ კითხვაზე მშვილდოსანი გაგვცემს პასუხს. მორიელში სატურნის ყოფნამ წმენდა გამოიწვია, ძველის ადგილზე ახალი აზრებისა და ინსტიტუტების გაჩენა უნდა მოხდეს, ამ ამოცანას კი მშვილდოსნის ნიშანი ყველაზე უკეთ ართვამს თავს. ეს პერიოდი კაცობრიობას ახალ მისწრაფებებს, რწმენას გაუჩენს.

მშვილდოსანში გადასვლით მისი გავლენა შედარებით „რბილი“ ხდება. სატურნი ყურადღებას გაამახვილებს თემებზე: რელიგია, უმაღლესი განათლება, ფილოსოფია, სამართალი, კულტურა და ა.შ., ანუ ყველა იმ თემაზე, რომელიც მშვილდოსნის ნიშანთან ასოცირდება.

ამ პერიოდში ფილოსოფიური იდეები და ტრადიციები, ახლანდელ დროში მიღებული კანონები მნიშვნელოვნად გადაიხედება. ნაკლოვანებებმა შესაძლოა შექმნას მრწამსის/რწმენის მყარი სისტემა და მკაცრი რელიგიური იდეოლოგიები.

რაც შეეხება განათლებას, პროფესიული განათლების მნიშვნელობა გაიზრდება, ადამიანები კარიერულ ზრდაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მეტად ორიენტირდებიან. სატურნის დადებითი ასპექტი ურანთან შექმნის ონლაინ განათლების სხვადასხვა ფორმას.

ასევე, მშვილდოსანი უკავშირდება მგზავრობას, შესაძლოა ამ სფეროშიც ცვლილებები მოხდეს: ტრანსპორტის სახეობის ცვლილება, ენერგიის/საწვავის ალტერნატიული წყაროების აღმოჩენა და ა.შ.

მეტად დაფასდება პასუხისმგებლობა, თვითმყოფადობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 2015-2017 წლები სერიოზული ცვლილებების პერიოდია საკანონმდებლო დონეზე, განათლებისა და რელიგიის სფეროებში.

სატურნი გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ნებისმიერი სახის კავშირზე: დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო, იდეოლოგიური. მეტი როლი და მნიშვნელობა მიენიჭება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოეწყობა მნიშვნელოვანი კონფერენციები, სადაც ერთობლივი შეთანხმებები გაფორმდება. ეს იქნება საერთაშორისო შეთანხმებების შესრულების პერიოდი.

მეორეს მხრივ, შეიძლება შეიზღუდოს ქვეყნიდან გასვლა, ქვეყნებს ემიგრანტები დაუბრუნდნენ, დაკავებულების გაცვლა მოხდეს. ახალ საცხოვრებელ ადგილზე მოწყობის, ახალ ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში – შესაძლოა სირთულეები შეიქმნას, ადაპტაციის პერიოდი გახანგრძლივდეს.

უარყოფითი ასპექტების შექმნის შემთხვევაში სატურნი გამოიწვევს საერთაშორისო სკანდალებს, ანტისამართლებრივ გამოსვლებს, დემონსტრაციებს, ნაციონალობის ან რელიგიური ნიადაგის  კონფლიქტებს, ტექნოგენურ ან ეკოლოგიურ კატასტროფებს (მაგ: ჩერნობილის ტრაგედია).

სატურნი მშვილდოსანს 1985-1988 წლებში სტუმრობდა. 1985 წელს რუსეთში იუპიტერის „შვილი“ გორბაჩოვი მოვიდა სათავეში და ახალი წყობა მოიტანა. ამ პერიოდიდან საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო.

მანამდე, 1956-1959 წლებში სატურნი მშვილდოსანს გადიოდა. 1956 წელს მასობრივი დაპატიმრების შემდეგ გათავისუფლდნენ პატიმრები, რეპრესირებულების რეაბილიტაცია მოხდა. სტალინის ავტორიტარული მმართველობის პერიოდი დასრულდა.

2014-2017 წლებში სატურნი როგორ გამოავლენს თავს, ჩვენი შესაფასებელია. ერთი რამ ცხადია – ახალი პერსპექტივების, იდეალების, სისტემების, პროექტების პერიოდი დაიწყო.

ინდივიდუალურ დონეზე, სატურნი ღირებულებათა სისტემის გადაფასებას „შემოგვთავაზებს“, შესაძლოა ბევრმა განაგრძოს სწავლა, ახალ სპეციალობაზე მოსინჯოს ძალები; უცხო კულტურები და სულიერი პრაქტიკა ჩვენს ყურადღებას მიიქცევს.

ენთუზიაზმი და ზრდისკენ სწრაფვა დაფასდება, შრომისთვის კი სატურნი დაგაჯილდოვებთ. პირველი „საჩუქრები“ კი 15 ივნისი – 18 სექტემბრის პერიოდში იქნება, როდესაც პლანტა მშვილდოსანს დროებით დატოვებს.

 სატურნის შექმნილი სიტუაციები ჩვენს სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს, ნებისყოფის გაძლიერების, ხედვის გაფართოვების შანსს გვაძლევს. 2015-2017 წლებში სასურველია მეტი დრო გამოვნახოთ სულიერი ზრდისთვისაც.

პირად, ინდივიდუალურ დონეზე, სატურნის ტრანზიტი ადამიანებში საკუთარი იდეებისა და სისტემების გადახედვას იწვევს. რამდენად შეესაბამება იდეალები რეალობას? ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი მრწამსი? რისი გვჯერა?

სატურნის მშვილდოსანში გადასვლა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება მათთვის, ვისაც პირად რუკაში სატურნი მშვილდოსანში ჰყავს. სასურველია მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ აზრებსა და მოქმედებებს, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ცვლის არსებულ რეალობას. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს ამ პერიოდში სატურნის სფეროებში მნიშვნელოვანი მიღწევების განხორციელების შანსი ეძლევათ, მაგრამ სატურნი მათ იდეოლოგიის, რწმენის სიმყარეს შეამოწმებს.

რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე?

(ქვემოთ მოცემული ვერსია გამოგადგებათ სხვა პლანეტების პროგნოზის დროსაც. ყურადღება მიაქციეთ თქვენი ნიშნიდან მერამდენე ნიშანს გადის პლანეტა)

ვერძი„ცოდნა ძალაა“

ვერძისთვის მშვილდოსანი მე-9 ნიშანია, შესაბამისად მისთვის მნიშვნელოვანი ხდება ცხოვრების აზრის ძიება, იდეალების ჩამოყალიბება, სამყაროს გაგების გაფართოვება, სამყაროში საკუთარი ადგილის ძიება. ამ პერიოდში ვერძი უკეთესად გაანალიზებს წარსულსა და აწმყოს. პიროვნული ზრდის საუკეთესო გზა მოგზაურობა, სწავლის გაგრძელება, კვალიფიკაციის ამაღლება იქნება.

კურო – „გაყავი საერთო მოგებისთვის“

სატურნი კუროებისთვის გააქტიურებს ფინანსების, ვალის, მემკვიდრეობის საკითხებს (და მე-8 ნიშნის ყველა თემას). სასურველია მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ფინანსურ საკითხებს, გასავალი აკონტროლონ, მაქსიმალურად მოერიდონ ვალის აღებას. კუროებს მოუწევთ ზუსტი წარმოდგენა შეიქმნან ფინანსების სფეროში ვალდებულებებსა და შეზღუდვებზე როგორც პარტნიორულ ასევე საქმიან ურთიერთობებში.

ტყუპები – „გააცნობიერე ორის ძალა“

ტყუპებისთვის აქტიურდება პარტნიორული სფერო (მშვილდოსანი ტყუპებისთვის მე-7 ნიშანია). თუ ურთიერთობები არ ვითარდება, ამ პერიოდში მათი დასრულებაა მოსალოდნელი. ტყუპები გააცნობიერებენ პარტნიორობის ჭეშმარიტ ღირებულებებს, არსს; სიყვარულს სერიოზული მიდგომა და პასუხისმგებლობის გრძნობა იხსნის. ტყუპებისთვის ახალი ეტაპი დაიწყო პირად და საქმიან ურთიერთობებში, ურთიერთობების გადაფასების, მათი გამძლეობის, სიმყარის შემოწმების დროა.

„კირჩხიბი – იყავი ჯანმრთელი და სუფთა“

კირჩხიბისთვის ჯანმრთელობის, სამუშაო გარემოს მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა და ყოველდღიური ვალდებულებების შესრულება წინ წამოიწევს. შესაძლოა ცხოვრების სტილი შეიცვალოს, რათა საკმარისი დრო გამოუჩნდეს მუშაობისა და ჯანსაღი წესით ცხოვრებისთვის. სატურნი კირჩხიბისთვის მე-6 ნიშანს გადის, რაც პროფესიულ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას, ბევრის სწავლას ნიშნავს. წარმატების მისაღწევად შრომა, დეტალების გათვალისწინება მოუწევს.

„ლომი – მოერიე დრამას“

ლომისთვის პირადი (არაფორმალური) ურთიერთობები, ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები აქტიურდება. სატურნის გავლენა შემოქმედებით პოტენციალზეც მოახდენს გავლენას. შემოქმედებითი პროფესიის მქონე ლომისთვის შესაძლოა წარმატება და აღიარება მოიტანოს. ამასთანავე, ეს პლანეტა აფასებს შრომისმოყვარეობას, ამიტომ კარგი იქნება თუ მხოლოდ ენთუზიაზმს, აღმაფრენას არ დაეყრდნობა. ნებისმიერი გეგმა, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, სერიოზულ მიდგომას ითხოვს. თუ შვილები ჰყავს, დისციპლინა და აღზრდისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

 

ქალწული – „სახლი და ოჯახი პირველ ადგილზე“

ქალწულისთვის სატურნის გავლენა ოჯახის, მშობლების, სახლის, უძრავი ქონების თემას ააქტიურებს. ამ პერიოდში სასურველია პასუხისმგებლობით მოეკიდოს ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსალოდნელია ოჯახური ურთიერთობების გადაფასება. ასევე, საკუთარ თავში, ისტორიაში, ფესვებში გარკვევა მოუწევს.

სასწორი – „სრულყავი მეტყველება“

სასწორის ყურადღებას კონტაქტების, კომუნიკაციის, ხანმოკლე მგზავრობების, სწავლისა და და-ძმასთან ურთიერთობის თემები მიიქცევს. სასურველია კომუნიკაციის სფეროში გადამზადება, დახვეწას დრო დაუთმოს. არამხოლოდ ისწავლოს, არამედ საკუთარი ცოდნა სხვებს გაუზიაროს. და-ძმასთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობა შესაძლოა შეიცვალოს ან მათ მიმართ ახალი ვალდებულებები გაუჩნდეს.

მორიელი – „ფოკუსირდი დედააზრზე“

პირველ რიგში, მორიელებმა ამოისუნთქეს სატურნმა რომ დატოვა მათი ნიშანი. 2012 წლიდან შესაძლოა ჰქონოდათ სიმძიმის განცდა, ახლა კი მის ადგილს გათავისუფლებისა და სირბილის განცდა იკავებს. სატურნის გაკვეთილების წყალობით, არაერთი მათგანი შეცვლიდა საკუთარ თავსა და ჩვევებს. ახლა, როდესაც მათთვის მეორე ნიშანს გადის, ფულთან, შემოსავალ-გასავალთან დაკავშირებული საკითხები წამოიწევს წინ. სასურველია მატერიალურ-სულიერი რესურსების მოხმარების კუთხით მეტი რეალიზმი და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

მშვილდოსანი – „ხელახლა გამოიგონე დრო“

სატურნის მშვილდოსანში გადასვლით, მშვილდოსნები სიღრმისეულად გაიგებენ რა სურთ და არ სურთ სინამდვილეში. დარწმუნებული იქნებიან პრიორიტეტებს ჩამოყალიბებაში. სასურველია თუ ამ პერიოდში მათი ენერგია მიმართული იქნება საკუთარი ცხოვრების მოწყობისა და საკუთარი თავისკენ. სატურნის დახმარებით მოახერხებენ წარსულთან საბოლოოდ გამოთხოვებას, უსარგებლოს გაშვებას და პიროვნული ზრდისთვის აუცილებელ რესურსებს მიიღებენ.

თხის რქა – „განკურნება, პატიება, ასახვა“

სატურნი თხის რქებისთვის მე-12 ნიშნის თემებს ააქტიურებს – ყოველდღიური ვალდებულებებისგან განსვლა, გარიდება, საკუთარ თავში ჩაღრმავება. მათ საკმარისი დრო ექნებათ სულიერი ზრდისა და ინტუიციით მოქმედებისთვის. ცხოვრების განელებული ტემპი საშუალებას მისცემთ საკუთარ ქვეცნობიერში ღრმად ჩაიხედონ და საკუთარი „მე“-ს, პიროვნების, ცხოვრების სიღრმისეული მახასიათებლები გამოავლინონ.

მერწყული – „ის, ვისაც იცნობ“

მერწყულისთვის სატურნის გავლენა სამეგობრო წრეზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, გეგმებსა და სურვილებზე აისახება. მეგობრული კონტაქტები და კავშირები გადაიხედება, შესაძლოა ამ პერიოდში საზოგადოებრივი ცხოვრება შედარებით შეეზღუდოს, ამიტომ სასურველია პრიორიტეტების განსაზღვრა მოახერხოს და დრო მეტად დაუთმოს სანდო მეგობრებსა და მოკავშირეებს.

თევზები – „გამარჯობა, დომინირებავ“

თევზებისთვის სატურნი მე-10 სახლის სფეროებს ააქტიურებს, რაც ცვლილებებს გამოიწვევს კარიერულ და პროფესიულ სფეროში; მოსალოდნელია სოციალური სტატუსის ცვლა. სასურველია მეტი ყურადღება დაუთმონ კარიერულ განვითარებას, ზრდას. სატურნი „შეამოწმებს“ რამდენად შეესატყვისება ამჟამინდელი მდგომარეობა მათ რეალურ შესაძლებლობებსა და აუცილებლობებს.

ყურადღება მიაქციეთ, პირადი რუკის მიხედვით სატურნი რომელ სახლს გადის. უხეში გათვლით – თქვენს რუკაში მშვილდოსანი რომელ სახლს იკავებს (ამჟამად – მშვილდოსნის დასაწყისი გრადუსები).

ტრანზიტული სატურნი ჰოროსკოპის სახლებში

 გამოყენებული მასალა: Элеонора Данилова, astrostyle.com, astro101.ru, astrotarot.ru


About Tamta

Scroll To Top