სატურნი მშვილდოსანში

სატურნი მშვილდოსანში

დაბრკოლება + გულღიაობა = თვითაკვეთა

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ადამიანი მიდრეკილია სამუშაოსთვის თავის არიდებისა და სხვების ექსპლუატაციისკენ, ამიტომაც ეს ადამიანი გამოსადეგია მხოლოდ ძალიან ვიწრო და კარგად კონტროლირებადი საქმიანობის სფეროში. ვითარდება დესპოტურობა, ყველაფერში დაეჭვებისკენ მიდრეკილება, პესიმიზმი, დეპრესია და იმპულსური, გაუაზრებელი ქმედებების დაშვება. ასეთი ადამიანი, არცთუ იშვიათად, ხანგრძლივად სწყდება ოჯახსა და სამშობლოს, ხოლო, დრო და დრო, განიცდის მიგდებულობისა და მარტოობის სიღრმისეულ გრძნობას. ხასიათის პოზიტიურად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება მყარი და მომთხოვნი იდეალისტის საინტერესო ტიპაჟი. ეს გულითადი და ჰუმანური, კომუნიკაბელური და კეთილგანწყობილი ლიდერია, რომელიც ყველა თავის კონტაქტს ისეთი სახით ახორციელებს, რომ მის გარშემო ყველა მას აღმერთებს როგორც უფროსს და წინდახედულ პიროვნებას.

უდიდესი ნებისყოფა აქვს, სულიერ პრობლემებში ჩაღრმავების შესაძლებლობა მაღალია, აღინიშნება მყარი ფილოსოფიური, რელიგიური და სამეცნიერო ინტერესები, ხოლო ენთუზიაზმი სავსეა სიფრთხილითა და ქმედებებში შესაძლო ნეგატიური შედეგების მიმართ ყურადღების გამოჩენით. ასეთი ადამიანი, საკუთარ მისიონერულ საქმიანობასა და სამართლისა და რელიგიის პრობლემების მიმართ შესაშურ სერიოზულობას ავლენს. ეს – მორალის, მის მიერ შექმნილი წესების მყარად დამცველია და ყველაფერში მაგალითსა და სახეს წარმოადგენს. ეს _ დიადი იურისტი, არ ინტერესდება ჯიბის ქურდებით, მაგრამ ჰარმონიზაციისა და ტოტალური სამართლიანი კანონების შეჯერების დახმარებით იცავს საზოგადოების ცხოვრების გლობალური გარდაქმნის პროცესებს. ასეთ ადამიანს შეუძლია დიდი მიზნის გზაზე თანმიმდევრულად გადადგას პატარა ნაბიჯები, ამასთანავე, არ უყვარს “წამოეგოს” გაუფრთხილებლობას და ამით, სტრატეგიული პროექტის წარმატება საფრთხისა და რისკის წინაშე დააყენოს. ნებისყოფა _ ძლიერი, ინტუიცია _ ღრმა, შესაძლებელია უიშვიათესი შორსმჭვრეტელობისა და მომავლის წინასწარხედვის უნარები. ბუნება _ მეოცნებე, კეთილშობილი, რელიგური.

აზროვნება _ ღრმა, სისტემური, თანმიმდევრული. გონების ეშმაკობა და ხელების მოქნილობა, შეიძლება, წარმატების მომტანი იყოს მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც, კვლევა-ძიებით საქმიანობაშიც და ხელსაქმეშიც. ადამიანი წარმატებულია უცხო ენების შესწავლაში და საზღვარგართ კომერციულ ვოიაჟებში. არცთუიშვიათად, ისწრაფვის დაეუფლოს რამდენიმე პროფესიას, ამასთანავე, ყოველ მათგანში ოსტატობას და ჭეშმარიტ პროფესიონალიზმს მიაღწიოს. ფლობს ბრწყინვალე ლოგიკასა და ორატორულ ნიჭს, შეუძლია იყოს პოპულარული საეკლესიო საქმიანობასა და პედაგოგიკაში. ეს _ კანონმდებელი და მოაზროვნეა, მკვლევარი და განმანათლებელია, სახელმწიფო კაცი და პოლიტიკური მოღვაწეა. მისთვის დამახასიათებელია მოწყობისკენ და ყველაზე სერიოზული მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტისკენ სწრაფვა, საკუთარი მიზნების ზუსტი ხედვა, მკაცრი მოთხოვნილებები და დაგეგმარებისა და მასშტაბური სოციალური პროგრამების კონკრეტულობა.

მისი სერიოზულობა მიმართულია გარესამყაროს ობიექტური კანონების კვლევა-ძიებისკენ, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის თანმიმდევრული და კონსტრუქციული გარდასახვისკენ. ეს _ დაბადებიდან კაცობრიობის განვითარების იდეოლოგი და ახალი გზების გამკვალავია. ყოველთვის შორს ისწრაფვის, ფლობს იდეების სიღრმისეული სინთეზის და ფართო განზოგადების შესაძლებლობას. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს, განსაკუთრებით სოციალური განვითარების ახალი კონცეფციების გახმოვანების შემთხვევაში. ხანდახან რამდენიმე წელი აგროვებს დიდ ჯგუფებს, იყენებს საკუთარ ორგანიზატორულ ნიჭს და მას შთამაგონებლად მიმართავს სხვების ქმედებებზე. თანდათან დაგროვებული ცოდნა საშუალებას აძლევს უშეცდომოდ მოახდინოს ორიენტაცია სოციალურ ტენდენციებსა და კულტურულ განვითარებაზე. მისთვის ცხოვრებისეულად აუცილებელია სხვა ადამიანებს საკუთარი გამოცდილება სისტემურად და თანმიმდევრულად გადასცეს, რადგანაც სწავლებით, ის ამავ დროს საკუთარი მოსწავლეებისგან სწავლობს. მუდმივად დაგროვებადი ცოდნის და ამ ცოდნის სხვების სწავლების სისტემაში მოყვანასთან შერწყმით, წლობით უყალიბდება ფართო, მყარი და წარმოდგენების შინაგანად დაკავშირებული სისტემა, რომელიც, სამომავლოდ, შეიძლება, ფართო სოციალური მოქმედებების ფუნდამენტად იქცეს.

ასეთი ადამიანი საკმაოდ ობიექტურია ტენდენციებისა და შეხედულებების შეფასებაში, მითუმეტეს, რომ, არცთუიშვიათად ფლობს ცხოვრების ყველაზე განსხვავებული სფეროების შეცნობის უნარს. ნაყოფიერი თვითსრულყოფისა და ეფექტური სოციალური მოქმედებების სისტემის გამომუშავებისთვის აუცილებელია ყველაზე განსხვავებულ ადამიანებთან მუდმივი ურთიერთობა, სხვა კულტურების, განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან კავშირები. ხშირად, მოგზაურობის, მგზარობის და უცხოლებთან შეხვედრის დროს სამყაროსა და საკუთარ თავზე შექმნილი წარმოდგენების ნახტომისებური განვითარება ხდება. აუცილებელია გვერდი აუაროს დოგმატიზმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოუყალიბდება ნაკლებსასიამოვნო “ყველაფრის შთამთქმელი” ბუნება და შეიძლება უმრავლესობის შეხედულების ძალაუფლების ქვეშ მოექცეს, დაკარგოს საკუთარი ინდივიდუალობა. დაბალი განვითარებისას, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს განკერძოებულობა, შეუკავებელი პატივმოყვარეობა, დოგმატიზმი და ცარიელი რეზონირებადობა.

ასეთ შემთხვევაში, ასეთი ადამიანი საკუთარ თავს ყოველთვის მართლად თვლის, ნებისმიერი ბოროტება გამართლდება მაღალი პრინციპებით, რომელიც დაფარულია დიადი ლოზუნგებით. ასეთი ადამიანი მიდრეკილია საკუთარი წარმოდგენების ყველასთვის თავსმოხვევისკენ, ამასთანვე, გახმოვანებული მაღალი პრინციპულობა არასდროს მყარდება მისი, საკუთარი ცხოვრებისეული თვისებებით. მთავარი ამოცანა ადამიანისთვის სატურნით მშვილდოსანში _ დაუღალავი და თანმიმდევრული გაფართოება, ფასეულობათა სისტემის გაღრმავება, ახალი აზრობრივი სივრცეების ათვისება, რეალობაზე ახალი შეხედულებების შეძენა, ახალი განვითარების მიმართულებების შეთვისება და მიზანმიმართული განვითარება და საკუთარი ცხოვრების სრულყოფა. ეს ადამიანი, ჩვეულებრივ, დამოუკიდებელია, წარმატებულია კონტაქტებსა და მაღალ ჩანაფიქრებში. მხოლოდ ერთია, სხვების საქმეებით მუდმივად შეშფოთებულობის გამო, კეთილდღეობას იშვიათად აღწევს. შესაძლებელია, მიდრეკილება ემიგრაციისკენ და პოლიტიკური ანდა გამომცემლობითი საქმიანობისკენ მიზიდულობა. ჩვეულებრივ, მისთვის წარმატებულია სპორტით დაკავება და ეკლესიასთან კავშირი.

ეს ადამიანი უკიდურესი სერიოზულობით ეკიდება განათლების და მორალის პრობლემას, ისწრაფვის ყველა ძალებით დაიცვას მაღალი მორალური პრინციპები. გულუხვი და გახსნილია, ყველა თავის გამოვლინებაში ისწრაფვის სიმართლისა და სამართლიანობისკენ. ფლობს დისციპლინირებულ ინტელექტს და ენერგიისა და ყურადღების კონცენტრაციის დიდ შესაძლებლობას. ცხოვრებაში ყველაფერს აღწევს შრომისმოყვარეობით, რომელიც გაერთიანებულია გაფართოებასთან და მოხერხებულად ცოდნის გამოყენებასთან. მისთვის რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხშირად მიდრეკილია იამაყოს საკუთარი ინტელექტუალური მიღწვებით. ამავ დროს, უსამართლო ბრალდებებმა და ცილისწამებებმა შესაძლოა ძლიერ დააზიანოს იგი (ძალიან იმოქმედოს მასზე) და მისი გარეგანი საქმიანობის პარალიზებაც კი გამოიწვიოს. გულწრფელი და სწორხაზოვანია, ხოლო განვითარებული ინტუიცია და სამეცნიერო საქმიანობის ნიჭი, შესაძლებელია, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანებთან წარმატებულად მუშაობაზე უთითებდეს. ეს _ პოლიტიკური ლიდერი, მოძღვარი და ახალგაზრდობის მენტორია (დამრიგებელი).

დაბალი განვითარებისთვის დამახასიათებელია ორჭოფობის, მერყეობის, აფეთქებადობისა და შურისმაძიებლობის შესაძლო ჩამოყალიბება, ასევე, აბსოლუტური დარწმუნებულობა ობიექტურობასა და საკუთარი პოზიციების საფუძვლიანობაში. ბრწყინვალედ აქვს განვითარებული საკუთარი ღირსების გრძნობა, უშიშარია და ყოველთვის მზადაა თავგანწირვით დაიცვას განათლების პროგრესული ტენდენციებისა და სახელმწიფო საქმების წინსვლა. სინამდვილეში, ცოდნის წყალობით, იმ მომავალს უკეთებს ორგანიზებას, რომელსაც ინტუიციურად გრძნობს. ძალიან სწყინს დაწუნება, გაკიცხვა და კრიტიკა, ხოლო ნებისმიერი ოპოზიცია და ანტაგონიზმი ძალიან თრგუნავს. არცთუიშვიათად, მისი ამბიციურობა დ მასშტაბურობა დაბრკოლებას უქმნის თანმიდევრულ კარიერულ წინსვლაში და ართულებს მაღალი სოციალური მდგომარეობისკენ მიმავალ გზას. მაგრამ იგივე თვისებები ეხმარებიან სამყაროსა და ადამიანებზე ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც, ადრე თუ გვიან, ყველას მიერ მხედველობაში იქნება მიღებული უსაზღვროობის, გონივრულობისა და მიზაშეწონილობის გამო.

ხშირად ასეთ ადამიანს ღირსების, პატივისა და რეპუტაციის საკითხებთან მიმართებაში მრავალი პრობლემა აქვს. შეუძლია გონივრულად ჩადოს არსებული კაპიტალი, მისთვის აუცილებელია ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ყოველთვის ცდილობს საკუთარი ქცევები ჭეშმარიტების ფუნდამენტზე ააგოს და მათ საფუძველში ფუნდამენტური ზნეობრივ-მორალური პრინციპები ჩადოს. იგი საფუძვლიანი, დისციპლინირებული, ინტელექტის გაძლიერების შესაძლებლობებით სავსეა. რაც არ უნდა შეისწავლოს და რაც არ უნდა მოიმოქმედოს, წარმატება დაუღალავი ძალისხმევის შედეგად მოსდის. განსაკუთრებული ინტელექტულური ანდა ფილოსოფიური მიღწევების სიღრმისეული მოთხოვნილება აქვს. ასეთ ადამიანს აშინებს, რომ შესაძლებელია ახლობლებს არ მოეწონოთ, ძალიან მგრძნობიარეა უსამართლო განსჯის და ბოროტი ცილისწამებების მიმართ. მისთვის მთავარია _ ისწავლოს აბსოლუტურად უანგაროდ ყოფნა და იზრუნოს მხოლოდ საკუთარი საქმების წინწაწევაზე და არა პირად ავტორიტეტსა და იმაზე, თუ როგორ გამოიყურება მასის თვალში.

 

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში”

სატურნი სტუმრადაა იუპიტერთან და ნეპტუნთან, ცეცხლის სტიქიაში.

ამ ადამიანის ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობანი იდეოლოგიასა და რელიგიაში დევს; ისწრაფვის ნებისმიერი იდეოლოგიური სისტემა შორს განავითაროს, იყოს ახალი სოციალური ანდა რელიგიური იდეების გენერატორი.

ის დაბადებით იდეოლოგია და მთელი ცხოვრების მანძილზე გამუდმებულ იდეოლოგიურ შემოწმებებს გადის. სატურნის მშვილდოსნის ნიშნის გავლის პერიოდში საზოგადოება ასევე ექვემდებარება მსგავს გამოცდებს _ ანუ იდეოლოგიური სისტემების სიმყარის გამოცდას გადის. ასე იყო 1928-29 წლებში, შედეგ კი 1957-58 წლებში.

ყოველთვის ისწრაფვის განივითაროს საკუთარი სისტემა, შესაძლებელია ფლობდეს სიღრმისეული სინთეზისა და განზოგადების შესაძლებლობას, შეუძლია შექმნას ახალი სოციალური იდეა. შეუძლია როგორც მაგნიტმა ისე მიიზიდოს ადამიანები, იდეის გარშემო შეაგროვოს მთელი არმია. მხოლოდ ერთია, მას უფრო მეტად არ აქვს ურყევი ავტორიტეტი და ორგანიზატორული შესაძლებლობები, შესაძლებლია არ იკავებდეს მაღალ თანამდებობას, უბრალოდ იზიდავს ადამიანებს და უშუალო ურთიერთობებში ასწავლის მათ და, ამავე დროს, თავადაც სწავლობს მათგან. ზუსტად სხვა ადამიანებთან ინდუქციაში, მათთვის ორიენტირების გაკეთებაში დახმარებისას, თავად იძენს ცოდნის სისტემას. აუცილებელად საჭიროა სხვებისთვის საკუთარი ცოდნის გადაცემა _ სწავლებით, თავადაც სწავლობს მოსწავლეებისგან. რომლის წყალობითაც მისი სისტემა უფრო მნიშვნელოვანი და გაშლილი ხდება.

კარგ შემთხვევაში, ობიექტურია და ნებისმიერი სფეროს შეცნობის წყურვილი აქვს. ანუ ასეთი ადამიანი ეძიებს საკუთარი პიროვნებისთვის საკუთარ ადგილს, და პირად მიზნებს მხოლოდ რაიმეს სწავლის ანდა იდეოლოგიის ჩარჩოებში აღწევს. ნაყოფიერი განვითარებისა და მრავალმხრივი სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია მუდმივი ურთიერთობა, უხვი კავშირი სხვა კულტურებთან და მათ წარმომადგენლებთან, თუმცაღა, სატურნის ასეთი მდებარეობისას სრულიად შესაძლებელია წარმოიშვას პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მგზავრობასთან და მოგზაურობასთან.

ეს ადამიანი უნდა ერიდოს დოგმატიზმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია უბრალოდ უმრავლესობის აზრის გავლენის ქვეშ მოექცეს და ამან მიიყვანოს კულტურაში “ყველაფრის ჩამთქმელობამდე”, ამასთანავე, შესაძლებელია, ინდივიდუალობის დაკარგვაც.

ცუდ შემთხვევაში, საშიშრობაა: იდეოლოგიის ჩარჩოებში სრული გათქვეფის, ინდივიდუალობის დაკარგვის, საკუთარი მიზნის დაკარგვის, იმ სისტემის, იმ რელიგიის ანდა იმ იდეოლოგიის მსახურობის ქვეშ მოქცევის, რომელშიც იმყოფება. ფილოსოფიით ანდა რელიგიით დაკავებისას, მის გარეთ უკვე აღარ აზროვნებს. ამასთანავე, ადამიანი კარგავს ინდივიდუალურ მიზანს, მისი ინდივიდუალობა, თითქოსდა, სრულად დამოკიდებული ხდება იმ სისტემის მსახურობაზე, სადაც თავად იმყოფება. ასე ჩდებიან ფანატიკოსები. მართალია, მთლად ცუდი ვარიანტი არაა, შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან ფილოსოფიითა და რელიგიით, მაგრამ მათ გარეშე უკვე აღარაფერს წარმოადგენენ.

ასევე, ცუდ შემთხვევაში, შეიძლება ამ ადამიანისთვის დამახასიათებელი იყოს განკერძოებულობა, დოგმატურობა, ხანდახან, უკიდურესი პატივმოყვარეობა ანდა რეზონირებადობა. ამასთანვე, საკუთარ თავს ყოველთვის მართლად ჩათვლის, ნებისმიერ საკუთარ ბოროტმოქმედებას მაღალი პრინციპებით გაამართლებს, ხანდახან, საკუთარ შეხედულებებსა და მსჯელობებს სხვებს მოახვევს თავს, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, მისი მაღალი პრინციპულობა აბსოლუტურად არ ეთანხმება დაკავებულ დაბალ პოზიციებს. ზოგიერთ შემთხევაში ვლინდება “მორჩილის-მონის” კომპლექსი, ანუ მისწრაფება _ ყველაფერი მოხვეტოს, რადგანაც აქ მშვილდოსანია, და ეს ყველაფერ გაყინავს (სატურნი). ანუ აქ ეს ვლინდება როგორც სიძუნწისა და სიხარბის ურთიერთშერწყმა.

ცუდი სატურნის შემთხვევაში, შეიძლება გამოიხატოს სხვა კულტურაში სწრაფად გათქვეფის-შერწყმის სახით. წინაპირობების დონეზე შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელია სირთულეები საზღვარგარეთ მოგზარობისას. მხოლოდ ერთია, კონკრეტულ შემთხვევევებზე ზუსტად მითითება მოხდება სატურნის მდებარეობით კონკრეტულ სახლში და სხვა პლანეტებთან და სახლებთან კავშირებში (ასპეტებისას).

სატურნის სიმბოლო მშვილდოსანში _ ფასეულობათა სისტემის გაფართოებაა. ამიტომ, როცა სატურნი მშვიდოსნის ნიშანში გადის, წარმოიშობა ყველა შესაძლო არსებული სისტემის გაფართოების მოთხოვნილება, ხდება მრავალი აღმოჩენები, მრავალი აღმოჩენა ფართოვდება და იძენს ახალ, მანამდე უცნობ ფორმებს, აყვავებას განიცდიან მრავალი რელიქტური (ანუ, ძველი ეპოქების, შორეული წარსულის გადმონაშთი) რელიგიები და სექტები. საზოგადოება სატურნის მშვილდოსანში გავლის პერიოდში, ასევე, განიცდის იდეოლოგიურ სიმყარეზე შემოწმებას (როგორც ეს იყო 1985-88 წლებში).

 

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

სატურნი აიძულებს მშვილდოსანს აიღოს ზუსტი სამიზნე.

მშვილდოსნის ოპტიმიზმი და უზრუნველობა სატურნის მიერ იცვლება მსოფლიო პრობლემებთან მიმართებაში სერიოზული ურთიერთობით და სოციალური პროგრამებისა და საკუთარი ბედის მიმართ მკაცრი მოთხოვნებით.

სატურნი დეტალურ გამოცდას უწყობს მშვილდოსნის ენერგეტიკულ წყაროებსა და იდებს და, განსაკუთრებით, მათ პრაქტიკულ გამოყენებას, და ეს, განსაკუთრებით მოზარდ და სიყმაწვილის ასაკში (30 წლამდე, სანამ სატურნის ტრანზიტი თხის რქის ნიშანში მეორედ არ გადავა) ვლინდება, ამ დროს კი, ადამიანმა საჭიროა საკუთარ და სხვა ადამიანების იდეებთან მიმართებაში თავი აარიდოს ზედაპირული ნიჰილიზმის საშიშროებებს. საქმე იმაშია, რომ თუ იდეის (ჩემი) რეალიზების მცდელობა სრულდება არაფრით, მაშინ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ ყველა (ჩემი) იდეა ცრუა: სრულიად შესაძლებელია, რომ იდეა ჩავარდა გამოუცდელი პიროვნების ხელში ანდა მთლად სწორად არ მოხდა მისი ინტერპრეტაცია. ამიტომ, ძალიან მრავლის მომცემი მდებარეობის დამუშავება დაკავშირებულია ორ მომენტთან:

ეს, პირველ რიგში, იმ იდეების გამეჩხერებაა, რომელიც მშვიდოსანს წარმოეშობა (მიუხედავად სატურნის არსებობისა, ეს იდეები მრავლად აქვს მშვილდოსანს), ხოლო მეორე მხრივ, დეტალური და ზუსტი მუშაობა იმ იდეებთან, რომლებიც კონსტრუქციულნი აღმოჩდებიან.

საერთოდ, სატურნის ეს მდებარეობა იძლევა გარეგან სკეპტიციზმსა და, ამავ დროს, მაღალი ენერგეტიკული იდეალებისკენ, ფარული ოცნებებისკენ და მათი რეალიზებისკენ შინაგან სწრაფვას. დაზიანებისას, შესაძლებელია, ძირეული დოგმატიზმი და, დროდადრო, უკიდურესი ავანტიურიზმი.

ფობიები: მე პირუტყვი, მხეცი და გახრწნილი ვარ, რამდენადაც არაფერი ამაღლებული არ შთამაგონებს მე.

 

სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ჰარმონიული ასპექტებისას: ძლიერი ინტელექტი და ცნობიერება, სუბიექტი სერიოზული, ავტორიტეტული, კვლევა-ძიებებში, მეცნიერების შესწავლაში დაჟინებულია; საფუძვლიანი, ფუნდამენტური, პროგრესული, სამართლიანი, შორსმხედველი (შორსმჭვრეტელი), წინდახედული, ჯიუტი, მყარი, მიზანდასახული, კარგი ორგანიზატორი (შეუძლია დაგეგმა), მამაცი და მყარია, ავლენს უსახლკაროების, ინვალიდების და სხვათა ცხოვრების პირობების მიმართ ინტერესს, ეს უქადის მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, პოლიტეკონომიაში, ოკულტიზმში, რელიგიაში, ეთიკისა და მორალის საკითხებში, კომერციაში, მედიცინაში, პოლიტიკაში, სპორტში (ალპინიზმი) წარმატებას.

დაზიანების შემთხვევაში: სუბიექტი –  გადაჭარბებულად უსამართლო და შეშლილია, ზარმაცი, არადისციპლინირებულია, რომელიც იტანჯება, განიცდის; არაორგანიზებულია, მიდრეკილია იმედგაცრუებისა და მონატრებისკენ, გადაჭარბებულად თავისუფლების მოყვარული და გაუფრთხილებელია, უჩვეულოდ წყენიაა, აგრესიული,  არაპროგნოზირებადი, თავხედი, უტიფარი, მეამბოხეა, მიდრეკილია რისკისა და ინტრიგებისკენ.

 ფრენსის საკოიანი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში” 

რელიგიით, ფილოსოფიით სერიოზულად დაკავება, მისწრაფება უმაღლესი განათლებისკენ. მკაცრი მორალური კოდექსი, ხშირად დაკავშირებული რელიგიურ ანდა ფილოსოფიურ სისტემასთან. იცავენ მორალურ შეხედულებებსა და სამართლიანობის პრინციპებს. უდიდესი იურისტები, რომლებსაც არ აინტერესებთ ჯიბის ქურდები, მაგრამ წინწამოწეული საზოგადოებრივი ურთიერთობების გარდაქმნის (მაგრამ ისე, რომ არ იცვლება უკვე არსებული) საკითხებით ინტერესდებიან. დიდი მიზნისკენ პატარა ნაბიჯებს დგამენ, რათა არ ჩაიდინონ გაუფრთხილებელი ქმედებები და ამით არ დააზიანონ მიზანი. ყოველთვის ეძიებენ ჭეშმარიტებას და საკუთარი ქმედებების საფუძვლის მომცემ იდეებს. ხანდაზმულობის ასაკში უბრუნდებიან რელიგიას. უპირატესობას ანიჭებენ ინტელექტუალური მიმართულების საქმიანობას, გამოირჩევიან დისციპლინით, ცნობიერებით, კონცენტრაციის უნარით. უყვართ ძველი ავტორიტეტები, აღიარებები. დიდება და ღირსება მოდის წლებთან ერთად. რაც არ უნდა შეისწავლონ, ყველაფერს საფუძვლიანად იყენებენ პრაქტიკაში. აღწევენ ღირსებას და აღიარებას დაუღალავი ძალისხმევის წყალობით. აღიარების სურვილი მიმართულია რელიგიის, ფოლოსოფიის და უმაღლესი განათლების სფეროებზე. საკუთარი ინტელექტუალური ანდა ფილოსოფიური მიღწევების ღრმა მოთხოვნილება აქვთ, რომელიც უზრუნველყოფს აღიარებას. ამაყები არიან, აშინებთ, რომ სხვებს არ მოეწონებიან, სწყინთ, როცა მათზე უსამართლოდ საუბრონენ ანდა ფიქრობენ. საკუთარ რეპუტაციაზე ძალიან ზრუნავენ. შეუძლიათ სხვებს თავს მოახვონ საკუთარი ფილოსოფიური ანდა რელიგიური შეხედულებები.

მისთვის დამახასიათებელია კრიტიკული, ცინიკური ურთიერთობა მრავალი რელიგიისა და ფილოსოფიისადმი. მაგრამ მიუხედავად ამის ცოდნისა, ახალი შეხედულების წერტლიდან, ახალი მიდგომით შეფასების უნარი არ აქვს. უფრო ხისტი და დოგმატურია, ვიდრე აცნობიერებს. შეიძლება ყველაფერს მორალის ანდა ძალიან ინტელექტუალური შეხედულების წერტილიდან მიუდგეს. ძალიან სერიოზულად ეკიდება საკუთრ სულიერ, ფილოსოფიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს, აშფოთებს და იტანჯება, თუ მისთვის მთლად ნათელი არაა რაიმე იდეა თუ თეორია. მიდრეკილება ბრონქიტისკენ.

 

ინდუბალა “ინდური ტრადიცია”

სატურნისთვის ეს ნეიტრალური ნიშანია, მაგრამ მშვილდოსნის ნიშანი იმდენად კარგია, რომ შეიძლება ადამიანი უფრო მეტ კეთილგაწყობილ შედეგებს ელოდოს ასეთი მდებარეობისგან. შეიძლება იყვნენ დიდი ცოდნის მქონე და რელიგიურები ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვების სამსახურში ყოფნის უნარები, გულისხმიერება და არიან უბრალოები ადამიანებთან მიმართებაში. მდგომარეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში მოსდით. შეიძლება იყვნენ ოპტიმისტები, რომლებიც იმსახურებენ ადამიანების ნდობას, შეიძლება ჰყავდეთ კარგი შვილები. აქვთ დიდი მასშტაბების ორგანიზაციული ქმედებების შესაძლებლობები.

 

ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

უბედური თანაცხოვრება (ქორწინება). სიღარიბე ანდა დიდი მატერიალური გართულებები. კარგი შესაძლებლობები (უნარები). მკაცრი მორალური კოდექსი. სწავლობენ ჯიუტად და დაჟინებულად; მიღებული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებულად გამოიყენება. ამბიციები ფილოსოფიის, მეთოდიკის, პედაგოგიკის სფეროებში. ამაყები, ეშინიათ ვინმეს არ მოეწონოთ. სწყინთ უსამართლო ურთიერთობა. ძალიან ზრუნავენ საკუთარ რეპუტაციაზე. ცუდი ასპექტებისას _ საკუთარ შეხედულებებს სხვებს ახვევენ თავს.

 

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

მისი სერიოზულობა მიმართულია გარე სამყაროს ობიექტური კანონების ანდა სოციალური ურთიერთქმედების სფეროს კვლევა-ძიებაზე.

 

კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

მორალურ-ზნეობრივი ავტორიტეტის ძიება, ტენდენცია “სხვებს გაკვეთილები ჩაუტარონ”, აღზარდონ, დაარეგულირონ.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

მარია კეი სიმმსი  “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ბავშვებმა, სატურნით მშვილდოსანში, შეიძლება, იმ ეთიკისა და მორალის, სულიერი იდეების ანდა ნებისმიერი ნათელი იდეების მიმართ, რომლებსაც საკუთარ თავს უყენებენ, ძალიან სერიოზული პოზიცია დაიკაონ. შესაძლებელია, ავტორიტეტული ფიგურები დიდი პატივისცემით დააჯილდოონ. შეხედულებთან მიმართებაში შეიძლება საკმაოდ კატეგორიული პოზიცია დაიკაონ.

 

სამანტა დევისი  “ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გააღები”

შიშები

  •  ნებისმიერი შეზღუდვა.

 ყურადღება უნდა მიექცეს

  • მინიჭებული თავისუფლების ბოროტად გამოყენებას;
  • კანონის დარღვევისკენ მიდრეკილებას.

 უნდა გამომუშავდეს

  • ცხოვრებისადმი პრაქტიკული მიდგომა;
  • ყოფითი ცხოვრებისეული სიბრძნე.

 შეეცადოს დაიყვანოს მინიმუმადე

  • უტაქტობა;
  • უხეშობა;
  • უნარებისა და ენერგიის გაფლაგვა და დანაწევრება.

 პოტენციური შესაძლებლობები

  • მეწარმეები და ავანტიურისტები;
  • სამართლისათვის დაუღალავი მებრძოლები.

სტატიის ავტორი:ნინო


About Rusa

Scroll To Top