დაბრკოლება + ჰარმონია = გარანტია
უარყოფითი განვითარების შემთხვევაში, ადამიანი გაფანტული, დაბნეული, არასაიმედო და პასიური ხდება. ცუდად ეგუება გარემოს, ხშირად ეგოისტურია, მისი გრძნობები ცივია, ხოლო მტრების მიმართ სიძულვილი ხანდახან გარშემომყოფებს ძლიერ აოცებს.
ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას, უყალიბდება წყნარი, ფხიზელი (მიუკერძოებელიც კი) ფსიქიკა. სხვების მიერ ადამიანი აღიქმება როგორც საიმედო და კეთილსინდისერი, ჰუმანური და გაწონასწორებული პიროვნება. ფლობს განვითარებულ მოვალეობის გრძნობასა და კანონთა და სოციალური წეს-წყობილებების სამართლიანობის ღრმა რწმენას. გულმოდგინე და სინდისიერია, ცხოვრებისა და ადამიანთა აღქმაში სამართლიანი და სერიოზულია.
ასეთი ადამიანი მუშაობს კარგად და სიამოვნებით, ფლობს უიშვიათეს თვითგამოხატვის ნიჭს და ყოველთვის იცის რა უნდა. პარტნიორობასა და თანამშრომლობასთან მიმართებაში უკიდურესად პასუხისმგებლობიანია, აქვს დეტალების მოულოდნელი გადაწყობის ნიჭი და ბრძოლის წინ ძალების მიზანდასახულად და მიზანმიმართულად გადაწყობის უნარი, რომელსაც დამაჯერებულ გამარჯვებამდე მიჰყავს. ეს – გენიალური ადიუტანტი, საიმედო საყრდენს წარმოადგენს საკუთარი ჯგუფისთვის (რაზმისთვის). ბწყინვალედ ინახავს საიდუმლოებებს, უიშვიათესად ჯიუტია უფროსობის დაცვისას და, მხოლოდ მაშინ კაპრიზულობს (ჭირვეულობს) და ბოროტად იყენებს რამეს (განსაკუთრებით მისთვის განდობილ საიდუმლოს), როცა გარშემომყოფები ვერ და არ აფასებენ მის ღირსებას და ხელზე მოსამსახურე მშრომელად თვლიან. ხანდახან, სულიერი განვითარებისკენ მისწრაფება აყალიბებს თვითუარყოფას _ ასეთ ადამიანს შეუძლია საკუთარი ინტერესების უარყოფა და გარეგანი ბრწყინვალების დათმობა საერთო სიკეთისა და კეთილდღეობის გამო.
აზროვნების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას და მოქმედებებისას ყოველთვის სამართლიანობის პრინციპი და ჰარმონიის გრძნობა იმარჯვებს. აღინიშება ფილოსოფიის, რელიგიისადმი _ მისტიკისა და ლოცვისადმი ინტერესი. ასეთი ადამიანი თანამშრომლობს საკუთარი სარგებლის მიზნის, მაგრამ არ ივიწყებს პარტნიორების სარგებელსაც. ხშირად იმედი უცრუვდება კოლეგებში, რადგანაც მიდრეკილია გადაჭარბებულად ენდოს ნებისმიერ ადამიანს. შესაძლებელია ქორწინება ასაკით უფროს, შეძლებულ ადამიანზე. დამახასიათებელია ჰუმანიზმის გრძნობის, თავაზიანობის განვითარება, ასევე არის კონფლიქტების შერბილების, ჩანავლებისა და გაწონასწორების ტენდენციაც. განსაკუთრებით წარმატებულნი არიან დიპლომატიისა და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში. უფრო მეტად უყვართ თავისუფალი პროფესიები, სადაც ადვილად და სწრაფად მოიპოვებენ დიდ ავტორიტეტს. უნდა უფრთხილდნენ გადატვირთვას, გადაჭარბებულ კრიტიკულობას და ნერვიულ აფეთქებებს _ განსაკუთრებით დიდი დატვირთვის სიტუაციებში. დაჟინებულობა და მუდმივობა პარტნიორობაში _ დაფუძნებული საერთო ინტერესებზე, საიმედოობასა და ნდობაზე, _ იწვევს გარშემოყოფების პატივისცემას. ასეთ ადამიანს უჭირს რაიმეს შეფასება შედარებებით, გადაწყვეტილების მიღებისა და გარემოს ანალიზისთვის საჭიროებს დროს. შეუძლია იპოვოს ბრწყინვალე ჰარმონია საკუთარ სურვილებსა და სოციალური ნორმებს შორის კომპრომისების ძიებისას. ვერ ითმენს დაშტამპულ მსჯელობებსა და ზედაპირულ დასკვნებს, საერთოდ არ უყვარს დახვეწილობა არც მეტყველებაში, არც ქცევებში და არც პროფესიულ საქმიანობაში. მისთვის დამახასიათებელია ნატიფი სტილი, ელეგანტურობა და შესანიშნავი მხატვრული გემოვნება. მისი ბედი ყოველთვის პირდაპირ, სწორხაზოვნად მოძრაობს, გასაგები და ადვილად გამოსათვლელია, თუმცა ცხოვრება ბევრ რამეში დამოკიდებულია როგორც მფარველებზე, ასევე პარტნიორებსა და საერთო სოციალურ ატმოსფეროზე. პროფესიულ საქმიანობაში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში, ისწრაფვის სრულყოფისკენ. თუ ეს უკანასკნელი მიიღწევა, მოულოდნელად წარმოიშობა ყველაფრის “მიგდების” და რაიმე ახლით დაკავების სურვილი. მართალია, ასაკთან ერთად ეს სურვილი წარმატებულად კონტროლირდება. ასეთი ადამიანი ისწრაფვის ყველაფერში დასრულებისა და მთლიანობისკენ. საჭიროებს სამყაროს სურათის ჰარმონიულ შესაბამისობასა და მოვლენების მთელ რიგ ზომიერებას, მისთვის აუცილებელია ყველაფერთან გაწონასწორებული ურთიერთობისთვის ჰქონდეს შინაგანი ღერძი. მის ლოგიკას აქვს განსაკუთრებული სინთეთიკური ხასიათი, რაც საშუალებას აძლევს იპოვოს ნებისმიერი პოზიციის გამართლებისთვის (როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანებისაც) არგუმენტები, რაც ბრწყინვალე დიპლომატად აქცევს. კამათისას დაუმარცხებელია, რამეთუ, ის, არამარტო თანმიმდევრულად აყალიბებს საკუთარ აზრებს, არამედ, ისე აყალიბებს, რომ შეუძლებელს ხდის ამ აზრებს ვინმე გამოეკიდოს და, თან ცდილობს არ გადავიდეს პიროვნულზე და პიროვნებაზე, არ უწევს წინააღმდეგობას და არ აღიზიანებს ოპონენტს, არამედ ახერხებს საკუთარი შეხედულების საპირისპირო მხარეზე გადასვლას და დათანხმებას ისე, რომ გამარჯვებულად ზუსტად იგი იქნება აღიარებული. ასეთი ადამიანი ცდილობს, მთლიანად ცხოვრებაშიც და თვითგამოხატვის სტილშიც, უწყვეტ განვითარებას და თანმიმდევრულ სრულყოფას. საკუთარი სისტემის ნებისმიერი ნაკლის, მსოფლმხედველობასა და არჩეულ სოციალურ პოზიციებში დაუმუშავებელი მხარეების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანია. ყველა ურთიერთობაში მომთხოვნია საკუთარი თავის და სხვების მიმართაც, რის გამოც, არცთუიშვიათად, ოჯახურ ცხოვრებაში წარმოიშობა სირთულეები, რადგანაც პარტნიორს უყენებს უფრო მეტ და მეტ მოთხოვნებს. მისი პარტნიორი ვალდებულია განვითარდეს მის პარალელურად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშორება და კავშირის გაწყვეტა გარდაუვალია. წარმატებული კარიერისა და სიღრმისეული ფილოსოფოსობისთვის სჭირდება ჰარმონიულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ წრეში ჩაღრმავება.
ასეთი ადამიანები ყველაფერში მყარ წესებს და ნათელ კრიტერიუმებს ინარჩუნებენ, მართალია, ხანდახან უჭირთ მიღებული შეფასებებისგან, ერთხელ და სამუდამოდ, გათავისუფლება და ხშირად ცოდავენ ყველაფერზე “იარლიყების მიკერებით”. ისინი ახალ გარემოს უცბად არ ერგებიან, ახალ ადგილზე ანდა უცნობ კომპანიაში თავიდან დათრგუნულად გრძნობენ თავს და იკეტებიან. სრულ თვითკმარობასა და სრულფასოვნებას განიცდიან მხოლოდ სამეგობრო წრეში, საკუთარ ჰარმონიულ სამყაროში. ასეთი ადამიანები არავისზე ახდენენ წნეხს, მაგრამ ვერ ითმენენ, როცა სხვები ცდილობენ წნეხის გაკეთებას. ცხოვრებაში საკუთარ კანონიერ ადგილს ყოველთვის იკავებენ, სოციალურ სივრცეში მოხერხებულად პოულობენ საკუთარ “ეკოლოგიურ ნიშას”. ბრწყინვალედ გრძნობენ საკუთარ სიმცირეს (სიპატარავეს) მთლიანი სოციუმისა და სამყაროს წინაშე და საკუთარი შესაძლებლობებისა და ამოცანების შეფასებისას გამოდიან საკუთარ თავზე, როგორც სამყაროსეული ორგანიზმის ამ პატარა ნაწილზე, შექმნილი წარმოდგენიდან. მათთვის დამახასიათებელია უიშვიათესი ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა. ჰარმონიის ნებისმიერი რღვევა აღიქმება როგორც გამოწვევა და პირადი შეურაცხყოფა. ძალიან სკრუპოლოზულად და ზედმიწევნით ამოწმებენ მათ მიერ ხელმოსაწერ შეთანხმებებსა და კონტრაქტებს. უკიდურესი ყურადღებით ეკიდებიან შეთანხმებული საქმეების დეტალებს.
ასეთი ადამიანი თავს მსოფლიო ცხოვრების მუშაკად გრძნობს, რომელიც ცდილობს ყვლაფერში და ყველგან დაამყაროს ჰარმონია და წონასწორობა. ყველანაირ დისჰარმონიულსა და დისკომფორტულს უბრალოდ გაურბის. ეს ადამიანი მეგობრულია, პოპულარული, მრავალმხრივი სულიერი და კულტურული ინტერესებით, ფლობს მაღალ მისტიურ გრძნობას, მიდრეკილია სარგებლიანი და მოსახერხებელი ქორწინებისკენ, ყველაფერში წონასწორობისა და წესრიგისკენ ისწრაფვის. ურთიერთობაში ფაქიზი, რბილი და მსუბუქია, ჩვეულებრივ, გავლენიან ადამიანთა წრეში მრავალ კავშირს ფლობს და არ უყვარს ურთიერთობა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებთან. ამ ადამიანში დისციპლინირებულობა, ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, ასევე, სერიოზულობა ბწყინვალე სახით ერწყმის გარეგან მიმზიდველობას, ფილოსოფიის სიყვარულს და სამართლიანობის გამახვილებულ (გამძაფრებულ) გრძნობას. ასეთი ადამიანი, არცთუიშვიათად, ხდება გამოჩენილი ადვოკატი, პატივცემული მოსამართლე, წარმატებული შუამავალი, ბრწყინვალე იურისტ-კონსულტანტი, შედეგიანი ორგანიზატორი და დამგეგმავი. ქორწინება მისგან ითხოვს მოთმინებასა და გულმოდგინებას. წარმატების მიღწევისთვის მთავარია _ ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა, რომელიც უშრომელად მიიღწევა.
საერთოდ, ასეთი ადამიანები კოლექტიურ ქვეცნობიერთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და, ჩვეულებრივ, იკავებენ საზოგადოებაში ავტორიტეტულ, შესამჩნევ მდგომარეობას, რომელსაც, თავისთავად, სიმდიდრე და ძალაუფლება მოაქვს. უპირატესობას ანიჭებენ თანამშრომლობას, მტრებთან ბრძოლაში იყენებენ ტაქტსა და დიპლომატიურობას. შესაძლებელია სხვების მიმართ გადაჭარბებული მომთხოვნელობა, მოუთმენლობა და წყენის მიმყენებლებისთვის პატიების (მიტევების) უუნარობა.
ამ ადამიანს გემოვნება ამაღლებული და დახვეწილი აქვს, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობანი შეუდარებელია. ხშირ შემთხვევაში, უყალიბდება პატივისცემა (და სიყვარულიც კი) მეცნიერებისა და ხელოვნებისადმი.
ყველაზე რთულ კონფლიქტებსა და წინააღმდეგობების დროს ამ ადამიანებს ხშირად იწვევენ მშვიდობისმყოფელთა და შუამავლების როლზე, რასაც მათთვის შესაბამისი დიდებაც მოაქვს. ჩვეულებრივ, იძლევიან კარგ ბრძნულ რჩევებს, რომლებიც არანაკლებ დამაჯერებელია სილამაზის, შარმისა და გაწონასწორების გამოც.
ასეთი ადამიანი ბრწყინვალედ იგებს, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს სხვებთან, იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდეს. ასეთი, მიზნამდე მიმყვანი თანამშრომლობა, შესაძლებელია მხოლოდ იმ განსხვავებულ მხარეებთან სამართლიანი ურთიერთობისას, რომლებიც მონაწილეობენ საერთო პროექტში, ხოლო ასეთი სამართლიანობა ივარაუდება მკაცრ, მაგრამ ორივე მხარისთვის მისაღებ წესებსა, პრიციპებსა და ვალდებულებებში. ასეთი ადამიანები თვლიან, რომ ყოველი ვალდებულია აკეთოს საკუთარი საქმე და იგრძნოს პირადი პასუხისგებლობა მთლიანზე. დისციპლინა და პასუხისმგებლობა დაფუძნებულია ქორწინებაში, საქმესა და სამსახურში გაცნობიერებულ ურთიერთმოვალეობაზე. ისინი დაბადებიდან გამანაწილებლები (მოვალეობების, შრომისა და პასუხისმგებლობების) და ადამიანთა ურთიერთობების ბრწყინვალე დამრეგულირებლები არიან. ხშირად არიან მათთვის კურთხეულნი (ღმერთისგან მოვლენილნი), ვინც დაკავშირებულია სამსახურეობრივი საქმიანობითა და ურთიერდამოკიდებულებით. ისინი მუდამ აქტიურნი და ორგანიზატორული ძალით შეპყრობილნი არიან და ეშხიათ ეკიდებიან მრავალი მოლაპარაკებისა და საქმიანი შეთანხმების დადებას. როგორც პროექტების ხელმძღვანელები, საერთო პროცესში მონაწილე თანამშრომელთა შორის მოხერხებულად ანაწილებენ პასუხისგებლობას. განსაკუთრებულად განწყობილნი არიან ჯგუფური ღინისძიებისა და დღესასწაულების დაგეგმვისა და ორგანიზებისადმი. ქორწინება ხშირად მოთმინების გამოცდას წარმოადგენს, რომელიც სრულ, მძიმე შრომას, მუდმივი ბალანსისა და კომპრომისების ძიებას ითხოვს. სიფაქიზის, ტაქტის, საიმედოობის წყალობით, ყოველთვის აღწევენ საკმაო სიმდიდრეს. დაბალ დონეზე განვითარებისას ყალიბდება სხვების მიმართ გადაჭარბებული პრეტენზიულობისკენ მიდრეკილება, სიყვარულისა და შემწყნარებლობის უკმარისობა, ასევე, კანონის ასობგერების (და არა თავად კანონის აზრის) დაცვისკენ მიდრეკილება. როცა ვითარება ყალბი პატივმოყვარეობა, სამართლიანობის გრძნობა იჩრდილება და გარდაიქმნება სუბიექტივიზმად, წარმოიშობა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ვალდებულების აღებისკენ მიდრეკილება, მაგრამ ყველაფრის შესრულებას ვერ ახერხებს, რადგან ეს შეუძლებელიცაა და დაუჯერებელიც. ასეთი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ ნაბიჯზე იმის გახსენება, რომ ის _ მშვიდობისმყოფელი და მსოფლიო ენერგიის კოორდინატორია და არა მბრძანებელი ანდა “მონათმფლობელი”.
პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
სატურნი იმყოფება ჰაერის ნიშანში, ქირონისა და ვენერას სამყოფელსა და ეგზალტაციაში. ეს ყველაზე ოპტიმალური მდებარეობაა სატურნისთვის. ის იმყოფება ქირონის (ქირონი კი ცის გასაღების სიმბოლიზებას ახდენს, რომელიც ერთი სივრციდან მეორეში კარს აღებს) და ვენერის (რომელიც ესთეტურობასა და კარგ გემოვნებას იძლევა) სახლში.
ამასთან ერთად, სატურნის ძლიერი მდგომარეობისას, ადამიანს ახასიათებს ფასეულობათა სისტემის, კრიტერიუმებისა და შეფასებების გამომუშავებისკენ სწრაფვა, რომლებიც დაფუძნებულია სხვადასხვა დასახული გავლენის წყაროებზე. ჩვეულებრივ, ამ მდგომარებაში ვლინდება კლასიფიკაციის, სისტემის, ჰარმონიულობის (ყველა გამოვლინებაში _ იქნება ეს ადამიანებთან, თუ თეორებთან ურთიერთქმედება) ძალიან მაღალი შესაძლებლობა. გარდა ამისა, ქირონის სატურნზე გავლენა გამოხატული იქნება ნებისმიერი სისტემისთვის საჭირო გასაღების მუდმივ ძიებაში. ადამიანის მიერ ღერძის მიღების შემდეგ იწყება გასაღების მუდმივი ძიება. იგი ნებისმიერ სისტემაში ბრწყინვალედ “შედის”. უფრო ხშირად, ამ ადამიანს დიდებული ლოგიკა აქვს, ამასთანავე, მისი ლოგიკა ხასიათდება ალტერნატიული მიდგომებით, როცა ადამიანს შეუძლია სხვადასხვა მხრიდან შეხედოს ერთი და იგივე მოვლენას, შეუძლია აღწეროს ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა თვალსაზრისით. ანუ მას აქვს სისტემა, რომელიც ითვალისწინებს განსხვავებულ შეხედულებებსა და თვალსაზრისებს.
ეს ადამიანი ბრწყინვალედ ახდენს რეაგირებას ჰარმონიულ ინფორმაციებზე, ყველაფერ იმაზე, რასაც დასრულებულობის, სრული და ფასეული სახე აქვს. საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებისთვის სჭირდება სამყაროს მთლიანი სურათი, ჰარმონიული მოვლენების მთელი რიგი, როცა შესაძლებელია მიიღოს ღერძი, შეარჩიოს ყველაფრისთვის შესაბამისი, საკუთარი გასაღები. ფლობს ბრწყინვალე ლოგიკას (ოღონდაც არა _ ანალიტიკურს, არამედ _ სინთეთიკურს), რომლის წყალობითაც შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერი საკუთარი პოზიციის გასამართლებისთვის იპოვოს ის და ისეთი არგუმენტები, რომელზეც შეუძლებელია გამოკიდება. არავის აღიზიანებს, მაგრამ რჩება საკუთარ აზრზე და ასეთი სახით ინარჩუნებს საკუთარ შეხედულებებსაც. ამ ადამიანს აქვს ზომიერებისა და სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა. ხშირად უმუშავდება ინდივიდუალური განვითარების სისტემა, მაგრამ განვითარებისთვის გამუდმებით საჭიროა ალტერნატივა, შესაძლებლობის არჩევის სიუხვე. მაგრამ საკუთარი კრედოსთვის, საკუთარი შეხედულებებისთვის, უფრო მეტი ალბათობაა, რომ ბრძოლა არ დაიწყოს (შეუძლია დათმობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რჩება საკუთარ აზრზე).
ასეთი ადამიანისთვის ცხოვრების სასწორის პინები მუდამ გაწონასწორებულია, თუ ერთ-ერთი მათგანი გადახრილია, მაშინ დაუყოვნებლივ ეცდება წონასწორობის აღდგენას.
მისთვის აუცილებელია გამუდმებით განვითარება და სრულყოფა, მაგრამ ეს განვითარება, საკუთარი ინდივიდუალური ღერძისა და მიზნების გამომუშავებისკენ სვლა, შესაძლებელია მხოლოდ ჰარმონიულ გარემოში და, ერთდროულად, არჩევანის სიუხვეში. თუ გარემო დისჰარმონიული აღმოჩნდა, მაშინ, უფრო სავარაუდოა, რომ მან ადამიანი ვერ გადატეხოს (რადგანაც აქ სატურნის ძლიერი მდებარეობაა), მაგრამ განვითარების შეჩერება მოახდინოს.
ალბათობაა, რომ ეს ადამიანი როცა საკუთარ თავში, საკუთარ სისტემაში დაუმუშავებელ მხარებს ეძებს, უკეთეს შემთხვევაში, საკმაოდ ფხიზლად უდგება საკუთარ თავს და არასდროს კმაყოფილდება არსებულით, ყოველ ახალ საფეხურზე (იგივე სპირალისებურად განვითარებისას _ სპირალის ხვეულზე) საკუთარ თავსა და სხვებსაც უყენებს უფრო მეტ და მეტ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარეობს ქორწინებაში პრობლემების ნაწილიც, ანუ პარტნიორი, შესაძლებელია, რაიმე კრიტერიუმის გამო, მომენტალურად გახდეს ამ სატურნის მფლობელის მზარდ მოთხოვნებთან შეუსაბამო, განსაკუთრებით, თუ ის არ განიცდის სრულყოფის აუცილებლობას და მოთხოვნილებას. ასეთი ადამიანისთვის აუცილებელია პარტნიორთან ერთად სრულფასოვანი განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუების პერიოდი დგება, ყველა ცხოვრებისეული მოწყობის რღვევა ხდება და ეს მთელი ცხოვრების ტრაგედიად იქცევა. არაჰარმონიულ გარემოში შეიძლება იგრძნოს რაიმე დანაკარგის შეგრნძება, გარესამყაროსგან გათიშულობა, არადა, განვითარებისთვის აუცილებელია ჰარმონიული წრე.
ჩვეულებრივ, მისთვის დამახასიათებელია მყარი წესები და კრიტერიუმები, ხანდახან, ძნელია მიღებული შეფასების სისტემებისგან, ერთხელ და სამუდამოდ, გათავისუფლება და სცოდავს ყველაფერზე “იარლიყების” მიწებებით. სრულფასოვანი განვითარებისთვის, ასევე, აუცილებელია სამყაროს სრული სურათი და თუ ის არაა, მაშინ შესაძლებელია განვითარების გაჩერება.
განსაზღვრულ ფორმებზე დამოკიდებულება ხშირად გარშემომყოფებთან ურთიერთქმედებაზე ტოვებს ანაბეჭდს (კვალს): ახალ წრეში ძლიერად შეიგრძნობს საკუთარ განცალკევებას, უფრო ჩაკეტილი ხდება და ხშირად ურთიერთობს თავდაპირველ (ეთიკურად) მიღებულ ფორმებში _ ანდა “თქვენ”-ობით ანდა “შენ”-ობით _ მიმართვით.
საუკეთესო შემთხვევაში, ჩვეულებრივ, შეიგრძნობს სრულ თვითკმარობას, იმყოფება საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან სრულ ჰარმონაში, არავის თრგუნავს და მასაც არავინ უკეთებს წნეხს, საზოგადოებაში იკავებს საკუთარ, კანონიერ ადგილს _ თავისებურ “ეკოლოგიურ ნიშას”. იყოს მთლიანის ნაწილი, შეერწყას მას და არ დაუპირისპიროს საკუთარი თავი მთლიანობას/სამყაროს _ აი, რას ასწავლის სატურნი სასწორში გავლისას. ჰარმონია, სამართლიანობის გრძნობა _ უპირველესია და ჰარმონიის ნებისმიერი დარღვევა მის მიერ აღიქმება როგორც პირადი დაბრკოლება – ყველა ეს თვისებები შეუძლია განივითაროს ამ სატურნის შემთხვევაში.
გარდა ამისა, სატურნის სასწორის ნიშანში ტრანზიტისას საზოგადოებაში წარმოიშობა ყველა სახის საქმიან შეთანხმებებში, ქაღალდებთან მიმართებაში მტკივნეული ურთიერთობა. ამ პერიოდში შეიგრძნობა საერთო ჰარმონიის მოთხოვნილება, ამიტომ, შესაძლებელია ძველი კანონების გადახედვა, ყველანაირი უსამართლობის გამართლება, მსოფლიო ჰარმონიაში მონაწილეობის გამოცდა: განიცდება სიყვარულის, შემწყნარებლობის უკმარისობა, ხდება ქორწინების კავშირის სიმყარის შემოწმება, ხანდახან ნათელი ხდება პარტნიორთა ნაკლი. ყველაფერი დისჰარმონიული, რომელიც ხელს უშლის განვითარებას, “გადაიყრება” _ თუნდაც აღდგენის მიზნით, თუმცა შესაძლებელია, მხოლოდ გარეგანი (მოჩვენებითი, ვიზუალური და არა ძირეული და სრულყოფილი ცვლილება) სამართლიანობის აღდგენაც მოხდეს (სატურნი სასწორში ვერ ითმენს ჯოხის ზედმეტად გადაღუნვას _ ზუსტად სატურნის სასწორში ყოფნისას _ 1953 წელს _ მოხდა სტალინის “მოშორება”, ხოლო ბრეჟნევი უბრალოდ “გადააგდო” _ 1982 წელს).
ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
სატურნი ხაზს უსვამს სასწორის სამართლიანობის მოთხოვნილებას, მაგრამ ამავე დროს, მისი მიღწევის გზაზე დაბრკოლებებს ქმნის.
სასწორის ნიშანში დაუმუშავებელი სატურნი იძლევა მსჯელობებში გადაჭარბებულ სიხისტეს იმ სიტუაციის ცალმხრივად ხედვასთან შერწყმით, რომელშიც ადამიანი აღმოჩდება.
აქ სასწორი, შეიძლება ითქვას, “ჩაბეჭდილია” განსაზღვრულ მდგომარეობაში, ადამიანს ნამდვილად უჭირს სხვების პოზიციების გაგება (აღარაფერს ვამბობთ მსოფლმხედველობაზე), თუ ისინი თუნდაც მცირედით მაინც განსხვავდებიან მისი პოზიციისგან. სხვათა შეხედულებები და გემოვნება მასში იწვევს გულწრფელ გაოცებას და თვალსაჩინო შეცდომების ანდა გაუგებრობის გაფანტვის (სიტყვებით მაინც) მცდელობას. ადამიანი ძალიან მიდრეკილია, სიტუაცის მიმართ საკუთარი ძლიერი მოვალეობის გრძნობა თავსმოახვიოს გარშემომყოფებს (ამ დროს მათ სურვილი უჩდებათ ამ ადამიანს უთხრან: “შეხედე საგნებს უფრო მსუბუქად”, მაგრამ იციან, რომ მაინც ვერ გაიგებს) და მიმართოს მისი განვითარება იმ განსაზღვრული მიმართულებით, რომელსაც, როგორც ერთადერთ სწორ და სამართლიან მიმართულებად თვლის (თავისი შეხედულებით), და როცა მისი ძალისხმევა კრახით და გარშემომყოფების უკმაყოფილებით სრულდება, ან ვერ იგებს რაშია საქმე, ანდა მოვალეობის, პასუხისმგებლობის და/ან სინდისის გრძნობის უკმარისობაში მათვე ადანაშაულებს. სატურნის დამუშავება ათავისუფლებს სასწორის სახსარს, მაგრამ ძალიან მძიმეს ხდის მის პინებს. მართალია “ახლა” სასწორის აზრები წონიანად ჟღერს, მაგრამ ეს ყველაფერი სატურნისეული სიბრძნიდან მოდის (რომელიც აღემატება სასწორში დამუშავებული მარსის ენერგიას).
განვითარებულ სატურნისეულ სასწორს შეუძლია სიტუაციის სხვადასხვა კუთხიდან დანახვა, მაგრამ არ ჩქარობს დასკვნების გამოტანას; შეუძლია როგორც წარსულის კვანძების (ისტორიის საკითხი), ასევე, აწმყოს “თავქარიანობის” და მომავლის მოთხოვნილებების (სატურნი მართავს დროს) გათვალისწინება.
სატურნი სასწორში ანსხეულებს კარმის კანონს როგორც მიზეზ-შედეგობრიობის კანონს, ამიტომ განვითარებული სატურნისეული სასწორი არ ახორციელებს ქმედებას საკუთარი კარმული პროგრამების გარეთ და შესაბამისად, არ იღებს დისჰარმონიულ, სამყაროსგან დაბრუნებულ დარტყმებს; ამიტომ მას ფაქიზად შეუძლია წონასწორობის შენარჩუნება, და მისი პინები ნელა მერყეობს, თითქოსდა, წმინდა ოქროსგან იყოს გაკეთებული.
ამ შემთხვევაში, სასწორს შეუძლია დუმილი, რაც ასე უძნელდებათ ზოგადად, სხვა ჰაერის ნიშნებს და კონკრეტულად, კარდინალურ ჰაერის ნიშნებს.
სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”
სატურნისთვის ეს ერთ-ერთი ძლიერი მდებარეობაა, რადგანაც აქ ეს პლანეტა იმყოფება ეგზალტაციაში. ჰარმონიულ ასპექტებში სუბიექტს მიდრეკილება აქვს ჰარმონიისა და წესრიგისკენ, დაჟინებულობისა და მიზადასახულობისკენ, იგი არის წყნარი და მას აქვს: კონცენტრაციის უნარი, გამჭვრეტელობა, კარგი მახსოვრობა, სიღრმისეული დ ზუსტი ჭკუა-გონება, პრობლემის ნათლად გაგების უნარი, საკუთარი ცხოვრებისა და გარშემომყოფებთან ურთითერთობის მოწესრიგებისკენ სწრაფვა, კამათისა და კონფლიქტების გადაწყვეტის უნარი, პატიოსნება და სამართლიანობა; მყარია შეხედულებებსა და აზრებში. კარგი მდებარეობაა სამეცნიერო საქმიანობით დაკავებული მუშაკისთვის, არქიტექტორისთვის, კონსტრუქტორისთვის, დიზაინერისა და მათემატიკოსისთვის.
თუ სატურნი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: ეგოიზმი, იმედგაცრუება სიმპატიებში, მერკანტელისტობა, კონფლიქტურობა, წინააღმდეგობის გაწევა/მტრობა, გულღრძოობა, გაღიზიანებულობა, სირთულეები სხვა ადამიანების ურთიერთგაგებაში.
ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
იციან, როგორაა საჭირო თანამშრომლობა, რათა რაიმე გაკეთდეს და საერთოდ, რათა იცხოვროს და, რომ ეს თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, რათა მიღწეულ იქნეს მიზანი. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ მხარეებთან სამართლიან ურთიერთობაში, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში, ეს სამართლიანობა კი, თავის მხრივ, გულისხმობს ორივე მხარისთვის მისაღებ წესებსა და მოვალეობებს. ყოველი ადამიანი ვალდებულია აკეთოს საკუთარი საქმე და იგრძნოს მთელზე საკუთარი პასუხისგებლობა –ეს ამ ადამიანის პრინციპია. დისციპლინა და პასუხისმგებლობა ვლინდება ქორწინებაში, საქმესა და სამსახურში ურთიერთვადებულების სახით.
კარგი იურისტები, მოსამართლეები, შუამავლები. ყველა მოლაპარაკება და ურთიერთობა (მათ შორის ქორწინებაც), ხშირად კარმის ბუნებას ატარებს, ანუ წარმოიშობა როგორც შეხვედრებისა და ურთიერთობების ის შედეგი, რომელიც წარსულში (წინა ცხოვრებაში) საკუთარ თავებს დააკისრეს ვალდებულეებით, მოვალეობებითა და მორალურ-ზნეობირივი ბრალით.
შეპყრობილნი არიან საქმიანი ურთიერთობებით, ორგანიზაციული გეგმებით, სამართლებრივი მოლაპარაკებების ჩამოყალიბებებით, თანამშრომლობებში მოვალეობების განაწილებით. ასევე აქვთ მასიური ღონისძიებების განსაკუთრებილი დაგეგმვისა და ორგანიზატორობის უნარი. იცავენ მინდობილ საიდუმლოებებს. ხშირად გვიანი ქორწინება ანდა ქორწინება გავლენიან ადამიანზე, რომელიც დიდ პასუხუსგებლობას ატარებს საქმეში ანდა პროფესიაში. თავად ქორწინება ხშირად დაკავშირებულია ტვირთთან, მძიმე შრომასთან, მოთმინების გამოცდასთან.
სოციალური ყნოსვა და სოციალური პასუხისგებლობა. შესაძლებელია დიდი სიმდიდრე ანდა პატივისცემა თანამშრომლობის შესაძლებლობის წყალობით, რაც ითხოვს სიფაქიზეს, ტაქტს, საიმედოობასა და კარგ ორგანიზაციულ უნარებს. ხანდახან მიდრეკილება აქვთ სხვების მიმართ დიდი პრეტენზიების წაყენებისკენ _ მონების მფლობელი.
სიყვარულის, თავაზიანობის, პასუხისგებლობის უკმარისობა, მიდრეკილება კანონის სკურპოლოზულად დაცვისკენ და ამ დროს, თავად კანონის აზრის დავიწყება. სამართლიანობა, რომლისკენაც ისწრაფვის, შეფერადდება სუბექიტივიზმით. შესაძლებელია სიჯიუტე, მრისხანება, კაპრიზულობა, ცრუ პატივმოყვარობა, რომელიც ჩააგონებს საკუთარ თავზე იმდენად და ისეთი მოვალეობების აღებას, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ დამუშავების შედეგად და შემთხვევაშია შესაძლებელი. აქედან ჩდება დაკავებული თანამდებობისა და რეპუტაციის დაკარგვის რისკი.
იმოსებიან აკურატულად. ძლიერად განვითარებული ფორმის გრძნობა. შესაძლებელია ხელოვნების უნარების გვიანი გახსნა.
აღიქვამს საკუთარ, პირად ურთიერთქმედებას იმდენად სერიოზულად, რომ იგი უფრო მეტად ეჩვენება სამუშაოდ, მუდმივ ძალისხმევად, კომპრომისად, ვიდრე თავისუფალ და სასიხარულო თანაარსებობად. შეიძლება იგრძნოს, რომ ურთერთქმედება მთლიანობაში მისგან უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე მოიღებს და ახლო ურთიერთობაში ფრთხილად და გააზრებულად ერთვება.
ეშინია ახლო ურთიერთობებში მოტყუების.
დაავადებებიდან დამახასიათებელია: თავის ტკივილები, თირკმელების დაავადებები, თირკმელებში კენჭები, სისხლის დაავადებები, შარდის შეკავება, ქალებში ციკლის დარღვევა.
ინდუბალა “ინდური ტრადიცია”
აქ სატურნი ეგზალტაციაშია, იმყოფება სრული ძალით. ეს შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლის ხანგრძლივობაში, იოგით გულწრფელად დაკავებაში, მასებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობაში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში წარმატების მიღწევაში ანდა ზოგიერთ ისეთ სფეროში, როგორიცაა მასობრივი წარმოება და უცხო ადგილებისა და წეს-ჩვეულებების ინტერესში. ასეთი ადამიანი შეძლებს იყოს მდიდარი და შეუძლია გამოიმუშაოს (ფული, შემოსავალი) კულისებს მიღა რაიმე საშუალებების ანგარიშის წყალობით. მსუბუქად ექვემდებარება ხიბლს, კავშირებს საპირისპირო სქესთან და შეუძლია დაიკაოს გავლენიანი პოზიციები.
ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
მთელი ის წლები, რომელთა რიცხვიც იყოფა შვიდზე ანდა ცხრაზე, იქნება უბედური. წარმატება იურიდიულ კარიერაში. ნერვიული ტემპერამენტი. ასეთი მდებარეობა ასევე აღნიშნავს გვიან ქორწინებას ანდა ქორწინებას გავლენიან, ცნობილ ადამიანზე. თავად ქორწინება _ ტვირთი, მოთმინებაზე ვარჯიშია. კარგი ასპექტებისას _ მაღალი სოციალური მდგომარეობა, კეთილდღეობა. ცუდი ასპექტებისას _ უდიდესი პრეტენზიები სხვების მიმართ (მონათმფლობელი). დაზიანებული სატურნი იძლევა ცრუ პატივმოყვარეობას, მისწრაფებას საკუთარ თავზე აიღოს ძალიან ბევრი, აქედან _ რისკი დაკარგოს თანამდებობა და რეპუტაცია.
სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”
ამ ადამიანს ახასიათებს დახვეწილი, გემოვნებიანი სტილი, ელეგანტურობა და კარგი გემოვნება, შესაძლებელია, ასევე საკმაოდ გამოკვეთილი ბედი. პროფესიულ საქმიანობაში, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, ისწრაფვის სრულყოფისკენ.
კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”
ობიექტურობა, ნათელი და მომთხოვნი ძიება სამართლიანობისა და მთლიანობის. ხასიათში პრინციპულობა.
საბავშვო ჰოროსკოპი
მარია ქეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”
ბავშვები, სატურნით სასწორში, საკუთარი ურთიერთობების ძალიან ერთგულები არიან, თუმცა შეიძლება საჭირო იყოს ხანგრძლივი დრო, იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, ვის ენდობიან. სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ეს ბავშვები აღშფოთებას გამოხატავენ, როცა ვინმეს მიმართ გამოვლენილი უსამართლობის შესახებ იგებენ.
სამანტა დევისი “ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”
შიშები
- მარტოობა;
- საზოგადოების მიერ მიუღებლობა;
- ურთიერთობათა გაწყვეტა.
ყურადღება უნდა მიექცეს
- გარშემოყოფებთან ურთიერთობას;
- ორჭოფობას;
- არამუდმივობას.
საჭიროა გამომუშავდეს:
- პასუხისმგებლობა;
- საკუთარ თავში დარწმუნებულობა (თავდაჯერებულობა);
- დამოუკიდებლობა.
შეეცადოს დაიყვანოს “არა”-მდე (მინიმუმადე)
- შეუგუებელი, შეუთავსებელი ხასიათი;
- პირმოთნეობა, მლიქვნელობა, პირფერობა, მაამებლობა.
პოტენციური შესაძლებლობები
- დაუღალავი მშვიდობისმყოფელები;
- სიმართლის გამო მებრძოლნი.
სტატიის ავტორი: ნინო