“სიფრთხილე”
ასეთი პირი ავადმყოფურად მგრძნობიარეა და შესაბამისად მიდრეკილია მოახდინოს საკუთარი თავის სხვებისგან წინასწარ იზოლაცია. თუკი გარემოებები საშუალებას არ აძლევს განმარტოვდეს, იგი ცხოვრობს ნანატრი განმარტოების მიღწევის სურვილით. მისი შემოქმედების აყვავება მხოლოდ მაშინ აღწევს პიკს, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა განმარტოვებით იმუშაოს. მართალია, ზედმეტმა იზოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს მარტოობის გრძნობები და შიში. რამდენადაც ასეთი პირი არის მტკიცედ მიჯაჭვული საზოგადოების მიერ მიღებულ გამოცდილებებსა და მოსაზრებებზე, იგი მიდრეკილია დამალოს სხვებისგან საკუთარი პრობლემები და მუდმივად ფიქრობს, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის განწყობილი.
მან უნდა გამოიმუშაოს ოპტიმისტური ხედვა გარესამყაროს მიმართ და მომავალის ნათელი იმედის ქონა. აუცილებელად უნდა უფრთხილდეს ეგოიზმს და გატაცებით ემსახუროს ახლობლებსა და მთელ კაცობრიობას. პლანეტის დაზიანებისას შეიძლება უთითებდესს მამის ადრეულ დაკარგვაზე. ამ ადამიანს უყვარს მუშაობა კულისებში (საავადმყოფოებში, უნივერსიტეტებში, ადმინისტრაციულ და სავაჭრო კომპანიებში). ის ხშირად აღწევს აღიარებსა, როგორც ფსიქოლოგი ანდა მოღვაწე. ენერგიის არასათანადოდ გამოყენებას მიჰყავს მარტოობის გრძნობის მყარ ფორმირებადე და ღრმა დეპრესიამდე.
მისი ცხოვრება სავსეა არაკეთილმოსურნეებთან შეხვედრებით. თუმცა, ხშირად საკუთარ მტრებს თავადვე იგონებს და ხშირად მტრების არსებობა მხოლოდ მისი ფანტაზიაა. სხვებისთვის მსახურება და სამუშაო კონკრეტულად და პრაქტიკულად, მან უნდა მოიცილოს მრავალრიცხოვანი და რთული ფსიქოლოგიური პრობლემები. ბედნიერებას ის აღწევს მარტოობასა და სიჩუმეში. ხასიათი დახურული/ჩაკეტილი, რომელსაც აქვს იზოლაციისკენ სრაფვა და საკუთარი პოზიციების დაფარვისკენ მიდრეკილება. ასეთი პირი ისწრაფვის საიდუმლო სამუშაოსა და ცხოვრებისკენ – განმარტოებით ანდა ჩუმად. ის სავსეა მწუხარებით, შიშით და იმედგაცრუებით. ხშირად აღმოჩნდება მიმართ ცრუ ბრალდების მსხვერპლი და შეიძლება პატიმრობით და თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს. არ გამორიცხება მოთავსებული იქნეს ნევროლოგიურ კლინიკაში.
ასეთი ადამიანის მტრები არიან უსამართლონი და უსასრულოდ დაჟინებულნი. ისინი არ გრძნობენ უხერხულობას გამოიყენონ ნებისმიერი საშუალება ბრძოლის დროს, მაგრამ ზუსტად ამის გამო,მას მუდმივად უწევს შეეჯახოს ღალატს, მოტყუებსა და ცილისწამებას. გარდა ამისა, მას აქვს უნარი განასხვაოს მეგობრები მტრებისგან. შედეგად, მრავალი წლის განმავლობაში ხდება თავშეკავებული, ეჭვიანი და ორჭოფული. შეიმუშავებსწინააღმდეგობის და კონკურენციის სხვადასხვა მეთოდებს – დაწყებული მეზობლებთან სასამართლოებით და დამთავრებული თავდაცვითი ფორტიფიკაციების აგების ხელოვნებით. მისი ცხოვრების გარშემო სულ არის ჭორი და დაპირისპირებები. მეგობრები ხშირად ხდებიან მტრები. ტენდენცია – სევდა ხშირად ღრმავდება დიდ მტრულ გარემოში.
ამ ადამიანს ყოველთვის ძალიან დიდი რეზერვები აქვს. მან შეიძლება დაამარცხოს ყველა და ყველაფერი, მაგრამ მან უნდა ისწავლოს თუ როგორ გამოიყენოს არსებული ძალები. არის ტენდენცია ქრონიკული დაავადებებისა და მიდრეკილება ჩხუბისკენ გარეთ და სახლში. ასეთი ადამიანის ცხოვრება რომ იყოს ბედნიერი, საჭიროა სავსე იყოს მშვიდობით, სამართლიანობითა და შრომით. გარკვეული თვალსაზრისით, ის, ასე თუ ისე, როგორღაც კარგავს პირად თავისუფლებისა და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. მისი სახლი – რაღაც შუალედური მონასტერის კელიას, ემიგრანტის კაიუტასა და და საავადმყოფოს საწოლს შორის. ცხოვრება სავსეა ბრძოლებით არსებობისათვის, პერიოდულად წარმოშვება საზოგადოებაში იძულებითი იზოლაციის საფრთხე.ასეთი ადამიანი ყოველ ნაბიჯზე აწყდება უსიამოვნებს, და ეს მოხდება მანამდე, სანამ ის არ გადალახავს საკუთარ ეჭვიანობა და შურს.
პაველ გლობა
(+) იქნება დაინტერესება და უნარები ოკულტური მეცნიერებების მიმართ. ცხოვრებისეული პროცესების სიღრმისეული გაგება. ფსიქოლოგიური უნარი საიდუმლო შეღწევადობის, საიდუმლო ინფორმაციის წყაროების მიმართ, “სულიერი რობინზონები,” შეიძლება ცხოვრობს მარტო, არღვევს ყველა შიშის, შეცდობებს, შეუძლიათ აიყვანონ თავიმჭიდრო კონტროლის ქვეშ, მოითმინონ ნებისმიერი გაჭირვება და აღკვეთა.
(-) სერიოზული დაბრკოლება ცხოვრებაში, მაჩვენებელია ციხის ან საავადმყოფოსი. შეიძლება ჩათვალოს, რომ მთელი სამყარო ციხეა: ჰიპოხონდრია, ჩაკეტილობა ანდა საკუთარ ტავში წასვლა, ადამაინების უარყოფა, ძალიან გაბოროტებული სატურნი იძლევა გრძელვადიან ნერვულ-ფსიქიატრიულ ავადმყოფობას (სატურნი – დეპრესია, მთვარესთან და ვენერასთან ერთად – მანიაკალურობა,მთვარესთან და ურანთან ერთად – ნევრასტენია, ისტერია).
ცნობილი ადამიანები: პავლე I, გოგოლი, გრეტა გარბო, კაფკა (შიზოფრენია – 8 პლანეტები XII სახლში).
ფრენსის საკოიანი
დიდი დრო სჭირდება განმარტოებას ანდა კულისებში მუშაობას დიდი ინსტიტუტებში, საავადმყოფოებში, კომერციულ ორგანიზაციებში და ადმინისტრაციულ შენობებში. სამუშაო როგორც ფსიქოლოგი, ქველმოქმედების საზოგადოება.
თქვენ შეიძლება გქონდეთ ბუნდოვანი, მაგრამ მუდმივი განცდა დანაშაულისა და შიშის, რაც ძნელი შესამჩნევია ან ძნელად ადღმოიფხვრება. თქვენ, თითქოს და არ ენდობით ცხოვრებას ზოგადად და ყოველთვის ეძებთ გზებს, რათა დაიცვათ საკუთარი თავი მისი საფრთხეების და უცნობი მოვლენებისგან. თქვენ უნდა ისწავლოთ გადალახოთ სულიერად დაცემის განუყოფელი/დამახასიათებელი ჩვევა და შფოთვა, და სამყარო დაინახოთ, როგორც მეგობრული გარემო, და არა გამყიდველი.
ავესალომ პოდვოდნი “ბავშვთა სახლი”
ეს არის მძიმე მდგომარეობა – საჭიროებს მარტოობის და უაზრო/ზედმეტი მსახურების თემების ღრმა შესწავლას და დამუშავებას. ახალგაზრდა ასაკიდან ეს ადამიანი საკუთარ თავზე შეიგრძნობს შემდეგი პრინციპის მოქმედებას: “არცერთი კეთილი საქმე არ რჩება დაუსჯელი”, რამდენადაც მის უანგარო დახმარებას ანდა მცირე მსხვერპლსაც კი ყოველთვის მიჰყავს უაზროდ მძიმე შრომამდე, ბოროტ უმადურობამდე, და, შედეგად, გრძნობს მარტოობის უძლიერეს გრძნობას. ყოველი გულწრფელი მცდელობა გახსნას საკუთარი გული სხვასთან დასრულდება მარცხით, რომელიც ჰარმონიული სატურნის სემთხვევაში შემცირება/სერბილდება და ადვილად გაიდევნება ქვეცნობიერში ხოლო დაზიანებული სატურნის შემთხვევაში შეიძლება იყოს ნევროზის ან არარაციონალური ფობიის საერთო გრძნობა, რომელიც გაამძაფრებს მის უკიდურეს დაუცველობას.
მეორეს მხრივ, საკუთარ თავში წასვლისას, ადამიანი თავდაპირველად არ გრძნობს არაფერს, გარდა ყრუ სევდისა და მოწყენილობისა, და შეეცდება ამა თუ იმ გზით ანდა სხვა საშუალებებით გადაერთოს, თუმცა სატურნის ამ სახლში დამუშავება მიდის სწორედ საკუთარი თავის სიღრმისეული გაგების გზით _ თავისი შინაგანი ფრიგიდულობით, თანმიმდევრული ეგოიზმითა და სხვებისთვის უფასოდ არაფერის კეთების სურვილით. რა თქმა უნდა, არავინ ( XII სახლში მდებარე დაზიანებული სატურნითაც კი) არ შემოიფარგლება ამ პროგრამებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ისე არიან ჩართული ამ ქვეცნობიერში, რომ სანამ ადამიანი არ შენიშნავს მათ კვალს და არ გადალახავს, ისინი არ მისცემენ მას “ციხიდან” გამოსვლის უფლებას. ადამიანმა უნდა მიიღოს ბევრი (შიდა და გარე) შეზღუდვები როგორც მოცემული, შეეგუონ მათ და ამ დადგენილი/მოცემული ლიმიტების ფარგლებში შეასრულონ თავიანთი კარმული პროგრამა, თავისი თავისუფლების, განსაკუთრებით, შემოქმედების თავისუფლების მოძიებით.
აქ, სატურნი აძლევს სიბრძნეს, ცხოვრების სიღმისეულ გაგებას და გარე და შიდა კარმის ხედვას, ხალხის ყველა მხარის სულიერი განვითარებას, მაგრამ ეს მოითხოვს განსაკუთრებულ თავგანწირვას, შრომისმოყვარეობას,სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნებში ლმობიერებას.
შესაბამისი/სწორი შემუშავებისას ეს ადამიანი ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება, მხოლოდ საკუთარ თავზემუშაობის გზით, და შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ, მას ეხსნება პირდაპირი კავშირი მაღალ ეგრეგორთან, და ის უშუალოდ იქ შეძლებს მუშაობას. მაგრამ თავიდან, აბსოლუტის მხარდაჭერის შეგრძმენა არ არსებობს, ადამიანი შეიძლება იყოს სრული ეგოისტი და პრაგმატისტი, რაც 30 წლის შემდეგ აყენებს რისკის ქვეშ, რომ მძიმე ეგრეგორსსაკმაოდ “მკვდარი” მარიონეტი გახდება , დაკარგას თავისუფალი ნების ნარჩენებსაც კი.
ბორის იზრაიტელი
ადამიანს მძიმე კარმული პრობლემები აქვს, რომლებიც ერთდროულად ატყდება თავს, და მათი ერთად შესრულება შეუძლებელია, ამიტომ გრძნობს დანაშაულის გრძნობას. შედეგად – პრობლემები კანონთან. თუ პლანეტა დაზიანებულია VIII სახლიდან, მაშინ ადამიანი იხდის სასჯელს, იმყოფება საზოგადოებისგან იზოლაციაში.
ადამიანმა არ იცის მამა ანდა აქვს მასთან კონფლიქტი, ხშირად მამა თამაშობს ნეგატიურ როლს. ნებისმიერ შემთხვევაში – გაუცხოება.
ადამიანმა დაკარგა საყრდენი, მხარდაჭერა, თავისი ადგილი, ეშინია მარტო დარჩენის. მარტოობაში მას აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი. იგი მალავს თავდაუჯერებლობას და შიშს.
მოვალეობის მტკივნეული გრძნობა. შესაფერის მომენტში შეუძლია წერტილის დასმა.
ბილ ჰერბსთი
ფანტაზია/წარმოსახვა. თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ იდეალურ სტრუქტურაზე. გსურთ, თქვენი საქციელის/მოქმედებების სტილი, თქვენი გზა დაიგეგმოს უფრო ძლიერი ავტორიტეტისგან, ვიდრე თქვენ ხართ; ფანტაზიას აქვს აშკარად მამისეული შეფერილობა. თქვენ ოცნებობთ ძლიერ ძალაუფლებაზე, საერთო-საზოგადო დისციპლინაზე, შეზღუდვებიც კი. პედაგოგებმა და სოციალურმა ინსტიტუტებმა მოახდინეს ძლიერი გავლენა თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, ავტორიტეტის ძიება თქვენს გარეთ თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ შემპყრობილივით ოცნებობთ ბავშვობაში დაბრუნდეთ, გაათავისუფლოთ თავი რეალური, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პრობლემებისგან, იმისგან, თუ რომელი ცხოვრებისეული გზა აირჩიოთ. მიზანი – აღიაროთ სტრუქტურის აუცილებლობა, მაგრამ ისე რომ არ დაამწყვდიოთ თავი “ციხეში” და არ დაიმციროთ თავი, არამედ მოიპოვოთ სტაბილურობა, რომელიც თქვენ ასე გჭირდებათ.
განფოკუსირებული ინტუიცია. თქვენ გარს იხვევთ საიდუმლოებებით, რომელიც ხელს შეუწყობენ განავითაროთ საკუთარი ინტუიცია. მაგრამ თქვენი ამბიციების სიმძიმე ართულებს ამ მიზნის მიღწევას. თქვენ გაშფოთებთ შეცდომით აღქმის შესაძლებლობა. გსურთ გამოხვიდეთ თქვენი ეგოს საზღვრებიდან, მაგრამ მტკიცედ გაღელვებთ პიროვნების უსაფრთხოების შეგრძნების არქონა . თქვენ შეიძლება მოხვდეთ გულუბრყვილო ნდობისა და მძიმე ცინიზმის ხაფანგში – ჩაიძიორთ მეტაფიზიკურ ნახვრეტებში და ყალბი მისტიციზმის ჭაობში და უარყოთ უნტუიციური შეტყობინებები. ამოცანა – თავაუღებლად უნდა იმუშაოთ ინტუიციის განვითარებაზე, ინტუიციური აღქმისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების შესწავლით . განვითარების შესაძლებლობების ფარგლებში თქვენი მგრძნობიარობა გაიზრდება და საბოლოოდ, თქვენ იპოვით სიმსუბუქესა და ზემგრძნობიარობას.
გამოყოფა ანდა განმარტოება. შენი სამუშაო სხვებისგან იზოლაციაში გაქცევს. ეს შეიძლება იყოს მთლიანი განმარტოება, როგორც მეცნიერის ან მკვლევარის შემთხვევაში, რომელიც მუშაობს მონასტრის რეჟიმში, ანდა მეტაფორული მარტოობა, როგორც იმ შემთხვევაშია _ როცა კაცმა, არ იცის რომელი კარიერა აირჩიოს და შედეგად შეიგრძნებს, რომ გარესამყაროსგან მოეწყვეტილი. ხშირად შენი ნამდვილი სამუშაო კეთდება კულისებში, სოციალური ეგოს ტრიბუნისგან დაშორებით. ხაფანგი მდგომარეობს იმაში, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროფესიის როლი იმდენად დიდი ხდება, რომ პირი ისრისება კარიერით, იჩრდილება მისით. მიზანი – ჩაწვდეთ თქვენი სამუშაოს ყველა სიხშირეს, რომლებიც წარმოიშვებიან სამყაროში თქვენი სამუშაოს ტალღების შეღწევადობის მიხედვით.
თავდაუზოგავი დახმარება. ერთგულება – ეს თქვენი მოვალეობაა. პირველ რიგში, თქვენ შიშობენ, რომ თქვენი ბედი – მსხვერპლი გაიღოთ, გასცეთ ის პატარა ულუფაც, რაც, თქვენივე მოსაზრებით თავად გაქვთ. საინტერესოა, მაგრამ თქვენ ასევე გეშინიათ, რომ იყოთ ეგოისტური. თქვენ ასევე შეიძლება ივარაუდოთ, რომ როდესაც ყველაფერი ითქვა და გაკეთდა, ყველა გარეგნული ბზინვარება მოშორებულია და, რომ თქვენი დახმარება იქნება მიღებული, როგორც თვალთმაქცობა. ეს მსახურების უკიდურესობები ფაქტიურად განაწევრებთ თქვენ, თქვენ აიძულებთ საკუთარ თავს გასცეთ და თითქმის ბოლომდე სპობთ დასაჩუქრების საშუალებასაც (ანუ სიკეთის უკან დაბრუნებაზეა საუბარი). თქვენ “ზეგანაკვეთურად” მუშაობთ თვითგანწმენდაზე, ეს კი ყოველთვის არა დონეეების მოტივაცია, მაგრამ ქცევის დონეზე – ყოველგვარი ეჭვის გარეშე. პრობლემა – თანდათანობით დაეუფლოთ თვითგამყარების დახმარების ხელოვნებას, რომელსაც არ მოაქვს ტანჯვა; ნელა ასწავლეთ საკუთარ თავს დახმარების აღმოჩენა იმ საშუალებებით, რომლებიც ერთდროულად გეხმარებათ თქვენც და არ გამცირებთ. საჭირო არ არის დახმარება გაუწიოთ, თუ ეს ზიანს გაყენებთ თქვენ; დაეხმარეთ მანამ, სანამ დახმარებით შეგიძლიათ სრულად გამოხატოს საკუთარი თავი.
“წარსული ცხოვრება”.- წარსულ ცხოვრებებში თქვენ ძალიან მჭირდოდ შეეხეთ საჯარო პასუხისმგებლობას და საზოგადოებრივ ძალაუფლებას. ალბათ, თქვენ არ გქონდათ დიდი ოფისი, თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე ანდა იყავით ქვეშევრდომი. მაგრამ რაღაც მოხდა, რამაც გაგრძნობინათ პასუხისმგებლობის მთლიანი სიმძიმე, ჩაგაგდოთ სრულიად გაუაზრებელ მდგომარეობაში. შესაძლოა, თქვენ, ასე ითქვას, “დაგეფანტათ ბურთები” სხვებზე ან სხვისი ბურთი შეიძლება ჩამოვარდა თქვენზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გაუცნობიერებემა მდგომარეობის მოდელმა ასახვა ჰპოვა ძალაუფლების, პასუხისმგებლობის და დანაშაულის გრძნობის თემაში. ალბათ, ახლა თქვენ ამუშავებთ კარმას თქვენს მამასთან ანდა სხვა ავტორიტეტულ გიგურასთან. თქვენთვის მნიშვნელოვანია გახსნათ ამ ურთიერთობების ზემგრძნობითი რიტმები – წინა ცხოვრებაში, ამ ცხოვრების დასაწყისში და ახლა. აუცილებლად უნდა გამოავლინოთ გულგრილობის, სისასტიკის, ანდა თქვენ მმართველობაში გაკოტრების ანდა პატივმოყვარეობის რაიმე ნიშნების ალბათობაც კი. პრობლემა – სრულად აპატიოთ საკუთარ თავს და გადაიქცეთ შეგნებულ ზრდასრულ ადამიანად.
ნეტ მონსტერი
თქვენ შეიძლება გქონდეთ ბუნდოვანი, მაგრამ მუდმივი განცდა დანაშაულისა და შიშის, რაც ძნელი შესამჩნევია ან აღმოფხვრას ძნელად ექვემდებარება. თქვენ არ ენდობით ცხოვრებას მთლიანობაში და ყოველთვის ეძებს გზებს, რათა დაიცვათ საკუთარი თავი მისი საფრთხეებსგან და მოულოდნელობებისგან. თქვენ უნდა ისწავლოთ სულით დაცემის თქვენთვის დამახასიათებელი და განუყოფელი გრძნობის გადალახვა და და სამყაროს შეხედოთ, როგორც რაღაც მეგობრულს და არ უყუროთ როგორც გამცემსა და გამყიდველს.
სატურნი XII სახლში – პესიმიზმი, ჩაკეტილი ცხოვრების სტილი, შესაძლებელია მარტოხელის კომპლექსი.
დიდ დროს იკავებს განმარტოება ანდა დიდი ინსტიტუტების, საავადმყოფოების, კომერციული ორგანიზაციების”კულისებში” სამუშაო. ძნელია მიაღწიოთ აღიარებას, თუ არას სექსტილი ანდა ტრიგონი ზენიტთან ანდა მის სახლის მმართველთან. დაზიანებული – აძლევს მარტოობას, დეპრესიას, შეიძლება იყოს სიგიჟე, “მტრები” ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდნენ მოგონილნი.
ინდუბალა
ეს იწვევს მნიშვნელოვან ხარჯებს და სირთულეებს ურთიერთობებში. ამ ხალხს უწევთ რთულად და თავაუღებლად, მაგრამ ადვილად კარგავენ პოზიციას/მდგომარეობას. ისინი დაინტერესებული არიან სულიერი ფილოსოფიით, მაგრამ არ ახდენენ კონცენტრირებას სწავლაზე. ცხოვრების გვიან სტადიაში შეიძლება გახდნე საკმაოდ ასკეტურები. მათ ცხოვრებაში აქვთ პერიოდები, როცა ისინი პატიმრობაში, გადასახლებაში ან საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. ჩვეულებრივ პრობლემები აქვთ კბილებთან და მხედველობასთან. უყვართ განმარტოება, საიდუმლოდ ინახავენ საკუთარ ცოდვებს და თავაუღებლად შრომობენ რაღაც კარგი საქმისთვის.
ფელიქს ველიჩკო
უსაფუძვლო შიში და შეშფოთება, განცდები. აქ სატურნი წყაროა უბედურებების, საიდუმლო, შურისმაძიებელი მტრის. ასკეტიზმი, უნდობლობა, ორჭოფობა, უნდობლობა, გონიერება თავშეკავებულობა, რის გამოც ბევრი რამ ცხოვრებაში არ იქნება რეალიზებული. ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობით და კონკურენციით. სავარაუდოა სარჩელი მეზობლებისა და მეგობრების მხრიდან. სატურნი პროვოცირებას უკეთებს ღალატს და მოტყუებებს, უუნარობა მეგობრებისა და მტრების შეცნობაში, იძლევა მიტოვებულობის გრძნობას.ადამიანი დახურული, ცდილობს იყოს მარტო, სურს რომ იყოს განმარტოებული. ხშირად არამხიარული/უბედური/მძიმე ცხოვრება თავისუფლების დაკარგვით, ციხე, საკონცენტრაციო ბანაკი, მონასტერი, გადასახლება, ემიგრაცია, ან ქრონიკული დაავადებები. მუშაობისთვის გამოსადეგია დიდი დაწესებულებები – საავადმყოფოები, უნივერსიტეტები, სავაჭრო ორგანიზაციები, მუშაობა ფსიქოლოგის ხარისხით. სატურნი ეხმარება კონცენტრაცია მოახდინოს საყვარელ საქმეზე.
არასასურველი/უარყოფითი ტრანზიტებისას შეიძლება მოსალოდნელი იყოს ოჯახის პრობლემები. თუ ოჯახის რომელიმე წევრი საავადმყოფოშია ამ დროს, თქვენ უნდა შეძლოთ შეამოწმოთ ყველაფერი და ყველა ფორმალური წერტილი: შესაძლოა გაუგებრობა ადმინისტრაციისთან.
სტატიის ავტორი: ნინო