პლანეტებისა და ზოდიაქოს ნიშნების გარდა არსებობს 12 სახლი, რომელიც შეესატყვისება ნიშნებს. ნიშანი გავლენას ახდენს როგორ მოქმედებს პლანეტა,რა დატვირთვა აქვს,ხოლო სახლი მიანიშნებს სად, რა სფეროზე მოქმედებს პლანეტა (უფრო დაწვრილებით ასტროლოგიის საკვანძო საკითხები).
ნებისმიერი სახლის დასაწყისად ითვლება ის გრადუსი, რომლიდანაც სახლი იწყება (იგივე „კუსპიდი“– დასაწყისი გრადუსის აღმნიშვნელი)
სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მართავს ზოდიაქოს ნიშანს, რომელშიც სახლის კუსპიდი მდებარეობს. იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი პირველი სახლის კუსპიდი ნიშნის 29–ე გრადუსზე მდებარეობს, პირველი სახლის მმართველად ჩაითვლება იმ ნიშნის მმართველი (მაგ: კირჩხიბის 29–ე გრადუსი – მმართველი მთვარე).
სუსტი სახლი – რუკაში ერთ–ერთი პრობლემური ადგილი, სადაც პლანეტარული ენერგია არ ტრიალებს და სახლის სფეროები სუსტად ვლინდება. ადამიანს აღნიშნული სახლის სფეროების მიმართ ნაკლები ინტერესი და მოტივაცია აქვს. როგორც წესი, ასეთ სახლებში განვითარება რთულად ან ნელა მიდის.
საშუალო სიძლიერის სახლი – შემოაქვს ბალანსი დაზიანებასა და ჰარმონიას შორის, ენერგია საკმარისია სახლის მუშაობისთვის.
ძლიერი სახლი – დაკავშირებულია ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები, ძლიერი სახლი ამ სახლის სფეროებში დატვირთულ მოვლენებზე მიანიშნებს. ადამიანის ინტერესი მისი სფეროებისადმი იქნება მიმართული, ენერგია ამ სახლის მუშაობაზე დაიხარჯება.
განმარტებები – რას ნიშნავს ძლიერი, სუსტი, დაზიანებული და ჰარმონიული სახლი
ძლიერი სახლი – სახლი, რომელშიც პლანეტებია სხვადასხვა ასპექტებით. ცარიელი სახლის შემთხვევაში – ძლიერი მმართველი პლანეტა (ასპექტებითა და მდებარეობით).
სუსტი სახლი – სახლი, რომელშიც პლანეტა არაა ან სახლი, რომლის მმართველიც სუსტია
დაზიანებული სახლი – სახლი, რომელშიც მხოლოდ „ბოროტი“ და/ან დაზიანებული პლანეტებია, ან სახლი, რომლის მმართველიც „ბოროტი“ პლანეტაა. ასევე, სახლის მმართველი პლანეტა დაცემული ან განდევნილია, დაზიანებულია უარყოფითი (კვადრატურა, ოპოზიცია, ზოგჯერ შეერთება) ასპექტებით.
ჰარმონიული სახლი – სახლი, რომელშიც „კეთილი“ პლანეტებია დადებითი ასპექტებით, ან სახლი, რომელიც ცარიელია, მაგრამ მისი მმართველი პლანეტა ჰარმონიულია (დადებითი ასპექტები აქვს).
პ.ს. ასტროლოგიაში „კეთილ“ პლანეტებად ითვლება: იუპიტერი, ვენერა, მზე. „ბოროტ“ პლანეტებად კი სატურნი, მარსი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. მერკური და მთვარე ნეიტრალურებია (თუ „კეთილ“ პლანეტასთან აქვთ ასპექტი – დადებით ელფერს იძენენ, თუ „ბოროტთან“ – უარყოფითს). თუმცა ერთმნიშვნელოვნად „კეთილი“ და „ბოროტი“ პლანეტების კლასიფიკაცია სანდო არაა, რადგან „ბოროტ“ პლანეტებს ზოგჯერ ის კრიზისული სიტუაციები, სირთულეებთან გამკლავების სურვილი, ენერგია მოაქვთ, რაც განვითარებისთვის საჭიროა, ხოლო „კეთილ“ პლანეტებს დადებითის მოტანასთან, შედეგების ადვილად მიღწევასთან ერთად სისუსტის მოტანაც შეუძლიათ.
ნებისმიერ სახლზე გავლენას ახდენს:
- ფაქტიური მმართველი ნიშანი – ზოდიაქოს ნიშანი, რომლითაც იწყება სახლი. მასთან ერთად გავლენას ახდენს პლანეტები, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანში ან სახლში იმყოფება.
- სიმბოლური მმართველი ნიშანი – ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიმბოლურად მართავს სახლს
- პლანეტა, რომელიც მართავს სახლს (ალმუტენი) – ფაქტიური მმართველი ნიშნის მმართველი პლანეტა მდებარეობითა და ასპექტებით (მაგ: მე–3 სახლი იწყება ვერძის ნიშნით, სახლის მმართველი პლანეტა არის მარსი. უნდა ნახოთ მარსის მდებარეობა და ასპექტები)
- სიმბოლური მმართველი პლანეტა (სიგნიფიკატორი)– სიმბოლური მმართველი ნიშნის მმართველი პლანეტა (მაგ: მე–3 სახლს სიმბოლურად მართავს ტყუპები, სიმბოლური მმართველი პლანეტა არის მერკური)
წყარო: პოდვოდნი, astrostudiya.ru
სტატიის ავტორი:თამთა