ეს ადამიანი გამოირჩევა სხვების გაგების უნარით; სიმსუბუქე – ეხმარება მას მოახდინოს დადებითი, ნათელი კარმის ფორმირება. ადამიანი, სელენა ტყუპებით, ყოველთვის ცდილობს შეისწავლოს, შეიმეცნოს, გაიზიაროს სამყარო, დაამყაროს კომუნიკაცია და გაუზიაროს შთაბეჭდილებები სხვებს. რაც ეხმარება იმაში, რომ გვერდი აუაროს ბედის მიერ დაგებულ „ხაფანგებს“, რთულ სიტუაციებს და გაარჩიოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან, სასარგებლო – უსარგებლოსგან. არსებითია ის, რომ მან შეინარჩუნოს ობიექტურობა, ეძიოს სიმართლე და იყოს მიუკერძოებელი, მხოლოდ ამის შემდეგ ინფორმაცია გახდება „ნაყოფიერი მიწა“, რომელიც შემდგომი საფუძველია ამ ადამიანის კეთილდღეობისთვის. სელენა ტყუპებში მიუთითებს შუამავლის დადებით კარმაზე.
ადამიანს, ვისი სელენაც იმყოფება ტყუპებში, იხმობს ჰაერის ელემენტი, სიმსუბუქე. მას სურთ „იფრინოს“ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით! არის გამომგონებლი და უნდა , რომ შექმნას სრულყოფილი სამყარო. ბუნებით „იკარუსი“, გრძნობს ღია სივრცეებს და აეროდინამიკის კანონებს. ყოველივე ეს ირეკლავს ველოსიპედისტების, გორგოლაჭების, მატარებლების, თვითმფრინავების, აეროპლანების, საჰაერო ბურთების, ავტომობილების, იალქნიანი ნავების, სერფინგისა და ვერტმფრენის მოყვარულის სულს. აღტაცებულია ისეთი მოწყობილობებით, რომელიც სამყაროს უფრო ლამაზს, მსუბუქს და სწრაფს ხდის.
შეიძლება განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდეს ჩიტების მიმართ, კარგად ესმის მათი. ადამიანი, ვისი სელენაც ტყუპებშია, ალამაზებს სამყაროს სიმსუბუქით და თავისი არსებობით იძლევა საშუალებას გამოჩნდეს ახალი პერსპექტივები. მისთვის საპატიოა – თუნდაც ყბედობა და ინფორმაციის გავრცელება – ეს სელენა ტყუპების ნათელი კარმაა, მას ღმერთისგან აქვთ მიცემული უფლება (კურთხევა), აზრის დამახინჯების გარეშე გაავრცელოს ინფორმაცია. სელენა ტყუპების სფეროებია: ფოსტა, ტელეკომუნიკაცია, ჟურნალისტიკა, გზები, სხვადასხვაგვარი კავშირები, ინფორმაციის გადაცემა, კომუნიკაცია, შუამავლობა, ვაჭრობა, დაწყებითი განათლება და უბრალოდ დაუძლეველი ცნობისმოყვარეობა. ეს ადამიანი დაკარგავს სელენას დაცვას თუ: არ უფრთხილდება სიმართლეს, ამახინჯებს ინფორმაციას, იძლევა ყალბ დაპირებებს ან ფიცს, არღვევს შეთანხმებას ან ავსიტყვაა.
აუცილებელია განავითაროს რაციონალური აზროვნება, ლოგიკა, ანალიზის უნარი, გააგრძელოს მოსწავლის პოზიციაში ყოფნა და არ გადაიქცს მასწავლებლად. სელენა ტყუპებისთვის შესაფერისი საქმიანობაა: კურიერის, ფოსტალიონის, მეცნიერის, ჟურნალისტის, მფრინავის, პედაგოგის, ლინგვისტის, თარჯიმნისა და ვაჭრის პროფესიები. ასევე, ხელოსნობა, მკითხაობა, ინფორმატიკა, მათემატიკური თეორიები, ჰომეოპათია. თუ ინტელექტი საკმაოდ განვითარებული აქვს, ჰყოფნის სიბრძნე, რომ არ გაღმერთოს ციფრები და არ გახდეს თაღლითი. განსაკუთრებით საფრთხილოა არ გადავიდეს უკიდურესობებში , რადგან ეს გამოხატავს ლილიტის (შავი მთვარის) თვისებებს.
სუფთა ჰაერი და ნიავი სიამოვნებას მიანიჭებს და დახმარებას გაუწევს. მათ, ვისაც ძლიერი სელენა აქვს, არაა გასაკვირი სადმე მაღალ ადგილზე ცხოვრების სურვილი გაუჩნდეს, შეიძლება ხეზეც კი, ან თუნდაც უბრალოდ მოუნდეს ხეზე აძვრეს და ქანაობა დაიწყოს. ღია ლურჯი, ყვითელი, თეთრი, ღია მწვანე, ნარინჯისფერი, გამჭვირვალე ტონალობის სხვადასხვანაირი კომბინაცია და მსუბუქი ფორმები აირეკლავენ სელენას ტყუპებში (ანუ მათზე დადებითად მოქმედებს). მერკური- ტყუპების მმართველი პლანეტაა. ამის გამო სელენა ტყუპები ახდენს მერკურის პოტენციალის კონტროლს.
სელენა ტყუპებს შეესაბამება: ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, კვიპროსი და სომხეთი.
წყარო: Ниёле Габия Волмер
სტატიის ავტორი: რუსა