სელენა (თეთრი მთვარე)  თხის რქაში

სელენა (თეთრი მთვარე) თხის რქაში

ადამიანმა სელენა თხის რქათი, თავისი ყველაზე ნათელი ღირსებები დააგროვა სატურნის დადებითი თვისებების: დისციპლინა, თავშეკავება, გაწონასწორებულობა, საკუთარი თავის ფლობისა და მობილიზებულობის განვითარებით. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ასკეტურ ცხოვრების გზასთან – მომთმენი, მორიდებული ბერის, იოგის, რომელმაც მიატოვა სიამოვნებები და ცდუნებები ცხოვრებაში, უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ღირებულებების გამო.

ამ ადამიანს წარმატება თან სდევს იმ შემთხვევაში თუ სწორად გამოიყენებენ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს: იქნება თავშეკავებული, ზომიერი და დისციპლინირებული. მთების გარემოცვა მოუტანს  სიხარულს, მარტოობაში იოლია განწმენდა, აზრების თავმოყრა, მედიტაცია, ყურადღების კონცენტრირება და რთულად მისაღწევი სულიერი განვითარება. სელენა თხის რქა  პატივს სცემს და ესმის ასაკოვანი ადამიანების, იცის როგორ დაიმსახუროს  მათი სიყვარული, სელენა თხის რქაში საკმაოდ გვიან გამოიღვიძებს, ამის გამო ზრდასრული ასაკი და სიბერე უფრო წარმატებული (კაშკაშა) ექნება, ვიდრე ახალგაზრდობა . აქვს უნარი იოლად გათავისუფლდეს მავნე ჩვევებისგან (მოწევა,ალკოჰოლი, უწესრიგობა) ან მიაღწევს  ამას 30 წლის შემდეგ, რადგან სელენას გავლენა ამ პერიოდიდან  უფრო ძლიერი და შესამჩნევი  გახდება.

როცა მიზანს ისახავს, მნიშვნელოვანია მოახდინოს  მისი ნათელი და მარტივი ფორმულირება. სელენა თხის რქა ხელს უწყობს ნათელად გააზრებული და დასახული მიზნების მიღწევას მარტივად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს თავიდან ძალიან რთული და მიუღწეველი ჩანს. ზუსტად ამაშია საიდუმლო – ისწავლოს მარტივი ფორმულირება და გააზრებულად ნათელი მიზნების დასახვა!

სელენა თხის რქასთვის  მონიჭებულია გამორჩეული დამოკიდებულება მინერალების სამყაროსთან, მისთვის  იოლია მიწის ”საიდუმლოებების” გაგება. წარმატება ექნება  ისეთ სფეროებში როგორიცაა: ისტორია, გეოლოგია, არქეოლოგია, და ანტიკვარიატი.

მისი სახლი უნდა იყოს მყარი და სტაბილური. შეიძლება  მოსწონდეს  ქვის სახლი ან უკიდურეს შემთხვევაში ისეთი რომელსაც ექნება ქვის ფუნდამენტი. რადგან  სელენა თხის რქას  კარმულად ყველზე სუფთა ელემენტი – მიწის ელემენტია (უფრო ზუსტად კლდეა). თუ არ გაქვს საშუალება ქონდეს ასეთი სახლი,  უნდა გაამაგროს თავისი  სახლის ან ბაღის გარემო ქვებით. შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთოს  იაპონური ”ქვის ბაღი”. თუ ბინაში ცხოვრობს, გააფორმოს  ის ქვებით, რომლებიც მოტანილია მისთვის  ძვირფასი (საყვარელი) ადგილებიდან.

სელენა თხის რქამ  დრო უნდა დაუთმოს მარტოობას, სიწყნარეს, სიმშვიდეს, ფიქრს და სულიერ განწმენდას, მედიტაციას. მას გაქვთ სიღრმისეული შემეცნების უნარი, შეიძლება იგრძნოს  და გაიზაროს კარმული კანონები. იპოვნოს  ეფექტური გზები კარმული განწმენდისა და სულიერი განვითარებისათვის. უბრალო ზედაპირული, ელიტარული ცხოვრება დაასუსტებს სელენას და არ დარჩება ადგილი მისი  ძალის გამოვლენისთვის.

ამ ადამიანმა საჭიროა დაისახოს  ურთულესი მიზნები, რომელიც საინტერესო იქნება როგორც მისი  პიროვნებისთვის, ასევე სულისთვის – ზუსტად ამ შემთხვევაში სელენა თხის რქას შეუძლია გამოავლინოს თავისი ჭეშმარიტი  ძალა, სიმძლავრე და  მიაღწიოს დასახულ მიზნებს. აქვს  პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. საჭიროა არ დაკარგოს ეს მნიშვნელოვანი თვისება.

ტიბეტი და ესტონეთი- ყველაზე მეტადაა დაკავშირებული თხის რქას ზოდიაქოსთან.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top