სელენა (თეთრი მთვარე) კუროში

სელენა (თეთრი მთვარე) კუროში

სელენას ეს მდებარეობა მიუთითებს, რომ  კარმა დაკავშირებულია მიწასთან, ხოლო მიწის ელემენტი -წმინდაა, ძალიან ღრმად გააზრებულია, განწმენდილია და დაცულია ნათელი სულიერი ძალების მხრიდან. ჩვეულებრივ ეს მიანიშნებს, რომ ამ ადამიანს უყვარს   მიწის ელემენტი. ის აძლევს ძალას, სტაბილურობას, სიმყარეს და რწმენას. სელენა კუროსთვის  დამახასიათებელია ბუნებრივობა, მჭიდრო კავშირი ბუნებასთან, მიჩვევა,  აქვს მოთხოვნილება ერთგული სიყვარულის. გრძნობს სიცოცხლის ყოველი გამოვლინების მნიშვნელობას, სილამაზეს, იმსახურებს  კეთილდღეობას და ბედნიერ სიყვარულს.

სხვებზე მატივად შეგიძლია  მიიღოს   უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, თუ სხვა ფაქტორები ამას არ ეწინააღმდეგება,  ან თუ ინდივიდი  არ უღალატებთ სელენას გზას და ნათელ კარმას. ეს ადამიანი  გვაგონებს ”ბარაქის რქას” საიდანაც მუდმივად იყრება საჩუქრები. სელენა კურო  არის  მომთმენი, გულმოდგინე, ერთგული და არ აშინებს  მძიმე სამუშაო.  თანდათან  და მყარად აღწევს მატერილაურ სტაბილურობას, ინტუიციურად გრძნობს რა არის სწორი და ფასეული. თუ ის ქალია, მისთვის დამახასიათებელი იქნება ბუნებრივი ქალური მომხიბვლელობა, თუ მამაკაცია, ეყვარება სხვებს, როცა თვითონ ისწავლის ქალების ისე დაფასებას როგორც აფასებს ბუნებას და მიწას.

სელენა კუროში მიუთითებს, რომ ადამიანი  აფასებს მატერიალურ სამყაროს და გრძნობს  მის სილამაზეს, იცის  ნივთების ჭეშმარიტი ფასი, გაგაჩნია  სიმშვიდის და სამყაროს სიყვარულის დიდი ძალა. სელენა კუროსთვის  აუცილებელია გქონდეს  საკუთარი თუნდაც სულ მცირე მიწის ნაკვეთი, სადაც გაივლიდს  ფეხშიშველი და არავინ შეგაწუხებდათ რელაქსაციის დროს. ბაღი რომელსაც მოუვლიდა და გაუფრთხილდებოდა. წარმატებას მოგიტანს  პროფესიები რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლესთან, ბიოლოგიასთან, სილამაზის შექმნასთან, უძრავ ქონებასთან, ფლორა და ფაუნასთან.

არსებიათად მნიშვნელოვანია  შეინარჩუნოს სიმშვიდე, უბრალოება, გულწრფელობა, გულმოდგინეობა და პატივისცემა ცხოვრების მიმართ. არ უნდა მიეცეს  მატერიალიზმს და სიხარბეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გადაგიყვანს  სელენას – ლილიტში და დაანგრევს სელენას წმინდა სულიერ დაცვას. პატივი უნდა სცეს ქალურ საწყისებს – დედებს, მეუღლეებს, დებს, გოგონებს და მიწას. არ დაანაგვიანოს  მიწა უსარგებლო ნივთებით და მავნე ტექნოლოგიებით.  უნდა გაუფრთხილდეს და დაასუფთაოს  მიწა ,  წყალობა და თანადგომა თან გდევს ამ საქმიანობაში.

სელენა კუროს  არ დაიწყოს  სომარი მოქმედბები, სულერთია – პატარა თუ ფართომაშტაბიანი. ის უნდა იყოს  მშვიდობისმყოფელი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე, სილამაზე და ჰარმონია. ცხოველებს უყვართ და ენდობიან სელენა კუროს, რადგან გრძნობენ მის სიმშვიდეს, სიყვარულს და გაგებას.

სელენა კურომ  იცის  როგორ დაამშვიდოს  სხვა ადამიანები. ვენერა – კუროს მმართველი ისევე, როგორც მთვარე ეგზალტაციაშია. ამიტომ ვენერა და მთვარე ამ ადამიანში ჰარმონიულია. ის აკონტროლებს რყევებს და შესაძლებლობებს, რომელსაც იძლევენ ეს პლანეტები. მას მხარს უჭერს ქალური ნათელი ასპექტები სამყაროში – სამყაროს დედა.

კუროსთან დაკავშირებული ქვეყნებია – დანია, ავსტრია, ჩეხეთი, უკრაინა, ეგვიპტე და ბრაზილია.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top