სელენა (თეთრი მთვარე) ლომში

სელენა (თეთრი მთვარე) ლომში

ადამიანს აქვს უნარი (ბედის საჩუქარი) გარშემომყოფებს მოუტანოს ბედნიერება და სიხარული მხოლოდ თავისი არსებობით (მათთან ყოფნით ) ისე, როგორც ამომავალი მზეს. სავარაუდოა, რომ ის  წარსულ გარდასახვებში ,ფლობდა დიდ ძალაუფლებას და სწორად იყენებდა მას, ღირსეულად გაიარა გამოცდა ძალაუფლების ფლობაში. მისთვის  დამახასიათებელია – ნამდვილი ღირსება, კეთილშობილება, გულუხვობა, პატივისცემა, სიყვარულის უნარი (განსაკუთრებით ბავშვების), ეხერხება  თამაში, სიხარულის განცდა, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება. მის  გვერდზე ყოფნა სასიამოვნოა, როგორც თბილი ბუხრის გვერდზე ზამთარში- უნდა გაუფრთხილდეთ სითბოს.

მზე, რომლის სამყოფელიც ლომის ნიშანშია,  მისი  მასწავლებელია.  უნდა შეეგებოს ამომავალ მზეს რაც შეიძლება ხშირად, მიესალმოს და შეიგრძენოს საკრალური ურთიერთკავშირი მასთან.  სელენა ლომში მფარველობს შემდეგ სფეროებს: ბავშვების აღზრდას, შემოქმედებით განათლებას, თეატრს, კინოს, სხვადასხვა გასართობ საქნიანობას და დიდ, ლამაზ ღონისძიებებს, თავისუფალი დროის გატარებას და სპორტულ დღესასწაულებს. სელენა ლომი ხელს უწყობს მას  ისეთ სფეროებში, რომელიც ცხოვრებას ხდის უფრო მრავალფეროვანს, მხიარულს და შემოქმედებითს. მას მოუხდება  ისეთი ადგილები, სადაც სილამაზე, უპირატესობა, ცხოვრების სისავსე და მშვენიერი გარემოცვაა. სელენა ლომი  შეიძლება დატკბეს  საელჩოში მუშაობით, ფუფუნების საგნების, სუნამოების, მაღაზიაში, თეატრში მუშაობით. ასევე,   ბედნიერების განცდას მოუტანს საბავშვო ბაღის სუფთა გარემოში მუშაობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცეცხლის ელემენტთან კონტაქტი. გარკვეული დრო უნდა გაატაროს ცეცხლთან, სთხოვოს მას გაწმენდა უსართხო და ჰარმონიული გზით.

უნდა ერიდოს სიამაყეს, ეგოიზმს, დესპოტიზმსა და სიძუნწეს. რადგან  ეს თვისებები ვლინდება ლილიტ ლომში და აზიანებს სელენას დადებით დაცვას. საჭიროა დაიცვას  თავისი შინაგანი სითბო, სიხარულის განცდის ნიჭი, გაუფრთხილდეს  სიცოცხლეს და სიყვარულს, უყვარდეს ყოველი წუთი, მთელი სამყარო, რასაც არ უნდა აკეთებდეს. სელენას მომხიბვლელობა მასში წინ წამოწევს შემდეგ ”მზის” ფერებს: ოქროსფერს, ყვითელს, ვარდისფერს, ატმისფერს და ფორთოხლისფერს…

ყველაზე უკეთ სიამოვნების მიღებას და დასვენებას ახერხებს  თბილ, მზიან, ფუფუნების გარემოში – რესტორნებში, დასვენების ცენტრებში, სპორტულ ფრეგატაში, სახვადასხვაგავარი მდიდრული შოუებით , თეატრითა და ფილმებით (კინოთეატრი)….

იტალია, სამხრეთ საფრანგეთი, და ინდოეთის ნაწილი – ლომის ქვეყნებია.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top