სელენა მერწყულში აფასებს თავისუფლებას, დამოუკიდებელი აზროვნებისა და მოქმედების საშუალებას. მისი განსაკუთრებული თვისებაა – მიხვედრილობა და მოვლენების წინასწარი განჭვრეტის უნარი. მერწყული უკავშირდება გამომგონებლობას, სამეცნიერო აღმოჩენებს, ყველანაირ სიახლეებსა და ორიგინალურობას. ადამიანი სელენა მერწყულით გამოირჩევია ორიგინალური იდეებით, განსხვავებული ქცევითა და ჩაცმულობით, რაც ხშირად აკვირვებს გარშემომყოფებს.
სელენას ეს მდებარეობა მიანიშნებს, რომ ეს ინდივიდი წინა ცხოვრებაში იბრძოდა მონობის წინააღმდეგ, მზრუნველობას უწევდა და ანთავისულებდა ცოცხალ არსებებს და პროგრესული გამოგონებების დახმარებით, უფრო ჩამოყალიბებული და თავისუფალი მსოფლმხედველობით ცდილობდა ცხოვრება გაეიოლებინა სხვა ადამიანებისთვის.
მერწყული უკავშირდება ისეთ სფეროებს, როგორიცაა: კომპიუტერული, მობილური კომუნიკაციის საშუალებები, ავტომობილები, კოსმონავტიკა, ტელევიზია და ინტერეტი. სელენა მერწყულისთვის ეს სფეროები საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია. მას, ასევე, წარმატება ელის ასტროლოგიაში და კინომატოგრაფიაში.
სელენა მერწყულისთვის მეგობრობა უმთავრესი ღირებულებაა და მისთვის მნიშვნელოვანია თანამოაზრეების პოვნა. ყოველთვის გახსნილია ორიგინალური იდეებისა და სიახლეების მისაღებად, ის თამამად მიაპყრობს მზერას მომავლისკენ. სელენა მერწყულისთვის დამახასიათებელია ამხანაგობისა და ერთიანობის განცდა, მას წარმატებით შეუძლიათ საზოგადოებრივი მოძრაობების ჩამოყალიბება ან უბრალოდ გახდეს კამპანიის „სული და გული“. იმისთვის, რომ გაზარდოს და გააძლიეროს მერწყული სელენას ნათელი კარმა, უნდა გაუფრთხილდეს ამ თვისებებს და გარშემოიკრიბოს თანამოაზრეები, შექმნას, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, „თანამოაზრეთა კლუბის“ ტიპის გარემო.
სელენა მერწყულისთვის მნიშვნელოვანია როგორც დამოუკიდებელი მოქმედება, ასევე, აზროვნება და მოვლენების წვდომის უნარის განვითარება, კარგის და ცუდის გარჩევა. საჭიროა – საკუთარ უმაღლეს „მე“-სთან შეერთება, სულიერების განვითარება.
სელენა მერწყულის ძლიერი თვისებებია – სხვების შეცდომებისა და სისუსტეების ობიექტური შეფასება. მნიშვნელოვანია, დააფასოს ადამიანური სითბო და არ დაიკარგნოს ვირტუალურ და ტექნოლოგიურ, ცივ, არაადამიანურ სამყაროში. აუცილებელია, ისწავლოს ადამიანებთან გულითადი, ახლო და ფაქიზი ურთიერთობები. მერწყული სელენასთვის მნიშვნელოვანია ჰაერის ელემენტი. სასიამოვნო და აუცილებელია ისეთი ადგილები, სადაც ღია სივრცეები, სიმაღლეები და თავისუფლების განცდაა.
მერწყულს შეესაბამება -რუსეთი, ნორვეგია და კანადა.
წყარო : Ниёле Габия Волмер
სტატიის ავტორი: რუსა