სელენა (თეთრი მთვარე) მორიელში

სელენა (თეთრი მთვარე) მორიელში

 ეს ადამიანი იამაყებდა,  რომ იცოდნენ როგორი ომისა და შეტაკებების გადატანა მოუწია მას სულს წარსულ ინკარნაციაში. რამდენ ექსტრემალური გამოცდას გაუძლო და გაიმარჯვა. მისი გააქტიურება  ხდება მაშინ, როცა აღმოჩნდება უკიდურეს სიტუაციებსა და რთული გამოცდების წინაშე.  სირთულეები აძლიერებს. თავის ნამდვილ პოტენციალს ხედავს  სარისკო სიტუაციებში, გრძნობს მფარველობასა და მხარდაჭერას , სწორ გადაწყვეტილებებს პოულობს ნებისმიერი სირთულეების დაძლევისას. ღირსეული მეომრის სული მარადიულად ცოცხლობს მასში. ნათლად გრძნობს რეალობას და სულიერი სამყაროს მნიშვნელობას. თუ სულიერების გზას აირჩევდა, მის  სიტყვას საოცარი ძალა ექნებოდა.

კარგად გამოსდის ისეთ საქმიანობა, რომელიც სულის სიმტკიცეს, სიმამაცეს, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას მოითხოვს. წარმატებას აღწევს ისეთ სფეროებში, როგორიცაა – ფინანსები, საბანკო საქმე, ლითონისა და ქიმიური მრეწველობა, სამშენებლო, ფასიანი ქაღალდების გაყიდვების ან მსხვილ ფინანსურ კაპიტალთან დაკავშირებულ საქმიანობა. თუმცა მთავრია მოტივაცია უნდა იყოს არა მატერიალური მოგება, არამენდ დაბრკოლებების დაძლევა, რაც მიანიჭებს საკუთარი ძალების რწმენას და სულის სიმტკიცეს. ფული არ უნდა გახდეს მოტივატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს  სელენას მფარველობას. სხვა მხრივ შეიძლება ჰქონდეს  უდიდესი ფინანსური წარმატება, ფული არსაიდან თავისით მოედინება, ეს არის ჯილდო მისი  წარსული დამსახურებებისათვის.

სამხედრო საქმე შთააგონებს სელენა მორიელს  და აღვიძებს მის ნებისყოფას.  იზიდავს  სულიერების გზა, რომელიც მოითხოვს სიმტკიცეს, დაბრკოლებების დაძლევას, ეს ყოველივე ძალას ჰმატებს. სხვებზე ნათლად გრძნობს  სიცოცხლის და სულიერი სამყაროს მარადიულობას. განიცდის  პიროვნულ გარდასახვას, რაც მას აძლიერებს.

სელენა მორიელი ყოველთვის უფრთხილდება  საკუთარ დამოუკიდებლობას (თავისუფლებას) მეგობრებს, თანამებრძოლებს. სხვებზე ადვილად  ზემოქმედებას შინაგანი ძალით, მიხვედრილობითა და ბუნებრივი მომხიბვლელობით. მან  უნდა შეინარჩუნონ სულის მთლიანობა, სისუფთავე და საკუთარი თავის რწმენა.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top