სელენა (თეთრი მთვარე) სასწორში

სელენა (თეთრი მთვარე) სასწორში

ეს ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიერედ აღიქვამს  ნებისმიერი უსამართლობის გამოვლინებას საზოგადოებაში. ყოველთვის სწონის  საპირისპირო არგუმენტებს და ცდილობენ მოიქცეს  სამართლიანად. მისთვის დამახასიათებელია – ელეგანტურობა, კარგი გემოვნება, ყოველთვის ხვდება  „საჭირო დროს საჭირო ადგილზე“. იოლად ერგება ნებისმიერ სიტუაციას, გონივრულ დისტანციას იცავს, კარგად აღიქვამს იერარქიას და არ ღალატობს ზომიერების გრძნობა.

სელენა სასწორის ნათელი კარმა დაკავშირებულია პარტნიორულ ურთიერთობებთან, ურთიერთთანამშრომლობასთან, სამართლიანობასა და მართლმსაჯულების კანონზომიერებასთან. წარსულ ინკარნაციაში ამ ადამიანის საშუალებით აღსრულდა სამართლიანი მართლმსაჯულება, აღდგა წონასწორობა, მშვიდობა დამყარდა და ომი დასრულდა. ჩვეულებრივ, სელენა სასწორი მიისწრაფის ჰარმონიისაკენ ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს გარემოს აღქმა, სილამაზე, სიმშვიდე თუ სამყაროს კანონზომიერების გააზრება. ვერ იტანს აგრესიას, კონფლიქტებს და ვულგარულობას. სამართლიანობის აღდგენისთვის შეუძლიათ მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღოს.

როცა სელენა ხვდება სასწორის ნიშანში, მის  კარმულად ყველაზე ძლიერი პლანეტებია ვენერა და სატურნი. ეს იმის მანიშნებელია, რომ სელენა სასწორისთვის უცხო არაა საზოგადოებაში არსებული პრობლემები. შეუძლია  იზრუნოს  სოციალური ცხოვრებაზე, გააჯანსაღოს საზოგადოება და შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი.

წარმატებული იქნება მისი  მოღვაწეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მართლმსაჯულება, საზოგადოებრივი ურთიერთობები, სახელმწიფო სტრუქტურები, სფეროებში რომელიც უკავშირდება – მოდას, კოსმეტიკას, დიზაინს, სარეკლამო ბიზნესს, საიუველირო ნაკეთობების წარმოებას, პარფიუმერიას, ფუფუნების საგნებისა და ხელოვნების ნიმუშების გაყიდვებს.

სელენა სასწორს შეიძლება გაუჩნდეს განსაკუთრებული ინტერესი ისტორიისა და არქეოლოგიის მიმართ.

სასწორი ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მუშაობა ისეთ გარემოში, სადაც ყოველთვის სუფთა ჰაერია. შეიძლება გაუჩნდეს  სურვილი იცხოვროს მაღალ ადგილზე (სართულზე) ცასთან უფრო ახლოს, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება. მან ოთახი ხშირად უნდა გაანიავოს, გააკეთოს სუნთქვითი ვარჯიშები , რადგან  ჰაერის ელემენტი აძლიერებს მის  დადებით კარმას.

სელენა სასწორეის საუკეთესო თვისებებია პუნქტუალურობა, ზომიერება, ელეგანტურობა, სამართლიანობა, დახვეწილობა, დიპლომატია და მშვიდობისმოყვარეობა. მნიშვნელოვანია ამ თვისებების შენარჩუნება, არ შეიძლება უკიდურესობაში გადასვლა – ფორმალურობა, ფარისევლობა, ნებისმიერი სახის კომპრომისებზე წასვლა კონფლიქტისთვის თავის არიდების გამო, მარტო იმისთვის, რომ არ დაერღვეს კომფორტი და სიმშვიდე .

სელენა სასწორის  საშუალებით საზოგადოებას და კანონს შუძლია გამოავლინდეს დადებითად , ელეგანტურად  და თავისი ჭეშმარიტი მომხიბვლელობით.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top