სელენა (თეთრი მთვარე) ქალწულში

სელენა (თეთრი მთვარე) ქალწულში

 თუ სელენას აქვს ძლიერი მდებარეობა, ამ ადამიანს თან მოაქვს სისუფთავისა და სიახლის განცდა. დამახასიათებელია  ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყველა ცოცხალ არსებაზე მზრუნველობის განცდა. ხშირად ამ ადამიანს ”სახალხო მკურნალის” ან ექიმის დადებითი კარმა აქვს. მან ყველაზე უკეთ იცის როგორ აიღოს მოსავალი- მიიღოს ქმედების შედეგად რეზულტატი. ძლიერი მხარეა  - ამჩნევს უმნიშვნელო დეტალებსაც კი, რაც სხვებისთვის შეუძლებელია; ეხერხება ხელსაქმე , წარმატებას მოუტანს მედიცინა და ყველა მასთან დაკავშირებული საქმიანობა (მაგალითად ფარმაკოლოგია). ასევე წარმატებული იქნება ვეტერინარიაში. სელენა წინა პლანზე სწევს და ხელს უწყობს დალაგება, ჰიგიენასა და სისუფთავესთან დაკავშირებულ მომსახურეობას. წარმატებული იქნება ვაჭრობის, სამედიცინო მოწყობილობების განაწილება -წარმოების, მედიკამენტების და საყოფაცხოვრებო ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობა.

სელენა ქალწულს წარმატება მოაქვს ინფორმაცია-პედაგოგიკის სფეროებში. ეს ადამიანი ყოველთვის ეცდება დიდი სიზუსტითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდოს ინფორმაციის გავრცელებას ან მოაწესრიგებას. ის აფასებს იდეას, აზრს, სიტყვას (განსაკუთრებით წერილობითი ფორმით) – ესა არის  ლინგვისტის, მწერლის ან ბიბლიოთეკარის გზა.

სელენა ქალწული უნდა ერიდოს ისეთ ადამიანებს, ვინც ბოროტად ისარგებლებს მისი კეთილშობილებით, ყველას დახმარებისთვის მზაობით, სხვების მსახურებისა და მათთვის ცხოვრების გაიოლების სურვილით. ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას. არ უნდა მისცენ  სხვებს უფლება გაუწიონ  ექსპულატაცია და მოახდინონ მანიპულირება მის პასუხისმგებლობის გრძნობისა და გულმოდგინოებას. კარგად უნდა გაიაზროს  რა არის ნამდვილად მისი ამოცანა და რის თავსმოხვევას ცდილობენ სხვები. სელენა ქალწულმა არ უნდა დაკარგოს  ზომიერების გრძნობა სისუფთავე, ჰიგიენა, სიჯანსაღისა და წესრიგის სიყვარული. მნიშვნელოვანია,  რომ დეტალებმა არ შეუშალონ  ხელი სრული სურათის აღქმაში.

საკუთარი თუნდაც სულ მცირე მიწის კუთხე, მისცემს  ძალიან ბევრს –  ძალების აღდგენას და სიმშვიდეს. სასურველია თუ მოუვლიან  ყვავილებს, სანელებლებსა ან სამკურნალო მცენარეებს – ეს მისი  სტიქიაა. ყველაზე უკეთ დაისვენებს  სხვადასხვა გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და დასვენების სახლებში, რომლებიც სთავაზობენ  კარგად ორგანიზებულ საშუალებებს  ჯანმრთელობის აღდგენისთვის.

რომელ ზოდიაქოს ნიშანშიც არ უნდა იყოს ამ ადამიანის მზე, მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს მიწის სტიქიასთან, რადგან ეს ელემენტი ყველაზე სუფთაა სელენა ქალწულის  კარმაში. კარგი იქნება თუ  საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი ახლოსაა  მიწასთან და არა მაღლა, მრავალსართულიან შენობაში.  სასურველია თუ  ზაფხულში ხშირად ისეირნებს  ფეხშიშველი. ყვითელ-მწვანე, მწვანე, ხაკისფერი ან ლურჯი – ეს ფერები არაჩვეულებრივად შთააგონებენ და გაალამაზებენ სელენა ქალწულს.

ასევე წვრილად მოხატული ნაჭრები, უჯრედებიანი, წვრილი ოსტატურად შესრულებული აქსესუარები, ”ჭკვიანური ნივთები”, მოსახერხებელი ინსტრუმენტები დადებითად მოქმედებს ამ სელენაზე.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top