სექსუალური შეთავსება  პირადი პლანეტების მიხედვით

სექსუალური შეთავსება პირადი პლანეტების მიხედვით

როცა საუბარია ქორწინებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური შეთავსების საკითხი. კლასიკურ ასტროლოგიაში ორივე სქესის წარმომადგენლებში, ქალებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია – მთვარე და ვენერა, ხოლო მზე და მარსი – მამაკაცებთან ურთიერთობებზე  მიუთითებს.

გარდა ამისა  მთვარე და ვენერა მამაკაცის ჰოროსკოპში მიანიშნებს  სასურველი პარტნიორის  ტიპზე,  ასევე  მზე და მარსი ქალის ჰოროსკოპში   აჩვენებს მის მოთხოვნილებებზე პარტნიორი მამაკაცების მიმართ.

ანუ მთვარე  - ვენერა  (კაცის)  და მზე-მარსი(ქალის)  აჩვენებს  სექსუალურ დამოკიდებულებას, გრძნობებსა და ურთიერთობებზე საპირისპირო სქესთან.  აქედან გამომდინარე  ამ პლანეტების ურთიერთდამოკიდებულებას (ასპექტებს)  მნიშვნელოვანი როლი აქვს, წყვილის სექსუალურ შეთავსებაში.

რა თქმა უნდა, სასურველია სექსუალურ პლანეტებს შორის ჰარმონია, ამ პლანეტებს შორის დადებითი დამოკიდებულება (ასპექტები) ახასიათებს  სექსუალური ურთიერთობების ჰარმონიულობას.

მამაკაცის მთვარე-ვენერასა და ქალის მზე-მარს შორის დამოკიდებულება წარმოშობს მიზიდულობას ქალსა და მამაკაცს შორის.  ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალური მიზიდულობა შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერი ასპექტის შემთხვევაში, თუმცა ჰარმონიული ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია ჰარმონიული ასპექტები.

კარგია როცა:

  • მამაკაცის  მთვარე შეერთებაშია, სექსტილი ან ტრინი აქვს  – ქალის მზესთან.
  • მამაკაცის მთვარეს სექსტილი ან ტრინი აქვს ქალის მარსთან.

ასევე დადებითად ითვლება ასპექტები:

  • მამაკაცის ვენერას შეერთება, ტრინი ან სექსტილი –  ქალის მზესთან.
  • მამაკაცის ვენერას სექსტილი ან ტრინი –  ქალის მარსთან.

ქალების შემთხვევაში დადებთია:

  • ქალის მზის შეერთება, სექსტილი ან ტრინი – მამაკაცის მთვარესთან.
  • თუ ქალის მარსი ქმნის სექსტილს ან ტრინს  – მამაკაცის მთვარესთან ან ვენერასთან

მთვარსის ან ვენერის შეერთება მარსთან ითვლება დაძაბულ ასპექტად.

თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ დაძაბულ ასპექტებს აქვს თავისებური ხიბლი, რადგან დაძაბული ასპექტები წარმოშობს განსაკუთრებულ ვნებას და მიზიდულობას. რასაც ძირითადად სტიქიური ხასათი აქვს და ცოლ-ქმრული ურთიერთობა არათანაბარია. ზოგჯერ წარმოიქმნება ძლიერი მიზიდულობა, ხანდახან კიდევ ერთმანეთისგან გაქცევის სურვილი. ყველა წყვილს არ შეუძლია ცხოვრება „მოქმედ ვულკანზე“, საბოლოო ჯამში ამას  ფსიქოლოგიურ გამოფიტვამდე მიიჰყავს და პარტნიორები იღლებიან ერთმანეთისგან, ჩნდება განშორების სურვილი (დროებით მაინც). მაგრამ ეს დაძაბული ასპექტები უკეთესია ვიდრე საერთოდ ასპექტების გარეშე.

ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის სასურველია ჰარმონიული ასპექტები, ხანმოკლესთვის -ნებისმიერი.  ძალიან საინტერესოა ისეთი შეთავსება, სადაც ერთდროულად არის როგორც  ჰარმონიული, ასევე დაძაბული ასპექტები. მაგალითად: მამაკაცის მთვარის სექსტილი ქალის მზესთან, ხოლო ვენერას ოპოზიცია მარსთან. შერეული ასპექტები გარკვეულ ხიბლს სძენს და მრავალფეროვნება შეაქვს წყვილის ურთიერთობაში.  თანაბარ და მშვიდ ცხოვრებაში უცბად ჩნდება  ერთგვარი „სიგიჟის“  ელემენტები.

არსებობენ ისეთი წყვილები რომელთა სექსუალურ პლანეტებს შორის არ არის ასპექტები.  ასეთ შემთხვევაში, პარტნიორებს შორის  სექუალური მიზიდულობა ძალიან სუსტია, მათი ურთიერთობას  უფრო  „მეგობრული“  დამოკიდებულების  ელფერი აქვს. სექსუალურ ასპექტს თუ გამოვრიცხავთ  ესეთი წყვილები შეიძლება  კარგად თანაცხოვრობდნენ  და არც აწუხებდეთ სექსუალური ურთიერთობების ნაკლებობა.

შეთავსების თვალსაზრისით,   მნიშვნელოვანია, რომ   პარტნიორების სექსუალური მოთხოვნილებები იყოს თანაბარი.

ამ მხრივ ყველაზე მაღალი სექსუალური მოთხოვნილებები აქვს ადამიანებს, ვის ჰოროსკოპშიც სექსუალური პლანეტები წყლის და მიწის ნიშნებშია.  ანუ როცა მამაკაცის  მთვარე –  ვენერა  და  ქალის მზე – მარსი წყლის ან მიწის ნიშნებშია.  ცეცხლი და ჰაერი იძლევა არც ისე მაღალ სექსუალურ მოთხოვნილებებს.

არსებობს მოსაზრება, რომ ცეცხლი  – სექსუალური სტიქიაა. თუმცა ეს მთლად ასე არ არის. ცეცხლი  ეს – ვნება და  „ცეცხლოვანი“ ტემპერამენტია, ადამიანმა ვისი სექსუალური პლანეტებიც ცეცხლის ნიშანშია, შეიძლება საკუთარი თავის დემონსტრირება მოახდინოს, როგორც  ვნებიანმა და სექსუალურმა პარტნიორმა, მაგრამ თვეში ერთხელ..  ცეცხლს აქვს გრძნობების მაღალი ინტენსივობა სექსუალური კონტაქტის დროს, მაგრამ კონტაქტების სიხშირე იშვიათია.

რაც შეეხება ჰაერის სტიქიას, ის საერთოდ არ არის სექსუალური,  განსაკუთრებით ტყუპები და მერწყული. მამაცის ვენერა ან მთვარე ცეცხლის ან ჰაერის ნიშნებში მიუთითებს არც ისე მაღალ სექსუალურ მოთხოვნილებებზე, იგივე ვრცელდება ქალის მზე და მარსზე  – ცეცხლის და ჰაერის ნიშნებში.

კარგია როცა ორივე პარტნორის სექსუალური პლანეტები ხვდება „მეგობარ“  ან იგივე სტიქიებში (წყალი/მიწა ან ცეცხლი/ჰაერი)   რადგან წყვილებს შორის სექსუალური შეთავსება ჰარმონიულია.  როცა ასეთი თანხვედრა არ ხდება, პარტნიორებს შორის წარმოიშობა გაუგებრობა.

ამასთან  ოპოზიცია სექსუალურ პლანეტებს შორის უკეთესია ვიდრე კვადრატურა.  რადგან ოპოზიციის დროს პლანეტები ხვდება „ერთნაირ წყვილ“ სტიქიაში ანუ ეს არის ან წყალი-მიწა ან ცეცხლი-ჰაერი.   კვადრატურა ყველაზე არასასიამოვნო ასპექტია, ამ შემთხვევაში სექსუალური  პლანეტები ხვდება  სხვადასხვა წყვილებში ანუ ჰაერი-მიწა, ცეცხლი -  წყალი, ცეცხლი – მიწა, ჰაერი-წყალი.  ამ შემთხვევაში  შეიძლება ერთერთმა პარტნიორმა დაიოკოს ვნება და გახდეს პასიური  რაღაც პერიოდის განმავლობაში, ხოლო მეორეს დარჩეს  დაუკმაყოფილებლობის განცდა, რაც წარმოშობს დაძაბულობას.

ყველაზე უარესი ვარიანტია როცა პარტნიორების სექსუალური პლანეტები  სხვადასხვა სტიქიაშია და თან  მათ  შორის არ არის მაჟორული ასპექტები. ეს ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ სექსუალურად არამიმზიდველი არიან ერთმანეთისთვის.  მაგრამ სექსუალური პლანეტების შეუთავსებლობა ნაკლებად ხდება განქორწინების  მიზეზი, თუ კონფლიქტურ პლანეტებს შორის არ არის უარყოფითი ასპექტები.

გარდა ამისა, არსებობს წყვილების სექსუალური ქცევის გარკვეული თავისებურებები.  მაგალითად მზე და მარსი  მამაკაცის ჰოროსკოპში მისი  მისი სექსუალური და მამაკაცური  ქცევის თავისებურება, როგორ გამოიყურება  და ავლენს თავის მამაკაცურ მახასიათებლებს საზოგადოებაში. იგივე ხდება ქალების შემთხვევაში – მთვარე და ვენერა გავლენას ახდენს  ქალის  თვითგამოხატვის მანერაზე საზოგადოებაში, მის მანერებზე და ა.შ

ასე რომ მამაკაცის მზე –  მარსი და ქალის მთვარე – ვენერა განსაზღვრავს წყვილის გარე, სოციალურ ქცევის მანერას. ანუ როგორ იქცევა წყვილი სოციუმში. როცა ამ პლანეტებს შორის  პარტნიორებს დადებითი დამოკიდებულება აქვთ, მათი ქცევა საზოგადოებაში ჰარმონიულია, საზოგადოება ამ წყვილს აღიქვამს როგორც ერთმანეთის შესაფერისს და ჰარმონიულ წყვილს. ხოლო დაძაბული ასპექტების შემთხვევაში არ არის ურთიერთობების, ქცევების თანხვედრა. (მაგალითად ქალი ჯდება მაგიდასთან, მამაკაცი უხერხულად, ან უდროოდ  მიუწევს სკამს და ა.შ )  თუმცა უნდა ითქვას , რომ ეს შეუთავსებლობა უმნიშვნელოა.

 არასექსუალური ფსიქოლოგიური ურთიერთქმედება 

 ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მზეებს შორის ასპექტი. ასეთი სახით განისაზღვრება ცნობიერი ურთიერთგაგება.

ხოლო მთვარეების ასპექტები პასუხისმგებელია  ემოციურ -ფსიქოლოგიურ შეთავსებაზე.  ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში  ადამიანებს აქვს „სულიერი მეგობრობის“  განცდა. წყვილს კარგად ესმის ერთმანეთის ფსიქო-ემოციური განწყობა. ასევე ხშირად ხდება  გემოვნების, ცხოვრების წესის, კვების, ძილის რეჟიმის, დასვენების სტილის და კომფორტის აღქმის თანხვედრა (ერთნაირი გემოვნება/ მიდრეკილებები)

ერთი ადამიანის ვენერას ასპექტები, მეორესთან  განსაზღვრავს – სიმპათია/ ანტიპათიას ორ ადამიანს შორის.  ჰარმონიულ ასპექტებში (მათ შორის ასპექტი-შეერთებაც)  წარმოიშობა ურთიერთსიმპათია. უნდა აღინიშნოს, რომ ჰარმონიულ ქორწინებაში  ზუსტად  მზეებს, მთვარეებს და ვენერებს  შორის დადებით ასპექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია სექსუალურ პლანეტებს შორის  ურთიერთდამოკიდებულება.

თუმცა არც მზეს, მთვარეს და ვენერას დაძაბული ასპექტები არ არის განქორწინების მიზეზი, განსაკუთრებით თუ სექსუალურ პლანეტებს შორის ჰარმონიული ურთიერთ დამოკიდებულებაა .

და ბოლოს …  ნებისმიერი ასპექტისა თუ პლანეტების მდებარეობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას,  თუ წყვილს ორმხრივად აქვს ურთიერთობაში  ჰარმონიის მიღწევის სურვილი და ითვალისწინებენ ერთმანეთის  მოთხოვნილებებს.

მომზადებულია –  ს.ვ შესტოპალოვის ლექციების მიხედვით

სტატიის ავტორი: Rusa Archer.


About Rusa

Scroll To Top