სინასტრიული ვენერა I სახლში

სინასტრიული ვენერა I სახლში

ეს ასპექტი პარტნიორის ღიმილს და შარმს ჩემთვის ღვთაებრივად აქცევს. თუ ვინმეს ჩემთან მოლაპარაკება უნდა, მასზე უკეთეს შუამავალს ვერ იპოვის. თუმცა ჩემი პირველი რეაქცია შესაძლოა მეორე, უფრო ღრმა, (შესაძლოა კარდინალურად განსხვავებული) რეაქციით შეიცვალოს. ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, მე გამიჭირდება პირდაპირ შევეწინააღმდეგო პარტნიორს. ასე რომ, თუ ჩემს I სახლში, ვთქვათ, მარსი ვერძი არ ბინადრობს, ჩემი მხრიდან მოსალოდნელია ყველაფერში დათანხმების ცდუნება, რადგან მოცემული პარტნიორი, როგორც მგონია, სიყვარულს, მხიარულებას, ბედნიერებას და გაგებას მპრიდება. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე უარის თქმა არ მინდა.

სინასტრიული ვენერა ჩემს I სახლში, თუ ძლიერ დაზიანებული არ არის, აგლუვებს, არბილებს და ამსუბუქებს მის ჩემეულ აღქმას და მე შეიძლება საერთოდ ვერც შევამჩნიო მისი ღია აგრესია, მიუღებლობა და მუხანათობაც კი. ან ძალიან მარტივად ვაპატიებ ყველაფერს მინიმალური მობოდიშების შემდეგ… და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის თავში პოტენციური აფეთქების საფრთხეს მოიცავს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ  მთლიანობაში დაძაბული სინასტრია გვაქვს და თუ უწყვეტად არ ვმუშაობთ ურთიერთობაში წარმოქმნილ სირთულეებზე.

და მაინც, მოცემული ასპექტი ჩემი პარტნიორის ცხოვრებას უფრო ალამაზებს, ვიდრე ჩემსას. ჩემი თანდასწრებით ის უკეთესად ხედავს სამყაროს მშვენიერებას და ჩემი მეშვეობით მის წინაშე სოციალიზაციის დადებითი შესაძლებლობები იხსნება. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება ყველაფერი პირიქით ჩანდეს.

თუ სიყვარულზე ვისაუბრებთ, მოცემულმა სინასტრიამ შესაძლოა პარტნიორით მსუბუქი გატაცება გამოიწვიოს, იმ დროს როდესაც ის რისკავს, სერიოზულად შევუყვარდე. მაშინ მას, ნეტარებისგან გაბრუებულს, ყველაფერი აღაფრთოვანებს. თუმცა ასეთი ძლიერი კავშირისთვის დამატებითი სინასტრიული სიგნიფიკატორებია საჭირო.

 

ავესალომ პადვოდნი

 

სინასტრიული ვენერა I სახლში

ეს „ვარდისფერი სათვალის“ ასპექტია, რომელიც ვენერას აქვს მორგებული და ამიტომ, პლანეტას გარკვეული სიფრთხილე მართებს. მართალია, სახლს დიდად სიამოვნებს ის აღტაცება, რომელსაც ვენერასგან იღებს, მაგრამ ამან შესაძლოა მისი მოდუნება გამოიწვიოს. „ზედმეტი კომფორტია“ გესმით? ამასთან, იშვიათად ვინმეს აკმაყოფილებდეს, რომ გარეგნობა და მანერები მისი მთავარი კოზირია და ადამიანი, თავისი პიროვნული  სირთულეებით, მხოლოდ ლამაზი ნადავლია. ვენერას უპირობო აღფრთოვანება სწორედ ასეთ შეგრძნებას შეუქმნის სახლს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ვენერა პერიოდულად სახლის შინაგანი განცდებით და პირადი პრობლემებით დაინტერესდება.

თუ სახლს ბუნებრივად დაბალი თვითშეფასება აქვს, ვენერასთან ურთიერთობა სურათს რადიკალურად შეცვლის. მაგრამ თუ მისი თვითშეფასება ჯანსაღია, ბუნებრივია, მას ენდომება, გარეგნული ღირსებების გარდა, სხვა თვისებებისთვისაც იყოს დაფასებული და შეყვარებული.

საბოლოო ჯამში, ყველას გვინდა ჩვენი „უშნო“ ნაწილებიც უყვარდეთ _ როცა თვითმარკეტინგი გამორთულია და სოციუმის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად არ ვიპრანჭებით.  პრობლემა ის არის, რომ ვენერა საერთოდ ვერ ამჩნევს სახლის უშნო ნაწილებს.


About Qet

Scroll To Top