ლამაზმანის როლს თაყვანისმცემლები ასრულებენ
ამ პარტნიორს შეუძლია საუკეთესო როლი შეასრულოს ჩემს სიუჟეტში: ლამაზმანის, საყვარლის, სატრფოს, ჯენტლმენის და ა.შ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე მას ასე აღვიქვამ, იმ შემთხვევაშიც, თუ სიუჟეტის მსვლელობა ფაქტობრივად აქცევს ჩემს საყვარლად. ჩემი V სახლის როლები, ნიღბები და სიუჟეტები ჩემს ინსტრუმენტებს წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ჩემთვის რთულ სოციალურ სიტუაციებს ვამუშავებ და აქ ჩემი გულწრფელობის ხარისხი მინიმალურია. საქმე ის არის, რომ პარტნიორი, განსაკუთრებით ვენერული როლით, ამას ვერ ამჩნევს. მოგვიანებით, როდესაც მოშინაურდება, თანდათან მიხვდება, რომ ჩემი აღტაცებული მზერა, ქათინაურები და დემონსტრაციული გაღმერთებაც კი, მეტწილად, გათამაშებული სიუჟეტის ფარგლებში ჯდება, რაც მას სრულიად კონკრეტული სიტუაციებისა და მკაფიოდ განსაზღრული როლის შესრულებისკენ უბიძგებს. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სცენარით ვიხელმძღვანელებ ან თავისუფლების რა ხარისხს მივანიჭებ პარტნიორს ჩემდამი ნაზი გრძნობების გამოხატვისას. მთავარი ის არის, რომ მას ძალიან გაუჭირდება ჩემს ნამდვილ რეაქციებამდე და წრფელ გძნობებამდე შემოღწევა, ყოველ შემთხვევაში, ვენერას ზემოქმედების ფარგლებში მაინც. თუმცა ეს სულაც არ შეუშლის ხელს მცდარი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში, რომ მე მისი მომხიბვლელობის, სილამაზისა და სოციალური მანერების ტყვეობაში ვიმყოფები და მას მარტივად შეუძლია ჩემით მანიპულირება. რეალურად კი ის ჩემი სცენარის ქსელში ხვდება და თუ ემოციურადაც ჩაერთო, შეიძლება ძლიერ დაზარალდეს შედეგებით და გატეხილი გულის ან კომპრომიტირებული სოციალური რეპუტაციის ამარა დარჩეს.
აქაც, რაღა თქმა უნდა, კონკრეტული ინდივიდების განვითარების დონეს გააჩნია. მათთვის, ვინც, მკაცრი სცენარების და სხვისი გრძნობებით უხეში მანიპულირების ნაცვლად, უშუალო ურთიერთობას ამჯობინებს, ეს მეტად ჰარმონიული და პერსპექტიული ასპექტია, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში: არტისტი(სახლი) და მისი მუზა(ვენერა).
ეს ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი კვეთაა, რადგან V სახლი მშვენიერი ადგილია ვენერას გამოვლენისთვის. „გასაეკრანებელი რომანი“, რომელზეც წყვილების უმეტესობა ოცნებობს.
შესაძლოა საზოგადოება, ხალხი და თვით ოჯახის წევრებიც კი აბსოლუტურად ჩვეულებრივად ხედავდნენ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ არა ვენერა, რომელიც ამ ადამიანის V სახლშია სინასტრიულად განთავსებული. ვენერასთვის ის ყველაზე მშვენიერი არსებაა დედამიწის ზურგზე. ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს აღფრთოვანება ბრმაა. ის უფრო დიადი სიყვარულის იდეას ატარებს, რომელიც ყოვლისგამგები და მიმტევებელია. ვენერა გაგებით ეკიდება სახლის ნაკლოვანებებს და ძალიან მარტივად პატიობს შეცდომებს.
მეორეს მხრივ, სახლიც მშვენივრად გრძნობს იმ წარმოსახვით კვარცხლბეკს, რომელზეც ვენერა აღმართავს და ეს მას ბედნიერების ისეთ შანსს აძლევს, რომელიც შესაძლოა მანამდე არასდროს განუცდია. თუ სახლს დაბალი თვითშეფასება აქვს ან/და დაუდევარია, შეიძლება ამით ბოროტად ისარგებლოს, მაგრამ ეს იმდენად პოზიტიური ასპექტია, ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ მთელი გულით ტკბება ღია და წფელი სიყვარულით, რომელსაც ვენერასგან იღებს და, დიდი ალბათობით, ეგოც უკანა პლანზე ინაცვლებს.
მომზადებული ავესალომ პადვოდნის და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.