სინასტრიული ვენერა II სახლში

სინასტრიული ვენერა II სახლში

ეს პარტნიორი, განსაკუთრებით თუ საწინააღმდეგო სქესისაა, ჩემზე იმაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე  მას წარმოუდგენია. მის გვერდით თავს მსუბუქად და კომფორტულად ვგრძნობ. საერთოდ არ მაქვს მასთან კამათის და შერკინების სურვილი, განსაკუთრებით თუ ახლახანს ლამაზი საჩუქარი მაჩუქა ან უბრალოდ კარგად აცვია და სალმიანია.  მას მოეჩვენება, რომ მე საერთოდ ვერ ვამჩნევ მის ვენერიულ გამოვლინებებს.  ჩემი ცნობიერება შესაძლოა მართლაც ვერ  არეგისტრირებდეს თავაზიანობის აქტებს და მიუხედავად ამისა, მისი ქცევები მაინც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემს ქვეცნობიერზე. მაგრამ როდესაც პარტნიორთან ურთიერთობა ფუჭდება, მისმა სოციალურმა გამოვლინებებმა შესაძლოა ძლიერ გამაღიზიანოს, რადგან ეს წინაამდეგობაში შემოვა  ჩემს ეთიკურ წარმოდგენებთან.

ჩემი სიღარიბე, ფინანსური თუ სულიერი, პარტნიორზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედებს და მას საშინლად ულამაზოდ მოვეჩვენები, ზუსტად ისევე, როგორც ჩემი მხრიდან გამოვლენილი სიძუნწე, რაც შეიძლება უშუალოდ მას საერთოდაც არც ეხებოდეს. სამაგიეროდ, ის უზომოდ დააფასებს ჩემს გულუხვობას, სულგრძელობას და შეიძლება სერიოზულად შეუწყოს ხელი ჩემი ეთიკის გაკეთილშობილებას და ზნეობრივი ფასეულობების განმტკიცებას.

ნეგატიურ ვარიანტში, მასზე საკმაოდ მსუყე თანხებს დავხარჯავ ან/და ბოლომდე დავკარგავ სინდისს და კაცობრიობისადმი რწმენას.

მთლიანობაში, მე სათანადოდ ვერ ვაფასებ მის სერიოზულ ზეგავლენას ჩემზე როგორც მატერიალური, ისე მორალური კუთხით. მას კი შეუძლია ძალიან შეუმჩნევლად და  ფაქიზად შეცვალოს სამყაროს ჩემეული აღქმა და ფასეულობათა სისტემა, რის შემდეგაც იღბალსაც მომიტანს, თუმცა არა იუპიტერული ტიპის, არამედ შედარებით მოკრძალებულს _ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება უბრალოდ გაცილებით ლამაზი და კომფორტული გახდება.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top