სინასტრიული ვენერა III სახლში

სინასტრიული ვენერა III სახლში

ამ პარტნიორის გამოჩენა ნებისმიერ სოციალურ სიტუციას შემიმსუბუქებს, როგორც გარე, ისე შიდა სიტუაციებში. მისი ღიმილი (ყოველ შემთხვევაში, შორიდან მაინც) მაგიურად მომხიბვლელად მეჩვენება, სამოსი_დახვეწილად, მანერები_ უზადოდ, მისი სოციალური პორტრეტი კი განუმეორებლად.

ეს ასპექტი ძლიერ გაულამაზებს ცხოვრებას ოჯახურ წყვილს, განსაკუთრებით სოციალურ მიღებებზე. თუ ცოლის ვენერა ქმრის III სახლში მდებარეობს, მამაკაცისთვის მეუღლე განსაკუთრებით ელეგანტური და მიმზიდველი იქნება, როდესაც სტუმრებს უმასპინძლებენ. ის ნამდვილად არ დაზოგავს ფულს, რომ მისმა ცოლმა საზოგადოებაში ან მოდურ კურორტზე იბრწყინოს. ასე განსაჯეთ, ცოლის თაყვანისმცემლებიც კი არ გააღიზიანებენ, რადგან ქათინაურებს, როგორი ლამაზი ცოლი ჰყავს, საკუთარ თავზეც მიიღებს.

მეორეს მხრივ, ეს საკმაოდ სახიფათო ასპექტია, იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტს გვპირდება, ვიდრე რეალურად გვაძლევს. მაგალითად, როგორც კი წყვილი ახლო, უფრო სიღრმისეულ, პირისპირ ურთიერთობას დაიწყებს, თავდაპირველი იდეალური შთაბეჭდილება შეიცვლება ან შეიძლება სულაც გაქრეს. ასე თუ ისე, ვენერასთვის III  სახლის სოციალურ-გაფანტული აღქმის ფილტრების გავლა მარტივი ნამდვილად არ არის.

სინასტრიული ვენერა კომუნიკაციის და სწავლების ფორმას მეტად სასიამოვნო განცდებს მიანიჭებს. მაგალითად, თქვენ შეიძლება ერთად უყურებდეთ დოკუმენტურ ფილმებს, მასთან ერთად მოინდომოთ მუზეუმების მონახულება, შემეცნებით სემინარებზე დასწრება, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვეულებრივ მსგავსი ტიპის გასართობები არ გაინტერესებდათ. საქმე ის არის, რომ საუბრისას ამ პარტნიორს კარგად ესმის თქვენი გრძნობები. ის თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო თანამოსაუბრეა.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top