„ღმერთი სილამაზეა, რომელიც უნდა დაინახო“
თუ ეს პარტნიორი ჩემი ოჯახის წევრია, ის ძლიერ გაალამაზებს ჩემს სახლს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თვალსაზრისით. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება მისი ფუსფუსი ჩემს სახლში, მისი შეუმჩნეველი მზრუნველობა სახლის ინტერიერზე და ა.შ.
ეს მეტად კეთილისმყოფელი ასპექტია მეუღლეებისთვის, რომელსაც უამრავი მწვავე წინააღმდეგობის შერბილება და ოჯახური კერის სიყვარულით გათბობა შეუძლია. თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზეც, სად დგას პარტნიორის ნათალური ვენერა მის რუკაში.
ჩემი პარტნიორის სილამაზე და სიყვარული სულის სიღრმემდე მწვდება და ძალიან მჭირდება, მაგრამ მე, ისევე როგორც ის, შეიძლება ვერც ვხვდებოდეთ ამას, რადგან ჩემი რეაქციები მეტად შეფარული და ჩემთვისვე გაუგებარია. ამ პარტნიორს ჩემი სულის ყველაზე ბნელ კუნჭულებში შეღწევა და ყველაზე მახვილი კუთხეების მოგლუვება ხელეწიფება. მას შეუძლია მშვიდობიანად შეცვალოს ჩემი შეურიგებელი ცხოვრებისეული პოზიციები და შეხედულებები, რომელიც ღრმა ბავშობაში ჩამომიყალიბდა გაუცნობიერებელ დონეზე.
სხვა მხრივ, სიტუაციებში, რომელიც ჩემთვის IV სახლის ჩართვას გამორიცხავს, ანუ არა საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ, მაგალითად, სოციუმში ან ბუნებაში, ჩემი რეაქციები პარტნიორის ნაზ გრძნობებზე საკმაოდ აბსტრაქტული იქნება, რაც შეცდომაში შეიყვანს არამხოლოდ პარტნიორს, არამედ მეც კი.
ამ ასპექტში თავისებური სირთულეებიც იმალება: წყვილის ეგრეგორი პარტნიორისგან ჩემს დახმარებას მოითხოვს _ მან, თავისი სიყვარულით, უნდა შეძლოს ჩემი ყოფის ყველაზე რთული ფუნდამენტური საკითხების მოგვარება. მაგალითად, დამეხმაროს რელიგიური გრძნობების წყაროს აღმოჩენაში. რთული კი იმიტომ არის, რომ ამ პარტნიორს, თავისი ვენერას ჩართვის დროს, საერთოდ არ ხიბლავს ასეთი საკითხების აქტივაცია. მას ის უფრო აინტერესებს, მიყვარს თუ არა და რამდენი ხანია.
ვენერა ძლიერ მიზიდულობას განიცდის სახლის მიმართ და მზადაა, მთლიანად მიუძღვნას თავი, მაგრამ მას არ ასვენებს თავდაცვის სურვილი, თითქოს სახლისგან მუდმივად ტკივილს ან უარყოფას ელოდება. ბუნებრივია, სახლს ეს დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩება და ვენერას სიფრთხილეს ისე განიხილავს, როგორც გრძნობებში მერყეობას, შესაძლოა პარტნიორი მისდამი სიყვარულის უკმარისობაშიც დაადანაშაულოს.
წყლის სახლები ნამდვილად არ არის საუკეთესო მდებარეობა ვენერასთვის, როგორც ნათალურად, ისე სინასტრიულად. ეს ნამდვილად ძლიერი და ღრმა მიჯაჭვულობაა, მაგრამ იმავდროულად მტკივნეული უნდობლობა და ეჭვიანობაც. გამოსავალი ჰარმონიული სინასტრიული პლანეტარული ასპექტებია.
მომზადებულია ავესალომ პადვოდნის “სინასტრიული ასტროლოგიის” და სხვა მასალებზე დაყრდნობით.