სინასტრიული იუპიტერი I სახლში

სინასტრიული იუპიტერი I სახლში

ეს კეთილი და ხელგაშლილი, თუმცა არც ისე ყურადღებიანი ბიძიას აპექტია, რომელზეც ჩემს სახეზე ფართო ღიმილი ადარდებს. ჩემი ცხოვრების სხვა გარემობები მის ცნობიერებას მხედველობიდან უსხლტება. სინამდვილეში, ჩემი ღიმილი მას უფრო აბედნიერებს, მაგრამ ჩვენ ორივეს გვეჩვენება, რომ ყველაფერი პირიქითაა და ის სიამოვნებით იხარჯება ჩემზე, მატერიალურად თუ სულიერად. უფრო დაკვირვებული ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი ხელგაშლილობა ყოველთვის ვერ აღწევს ჩემამდე ან ძალზედ  ზედაპირულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა მე ამ ადამიანს მისგან შემოთავაზებული კეთილშობილებით და უანგარო გულუხვობის პრიზმაში აღვიქვამ და ამ შთაბეჭდილებისგან განთავისუფლება ჩემთვის საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, რომ ჩემი ნებისმიერ პიროვნული გამოვლენა მას ამ მიმართულებისკენ უბიძგებს.

იმ შემთხვევაშიც, თუ თავისი მთლიანი რუკით და განვითარების დონით, საშინელი ყუმი და ძუნწია, ჩემს დანახვაზე მის სახეზე ღიმილი ჩნდება, მისთვის გაურკვეველ იმპულსთან ერთად, რამე მაჩუქოს ან რამე სასიამოვნო მითხრას. სუსტი ნათალური იუპიტერის შემთხვევაში, ეს ცუდად გამოუვა, მაგრამ თავად იუპიტერული იმპულსი საკმაოდ მარტივად იკითხება.

ამ პარტნიორს ძალიან ძლიერი ცდუნება ექნება, აღმამაღლოს მწვერვალებზე და ქებით „გამაფუჭოს“ არარსებული მიღწევების გამო, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. ოჯახურ წყვილებში, დაბალ დონეზე, ეს თავისებურება გადამეტებული ურთიერთაღტაცებით  გამოიხატება, რაც გარშემომყოფთა გაღიზიანებას იწვევს. მაგალითად, ცოლი, ქმრის ან შვილის იუპიტერით თავის I სახლში, შეიძლება მთელი ცხოვრება გულწრფელად აღმერთებდეს და უზომოდ აღფთოვანებული იყოს მათი ღისებებით, რომელიც გარშემოყმოფებისთვის სრულიად შეუმჩნეველია.

ამ ასპექტის დამუშავების შემთხვევაში, პარტნიორი დამეხმარება პიროვნულ გაფართოებაში, მე კი მას ახალ დადებით შესაძლებლობებს, წარმატებას და ბედნიერებას მოვუტან.

 

ავესალომ პადვოდნი


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top