სინასტრიული იუპიტერი V სახლში

სინასტრიული იუპიტერი V სახლში

თუ ადამიანი ამაყად ჟღერს, ის ვერ იქნება ლამაზი

ეს ასპექტი დიდ იმედგაცრუებას გვიქადის, თუ  პირველი შთაბეჭდილება წმინდა წყლის სიმართლედ მივიღეთ. შთაბეჭდილებები კი შემდეგნაირი შეიძლება იყოს _ მისი „რა არაჩვეულებრივია ადამიანია გართობისა და თამაშებისთვის!“ ჩემი: „როგორც იქნა, გამიმართლა! ნამდვილი ბედნიერი შემთხვევა და კეთილი ფერია გამომეცხადა, ერთი ადამიანის სახით!“ თუ აქამდე ჩემს სიუჟეტებში ეს როლი გათვალისწინებული არ იყო, შეიძლება სასწრაფო წესით ჩავამატო, ჩემი მძიმე სიტუაციების შესამსუბუქებლად.

თუმცა, უფრო ახლო გაცნობისას, საკმაოდ ნათლად გამოვლინდება ჩვენი გეგმების და, რაც მთავარია, როლების განსხვავება. მისი სურვილი, კარგად გაერთოს ჩემთან, რასაც იუპიტერის ჩემს V სახლში განთავსება უწყობს ხელს, მალე მისი იუპიტერის ნათალური სახლის გავლენით შეიცვლება და შეიძლება რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღოთ. რაც შეეხება ქველმოქმედის როლს, რომელიც მე მივანიჭე და, პრინციპში, მას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია, რა შეიძლება შემომთავაზოს ორი დეფიციტური ბილეთის მეტი, სპექტაკლის პრემიერაზე?! ამის იმედი ნამდვილად შეიძლება მქონდეს, თუმცა მეტის არა!

მისი იმედგაცრუება შეიძლება შემდეგნაირად წარიმართოს: თავიდან პარტნიორი უზარმაზარ თავისუფლებას და გაფართოებულ პერსპექტივებს დაინახავს ჩემთან ურთიერთობაში. მაგრამ როგორც კი ჩემი სიუჟეტის ფარგლებში მოექცევა, მიხვდება, რომ მისი როლი უკვე მკაფიოდ განსაზღვრულია და მართალია, ეს ძალზედ კეთილშობილი როლია, მაგრამ ის მძაფრად იგრძნობს, რომ მისი კეთილშობილება არსებითად ჩემთვის სავსებით უსარგებლოა. ტიპური მაგალითი: მე ვასრულებ თავმოყვარე ღარიბის როლს, მაგრამ პარტნიორისგან ნებისმიერ ფულად საჩუქარს თუ ვალს მყისიერად ვხარჯავ ფუფუნების საგნებზე, იმის ნაცვლად რომ საცხოვრებლის ქირა გადავიხადო ან ბავშვებს თბილი სამოსი ვუყიდო. მას ძალიან გაუჭირდება ამ სიუჟეტის ფარგლების გარღვევა. და მაინც, თუ მკაცრი სიუჟეტის დარღვევა მოვახერხეთ, ერთმანეთს და სამყაროს მთლიანობაში, უამრავ სიხარულს და გულისხმიერებას მოვუტანთ. მაგრამ ეს რომ განვახორციელოთ, ჯერ ურთიერთობის ყველაზე დაძაბული ასპექტები უნდა დავამუშავოთ. ამისთვის კი პარტნიორისგან მხოლოდ იმას უნდა ველოდოთ, რასაც ის ნებაყოფლობით გვთავაზობს.

იუპიტერი გაფართოების პრინციპს ატარებს და რა გასაკვირია, რომ სახლის შემოქმედებით საწყისებზე, აზარტსა და მხიარულებაზე ძლიერ სტიმულატორად მოქმედებს?! თუ ეს კვეთა რომანტიულ წყვილებში დაფიქსირდა, სავარაუდოდ, მათ ბევრი შვილის ყოლა ენდომებათ ერთად. ეს დიდი ოჯახის ინდიკატორი ასპექტია.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნისა და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.


About Qet

Scroll To Top