სინასტრიული იუპიტერი IV სახლში

სინასტრიული იუპიტერი IV სახლში

„ჯინები კოშკებს, როგორც წესი, ჰაერში აგებენ“

თუ ეს პარტნიორი სახლში სტუმრად უნდა მეწვიოს, მასში მყისვე აქტივირდება თოვლის ბაბუას სინდრომი. სავარაუდოდ, საჩუქრებით უხვად ხელდამშვენებული მეწვევა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენი ურთიერთობა აეწყობა, მის ვიზიტებს დღესასწაულად აღვიქვამთ მეც და ისიც. თუ ჩემი IV სახლი დაზიანებულია, შესაძლოა ამოუცნობი და ნათელი სამყაროს წარმომადგენლად დავინახო, სადაც ადამიანები მარტივად და მსუბუქად ცხოვრობენ, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, ის ჩემი დასაყრდენი გახდეს, მისი დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი. თუ მისი იუპიტერი ჰარმონიულია, მისი ვიზიტები მდიდარი ფილანტროპის საქველმოქმედო აქციებს დაემსგავსება ღარიბ კვარტლებში. თუ მისი იუპიტერი დაზინებულია, მაშინ ის ჩემს ხარჯზე შეეცდება თვითდამკვიდრებას. მაგალითად, სხვათა შორის გაამახვილებს ყურადღებას ჩემი საცხოვრებლის ნაკლოვანებებზე, ჩემი ოჯახური ურთიერთობების სირთულეებზე, თვითრეალიზაციის დაბალ დონეზე, მერყევ ცხოვრებისეულ პოზიციებზე. ჩემი ჰარმონიული IV სახლი გარკვეულწილად აღიზიანებს პარტნიორის დაზიანებულ იუპიტერს, ჩემი უმადურობით მისი ძღვენის მიმართ ან საერთოდ, მისი ფილანტროპული აქტივობების არად ჩაგდებით. მართალია, შეიძლება მისი კადნიერი გამომეტყველება არ შევიმჩნიო, მაგრამ გულის სიღრმეში, თავს ძალიან მოწყვლადად ვიგრძნობ, რადგან ის (გამომეტყველება) ჩემს ფუნქციონალურ პოზიციას, „მე რაღაცად ვღირვარ ამ ცხოვრებაში!“, ემუქრება.

დამუშავების მაღალ დონეზე, ამ პარტნიორს შეუძლია დამეხმაროს შინაგანი დოგმატიზმის ლიკვიდაციაში ან სულაც ვიწრო ცხოვრებისეული პოზიციების გაფართოებაში _ მიჩვენოს, რომ სამყარო (და მე), სინამდვილეში, გაცილებით ფართო, მდიდარი და მრავალფეროვანია, ვიდრე აღვიქვამ; და რომ სახლი, ოჯახი, სამშობლო და ღმერთი ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ვფიქრობ და წარმოდგენა შემიძლია. თუ პარტნიორმა ეს მოახერხა, ჩემს თვალწინ შინაგანი განვითარების დიდი შესაძლებლობები იხსნება, რაც, მეორეს მხრივ, მისი ნათალური იუპიტერის აქტივაციას და იღბლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top