სინასტრიული მარსი I სახლში

სინასტრიული მარსი I სახლში

ეს ასპექტი უკიდურესად  ააქტიურებს ჩემს პარტნიორის აღქმას და თუ ის ჩემი შეურიგებელი მტერი არ არის, ჩემი დამოკიდებულება მისი აქტიურობის მიმართ ორობითული იქნება. საერთოდ, ის მარტივად „მქოქავს“, პერსონალურ პრობლემებს მიმძიმებს და მწვავე პირად რეაქციებს იწვევს. კონკრეტული ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული ჩემი I სახლის ასპექტებსა და დამუშავების დონეზე.

თუ ქალის მარსი მამაკაცის ჰოროსკოპის I სახლში მოხვდა, მამაკაცი სასაცილოდ მწვავედ რეაგირებს მის ნებისმიერ აქტივობაზე, რასაც საკუთარი პიროვნების დამცირებად აღიქვამს. თუმცა, აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი ნათალური პლანეტების აქცენტები, რომელიც მამაკაცურ იდენტიფიკაციაზე არიან პასუხისმგებელნი. თუ ეს ქალური მამაკაცია, მასკულინური მთვარით, მაშასადამე ისეთი, რომელიც თავის სქესთან კავშირს საკუთარ თავზე დედობრივი ზრუნვის დროს გრძნობს, მოცემული სინასტრია, შეიძლება საერთოდ არ დაემუქროს მის ღირსებას. პოზიცია: „მე მამაკაცი ვარ იმ ქალებისთვის, ვინც თავად მაფასებენ და ყოვლისმომცველი ზრუნვით მავსებენ; დანარჩენები, სულელი ფემინისტები, ჯანდაბაშიც წასულან!“

თუ ეს მამაკაცური კაცია, მარსიანული ან მზიური ტიპის, რომელიც განწყობილია ბრძოლისა და გამარჯვებისთვის (ქალზე), მოცემული სინასტრიული ასპექტი ძალიან საშიშია, განსაკუთრებით თუ მამაკაცი არასფრულფასოვნების კომლექსით იტანჯება, რადგან პარტნიორთან შერკინებით ის ძალიან რისკავს, კიდევ უფრო უარესად გაიმწვავოს კომპლექსები. სამაგიეროდ, ამ ასპექტის დამუშავება მას თავდაჯერების მომატების შესაძლებლობას აძლევს. დაბალ დონეზე, ჰარმონიული I სახლი მას ტრაბახის ძლიერ ცდუნებას მისცემს.

თუ მამაკაცის მარსი ქალის ჰოროსკოპის I სახლში ხვდება, კაცს უფრო გაუადვილდება ქალის პიროვნების დათრგუნვა, თუმცა კი საკმაოდ ზედაპირულად. თავის მხრივ, ქალი, მას შემდეგ რაც  სიტუაციას მოერგება, მშვენივრად მართავს მის ენეგიას. ტუჩების მსუბუქი დაბერვა ან პირიქით, მხიარული ღიმილი მაგიურად ძლიერად ზემოქმედებს მის მამაკაცზე. თუ იმავდროულად, ეს მამაკაცური იდენტიფიკაციის კაცია, ქალს შეუძლია სრულიად უმნიშვნელო მეთოდებით გაანადგუროს ან პირიქით, მკვდრეთით აღადგინოს მისი მამაკაცური თვითიდენტიფიკაცია.  ამ ასპექტისთვის დამახასიათებელია ძლიერი ეჭვიანობა _ ქალის სხვისი მისამართით გამოჩენილი არათუ კეკლუცობა, არამედ თავაზიანობაც კი მამაკაცს საშინლად გააშმაგებს.

 

ავესალომ პადვოდნი


About Qet

Scroll To Top