სინასტრიული მარსი V სახლში

სინასტრიული მარსი V სახლში

ადამიანის ყველაზე საზარელი ბატონი მისი შინაგანი მონაა

თუ სინასტრიული მზეს რეჟისორის როლი აქვს, სინასტრიული მარსი მთავარი გმირის განსახიერებაა. ქალის ჰოროსკოპში ეს შეიძლება იყოს მიჯნურ-საყვარელი, თუმცა არა აუცილებლად. ასეთივე წარმატებით მთავარი მოქმედი გმირი შეიძლება აღმოჩნდეს უფროსი, ქმარი, მეგობარი, მტერი, მრჩეველი… ნებისმიერი ვინმე. მთავარია, სიუჟეტის ცენტრალური ენერგეტიკული საწყისის როლი შეითავსოს.

მაგალითად, პარტნიორის დაზიანებული მარსი, შესაძლოა ჩემი უსიამოვნებების ინიციატორი გახდეს, რომლის მოგვარებაც, მოგვიანებით, თავადვე მოუწევს. მაშინ, სიუჟეტის დასაწყისში, პარტნიორი ჩემი სიმშვიდის დამრღვევად, შემდეგ ეტაპზე _ ბრალდებულ დამნაშავედ, ბოლოს კი მხსნელად მომევლინება. ამ ყველაფერს ის საოცარი ენთუზიაზმით და მეტად ენერგიულად გაათამაშებს. საინტერესო ის არის, რომ მე, განსაკუთრებით სუსტი V სახლის შემთხვევაში, შეიძლება შინაგანად საერთოდ არც ჩავერთო წარმოქმნილ სიტუაციაში.

საერთოდ, მოცემული ასპექტისთვის თვისებრივია შემდეგი ტიპის ურთიერქმედება: მე, ჩემი ქცევებით, ასე ვთქვათ, სათამაშოდ ვიწვევ პარტნიორს, მაგრამ მხედველობაში სავსებით კონკრეტული სიუჟეტი მაქვს, სადაც ჩემი პიროვნული ჩართვა უმეტესად შეზღუდულია. აი, პარტნიორი კი მთელი ძალით, ხშირად აგრესიულობამდე მისული აქტივობით, ერთვება და, ბუნებრივია, იმავეს ელის ჩემგანაც. ბოლოს და ბოლოს, განა მე არ ვუხმე მონაწილეობის მისაღებად?!. მაგრამ ჩემი გულწრფელი ჩართულობის მიღწევა ხშირად შეუძლებელი აღმოჩნდება ხოლმე, რასაც ლოგიკურად თან სდევს პარტნიორის ფრუსტრაცია, რაც პერიოდული კონფლიქტებით იწყება, ურთიერთობის გაწყვეტის მუქარით გრძელდება და ხანდახან ომის გამოცხადებით სრულდება (ეს უკვე დამოკიდებულია ჩემს, ნათალურ მარსზე).

ასპექტის დამუშავება შეიძლება ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ორივე ჩვენგანისთვის: მე ჩემს შემოქმედებით საწყისებს გავაძლიერებ. პარტნიორი კი შთაგონებას მიიღების დიდებული საქმეებისთვის, რასაც იმხელა ძალა სჭირდება, მარტო მას ნამდვილად არ აღმოაჩნდებოდა.

ცეცხლოვანი მარსი ნებისმიერი ტიპის რუკაში აქტივატორის ფუნქციას ასრულებს და არც სინასტრია წარმოადგენს გამონაკლისს. როდესაც ის ასევე ცეცხლოვან, გართობისა და სექსის, სახლში ხვდება, მარტივი მისახვედრია, რომ ეს ძალიან მხიარული რომანი იქნება, ვნებით, სიყვარულითა და ხალისით აღსავსე. ამ ასპექტით, წყვილი ერთმანეთს რისკისა და გახსნილი თვითგამოხატვისკენ უბიძგებს და რაც არ უნდა მოჰყვეს ამ აზარტულ გამოწვევას, ორივე ძალიან მხარდამჭერი იქნება პარტნიორის მიმართ.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნისა და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.


About Qet

Scroll To Top