სინასტრიული მარსი IV სახლში

სინასტრიული მარსი IV სახლში

“როდესაც სხვას ორმოს უთხრი, შეიძლება მიწისძვრა გამოიწვიო და დაიღუპო“

ეს მარსის დაცემის სახლია, რასაც მე და პარტნიორი საკმაოდ სწრაფად ვიგრძნობთ, თუმცა სრულიად  განსხვავებულად.  მას ძალიან გაუჭირდება ჩემზე ნებისმიერი ძალისმიერი გავლენის მოხდენა: მე ან სრულიად უგულვებელვყოფ მის ზეწოლას ან იმდენად მაღალ თეორიულ დონეზე დავუპირისპირდები, მარტივად შეიძლება აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდეს (კონკრეტულად როგორში, მისი ნათალური მარსის ნიშანს და სახლს გააჩნია), განრისხდეს და დაიბნეს. მე კი პარტნიორის აქტიურობა ხშირად უადგილო უტაქტობად ან სულაც სიუხეშედ მომეჩვენება.  ეს აუცილებლად იმას არ გულისხმობს ჩემი „მოჩვენებები“ ობიექტურ სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ჩემი მცდელობები, რაციონალურად გავაანალიზო უსიამოვნო შეგრძნებები, სავარაუდოდ, მცდარი აღმოჩნდება. ამ ასპექტით გამოწვეული ჩემი დისკომფორტის ჭეშმარიტი მიზეზი ის არის, რომ პარტნიორის ენერგია ჩემი ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა და მოწყვლად შრეებში ხვდება. ჩვენი ურთიერთობის დამუშავების მაღალ დონეზე, პარტნიორი სავსებით შეიძლება სულიერი მასწავლებლის როლში მომევლინოს, რომელიც დამეხმარება, ჩემი მსოფლმხედველობის საფუძვლებში გავერკვე, ქაოსი მოვიშორო, წესრიგი დავამყარო და ყოფიერების უმაღლესი აზრი ვიპოვო, როგორც პირად, ისე ზოგადად, სამყაროში.

თუმცა სანამ ურთიერთქმედების ამ დონეს მივაღწევთ, გულგახსნილობის მომენტებში, რისკენაც ეს პარტნიორი მიბიძგებს, მე მისთვის ძალიან მოწყვლადი ვიქნები, პირველ რიგში, ცხოვრებისეულ პოზიციებში, რასაც ის ენერგიულად შეარყევს. მაშინ მე ძალიან ფიცხ (და მისი შეფასებით, სრულიად არაადეკვატურ) რეაქციას მივცემ მის ქმედებებს. მაგალითად, თუ მან, დროის უქონლობის გამო, უარი თქვა ჩემთან სტუმრობაზე, მას თავში აზრადაც არ მოუვა, რომ ამ უბრალო უარით შესაძლოა აზრთა შემდეგი ჯაჭვი გამოიწვიოს (განსაკუთრებით, თუ ჩემი  IV სახლი დაუმუშავებელი ან დაზიანებულია): „ე.ი. არ უნდა მოსვლა, რადგან თავს არ მიყადრებს. მე არარაობა ვარ და, რაც ყველაზე ცუდია, ეს ყველამ იცის და განდეგილის განაჩენი გამომიტანეს!“

ურთიერთობის ჰარმონიულ ვარიანტში, პარტნიორი სწრაფად დააფიქსირებს, მისი აქტივობის როგორ გამოვლინებებს აღვიქვამ მტკივნეულად და მოხერხებულად აუქცევს გვერდს. თუ იმდენად განვითარებული ინსტინქტებიც აღმოაჩნდა, რომ ირიბად მხარიც დაუჭიროს ჩემს ცხოვრებისეულ პოზიციებს, მაშინ  მისი მარსი ჩემგან ძლიერ ენერგეტიკულ მხარდაჭერას მიიღებს.

რომანტიულ პარტნიორებში ეს კვეთა ძლიერ აღელვებას იწვევს, თითქოს ისინი მუდმივად იწვევენ ერთმანეთს. ასეთ წყვილში ოჯახი პირველ ადგილას დგას და ორივეს თავისებური შეხედულება აქვს, როგორ უნდა გაუმკლავდნენ საშინაო საქმეებს.  ეს ხმაურიანი იტალიური ოჯახის მოდელია და ვაი მას, ვინც მათ გარჩევებში ჩაერევა და რჩევა-დარიგებას მისცემს, როგორ წარმართონ ურთიერთობა.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნის “სინასტრიული ასტროლოგიასა” და სხვა მასალებზე დაყრდნობით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top