სინასტრიული მერკური I სახლში

სინასტრიული მერკური I სახლში

ეს ასპექტი ისეთ პარტნიორს მომცემს, რომელთან საუბარიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მაგრამ ხანდახან მისი ტექსტები ძალიან პირადია და სურვილი მიჩნდება შევახსენო: „ფრთხილად მოსახვევებში, მეგობარო!“ თუ მისი მერკური, ვთქვათ, მისი ნათალური რუკის IX სახლშია, ჩვენს შორის მუდმივად წარმოიქმნება შემდეგი სახის გაუგებრობა. ჩემს გვერდით ყოფნა და ჩემი ნებისმიერი ფორმით თვითგამოხატვა მის გონებას ააქტიურებს და ის იწყებს განსჯას IX სახლის სტილში, ანუ ზოგადად, აბსტრაგირებულად, შორეულ მხარეებში გამგზავრებით, ცნობილი ავტორების ციტირებით. ამ დროს პარტნიორი ისე აღვიქვამს, როგორც სტუდენტთა აუდიატორიას, რომელსაც ზოგად საკაცობრიო საკითხებზე ესაუბრება. მაგრამ მე მის სიტყვებს ძალიან პირადად ვიღებ, იმდენად, რომ შესაძლოა გავნაწყენდე კიდეც, თუ დაზიანებული I სახლი მყავს, პარტნიორს, განსაკუთრებით ჰარმონიული მერკურით, ძალიან გაუჭირდება ამის გაგება: „შენზე კი არა, ზოგადად ვამბობ“. აი, ამ სინასტრიის გამო, ზუსტად ამ „ზოგადს“ ვერ აღვიქვამ, რადგან მისი სიტყვები ისე მესმის, როგორც სპეციალურად ჩემთვის ნათქვამი. საინტერესო ის არის, რომ კარმულად, ასეცაა და საკუთარი I სახლის დამუშავების შემდეგ, თანდათან მივხვდები, რომ პარტნიორის მსჯელობა ზოგად თემებზე გაცილებით ხშირად არის მისი ეგრეგორისგან კონკრეტულად ჩემი მისამართით ნაკარნახები, ვიდრე თავად მას წარმოუდგენია.

საერთოდ, მისი აზრები და შეხედულებები ჩემზე ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, შეიძლება პირდაპირ დამთრგუნოს, მაგრამ თუ მას ჰგონია, რომ ნებისმიერ რამეში შეუძლია დამარწმუნოს, ის ძალიან მწარედ ცდება. ჩემი დუმილი, მოცემულ შემთხვევაში, სულაც არ ნიშნავს თანხმობას, უფრო კონტრარგუმენტაციის სირთულეს განასახიერებს, თუ მის მერკურის ჩემი მერკური, მზე ან მარსი არ უერთდება.

 

ავესალომ პადვოდნი


About Qet

Scroll To Top