სინასტრიული მერკური III სახლში

სინასტრიული მერკური III სახლში

მერკური კიდევ უფრო მეტ ძალას იძენს, როდესაც საკუთარ სატახტო სახლში ხვდება, თუნდაც სინასტრიულად. ბუნებრივია, ის გააორმაგებს მაინც კომუნიკაციის სურვილსა და გავლენას ჩვენს ურთიერთობაზე. ჩემი გამოჩენა ამ პარტნიორის საზოგადოებაში, მის ვერბალურ და მენტალურ შთაგონებას გამოიწვევს, მარტივად რომ ვთქვათ, მიდრეკილებას ყბედობისადმი.

საერთოდ, ჩვენთვის ძალზედ მარტივია კონტაქტი, სანამ მას ფორმალურ-სოციალური ხასიათი აქვს; ანუ იქამდე, სანამ მისი განსჯები და ჭორები არანაირად მავალდებულებს და ჩემგან პირად ან რაიმე სპეციფიკურ რეაქციას მოითხოვს; ან სანამ ძლიერ  დამძაბავს. ყველა მსგავსი მცდელობა ჩაფლავდება, რადგან მე მართლა მიჭირს მისი სიტყვების და აზრების მიღმა იმაზე მეტი რამ დავინახო, ვიდრე ზოგადსოციალური შტამპია, რომლითაც ჩემმა ქვეცნობიერმა დადაღა. სხვა სიტყვებით, მე ამ პარტნიორის აზრებს დაახლოებით ისე აღვიქვამ, როგორც რადიო ან ტელედიქტორის მონათხრობს.

ცხადია, საქორწინო პარტნიორებში ეს ყველაზე ინტიმური ასპექტი ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, მისი მეშვეობით მშვენივრად ისმის სოციალური აზრის ხმა და ეს ბევრს ნიშნავს. ამ პარტნიორს, თავისი სიტყვებით, შეუძლია დამაფიქროს ჩემს სოციალურ ეთიკაზე და კონკრეტულ პრობლემებზე ჩემს სანაცნობო წრესთან. ჩემთვისვე აჯობებს, თუ მის სიტყვებში ზეციურ გზავნილს დავინახავ.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top