სინასტრიული მერკური IV სახლში

სინასტრიული მერკური IV სახლში

„მართალ სიტყვას ადამიანზე იშვიათად ამბობენ პირადად მისი მისამართით“

ეს ასპექტი შესაძლოა ყველაზე ღრმა და რთულადმოსაგვარებელი გაუგებრობის მიზეზი გახდეს ჩემსა და ჩემს პარტნიორს შორის, თუ მისი ნათალური მერკური, ვთქვათ, I, III ან IX სახლში დგას. მას ძალიან გაუჭირდება ჩემი რეაქციების გაგება მის, ასე ვთქვათ, „გონის ხმაზე“. ზოგადად, ის ხშირად განიცდის მოთხოვნილებას ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და  ფუნდამენტური გზავნილები მამცნოს, რომელიც ჩემს ცენტრალური ცხოვრებისეულ პოზიციებს ეხება, მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდება, როგორც მას ჰგონია. კერძოდ, იმიტომ რომ მე არც ისე ხალისიანად ვყვები მოცეულ თემებზე საუბარში, იმ აბსტრაქტული განსჯების გამოკლებით, რომელიც პირადად არ მეხება. სავარაუდოდ, ამ პარტნიორს არც ესმის, ჩემი ქვეცნობიერის რამდენად ღრმა წერტილებში მხვდება მისი მსჯელობა და რამდენად მტკივნეული შეიძლება   აღმოჩნდეს ეს ჩემი თვითშეფასებისთვის, როდესაც ის ჩემს პოზიციებს ეჭვქვეშ აყენებს.  თუმცა თუ მისმა მსჯელობამ ჩემს ცხოვრებისეულ პოზიციებს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაშინ მე საოცარი სითბოთი განვეწყობი მის მიმართ და ბევრი რამის პატიებასაც შევძლებ. ეს ყველაფერი ძალიან გაუცნობიერებელ დონეზე მიმდინარეობს და ორივე ჩვენგანისთვის გაუგებარი რჩება.

თუ ეს პარტნიორი სახლში მესტუმრება, სავარაუდოდ, მისთვის საკუთარი ცხოვებისეული პოზიციების გაზიარება, მისი მხარდაჭერის მიღება მომინდება. შესაძლოა საკუთარი დიდი ბაბუის ზეთში შესრულებული პორტრეტიც ვანახო ან ექსკურსიაზე მოვუწყო სასაფლაოზე, სადაც ჩემი წინაპრები არიან დასაფლავებულნი და სადაც კიდევ რამდენიმე სამარხია დაჯავშნილი, ჩემი მშობლების და შესაძლოა ჩემი ჩათვლითაც. თუ ის ამას ჯანსაღად მიიღებს და ომარ ხაიამსაც დააციტირებს დროულად, მის მიმართ ღრმა ნდობითა და პატივისცემით განვიმსჭვალები, რასაც შემდგომ ვერაფერი შეარყევს.

თუმცა მე ამ პარტნიორის საუბრებს, ძირითადად, ისე აღვიქვამ, როგორც შინაური კატის კრუტუნს, რაც მას არც ისე მოეწონება. შეიძლება საერთოდ სულელადაც ჩამთვალოს, რაც არც ისე სამართლიანია, რადგან მის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს, თუ პოვნა მოახერხა, უდიდესი ყურადღებით ვისმენ და შესაძლოა ცხოვრებისეული პოზიციებიც შემაცვლევინოს.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top