სულიერი მასწავლებლის ასპექტია. პარტნიორის ნება უშუალოდ ზემოქმედებს ჩემზე. სხვა სიტყვებით, ეს ადამიანი პირდაპირ მეუბნება: „შენ ასეთი და ასეთი უნდა იყო“ და მეც უნებურად ვემორჩილები, ყოველ შემთხვევაში, ზედაპირულად მაინც. მაგრამ ეს მორჩილება ილუზორულია, თუ მე თვითონ შინაგანად არ შევეგებები იმ ცვლილებებს, რომელსაც პარტნიორის ნებით განვიცდი. პრინციპში, მე მას ზედმეტად პარადად და, დაზიანებული I სახლის შემთხვევაში, ძალზედ მტკივნეულად აღვიქვამ. საინტერესო ის არის, რომ მისი ჰარმონიული ნათალური მზე კიდევ უფრო დაამძიმებს, ვიდრე შეამსუბუქებს, ჩემს რეაქციებს.
პარტნიორს ჩემი რეაქციები ძლიერ გაურკვევლობაში შეიყვანს, რადგან, როგორც ჩანს, ზედაპირულად ვემორჩილები, მაგრამ სერიოზულ საკითხებში მშვენივრად ვუპირისპირდები, თუმცა კი ამის აფიშირებას არ ვახდენ. აი, მას საკმაოდ გაუჭირდება წინ აღუდგეს ჩემს გულწრფელ აღტკინებებს, რომელიც საოცრად სწრაფად „ქოქავს“ და სხვადასხვა ინიციატივისკენ უბიძგებს.
წყვილის ურთიერთობის დამუშავების მაღალ დონეზე, ეს ძალზედ შემოქმედებითი ასპექტია მისთვის, სადაც მისი მთავარი ინსპირატორი მე ვიქნები. თუ ურთიერთობა ცუდად აეწყო, პარტნიორი სასტიკ და დაუნდობელ ტირანად მომეჩვენება, რომლის მთავარი მიზანი ჩემი ადამიანური ღირსების შელახვა და ჩემი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების, განდევნაა.
მე მისთვის თავხედი და დაუმორჩილებელი მონის ჰიპოსტაზი ვარ, რომელსაც მასზე გაურკვეველი ძალაუფლება აქვს და რომელიც, მიუხედავად ამისა, უნდა გაწვრთნას _ მისი ცრუ სიამაყე „მოტეხოს“ და მისაღები ფორმა მისცეს. კონკრეტულად როგორი, ამაზე სინასტრიული მზის ასპექტები უჩვენებს, რაც ადამიანის პარტნიორისადმი „ვალის“ პირდაპირი სიმბოლოა.
ავესალომ პადვოდნი
სინასტრიული მზე I სახლში
ეს მეტად პოზიტიური ასპექტი მსგავსი გრძნობებით აერთიანებს პარტნიორებს. ორივესთვის კომფორტული და პოზიტიური შეგრძნებაა, რომლითაც ორივე მათგანი ერთმანეთის საუკეთესო თვისებებს ააქტიურებენ და თავდაჯერებას მატებენ. საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ასპექტია ქორწინებისთვის.
მზეს ძალიან მოსწონს სახლი, მისი სტილი, გარეგნობა, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. მზე გრძნობს, რომ ამ სახლთან ერთ ტალღაზეა, რადგან სახლს მისი კარგად ესმის და ამიტომ, შეუძლია ბუნებრივად გამოვლინდეს. მზე მფარველობს სახლს.
მეორეს მხრივ, სახლს დიდად სიამოვნებს მზისგან მიღებული აღტაცება და მხარდაჭერა. ის მკაფიოდ შეიგრძნობს სინათლეს და სასიცოცხლო ენერგიას, რომელსაც მზისგან იღებს.