სინასტრიული მზე III სახლში

სინასტრიული მზე III სახლში

მე ყოველთვის დადებითად აღვიქვამ ჩემი პარტნიორის ინიციატივას, ზედაპირულ-სოციალურ ასპექტში, თითქოს ის ჩემი ძველი ნაცნობი ან ამხანაგი იყოს, თუმცა არც ისე ახლობელი. მე ყოველთვის გულისხმიერად გამოვეხმაურები მის ყურადღებას და სწორედ ამიტომ, შესაძლოა ძალიან დავაბნიო, თუ ის ჩათვლის, რომ ჩემი გულისხმიერება მასთან ახლო ურთიერთობით დაინტერესებას ნიშნავს. თუ მან დაიჟინა, მე დიდი ხნის განმავლობაში სრულიად მცდარად განვმარტავ მის ზრახვებს, როგორც სტანდარტულ სოციალურ ქცევას; ან შესაძლოა, მისთვის გასაკვირად, ჭკუის სწავლება დავუწყო, რაც მას საერთოდ არ ჰქონია მხედველობაში.

ამ ასპექტის კარმული აზრი კი სრულიად საპირისპიროა. მოცემულ პარტნიორთან თუნდაც ზედაპირული ურთიერთობით ზუსტად მე ვსწავლობ ძალიან ბევრს და უამრავ აღმოჩენას ვაკეთებ ჩემი სოციალური ეთიკის საკითხებში. მისი ინიციატივები და ზრახვები ჩემში თავისებურ ქვეცნობიერ რეაქციებს იწვევს, რამაც უნდა დამაფიქროს, როგორც ვექცევი ჩემს გარშემომყოფებს, რას ველი მათგან და რისი გაკეთება შემიძლია მათთვის. მოცემულ პარტნიორთან ურთიერთობა საუკეთესო გაკვეთილია ამისთვის.

ეს ასპექტი შორსაა რომანტიკისგან. ბრწყინვალე მენტალური პინგ-პონგი გარკვეულ პროგნოზირებადობას სძენს ამ კავშირს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

მზე ძლიერ იხიბლება სახლის ბრწყინვალე გონებითა და საზრიანობით, ამიტომაც ფიქრობს, რომ სახლი ყოველთვის სწორად აზროვნებს და იქცევა.

მეორეს მხრივ, მზეს გამამხნევებელი და მასტიმულირებელი ეფექტი ექნება სახლზე, ნებისმიერი წვრილმანი საკითხის განხილვის დროს. ასეთი მენტალური სტიმულაცია სახლს თავს უფრო ცოცხლად და უფრო ჭკვიანად აგრძნობინებს.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top