სინასტრიული მთვარე I სახლში

სინასტრიული მთვარე I სახლში

ეს ასპექტი ძლიერ მგრძნობიარობას მისცემს ჩემს პარტნიორს ჩემი გარეგნობის და პერსონალური გამოვლინებების მიმართ. ჩემი პირადი რეაქციები დაკავშირებულია მის მთვარეულ გამოვლენასთან: მე ძალიან მსიამოვნებს (ან ძალიან არ მსიამოვნებს) მისი მზრუნველობა. თუ მან სხვაზე ზრუნვაც დაიწყო, მე, ჩემდა უნებურად, ძალიან ვიეჭვიანებ.

თუ მისი ნათალური მთვარე ჰარმონიულია, მე ძალიან მახარებს ის სიმყუდროვე, რომელსაც ჩემს გარშემო აფრქვევს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, იმაზე მეტი თვითგამოხატვის მიღებას მოისურვებს ჩემგან, ვიდრე მე შემიძლია შევთავაზო. ცუდად დამუშავებული მთვარე ყოველთვის პარაზიტობით ხასიათდება. აი, მაშინ ყველაზე თავაზიანი მანერებიც კი, მეგობრული ჩახუტება იქნება თუ სითბოს გამომხატველი სხვა ჟესტები, ჩემს საშინელ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არაფრით ჩამორჩება იმ სიხარულს, რომელსაც ჩვენი ურთიერთობის უფრო თბილ პერიოდებში განვიცდიდი.

ერთსქესიან  კავშირებში ეს ასპექტი არც ისე მკაფიოდ ვლინდება. სამაგიეროდ, მისი გამოვლენა უკიდურესად გამძაფრებულია განსხვავებული სქესის წარმომადგენლებს შორის.

თუ ქალის მთვარე მისი პარტნიორის I სახლში ხვდება, მამაკაცი ძლიერ დამოკიდებული იქნება მის განწყობებსა და კაპრიზებზე. ქალის ყველა განცდა მასზე უშუალოდ აისახება, იმაზე ძლიერადაც კი, ვიდრე პირდაპირი მითითებები ან ბრძანებები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მას შეასრულებს (ამისათვის საჭიროა მამაკაცის მზეს ასპექტი ჰქონდეს ქალის მთვარესთან ან მარსთან), მაგრამ აუცილებლად დაინტერესდება და არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს უყურადღებოდ.

თუ დედის მთვარე ქალიშვილის ჰოროსკოპის I სახლში ხვდება, გოგონა შესაძლოა ძლიერ დეფორმირებულ, დედაზე დამორჩილებულ პიროვნებად გაიზარდოს. ამასთან, დედა უფრო მიჯაჭვული იქნება მასზე, ვიდრე პირიქით და თუ მან (დედამ) საკუთარი ეგოიზმი ვერ გააკონტროლა, შესაძლოა მათი დედა-შვილობა ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს სიყმაწვილეში ან ქალიშვილის გათხოვებისთანავე, როდესაც მის I სახლზე უფლებას ახალგაზრდა ქმარი გამოთქვამს, რომელიც დაკავდება კიდეც მისი აღზრდით ან გადაკეთებით.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”

 

 

სინასტრიული მთვარე I სახლში

ეს მეტად დადებითი სინასტრიული ასპექტია ემოციური პარტნიორობისთვის. მთრთოლვარე, მგრძნობიარე ურთიერთობა, რომელიც ხელს უწყობს მყარ ქორწინებას.

მთვარე იმდენად დაცულად გრძნობს თავს ამ სახლთან, უჩვეულოდ მარტივად იშორებს თავდაცვით რეფლექსებს და თავისუფლად იხსნება და ვლინდება. ის რატომღაც დარწმუნებულია, რომ სახლს მშვენივრად ესმის მისი და ნებისმიერ გამოვლინებაში მხარს დაუჭერს.

მთვარის ასეთი უჩვეულო გახსნილობას საპასუხო გულისხმიერებით ხვდება სახლიც, რომელიც გულაჩუყებულია მთვარისგან გამოცხადებული უპირობო ნდობით. მთვარემ შესაძლოა იმდენად სენსიტიური მხრით გახსნას სახლი, რასაც ეს უკანასკნელი თავადაც ვერ წარმოიდგენდა.


About Qet

Scroll To Top