როდესაც შავ უმედურებაზე ჭყიპინებ, გახსოვდეს: შენ ეს დაიმსახურე!
ეს პარტნიორი სწრაფად მიხვდება, რომ მისი ცხოვრების მთავარი ამოცანა ჩემზე ზრუნვაა; ან ცხენს და ფორანს ერთმანეთში აურევს და გადაწყვეტს, რომ, როგორც იქნა, ბედისწერამ, ჩემი სახით, დედის ფიგურა გაუგზავნა. თუმცა მოვლენების განვითარება მალე უჩვენებს, ვისი ჯანმრთელობა, კომფორტი და კეთილდღეობა უფრო მნიშვენლოვანია და ვინ უნდა იზრუნოს ამაზე.
საერთოდ, ეს სინასტრიული კვეთა საკმაოდ უსამართლო და ასიმეტრიულია და აქ, უკიდურესად მცირე შემთხვევების გამოკლებით, პარტნიორი უფრო მოწყვლადია, ვიდრე მე. საქმე ის არის, რომ ის ჩემს სცენარებს ძალიან ემოციურად აღიქვამს და გულთან ახლოს მიაქვს, მაშინ როდესაც მე მის გულწრფელ ზრუნვაში კარგად შესრულებულ როლს ვხედავ და მე თვითონ წარვსდგები მისი მთვარის (და მთლიანობაში ქვეცნობიერის) წინაშე, როგორც მარიონეტი, რომელიც სცენაზე გარკვეულ სიუჟეტს ათამაშებს.
სიუჟეტი თავიდან შეიძლება აწყობდეს კიდეც პარტნიორს. განსაკუთრებით, თუ როლები სწორად არის გადანაწილებული _ ის ჩემი მეურვეა, მე მისი სამეურვეო პირი… მაგრამ პარტნიორისთვის შეიძლება ძალზედ მკაცრი აღმოჩნდეს ჩემი სიუჟეტი, რომელიც იქითკენ ერეკება, სადაც არც კი ფიქრობდა წასვლას. მაშინ მოსალოდნელია განხეთქილება, მინიმუმ, კონფლიქტი მაინც, რისგანაც ის ძლიერ დაიტანჯება. სავარაუდოდ, თვალმაქცობაშიც დამადანაშაულებს და დემონსტრაციულად ინანებს, რომ ამდენი დრო და ენერგია ფუჭად დამახარჯა. ასპექტის დადებითი ვარიანტია, ვთქვათ, მხატვრის ცოლი, რომელიც ქმრის შემოქმედებას ყურადღებითა და მზრუნველობით მფარველობს.
ეს მშვენიერი ასპექტია სიყვარულის ყვავილობისთვის. მთვარე ნამდვილ სიამოვნებას განიცდის, რადგან სახლს შემოქმედების ნაყოფად ხედავს და ის მისთვის სამაგალითო ადამიანი ხდება. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ სახლი სრულყოფილებაა. მთვარის გრძნობათა სისტემა, სახლის სიახლოვეს, ბუნებრივად ივსება სიამოვნების სენსორებით. მთვარეს აღარაფერი აშინებს და სრულიად ხსნის ემოციურ თავდაცვას. ეს სახლი დადებითი განცდებით და ხალისით ავსებს მას.
მეორეს მხრივ, სახლიც არანაკლებ მოხიხბლულია ამგვარი დამოკიდებულებით, ამაყობს კიდეც, რომ მთვარე ასე ენდობა და მასთან თავისუფლად იხსნება.
მომზადებულია ავესალომ პადვოდნის და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.