სინასტრიული მთვარე III სახლში

სინასტრიული მთვარე III სახლში

სოციალურ სიტუაციებში მე განსხვავებულ ემოციურ შეგრძნებებს გამოვიწვევ პარტნიორში: მან შეიძლება, მწვავე მესაკუთრულ საფუძვლებზე, იეჭვიანოს ჩემზე; ან პირიქით, მზრუნველობის იმპულსები მიიღოს, რაც მშობლის სინაზითა და სიამაყით აღავსებს მის გულს, რომლის ნაშიერიც პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, მისი დადებითი და უარყოფითი გრძნობების გამა შევიგრძნო. ალბათ, ვერც კი შევამჩნევ (ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ამ ასპექტის დონეზე). მეტიც, შეიძლება პარტნიორს უგრძნობ თოჯინად მოვეჩვენო, რომელსაც მისი სულიერი აღტყინებების აღქმა უბრალოდ არ ძალუძს. სინამდვილეში, განა ის, რომ მისი გრძნობების აღქმა არ შემიძლია, უბრალოდ საკუთარი შეგრძნებების ჩემეული ინტერპრეტაცია ის არ არის, რასაც პარტნიორი ჩემგან ელის. გულწრფელად რომ ვთქვა, მე მას პიროვნულ დონეზე მართლაც ვერ აღვიქვამ. მე ერთგვარ აბსტრაქტულ სოციალურ ინდივიდს ვხედავ, რომელიც შემთხვევით მხვდება ქუჩაში, თანაც არც ისე შესაფერის დროს. ბუნებრივია,  მისი ემოციები დროულად არ მომეჩვენება. სამაგიეროდ, თუ ის დაუჟინებლად იზრუნებს საერთო სოციალურ სიტუაციებზე, ვთქვათ, სოციალური როლების დანაწილებაში, სიტყვით გამოსვლაში ან უბრალოდ წვეულებისთვის სუფრის გაშლაში დამეხმარება, ყველაზე თბილი-მეგობრული გრძნობებით აღვსილი, თავდაჯერებას განვუმტკიცებ სოციალიზაციის დროს.

ამ პარტნიორს შეუძლია ბევრი რამ მასწავლოს ადამიანური ყოფის საკითხებში, მაგრამ ამისთვის მე ყურადღებით უნდა ვუსმინო საკუთარი სინდისის საყვედურებს, ამ პარტნიორთან დაკავშირებით. თუმცა დაზიანებული მთვარის შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობა მარტივი ისედაც არ იქნება.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top