სინასტრიული ნეპტუნი III სახლში

სინასტრიული ნეპტუნი III სახლში

ადამიანები სანდოები არიან? თუ მოცემულ კითხვას ამ პარტნიორთან ურთიერთობაზე ორიენტაციით ვუპასუხებ, სავარაუდო პასუხი იქნება „ჯობია არ ენდო“. იმ შემთხვევაშიც, თუ ის არსებითად ძალიან წესიერი და საიმედო ადამიანია, სოციალურ სიტუაციებში ჩვენ ხშირად წავაწყდებით სხვადასხვა ხასიათის გაუგებრობებსა და უთახმოებებს. მას ცუდად ესმის და დამახინჯებულად განმარტავს ჩემს სიტყვებსა და ქცევებს.

იმავდროულად, მისი ნეპტუნის ზემოქმედებით, ჩემი III სახლი თანდათან სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, მაგალითად, შესაძლოა ტელეფონზე დამირეკონ და სხვაგან მოხვდნენ ან სულაც დაგეგმილი ვიზიტი ჩამეშალოს. საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის საკმაოდ ზედაპირული ხასიათის იქნება, თუ, რა თქმა უნდა, მის ნეპტუნს სინასტრიული შეერთება არ აქვს ჩემს ორ-სამ პლანეტასთან. მაშინ როდესაც, პარტნიორზე ჩემი III სახლის გაცილებით ძლიერია. მაგალითად, თუ ხელმძღვანელის ნეპტუნი მისი მდივნის III სახლში ხვდება, ის ბედნიერებისგან ბრწყინავს ყოველ ჯერზე, როდესაც მისი ხმა ესმის; როდესაც ის ტელეფონზე ქვეშევრდომებთან აკავშირებს ან წერილს წერს, მისი კარნახით. სავარაუდოდ, ხელმძღვანელი შეამჩნევს, რომ მდივნის არყოფნაში, ის უფრო მობილიზებული და კონცენტრირებულია, თუმცა, სავარაუდოდ, ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებს და უფრო დამთხვევად ჩათვლის.

საერთოდ, ეს ასპექტი დიდ შესაძლებლობებს იძლევა ურთიერთსპეკულაციების და მოტყუებისთვის, რასთანაც ორივე მხარემ განსაკუთრებულად უნდა ვიფრთხილოთ.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top