სინასტრიული პლუტონი I სახლში

სინასტრიული პლუტონი I სახლში

ამ პარტნიორთან ურთიერთობაში გარკვეულ ფარულ საფრთხეს და სიმძიმეს ვიგრძნობ, რომელიც მისგან ჩემი მისამართით ვრცელდება და რომელსაც მე გაცილებით მძაფრად ვგრძნობ, ვიდრე ის ფიქრობს ან გულისხმობს.  თუ მის ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენები ხდება, სავსებით მოსალოდნელია, რომ მე თავს დამნაშავედ ვიგრძნობ მის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი პირდაპირი კავშირი არ მექნება ამ მოვლენებთან. თუმცა კი ძლიერ დამთრგუნავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი უშუალო რეაქციები, მასთან კონტაქტში, ასეთი იქნება. მიუხედავად ამისა, თუ ჩემი პარტნიორი თვლის, რომ ჩემი მოქუფრულობა, რომელიც მისი თანდასწრებით ჩნდება, სიღრმისეულია, ის ცდება. სავსებით მოსალოდნელია, რომ ის მყისვე გაქრება, როგორც კი ჩვენ დავშორდებით.

ეს სინასტრიულ ასპექტი ძალიან მძიმედ აისახება მათ ოჯახურ ურთიერთობაში, განსაკუთრებით თუ ნათალური პლუტონი პარტნიორის რუკაში აქტიურია. მაგალითად, პლუტონის მფლობელი ხალხის დიდ მასებთან მუშაობს (ტელევიიზიის დირექტორი) ან მისი პროფესია დაკავშირებულია ატომურ ფიზიკასთან, საიდუმლო ორგანიზაციებთან და ა.შ. მაშინ მე უნდა ვისწავლო იმასთან შეგუება, რომ დაღვრემილობის ჟამს, ის ჯოხს ჩემზე გადატეხავს _ პლუტონისეული წმენდა იშვიათად არის უმტკივნეულო, მაგრამ რადგან ასეთი ფორმით ჩაირთო, ე.ი. ჩემთვის აუცილებელია. ჩემი მოთმინების და შეგუების ნაყოფი ძალიან სერიოზულად აისახება ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და პირველ რიგში, გაცილებით გამიადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

საინტერესო ის არის, რომ ეს ასპექტი ჩემი პარტნიორისთვის ბევრად უფრო საპასუხისმგებლოა. ის შეიძლება დიდხანს ვერ მიხვდეს, რომ კარმულად, ის გამოგზავნილია იმისთვის, რომ, ჩემი მეშვეობით, საკუთარი ევოლუციური განვითარების დაუმუშავებელი „კუდები“ დაინახოს და 79-ე თუ 97-ე გაფრთხილებაზე ნებაყოფლობით მოიშოროს. სირთულე ის არის, რომ ის ხშირად პირიქით აღიქვამს სიტუაციას და ჰგონია, რომ ჩემი განვითარების დამაბრკოლებელი „კუდები“ უნდა მომაშოროს. ბუნებრივია, მე შევეწინააღმდეგები და აქიდან უამრავი კონფლიქტი წარმოიშვება.

 

ავესალომ პადვოდნი


About Qet

Scroll To Top