სინასტრიული პლუტონი III სახლში

სინასტრიული პლუტონი III სახლში

ნაკლებ სავარაუდოა, ამ პარტნიორის ჩემს საზოგადოებაში გამოჩენას მივესალმო, რადგან მის გარემოცვაში მეჩვენება, რომ ჩემს გარშემო ატმოსფერო იქუფრება, თუმცა ჩემი გარშემომყოფები ამას ვერ შეამჩნევენ. ჩემთან ურთიერთქმედებაში, ეს პარტნიორი თვალსაჩინოდ მიჩვენებს ჩემი სოციალური ეთიკის ნაპრალებს, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც ჩემი თეორია პრაქტიკას სცდება და ჩემი სოციალური ვალდებულების, სინდისის ან საბაზისო პრინციპების წინააღმდეგ მივდივარ. ეს არც ისე სასიამოვნო განცდაა, რომლის სასწრაფო რეპრესიას ან ბრალის პარტნიორზე პროექციას მოვისურვებ, ან სულაც საუბრის თემის შეცვლას შევეცდები: „შენ მე არ გიყვარვარ! რომ გიყვარე ასეთ რაღაცებს არ მეტყოდი!“ თუმცა უფრო მართებული იქნება საკუთარ თავში გავერკვე, რაშია ჩემი პარტნიორი მართალი და რაში ცდება. მეტიც, კარგი იქნება თუ ამ განსჯებს  საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეების წვდომის საწყისად ჩავთვლი.

ეს საკმაოდ რთული ასპექტია და მნიშვნელოვანია გავიგო, რომ გარკვეული მოქუფრული სიმძიმე, რომელსაც პარტნიორში ვგრძნობ, როდესაც საზოგადოებაში ვიმყოფებით ან ადამიანურ ურთიერთობებს განვიხილავთ, მას უფრო ეხება, ვიდრე მე. ჩემთვის ის კრიტიკული მანიშნებელია, მისთვის  შეუქცევადი დანაკარგების მუდმივი წყარო, რომელსაც, დაბალ დონეზე, არა მორჩილად იღებს, არამედ ჩემზე პროეცირებს. მაგალითად, შეიძლება სასოწარკვეთილი ეჭვიანობდეს ჩემს ყველა ნაცნობზე და ქვეცნობიერად მათი ლიკვიდაციისკენ ისწრაფვოდეს, რაც მატერიალურ დონეზე იმით გამოვლინდება, რომ ჩემს სოციალურ გარემოცვას ჩამომაშორებს. ასეთი მიდგომა მისთვისვე უარესია, რადგან პლუტონის დამუშავება ყოველთვის მსხვერპლის ნებაყოფლობით გაღების მეშვეობით მიმდინარეობს _ მაშასადამე უმდაბლესი მეს გადაღეჭილი ფრაგმენტების მოცილებით.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top