სინასტრიული პლუტონი IV სახლში

სინასტრიული პლუტონი IV სახლში

ნუ ჭრი ტოტს, რომელზეც ზიხარ! და საერთოდ, ჩამოძვერი ხიდან, ადამიანო!

ამ ასპექტის ჩართვა, საფრთხის და გარდაუვალი მსხვერპლის ელფერს ატარებს და მე ამას პარტნიორზე უკეთ ვგრძნობ, თუმცა კი ეს ასპექტი მისთვის უფრო სახიფათოდ, უფრო სწორად სერიოზულად ვლინდება, ვიდრე ჩემთვის. იდეაში, ეს პარტნიორი ჩემს ცნობიერ და არაცნობიერ ცხოვრებისეულ პოზიციებს წმენდს. მისი პლუტონის ჩართვისას, ეს არამხოლოდ მისი ნების შესაბამისად, არამედ თავისთავად ხდება _  ჩვენი ურთიერთობა იმგვარად წარიმართება, რომ ჩემი ფუნდამენტური ცხოვრებისეული წესრიგის ალოგიკურობა, დომხალი და უბრაოდ დაბალი დონე გაშიშვლდება და ჩემს მატერიალურ ცხოვრებაში გამომჟღავნდება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე მარტივად მივხვდები სინამდვილეში  რა ხდება. პირიქით, დიდი ალბათობით, ჩემს ყველა უბედურებასა და უსიამოვნებაში ამ პარტნიორს დავადანაშაულებ. თუმცა უმაღლესი პლანეტების ასპექტები, ზოგადად და მით უმეტეს სინასტრიაში, ძალზედ  ფაქიზად ვლინდება, საერთო ფონისა და ატმოსფეროს კონტექსტში. ასე რომ, თუ ორივე ყურადღებით არ ვიქნებით, შეიძლება ვერც ვერაფერი შევამჩნიოთ.

და მაინც, ჩემთვის რთული იქნება მოდუნება და სიმყუდროვის შეგრძნება. ჰო, ამ პარტნიორთან ერთად, „თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში“ ვარიანტი არ არის! მაგრამ მე უნდა მახსოვდეს, რომ  თუ ამ ადამიანის მეშვეობით წარმოგზავნილ სირთულეებს გადავლახავ და მცირე დანაკარგებს შევეგუები, მაშინ დიდი განსაცდელიც ვეღარაფერს დამაკლებს და მსხვილი მსვერპლის გაღების საჭიროებაც აღარ დადგება.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top