სინასტრიული სატურნი I სახლში

სინასტრიული სატურნი I სახლში

თავიდან მეჩვენება, რომ ეს ადამიანი ბადრაგმა გამომიგზავნა. როგორც ჩანს, მას ჩემში ერთადერთი გრძნობის გამოწვევა შეუძლია _ ვალდებულების! თანაც ამას ძალიან მკაცრად აკეთებს, სისასტიკემდე. მის ყველა გამოვლინებას გარკვეული სისასტიკის პრიზმაში აღვიქვამ, რომელსაც პარტნიორს მივაწერ, თუმცა მხედველობიდან მრჩება, რომ მე თვითონ ვპროვოცირებ ამას. მართლაც, მისი თანდასწრებით ვსერიოზულდები, უფრო მკაცრი და პასუხისმგებლობიანი ვხდები, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და , ცხადია, მასთანაც…  თუმცა ეს ყველაერი არც ისე სიღრმისეულია და ჩვენი დაშორების შემდეგ, როგორც წესი, საკმაოდ სწრაფად გაქარწყლდება. მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რამდენად სერიოზულია ჩვენი ურთიერთობა (განსაკუთრებით ჩემი პირადი რეაქციები) მისთვის, რამდენად ხშირად ვტკენ გულს და ვაიძულებ, საკუთარ თავში ჩაიკეტოს.

მისთვის აუცილებელია, რომ მე გარკვეული ტიპის ჩარჩოებში ვჯდებოდე, უფრო კონკრეტულად_  რომ ჩემი პირადი რეაქციები არ გასცდეს მის მიერ დადგენილ ჩარჩოს. მაგრამ მე ძალიან მიჭირს ამის გაგება და კიდევ უფრო მიჭირს, ვისწავლო მასთან სათანადოდ მოქცევა. თუმცა კი ამ მიმართულებით წინსვლა გარკვეულ პირად სარგებელს მომიტანდა.

ამ პარტნიორს შეუძლია მასწავლოს მოკრძალება. სამაგიეროდ, მე მას იმდენი რამ შემიძლია ვასწავლო, თავადაც განცვიფრდება, როდესაც მიხვდება, რამდენად დავალებულია ჩემგან, როგორც საკუთარი თვითდისციპლინის და მორჩილების ირიბი წყაროსგან. ეს ძალიან რთული ასპექტი შესაძლოა მეტად სასარგებლო გამოდგეს ქორწინებაში. მაგალითად, თუ ჩემი ნათალური სატურნი სუსტია, მის ფუნქციებს სინასტრიული სატურნი იტვირთავს, მაგრამ ამისთვის მეც შესაგებელი ნაბიჯები უნდა გადავდგა.

 

ავესალომ პადვოდნი 


About Qet

Scroll To Top