სინასტრიული სატურნი II სახლში

სინასტრიული სატურნი II სახლში

ეს პარტნიორი ჩემი სინდისის გასაღვიძებლად არის გამოგზავნილი, რომ დამაფიქროს ჩემს ცხოვრებისეულ ფასეულობებზე, ეთიკასა და ქცევის კულტურაზე საკუთარ საარსებო გარემოში. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა მისი სატურნისეული მოსაწყენობა, სიძუნწე და სისასტიკე სწორედ ამ ჭრილში შევაფასო. მეტიც, სათანადო ყურადღებასაც კი არ მივაქცევ.

მეორეს მხრივ, ეს პარტნიორი ნამდვილად აღჭურვილი იქნება შესაძლებლობით, თავისი სერიოზული ტონითა და პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩემს ცხოვრებისეულ წესრიგზე განმაწყოს და დამეხმაროს მათ გააზრებასა და გაღრმავებაში. ბუნებრივია, მისი ამ უნარის გავლენა დამოკიდებული იქნება სატურნის დამუშავების დონეზე  მის ჰოროსკოპში, და არა მის კონკრეტულ ქცევებზე. თუ მისი სატურნი დაზიანებული ან დაუმუშავებელია, სავსებით მოსალოდნელია, რომ ის საკუთარი კომპლექსების პროექციას დაიწყებს ჩემზე და დარტყმის მთავარი სამიზნე ჩემი ფასეულობები აღმოჩნდება. ამ შემთხვევაშიც კი, მე უნდა გავითვალისწინო, რომ მისი საყვედურები არც ისე უსაფუძვლოა და ჩემს ეთიკაში მართლაც არის ნაპრალები, რომელზეც კარმა მისი მეშვეობით მიმითითებს, თუნდაც ასეთ სასტიკ ფორმებში.

ჩემი ჰარმონიული II სახლი მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ზემოთაღწერილ ეფექტებს. მაგალითად, ჩემთვის მარტივი იქნება საუბრის გადატანა სხვა სიბრტყეში ან თავის დაძვრენა ამა თუ იმ მეთოდით, თუმცა უნდა მახსოვდეს, რომ ამ პარტნიორისგან აქცენტირებული პრობლემები ამით არ გაქრება,  მხოლოდ დროებით გადავადდება.

მთლიანობაში, ეს საკმაოდ მახვილი ასპექტია, მით უმეტეს, რომ ორივე ჩვენგანი თავიდან ვერ შევამჩნევთ იმ საფრთხეებს, რომელსაც ერთმანეთისთვის წარმოვადგენთ. გამოსავალი ის არის, რომ ერთმანეთს ტაქტით მოვუფრთხილდეთ, რაც კონკრეტულ სიტუაციაში სულაც არ იქნება ჩვენთვის (და განსაკუთრებით ჩემთვის) ბუნებრივი.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top